სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/8-263–2022

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2022
№ დოკუმენტი 3/8-263–2022წ
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №3/8-263–2022წ

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

საქმეში მონაწილე მხარეები:

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

წარმომადგენელი - „----------“

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმომადგენელი - „----------“

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „----------“ (ს/ნ ----------) (არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „----------" (ს/ნ ----------) სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახდო სამართალდარღვევის N-EL060528 ოქმის, 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების (საჩივარი N4586/2/2017) ბათილად ცნობა.

 

თავის მოთხოვნას მოსარჩელე იმ გარემოებებზე ამყარებდა, რომ 2017 წლის 19 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე გამოწერა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N-EL60528, რომლის საფუძველზედაც კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით და დაჯარიმდა 500 ლარით. აღნიშნული ჯარიმა მხარემ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანებითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება უცვლელად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებითაც.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შპს „----------“ ახორციელებს ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურებას), კომპანიის მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის (ავტომობილები, ნაწილები, სპეცტექნიკა და ა.შ.) გადმოცლა, რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, სადაც მთავრდება მოსარჩელის შემხებლობა გამოგზავნილ ტვირთთან. გამომგზავნის მოთხოვნის მიხედვით ხდება მიმღების შეცვლა და დოკუმენტაციის გადაცემა. ამის შემდგომ, ჩამოსული ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და იბარებს მეპატრონე. შესაბამისად, მიღებულ ტვირთებზე ავტომობილებზე) შპს „----------“ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 289.17 მუხლის მოქმედება ვერ გავრცელდება მასზე, რადგან კომპანია არ წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციაზე ვალდებულ პირს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

მოპასუხეებმა, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახდო სამართალდარღვევის ELO60528 ოქმი და 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N4586/2/2017); დაევალა შემოსავლების სამსახურს, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ. გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივართან დაკავშირებით

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 19 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე გამოწერა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N-EL060528, რომლის საფუძველზედაც კომპანია ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 17 ნაწილი და დაჯარიმდა. 500 ლარით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანება გაასაჩივრა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

საქალაქო სასამართლო მოიხმობს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსს, რომელშიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, გეზ „----------" ტერიტორიაზე გაიხსნა ---------- კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) კუთვნილი „----------“-ის მარკის ავტომობილი, VIN:----------. ამავე დღეს, გეზ „----------“ გამოცხადდა ავტომანქანის მფლობელის წარმომადგენელი, საქართველოს მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------, მინდობილობა N----------). შემოსავლების სამსახურის ---------- შეტყობინების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 28 დეკემბერი (45 კალენდარული დღე). ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცა გარე ტრანზიტული ნომერი ---------- და განხორციელდა მისი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზა „BMARS“-ში. სატრანსპორტო დოკუმენტიდან (კონოსამენტი) ირკვეოდა, რომ ავტომანქანა „----------“ გამოგზავნილი იყო საქართველოს მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) სახელზე. მოგვიანებით დილერმა კომპანიამ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მოახდინა მიმღების შეცვლა ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------). შედგა სატელეფონო საუბარი, შემდგომ შეხვედრა, ---------- და შპს „----------" დირექტორ ----------, რა დროსაც მათ დაადასტურეს, რომ ---------- არის შპს „----------“ თანამშრომელი, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით აღნიშნულ კომპანიაში მას ხელფასი არ ერიცხება. ---------- და შპს „----------" დირექტორმა ---------- ვერ წარმოადგინეს ზემოაღნიშნული ავტომობილის შესყიდვისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ვერ წარმოადგინეს საბუთი, რომლის საფუძველზეც მოახდინა შპს „----------" მფლობელის ცვლილება. ამასთან გამოირკვა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალ მფლობელს ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა არ უფიქსირდებოდა.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 207-ე, 209-ე, 215-ე, 218-ე, 269-270-ე და 289.17 მუხლებზე მითითებით, დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, 2017 წლის 19 ივნისს, უფლებამოსილი პირის მიერ. მოქალაქე ----------, მოქალაქე ---------- და შპს „----------“ მიმართ სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად კანონიერად შედგა საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა მიხედვითაც სამართალდამრღვევებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ სოლიდარულად დავების განხილვის საბჭომ ასევე განმარტა, რომ გადამხდელის მარიდან ადგილი ჰქონდა სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევას, რაც შესაძლებელს ხდიდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების გამორკვევას, წარმოადგენს თუ არა შპს „----------“ (ს/ნ ----------) ფაქტის გამოვლენის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტს.

 

ამ მიმართებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული ორგანოს იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც მოიცავს სათანადო წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის არებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რადგან მხოლოდ ამ გარემოებათა სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არ წარმართულა ადმინისტრაციული წარმოება ზემოთ მითითებულ მოთხოვნათა დაცვით და მართალია, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებში ქრონოლოგიურად არის აღწერილი სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტები, თუმცა შპს „----------“ (/----------) მიმართ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად სამართალდამრღვევად ცნობის უტყუარად დადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა შპს „----------" განმარტება იმის შესახებ, რომ კომპანია ახორცილებს მხოლოდ ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურებას) და მის მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის მათ შორის, ავტომობილების გადმოცლა, რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, სადაც მთავრდება მისი შემხებლობა გამოგზავნილ ტვირთთან გამომგზავნის მოთხოვნის მიხედვით ხდება მიმღების შეცვლა და მისთვის დოკუმენტების გადაცემა. ამის შემდეგ ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და მას იბარებს მესაკუთრე. გარდა ამისა, საქმეს თან ერთვის და დავის განხილვისას ცნობილი იყო „----------"-ის ფილიალის მენეჯერის ---------- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მათი განცხადების საფუძველზე მოხდა „----------“ მარკის ავტომობილის (VIN: ----------) მესაკუთრედ ---------- (პ/ნ ----------) მითითება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით ცალსახად არის დადგენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. ამდენად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც პირს არ ჩაუდენია ან/და საეჭვოა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა არ დაურღვევია კანონმდებლობით განმტკიცებული მართლწესრიგი, მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეულახავს სხვისი უფლებები და განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით არ გამოუწვევია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილებაზე მითითებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები ან პირიქით - რის საფუძველზე მიანიჭა სხვა მტკიცებულებას უპირატესობა, რატომ არ ეთანხმება გადამხდელის მითითებას და რა დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარედგინა და არ წარადგინა მხარემ, რათა დაინტერესებული პირისათვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32 - ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს და სათანადოდ ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების საფუძველზე დაასაბუთოს, თუ რატომ არის მპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი და საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივართან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

აპელანტები, სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მოისმობენ იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც აღწერილია სადავო აქტებში და მიუთითებენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; საქონლის გაშვებაში იგულისხმება დეკლარანტისთვის საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად; საქონლის გაფორმება კი, არის საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას.

 

ამავე კოდექსის 209-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და პროცედურების განხორციელების მიზნით საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის სტატუსი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა; საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე; საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას; საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილები არის საბაჟო კონტროლის ზონები, რომელთა შორის საქონლის გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ; საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

 

საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია სოლიდარულად დაეკისრებათ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის მიხედვით კი, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, რაც შესაძლებელს ხდიდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას და სამართალდამრღვევი სუბიექტიც განსაზღვრულია სწორად. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, მათი მიღების დროის ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სადავო აქტებთან მიმართებით არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვენ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას. სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და მიღებულია არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან საქმის განხილვისას შეფასება არ მიეცა მოსარჩელის მითითებებს და წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც დამატებით საჭიროებს კვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, მხოლოდ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების პირობებში, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო საჩივრების ფარგლებით და ვერ იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შესაბამისი პრეტენზია არ წარმოდგენილა.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ELOSO528 ოქმის, 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების (საჩივარი N4586/2/2017) კანონიერება.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა N21-10/89283 შეტყობინებით მიმართა შპს „----------“ დირექტორს ---------- და აცნობა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კომპანიის მიერ 2016 წლის 1 ნოემბერში ---------- პორტამდე ტრანსპორტირებული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება “----------" (VIN: ----------) პირველად კონოსამენტში (----------). ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებული იყო ---------- (პ/ნ ----------), ხოლო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით დაფიქსირდა, რომ მოგვიანებით, შპს „----------“ მიერ იგი შეიცვალა ახალი მფლობელით - მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------). შესაბამისად, ადრესატს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ეთხოვა, უმოკლეს ვადაში შემოსავლების სამსახურისთვის მიეწოდებინა მითითებული გადაზიდვის დამკვეთი პირის/ორგანიზაციის მომსახურების საფასურის გადახდისა და წარმოდგენილი ავტოსატრანსპორო საშუალებაზე მფლობელის შეცვლის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საბაჟო ტერმინალის ბაზიდან ტვირთზე ინფორმაციის შესახებ, სადაც მითითებულია ინფორმაცია კონტეინერის შესახებ (კონტეინერის ნომერი: ----------, შემოსვლის დრო 13.11.2016) გსნ ან გპი გრაფაში მითითებულია ----------, მფლობელის დასახელება - ცარიელია, შასის ნომერი - ----------, გამშვები პუნქტი - ----------, წარმომადგენლის ს/ნ ან პ/ნ ----------, წარმომადგენლის დასახელება - ---------- (---------- ----------), შეტყობინების ნომერი: ----------. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალება გაშვებულია მოწმობით, გადახაზულია ---------- (პ/ნ ----------) მითითებულია ახალი მფლობელი: ----------, ----------.

 

2016 წლის 14 ნოემბრის N----------. შეტყობინებით ავტოსატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 28.12 2016 წელი.

 

24.10.2016 წლის N---------- რწმუნებულებით (შედგენილი ---------- ენაზე) ირკვევა, რომ ---------- მოქალაქე ---------- უფლებას ანიჭებს საქართველოს მოქალაქე ---------- (----------) მიიღოს ---------- კუთვნილი ავტომობილი ქალაქ ---------- და ---------- საბაჟო ტერმინალებში, გააფორმოს აუცილებელი დოკუმენტები, მიიღოს ტრანზიტული ნომრები. იყოს წარმომადგენელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში იმ საკითებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მათ შორის, ავტომობილის ---------- საზღვრამდე გადატანას. ამ მიზნით უფლებამოსილია შეასრულოს მთელი რიგი მოქმედებები, მათ შორის, მართოს ავტომობილი მინდობილობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულების პერიოდში, წარადგინოს განცხადებები, ხელი მოაწეროს მისი სახელით, გადაიხადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოსაკრებელი და გადასახადი, ასევე შეასრულოს ყველა სხვა მოქმედება და ფორმალობა. მინდობილობა გაცემულია 3 წლის ვადით, სხვა პირზე გადანდობის უფლების გარეშე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2017 წლის 19 ივნისს შეადგინა N-ELO60528 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევის გამო სოლიდარულად, მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) და მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) ერთად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის მიხედვით და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 23 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით მიმართა შპს „----------“ დირექტორმა ---------- და აცნობა, რომ წარადგენდა 16.06.2017 წლის N---------- წერილით მოთხოვნილ საბუთებს.

 

კერძოდ, საქმეში დაცულია, 16.06.2017 წლის N---------- წერილის ---------- ენაზე თარგმანი და „----------“-ის წერილი (როგორც ----------, ასევე დამოწმებული თარგმანი), ფილიალის მენეჯერის ---------- მიერ ხელმოწერილი, რომელშიც, წარმოდგენილი თარგმანის მიხედვით, სიტყვა-სიტყვთ ნათქვამია შემდეგი: „მე ვუპასუხე N----------. პირველად მიწოდების პარტიაში ----------, მითითებული ----------, პირადი ----------, არ არის რეალურად ავტომანქანის ----------, VIN: ----------, მესაკუთრე. ავტომანქანის რეალური მესაკუთრე არის ----------, პ/ნ ----------. შეცვლა მოხდა შპს „----------“, საიდ N----------, მიერ ჩვენი განცხადების საფუძველზე, რომელიც გავუგზავნეთ შპს „----------". ბუღალტერი ----------“.

 

2017 წლის 03 ივლისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა N---------- წერილით მიმართა შპს „----------" დირექტორს ---------- და აცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა განიხილა მისი 2017 წლის 23 ივნისის N---------- წერილი შპს „----------" დირექტორს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა წერილში განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ.: ა მანქანის ნასყიდიის დოკუმენტი, გადაზიდვის ხელშეკრულება, შეკვეთის ფურცელი, საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტი და სხვა).

 

აღნიშნული წერილის პასუხად, ---------- 2017 წლის 14 ივლისის განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ N---------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომპანიას არ მოეპოვებოდა, რადგან იგი მონაწილეობას არ იღებდა მხარეთა შორის ნასყიდობის, ანგარიშსწორების და გადაზიდვის ოპერაციებში. შპს „----------" არის მხოლოდ კონტეინერის მიმღები და შესაბამისად, მასში მოთავსებული ტვირთის წარმომავლობის დოკუმენტები არ მოეპოვებათ.

 

ამავე განცხადებით, ---------- შეახსენა საბაჟო დეპარტამენტს, რომ გამომგზავნ კომპანიას მოსთხოვეს გადმოეგზავნა პირველად კონოსამენტში მითითებული პირველადი მფლობელის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც წარედგინა საბაჟო დეპარტამენტს მოთხოვნისამებრ, 2017 წლის 23 ივნისის N---------- განცხადებით.

 

2017 წლის 20 ივლისს შპს „----------“ დირექტორმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და 2017 წლის 10 ივლისის N----------, N----------, N----------, N----------, N----------, N----------, N---------- და 07 ივლისის N---------- წერილების პასუხად კიდევ ერთხელ აცნობა, რომ კომპანია მონაწილეობას არ იღებს მხარეთა შორის ანგარიშსწორებაში, შესაბამისად, მოთსოვნილი დოკუმენტაცია არ მოეპოვება.

 

განმცხადებელმა კვლავ განმარტა, რომ შპს „----------“ არის მხოლოდ კონტეინერის მიმღები, შესაბამისად, მასში უმეტესი ტვირთის წარმომავლობის დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. კონტეინერის გახსნის შემდეგ (ავტომობილის, ტვირთის) მესაკუთრის მოთხოვნით ხდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ცვლილებების განხორციელება. ამ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის წერილებში მითითებული ავტომობილების შასის ნომრების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდა ---------- კომპანიას, რომლის მითითებითაც მოხდა მიმღების შეცვლა, რაც დასტურდება ---------- კომპანიის მიერ მოწერილი წერილით. რაც შეეხება ---------- გამოგზავნილ საბუთებს, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შპს „----------“ მათ იღებს ფოსტით და ტვირთის (ავტომანქანების) მეპატრონეებს გადაეცემათ კომპანიის ოფისში, თბილისში. წერილებში მოთხოვნილი ავტომობილების ტექ. პასპორტები ინახება კომპანიის ოფისში, რადგან მათი მესაკუთრეები არ გამოცხადებულან და კომპანია არ ფლობს ინფორმაციას მესაკუთრის შესახებ.

