N 422 - 24/09/2025 - „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №422
2025 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 24 ივნისის №718-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2011, 040030000.10.003.016221) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. თუ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს, ასეთ შემთხვევაში სუბიექტს უუქმდება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე სტატუსის მინიჭებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) თუ ვირტუალური ზონის პირს მიენიჭა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუქმებულად ითვლება პირისათვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების დღიდან.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური სტატუსს აუქმებს შესაბამისი ორგანოების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინფორმაცია კანდიდატისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე სტატუსის გაუქმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე