გადაწყვეტილება №24876/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24876/2/2025
31 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 6.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/-/----).
დავის საგანი:
გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2024 წლის N ---- საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის N 2434 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 256,91 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 113,15
ჯარიმა - 113,15
საურავი - 30,61
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელა მომჩივნის მიერ N -----/----- (15.07.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების 24.12.2024 N ----- აქტში საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულია 40 561,4 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სანტექნიკური ნაწარმი.
შემოწმების ფარგლებში, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე, დეკლარანტისაგან, სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად, გამოთხოვილ იქნა (საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის N ----- ) საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთები. დეკლარანტისაგან მიღებული ID ----- (30.01.2024) განცხადების თანახმად, საქონლის გამყიდველისთვის გადახდილი იქნა 34 061,4 აშშ დოლარი, N ----- (16.05.2021) სასაქონლო ინვოისში მითითებულ თანხაზე 200 აშშ დოლარით მეტი, რაც დეკლარანტის განმარტებით, განპირობებული იყო დეკლარანტის სავაჭრო ნიშნის დატანით იმპორტირებულ კერამიკულ ნაწარმზე.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის საბაჟო ღირებულების შემცირებას (200 აშშ დოლარის ოდენობით), რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება. მომჩივანს დაერიცხა დღგ - 113,15 ლარი და ასევე შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა, საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2024 წლის N 27384 ბრძანება და 27.12.2024 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2025 წლის N 2434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 37-ე მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილებზე, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272-ე მუხლზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული საქონლის საბაჟო ღირებულება, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტებით დარიცხული საბაჟო ვალდებულება და დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ID ----- (30.01.2024) განცხადებაში არ არის აღნიშნული, რომ 200 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ავანსის სახით, მით უმეტეს სამომავლოდ მისაღები საქონლისთვის. ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ 200 აშშ დოლარის ზედმეტად გადარიცხვა განაპირობა კომპანიის სავაჭრო ნიშნის დატანამ კერამიკულ საქონელზე (ნაწარმზე). ხაზგასასმელია ასევე, რომ N -----/----- (15.07.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით, სხვა საქონელთან ერთად, თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა 25 202,4 აშშ დოლარის ღირებულების კერამიკული ნაწარმი.
საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ N -----/----- (05.01.2022) საქონლის საბაჟო დეკლარაციის თანმხლები 2 ინვოისის ანალიზისას, არსად არ იკვეთება, რომ რაიმე ოდენობის თანხა გადახდილი იქნა/გადასახდელი იყო კერამიკულ ნაწარმზე დეკლარანტის სავაჭრო ნიშნის დატანისათვის.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საბაჟო დეპარტამენტის 25.01.2025 წლის N -----/----- წერილით ეცნობა, N -----/----- (15.07.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ საქონელზე მიმდინარეობს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ეთხოვა წარედგინა მითითებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:
- საქონლის ღირებულების (33 861,4 აშშ დოლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდება ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციის მიხედვით შესაბამისი ღირებულების გადახდა;
- ტრანსპორტირების ღირებულების (6 700 აშშ დოლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ღირებულების სხვა ელემენტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საბუთები და ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
24.01.2025 წლის საბაჟო დეპარტამენტის -----/----- წერილის გაცნობისთანავე გადამხდელის პირადი გვერდიდან 2024 წლის 30 იანვარს ელექტრონული ფორმით წარადგინა (ID -----, შტრიხკოდი: ------):
- საქონლის ღირებულების, გადახდის დამადასტურებელ საბანკო გადარიცხვის საგადახდო დავალება ID ----- (29/04/2021) – 8 000 აშშ დოლარი; ID ----- (24/05/2021) – 26 061,4 აშშ დოლარი; - ტრანსპორტირების ღირებულების 6 700 აშშ დოლარის საგადახდო დავალება ID ----- (14/07/2021);
- სასაქონლო კომერციული ინვოისი N ----- (16.05.2021) – 33 861,4 აშშ დოლარი. ასევე შეფუთვის სია (PACKING LIST), სატრანსპორტო ზედნადები ყველა თანდართული დოკუმენტაცია.
გაგზავნილ წერილში შენიშვნა: ასევე განმარტებული იყო 200 აშშ დოლარის ზედმეტად გადახდის მიზეზი, ავანსად წინასწარ გადახდილი 200 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო ახალი საქონლის შეკვეთისთვის კომპანიის სავაჭრო ნიშნის - BD კერამიკულ ნაწარმზე დატანის მიზნით. საქონელი შემოტანილი იქნა 5.01.2022 წელს N -----/----- იხილეთ საქონლის საბაჟო დეკლარაცია საქონლის ინვოისი.
27.12.2024 წელს, საწარმომ მიიღო საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინება 24.12.2024 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების N ----- აქტი, 26.12.2024 წლის N 27384 ბრძანება შპს „-----“ (ს/ნ -----) გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, 27.12.2024 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა და საქმის სხვა მასალები.
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ დეკლარანტისგან მიღებული ID ----- (30.01.2024) განცხადების თანახმად საქონლის გამყიდველისთვის გადახდილი იქნა 34 061,4 აშშ დოლარი, სასაქონლო ინვოისი N ----- (16.05.2021) მითითებულ თანხაზე 200 აშშ დოლარით მეტი, რაც დეკლარანტის განმარტებით, განპირობებული იყო დეკლარანტის სავაჭრო ნიშნის დატანით იმპორტირებულ კერამიკულ ნაწარმზე.
საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ან ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით. ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის ფაქტობრივად გადახდილი ამ/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ამ/და უნდა გადაუხადოს ამ/და გამყიდველის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციაში გამოიკვეთა საბაჟო ღირებულების შემცირება (200 აშშ დოლარის ოდენობით), რაც იწვევს იმპორტის გადასახადის შემცირებას. შემმოწმებელმა აღნიშნული თანხა 200 აშშ დოლარი მიაკუთვნა N -----/----- (15.07.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციას. დაიანგარიშა 34 061,4 აშშ დოლარი ნაცვლად 33 861,4 აშშ დოლარისა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. შპს „-----“ (ს/ნ -----) განეკუთვნება III კატეგორიის საწარმოს, ამ მხრივ მაღალი კონტროლია დაწესებული. დიდად გასაკვირი იქნებოდა, რომ ხელმძღვანელობას დაემალა 200 აშშ დოლარი და მიზნად ქონოდა გარკვეული შეღავათის მიღება.
დავის განმხილველი ორგანო მიუთითებს, რომ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები (დოკუმენტიდან) არ იკვეთება, რომ ზემოაღნიშნული 200 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ავანსის სახით. დამატებით წერილობითი სახით აცნობა ექსპორტიორ კომპანიას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წერილის მიღებისთანავე, წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას ზემოაღნიშნული 200 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ავანსის სახით კერამიკულ ნაწარმზე სავაჭრო ნიშნის BD-ის პროდუქციაზე დასატანად.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და ითხოვს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას:
1) საბაჟო დეპარტამენტის 24.12.2024 წლის N ----- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი; 2) საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2024 წლის N ----- საგადასახდო მოთხოვნა; 3) საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2024 წლის N 27384 ბრძანება; 4) შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის N 2434 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის N 2434 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგების სადავო აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმებით დადგინდა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია საბაჟო დეკლარაციაში საქონლის საბაჟო ღირებულების შემცირებით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება. მომჩივანს დაერიცხა დღგ და ასევე შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა, საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 167;