 

ამავე განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ასევე ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ცვილებების მიზეზი არის გამომგზავნი კომპანიის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული ავტომობილები არ ყოფილა შეძენილი პირველად კონოსამენტში მითითებული პირების მიერ და შესაბამისად გამომგზავნი ფირმის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მესაკუთრის შეცვლა.

 

საქმეში წარმოდგენილია კომბინირებული ტრანსპორტის და პორტიდან პორტში გადაზიდვის კონოსამენტი, დოკუმენტის ნომრით: ----------, რომლის მიხედვითაც, ტვირთის გამომგზავნი/ექსპორტიორია/shipper/exporter ----------. ტვირთის მიმღები/consignee – ----------, ექსპედიტორი/Forwarding Agent ----------, ჩატვირთვის პორტი (Port of loading ----------, ხომალდის გადმოტვირთივს პორტი/Port of dischargee from vessel – ----------, გადამზიდის კვიტანციები/Carrier's receips: ----------, საქონლის აღწერილობა/Descriptiori of gods: ----------.

1.----------;

2. ----------;

3.----------;

4.----------;

 

ამდენად, პალატის შეფასებით, დასანელებული ფაქტობრივი გარემოებების და მოცემულ საქმეზე სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემასთან დაკავშირებულ მოვლენათა ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ შემოსავლების სამსახურმა ჯერ შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ამის შემდგომ შეუდგა საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მოძიებას გადასახადის გადამნდელისთვის მიწერილი წერილებით.

 

პალატა განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არის გათვალისწინებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შესაძლებელია მიჩნეული იქნეს გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე.

 

აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53- ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა დაურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს და ა.შ., გადაწყვეტილების მიღებამდე და არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თუმცა, არც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაშვებული შეცდომების აღმოფხვრის შესაძლებლობა გამოირიცხება მოქმედი კანონმდებლობით, რასაც ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს თავადვე აქვს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოთა თვითკონტროლისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილად გამოკლევის პრინციპს, უპირველეს ყოვლისა ემსახურება ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოებს ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, აღმოეფხვრათ სადავო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის დროს დაშვებული შეცდომები. თუმცა, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, იმის მაგივრად, რომ გამოესწორებინათ დაშვებული შეცდომები, გამოეკვლიათ საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებითი შეფასა მიეცათ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებისთვის, ემსჯელათ საჩივრის ავტორის არგუმენტებზე და გაეკეთებინათ დასაბუთებული შეფასება, დავის განმხილველი ორგანოები მხოლოდ ფორმალურად მიუდგნენ საკითხს და განიხილეს მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის რეგულაციების გამოყენების პროცესუალური სისწორე და არ დაადგინეს იმ შეფასებების შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც საფუძვლად დაედო სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემას.

 

კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანებით, შპს „----------" (ს/ნ ----------) საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის N-EL060528 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საჩივარში, შპს „----------" მიუთითებდა, რომ კომპანია წარმოადგენს ---------- კომპანიას, რომელიც ახორციელებს ტვირთების მიღებას (მათ შორის მანქანების). ტვირთები იგზავნება ---------- საქართველოში. კომპანია არ წარმოადგენს მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეს და სამართლებრივად კავშირი არ აქვს მიღებულ სატრანსპორტო საშუალებებთან, ვინაიდან ნასყიდობა ხდება ადგილზე ---------- -ში, ---------- დილერებს და კერძო პირებს შორის და შესაბამისად, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ არ მოეპოვებათ. კომპანია ახორციელებს ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურებას) და მათ მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის (ავტომობილები, ნაწილები, სპეცტექნიკა და ა.შ.) გადმოცლა, რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, რის შემდეგაც მეპატრონის მოთხოვნით ხდება მიმღების შეცვლა და დოკუმენტაციის გადაცემა. ამის შემდეგ ჩამოსული ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და მას იბარებს მეპატრონე. ამდენად, მიღებულ ტვირთზე (ავტომობილებზე) ფირმას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

მომჩივანი ასევე განმარტავდა, რომ გამომგზავნის მიერ შპს „----------" საშუალებით გამოიგზავნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მესაკუთრედ პირველად კონოსამენტში მითითებული იყო ---------- (პ/ნ ----------), თუმცა გამომგზავნი ---------- კომპანიისვე მოთხოვნით მოხდა ცვლილება ---------- მოქალაქე ---------- (პასპ. N----------), რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი იქნა 2017 წლის 23 ივნისს (რეგ. N----------). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი მიიჩნევდა, რომ კომპანია არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის ადრესატს.

