N 52 - 11/07/2024 - „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 11.07.2024
№ დოკუმენტი 52
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2024 წლის 11 ივლისი

ქ. გურჯაანი

„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 5 იანვრის №2 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 12/01/2012, 210020010.35.166.016047) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ე.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ვანო ბერიძიშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე