ბრძანება N 10155
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10155
10.05.2023
"-------" (პ/ნ "-------")
(მის. "-------" )
2023 წლის 10 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა "-------" - ის (პ/ნ "-------") №62214/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №003091/2023 ექსპერტიზის დასკვნას და 2023 წლის 6 აპრილის №1112/C7693 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თურქეთიდან შემოიტანა ავეჯი, ტანსაცმელი, საოჯახო, პირადი და მეორადი მოხმარების ნივთები. საქონლის წონა მითითებული ჰქონდა 250 კგ. მიაჩნია, რომ საქონლის ღირებულება არარეალურად არის შეფასებული, რადგან ნივთები არის მეორადი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო ღირებულების თავიდან დადგენას და დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 აპრილს "-------"-ის (ს/ნ "-------") მიერ №"-------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დადეკლარირდა 2810.66 ლარის საბაჟო ღირებულების 3245 კგ. სხვადასხვა დასახელების საქონელი.
აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“- ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის “ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა 583,05 კგ. არადეკლარირებული საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებამაც, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ გაცემული 2023 წლის 5 აპრილის №003091/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 16820 თურქული ლირა. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, სამართალდამრღვევ პირს არ მოუთხოვია.
№"-------" საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) 141 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან დეკლარირებული საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა საქონელიც, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო, ხოლო დეკლარირებული და არადეკლარირებული საქონლის დეკლარირების მიზნით წარდგენილ იქნა ახალი საბაჟო დეკლარაცია "-------"(06/04/2023).
გადახდის ქვითრების წარდგენის შემდეგ საქონელი გაშვებული იქმა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის :
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით:
3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. 3. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
დადგენილია, რომ დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერებისას აღმოჩნდა 583,05 კგ. არადეკლარირებული საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებამაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 16820 თურქული ლირა.
საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 თავი საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განსაზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყარეოებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------"-ის (პ/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიიჩნევს,რომ საქონლის ღირებულება არარეალურად არის შეფასებული,რადგან ნივთები არის მეორადი.
ითხოვს საბაჟო ღირებულების თავიდან დადგენას და დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, სამართალდამრღვევ პირს არ მოუთხოვია.
გადახდის ქვითრების წარდგენის შემდეგ საქონელი გაშვებული იქმა თავისუფალ მიმოქცევაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
43(3,4),37(2),27(1 ა“ და „ გ“)