 

N21117 ბრძანებით ირკვევა, რომ შპს „----------“ ზემოთ აღნიშნული საჩივრის განხილვისას, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

- საბაჟო დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი დასკვნითა და მასალებით ირკვეოდა რომ 2016 წლის 16 ნოემბერს, გეზი „----------“ ტერიტორიაზე გაიხსნა N---------- კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) კუთვნილი “----------”-ის მარკის ავტომობილი, VIN ----------. ამავე დღეს, გეზ „----------“ გამოცხადდა ავტომანქანის მფლობელის წარმომადგენელი, საქართველოს მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------. მინდობილობა N----------).

- სსიპ შემოსავლების სამსახურის N---------- შეტყობინების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 28 დეკემბერი (45 კალენდარული დღე). ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცა გარე ტრანზიტული ნომერი: ---------- და განხორციელდა მისი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზა „BMARS"-ში.

- სატრანსპორტო დოკუმენტიდან (კონოსამენტი) ირკვეოდა, რომ ავტომანქანა “----------” გამოგზავნილი იყო საქართველოს მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) სახელზე. მოგვიანებით, დილერმა კომპანიამ შპს “----------“ (ს/ნ ----------) მოახდინა მიმღების შეცვლა ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------).

- შედგა სატელეფონო საუბარი, შემდგომ შეხვედრა. ---------- და შპს „----------" დირექტორ ----------, რა დროსაც მათ დაადასტურეს, რომ ---------- არის შპს „----------“ თანამშრომელი, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით აღნიშნულ კომპანიაში მას ხელფასი არ ერიცხება. ---------- და ---------- ვერ წარმოადგინეს ზემოთ დასახელებული ავტომობილის შესყიდვისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ვერ წარმოადგინეს საბუთი, რომლის საფუძველზეც მოახდინა შპს „----------“ მფლობელის ცვლილება.

- ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალ მფლობელს, ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა არ უფიქსირდებოდა.

 

აღნიშნულ გარემოებათა გამორკვევის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, რის გამოც 2017 წლის 19 ივნისს, საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს საბაჟო კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილმა პირმა მოქალაქე ----------, მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N-EL060529, ELO60527 და N -ELOS528, რომლებითაც სამართალდამარღვევებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ სოლიდარულად.

 

ამდენად, როგორც N21117 ბრძანებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა-გაფორმება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა მისი უკანონო განკარგვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის N4586/2/2017 გადაწყვეტილებით შპს „----------“ საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 ივნისის N-ELO60528 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

ამდენად, როგორც ზემოთ მოხმობილი აქტების შინაარსით და ასევე აპელანტთა წარმომადგენლების მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის ახსნა-გარმატების ირკვევა, ოქმის შემდგენის შეფასებით, სამართალდარღვევა გამოიხატა მასში, რომ შპს „----------“, ---------- და ---------- ერთად, ერთობლივად განახორციელა სასაქონლო ოპერაციების იმგვარი დარღვევა, რამაც შედეგად მოიტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა-გაფორმების ვადის დარღვევა და შესაბამისად, ამ ავტომობილის უკანონო განკარგვა. აპელანტები არ ეთანხმებიან მოსარჩელის პოზიციას, რომ იგი მხოლოდ ტვირთის გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს და იმპორტირებულ ტვირთთან დაკავშირებულ საბაჟო ურთიერთობებში არ მონაწილეობს. აპელანტთა განმარტებით, შპს „----------“ არა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას ახდენს, არამედ უცხოურ აუქციონებზე იძენს კიდეც ავტომობილებს ფიზიკური პირების სახელით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაშიც, როცა კომპანიამ განახორციელა იმგვარი მოქმედებები, რაც მოიცავდა პირველად დოკუმენტებში მესაკუთრის ჩანაცვლებას, გაზიარებული ვერ იქნება, რომ კომპანია მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციას ახორციელებდა. კომპანიას, რომელიც სხვისი სახელით იძენს ქონებას, ამ პირის შეცვლა შეუძლია მხოლოდ შემძენის მითითებით, როცა შემძენსა და სხვა პირს შორის დადებულია რაიმე სახის გარიგება, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვა. შესაბამისად, სწორედ ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენა მოეთხოვა შპს „----------“ შემოსავლების სამსახურიდან, რათა დოკუმენტურად დადასტურებულიყო, რატომ და რის საფუძველზე შეიცვალა თავდაპირველი მესაკუთრე ----------, ----------. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენით გამოირიცხებოდა შპს „----------“ პასუხისმგებლობა, თუმცა მოსარჩელემ მესაკუთრის ცვლილების კანონიერი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.

