ბრძანება N 10001
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10001
05.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 17 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №46542/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 23 თებერვლის №001755/20236 დასკვნის შედეგებს და №---------- საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 7 თებერვალს კომპანიის ტვირთი მინაბოჭკოვანი ბადე მოხვდა „წითელ დერეფანში“. საჭირო გახდა ექსპერტიზის ჩატარება პროდუქციის ფასის განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით საინვოისო ღირებულება გაიზარდა და მოუწია 1824,1 ლარით მეტი დღგ-ს გადახდა.
მომჩივნის მოსაზრებით, ექსპორტის დეკლარაციითა და გადახდის ქვითრის მიხედვით შეიძლებოდა ინვოისის რეალური ღირებულების დადგენა. აღნიშნული დოკუმენტაცია, საბაჟო ორგანოს არ მოუთხოვია. დეკლარაციაში ცვლილების შეტანით კი შესაძლებელი იქნება თავიდან აიცილონ არასამართლიანად გაზრდილი დღგ.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო დეკლარაციაში (----------) ცვლილების შეტანას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 7 თებერვალს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე №---------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 2 748 რულონი ბოჭკოვანი მინის ბადე (საბაჟო ღირებულება 50302.54 ლარი). აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შემდეგაც საქონლის საბაჟო ღირებულებად (ექსპერტიზის დასკვნა №----------) განისაზღვრა 22871.80 აშშ დოლარი.
საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
ექსპერტიზის დასკვნით (№----------) განსაზღვრული საბაჟო ღირებულების (60436.44 ლარი) გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ცვლილება იქნა შეტანილი №---------- საბაჟო დეკლარაციაში, რის შემდეგაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამინტირებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 23 თებერვლის №---------- დასკვნით საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 22871.80 აშშ დოლარი. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს №---------- საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს №---------- საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშნებელის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის ტვირთი მოხვდა „წითელ დერეფანში“. საჭირო გახდა ექსპერტიზის ჩატარება პროდუქციის ფასის განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით საინვოისო ღირებულება გაიზარდა. მომჩივნის მოსაზრებით, ექსპორტის დეკლარაციითა და გადახდის ქვითრის მიხედვით შეიძლებოდა ინვოისის რეალური ღირებულების დადგენა. აღნიშნული დოკუმენტაცია, საბაჟო ორგანოს არ მოუთხოვია. დეკლარაციაში ცვლილების შეტანით კი შესაძლებელი იქნება თავიდან აიცილონ არასამართლიანად გაზრდილი დღგ.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 22871.80 აშშ დოლარი. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 37(2); 43(3,4).