ბრძანება N 15075

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.06.2023
№ დოკუმენტი 15075
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15075

28 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------“ (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) №13940/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით -------ის მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვას. აღნიშნულთან დაკავშირებით 2020 წლის 13 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით მიეცა რეკომენდაცია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებში საპროცენტო სარგებლის თვითდეკლარირებაზე, რაც არ განუხორციელებია. აცხადებს, რომ 2020 წლის 13 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 16 ოქტომბრის №31204 ბრძანება და №094-136 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, --------ის წინააღმდეგ დავალიანების ამოღების მიზნით, სს „-------“ 2016 წლის 12 ივლისს საქართველოს სასამართლოში წარადგინა საჩივარი. საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით -------ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 7 945 089,40 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალიანება შეადგენს 7 481 719,03 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 463 370,37 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიის დებიტორული მოთხოვნის სესხად კვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული მოგების გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №33073 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდზე, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 იანვრის №507 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ 2020 წლის 13 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საკითხებიდან/რეკომენდაციებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით, კერძოდ:

ა) --------ის მიმართ არსებული მოთხოვნის, როგორც ფინანსური მომსახურების (უპროცენტო სესხი) განხილვის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებში, ყოველთვიურად საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთები) მიხედვით დაანგარიშებული საპროცენტო სარგებლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის საფუძველზე მოგების გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით;

ბ) შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის №38679 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სს „-------“ (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის ან/და ზედმეტობის გამოვლენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი ფაქტიური აღრიცხვის მონაცემების ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33661 ბრძანება და ამავე თარიღის №094-123 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 696 523 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 461 208 ლარი, ჯარიმა 730 604 ლარი და საურავი 504 711 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 იანვრის №507 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „-------“ (ს/ნ -------) 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 13 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 16 ოქტომბრის №31204 ბრძანება და №094-136 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, სს „-------“ (ს/ნ -------) დებიტორული მოთხოვნა -------ის მიმართ, შემოწმებით დაკვალიფიცირდა, როგორც ფინანსური მომსახურების გაწევა (უპროცენტო სესხი) და 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე საწარმოს მიეცა რეკომენდაცია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებში საპროცენტო სარგებლის თვითდეკლარირებაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს განესაზღვრა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ იმ არგუმენტთან მიმართებაში, რომ 2020 წლის 13 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრებულია სასამართლოში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ორგანიზაციის დებიტორული მოთხოვნა, დაკვალიფიცირდა, როგორც ფინანსური მომსახურების გაწევა (უპროცენტო სესხი) და 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე საწარმოს მიეცა რეკომენდაცია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებში საპროცენტო სარგებლის თვითდეკლარირებაზე, თუმცა საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ უფიქსირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საანგარიშო პერიოდებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 983; 275