 

აპელანტთა აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, პალატას საჭიროდ მიაჩნია, განმარტოს საგადასახადო სამართალდარღვევის არსი და საგადასახდო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

პალატა მოიხსმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის 222-219(კ-14) გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს წინაპირობები. პირის ბრალეულობა, მისი ქცევს მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. იურიდიული პასუხისმგებლობა სახელმწიფო იძულებას ეფუძნება ეს სამართლის წორმის სანქციის რეალიზაციის კონკრეტული ფორმაა). დგება სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და დაკავშირებულია საზოგადოებრივ გაკიცხვასთან. საგადასახადო პასუხისმგებლობა მიზნად ისახავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მას ახასიათებს იურიდიული პასუხისმგებლობის ყველა ნიშანი.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი:

1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას;

2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს;

3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ.

 

საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას. ფაქტობრივი საფუძველი საგადასახადო სამართალდარღვევა ნორმისა და საგადასახადო სამართალდაოღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საგადასახადო პასუხისმგებლობის სამართლებრივი ურთიერთობის შემადგენლობა რთული სოციალურ–სამართლებრივი მოვლენაა და იგი შემდეგი ელემენტების ერთობლიობას მოიცავს: სუბიექტები (მონაწილეები), სუბიექტების მონაწილეების) უფლებები და ვალდებულებები, მათი ქმედება (ქცევა). საგადასახადო პასუხისმგებლობის სამართლებრივ ურთიერთობაში, როგორც წესი, ორი მხარე მონაწილეობს: სახელმწიფო, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების სახით და სამართალდამრღვევი. საგადასახადო პასუხისმგებლობის სამართლებრივი ურთიერთობის ორივე მხარეს მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლია მოქმედება. ამასთან, საგადასახადო პასუხისმგებლობის რეალიზაცია ძირითადად კონკრეტულად განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმის გამოყენებით არის შესაძლებელი.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მმართველობის უმნიშვნელოვანესი * პრინციპი კანონიერების პრინციპი საგადასახადო სამართალურთიერთობებში გულისხმობს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამდენად, ზემოთ მოხმობილი მსჯელობების გათვალისწინებით, ცხადია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, პირველ რიგში უნდა გამოირკვეს, იმ ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობა, რასაც საგადასახადო კოდექსი გადაცდომად მიიჩნევს და ადგენს შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „----------“ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც გათვალისწინებულია სანქცია, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე პირის პასუხისგებაში მიცემისთვის პირველ რიგში უნდა გამოირკვეს, რა სახის სასაქონლო ოპერაციას ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი, რაში გამოიხატა სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა და ვინ იყო ვალდებული პირი ამ ოპერაციების მოთხოვნების დაცვაზე. მითუმეტეს, როცა 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შენიშვნაში, ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული, რომ ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც იმავე ქმედებისათვის დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა. მაგალითისთვის, პალატა მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ცალკე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პირის მიერ საქონლის წარდგენის ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის, ხოლო მე-19 ნაწილი - სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელების ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა დაკარგვა ან განადგურება. მოცემულ შემთხვევაში, ოქმის შემდგენი ორგანოს განმარტებით და სადავო აქტებში მოცემული მსჯელობით, საგადასახადო ორგანო თვლის, რომ შპს „----------" მიერ ჩადენილი იქნა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით. გათვალისწინებული გადაცდომა, რამაც შედეგად გამოიღო ის დარღვევები, რისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 289-ე მუხლის პირველი და მე-19 ნაწილებით, თუმცა 289,1 და 289,19 მუხლებში აღნიშნული დარღვევების ჩადენას შპს „----------“ არ ედავებიან, წარმოდგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს. რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს სასაქონლო ოპერაციის პირობების იმგვარ დარღვევას, რაც არ იწვევს ამავე მუხლის სხვა ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ერთმნიშვნელოვნად და ნათლად უნდა ირკვეოდეს და დგინდებოდეს პირის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსი, არსებობდეს პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანმხლები მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დასტურდებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ელემენტის არარსებობა განაპირობებს აღნიშნული ნორმის გამოყენების უკანონობას. სწორედ ამ გარემოებების გამორკვევა წარმოადგენდა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და დავის განმხილველი ორგანოების უპირველეს ვალდებულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად 1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე 2 საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების საბაჟო დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი

 

მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. 6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას. 10. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს 11. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის პირველად კონოსაშენტში მესაკუთრედ მითითებული იყო ----------, თუმცა ტვირთის საქართველოს სათაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, გადამზიდავმა კომპანიამ, ტვირთის გამომგზავნის მოთხოვნით, მოახდინა მესაკუთრის ცვლილება ----------, რომლის წარმომადგენელსაც გადაეცა სატრანსპორტო საშუალება ტრანზიტული ნომრებით და იგი გაშვებულ იქნა საბაჟოს ტერიტორიიდან 2016 წლის 14 ნოემბრის N---------- შეტყობინებით, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 28.12.2016 წელი, შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით და სასამართლოსთვის მიცემული განმარტებებით, სწორედ თავდაპირველი მესაკუთრის სათანადო საფუძვლის გარეშე შეცვლას მიიჩნევს საგადასახადო ორგანო სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ჩამოთვლის სასაქონლო ოპერაციებს, რომლებიც გამოიყენება საქონლის გაფორმებისას, ესენი: ა) იმპორტი; ბ) ექსპორტი; გ) რეექსპორტი; დ) ტრანზიტი; ე) საწყობი; ზ) თავისუფალი ზონა; თ) დროებითი შემოტანა; ი) შიდა გადამუშავება; კ) გარე გადამუშავება და ადგენს თითოეული სასაქონლო ოპერაციის განხორციელების პირობებს. ამდენად, პირველ რიგში გამოსარკვევი იყო, რა სასაქონლო ოპერაციას ჰქონდა ადგილი შპს „----------“ მიმართებით და კონკრეტულად რა წესი იქნა დარღვეული, . რაზე მსჯელობაც არცერთ სადავო აქტში მოცმეული არ არის.

 

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევის აღმოჩენისას/გამოვლენისას სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გადაცდომის აღმოჩენა არის შემდგომი მოკვლევის დაწყების და არა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის უპირობო და საკმარისი საფუძველი. იმისათვის, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს რაში გამოიხატა სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა და ვინ იყო ამ პირობების განუხრელ დაცვაზე ვალდებული პირი. განსახილველ საქმეზე, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, უდავოა, რომ საგადასახადო ორგანო, მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ შეუდგა იმ საკითხის გამოკვლევას, რასაც იგი მიიჩნევდა სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევად და რაც გამოიხადა პირველად კონოსამენტში თავდაპირველი მესაკუთრის შეცვლით. საგადასახადო ორგანო არ დაელოდა მხარისგან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენას. მეტიც, აღნიშნული ცნობა არ გაითვალისწინა არც საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას და სათანადო არგუმენტირებული მსჯელობით არ უარყვია, რატომ არ იყო მოსარჩელე უფლებამოსილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე შეეცვალა ქონების მესაკუთრე, მით უფრო, როცა არსებობს საქონლის გამომგზავნი პირის მომართვა ასეთი

 

ცვლილების განხორციელების აუცილებლობის შესახებ ან რომელი სასაქონლო ოპერაცია დაირღვა ამ ცვლილების განხორციელებით, ვინაიდან ის შედეგები რასაც საგადასახდო ორგანო უკავშირებს, შპს „----------“ ქმედებას უკანონო განკარგვისა და საქონლის წარდგენა-გაფორმების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც ეკვე აღინიშნა აღინიშნა, არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომას.

 

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემეოება, რომ განხორციელებული ცვლილება, საგადასახადო ორგანოსთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა საეჭვო, რაც დაირღვა სატრანსპორტო საშუალების წარდგენისათვის მიცემული 45 დღიანი ვადა და საქონლის სათანადო წესით გაფორმება არ განხორცილდა. შემოსავლების სამსახური აპელირებს რა იმ ფაქტზე, რომ შპს „----------" შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე მოახდინა თავდაპირველ კონოსამენტში მითითებული მესაკუთრის ცნება, თუმცა ფაქტია, რომ სატრანსპორტო საშუალება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიცა ახალი მფლობელის წარმომადგენელზე და სწორედ მის მიმართ იქნა შედგვნილი შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალების 45 დღეში წარმდგენის ვალდებულების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის (საქონლის გაშვება) მიხედვით, 1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება. 2. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო. 3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება ცალ-ცალკე დეკლარირებულად. 4. საქონლის გაშვება არ გამორიცხავს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის ვადის გაგრძელებას.

 

ამასთან, ამავე კოდექსის 266-ე მუხლში (საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება), აღნიშნულია, რომ 1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება არის საბაჟო კონტროლის პროცედურა, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა: ა) შემცირდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის პროცედურების ხვედრითი წილი; ბ) გაიზარდოს საქონლის გაფორმების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა; გ) გაიზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის სხვა ვალდებული პირი არის საქართველოს საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელი, გადამზიდველი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი და სხვა პირი), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირაა დაკავშირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის ოდენობის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან,განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელი.

 

ამდენად, რეალურად საგადასახადო ორგანო, არა პირველად კონოსამენტში მესაკუთრის ცვლილებას, არამედ საქონლის გაშვების შემდგომ წარმოშობილი გადაცდომების (გაფორმების ვადის დარღვევა, უკანონო განკარგვა) დაკავშირებას ცდილობს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლამდე განხორციელებულ ოპერაციებთან, და პასუხისმგებლობას აკისრებს, არა იმ პირს ვისზეც გასცა საქონელი, არამედ გადამზიდავ კომპანიას. შესაბამისად, შეფასების საგანია რამდენად წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოცემულ შემთხვევაში გადაცდომად მოაზრებული გარემოებები შპს „----------“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამაც შედეგად კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა გამოიწვია. თუმცა, პალატა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები ვერ გასცდება, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, შესაბამისად, პალატა უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხზე დასაბუთებული და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახლა სრულყოფლად გამოკვლევას, გაანალიზების და შესწავლის საჭიროების შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

აპელანტები, სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა დ გ ი ნ დ ა

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32).

 

მოსამართლეები:

ხათუნა ხომერიკი

ნანა კალანდაძე

ლერი თედორაძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ფაქტობრივი გარემოებები

2017 წლის 16 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეტყობინებით მიმართა გადამხდელის დირექტორს და აცნობა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კომპანიის მიერ 2016 წლის 1 ნოემბერში პორტამდე ტრანსპორტირებული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებული იყო ფიზიკური პირი, ხოლო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით დაფიქსირდა, რომ მოგვიანებით, გადამხდელის მიერ იგი შეიცვალა ახალი მფლობელით. შესაბამისად, ადრესატს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ეთხოვა, უმოკლეს ვადაში შემოსავლების სამსახურისთვის მიეწოდებინა მითითებული გადაზიდვის დამკვეთი პირის/ორგანიზაციის მომსახურების საფასურის გადახდისა და წარმოდგენილი ავტოსატრანსპორო საშუალებაზე მფლობელის შეცვლის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საბაჟო ტერმინალის ბაზიდან ტვირთზე ინფორმაციის შესახებ, სადაც მითითებულია ინფორმაცია კონტეინერის შესახებ გსნ ან გპი გრაფაში მითითებულია საიდენტიფიკაციო ნომერი, მფლობელის დასახელება - ცარიელია, შასის ნომერი - შევსებულია, გამშვები პუნქტი - შევსებულია, წარმომადგენლის ს/ნ ან პ/ნ შევსებულია, წარმომადგენლის დასახელება - შევსებულია, შეტყობინების ნომერი: შევსებულია. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალება გაშვებულია მოწმობით, გადახაზულია ფიზიკური პირი, მითითებულია ახალი მფლობელი.

2016 წლის 14 ნოემბრის შეტყობინებით ავტოსატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 28.12 2016 წელი.

24.10.2016 წლის რწმუნებულებით (შედგენილი უცხოურ ენაზე) ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი უფლებას ანიჭებს საქართველოს მოქალაქეს მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი საბაჟო ტერმინალებში, გააფორმოს აუცილებელი დოკუმენტები, მიიღოს ტრანზიტული ნომრები. იყოს წარმომადგენელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში იმ საკითებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მათ შორის, ავტომობილის საზღვრამდე გადატანას. ამ მიზნით უფლებამოსილია შეასრულოს მთელი რიგი მოქმედებები, მათ შორის, მართოს ავტომობილი მინდობილობით განსაზღვრული მოქმედებების შესრულების პერიოდში, წარადგინოს განცხადებები, ხელი მოაწეროს მისი სახელით, გადაიხადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოსაკრებელი და გადასახადი, ასევე შეასრულოს ყველა სხვა მოქმედება და ფორმალობა. მინდობილობა გაცემულია 3 წლის ვადით, სხვა პირზე გადანდობის უფლების გარეშე.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2017 წლის 19 ივნისს შეადგინა N-ELO60528 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელი დაჯარიმდა სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევის გამო სოლიდარულად, ფიზიკური პირი და მეორე ფიზიკური პირი ერთად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის მიხედვით და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

2017 წლის 23 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით მიმართა გადამხდელის დირექტორმა და აცნობა, რომ წარადგენდა 16.06.2017 წლის წერილით მოთხოვნილ საბუთებს.

კერძოდ, საქმეში დაცულია, 16.06.2017 წლის წერილის უცხოურ ენაზე თარგმანი და არარეზიდენტი კომპანიის წერილი (როგორც უცხოურ ენაზე, ასევე დამოწმებული თარგმანი), ფილიალის მენეჯერის მიერ ხელმოწერილი, რომელშიც, წარმოდგენილი თარგმანის მიხედვით, სიტყვა-სიტყვთ ნათქვამია შემდეგი: „მე ვუპასუხე პირველად მიწოდების პარტიაში, მითითებული პირი, არ არის რეალურად ავტომანქანის მესაკუთრე. ავტომანქანის რეალური მესაკუთრე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. შეცვლა მოხდა გადამხდელის, მიერ ჩვენი განცხადების საფუძველზე, რომელიც გავუგზავნეთ.

2017 წლის 03 ივლისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა წერილით მიმართა გადამხდელის დირექტორს და აცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა განიხილა მისი 2017 წლის 23 ივნისის წერილი გადამხდელის დირექტორს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა წერილში განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ.: ა მანქანის ნასყიდიის დოკუმენტი, გადაზიდვის ხელშეკრულება, შეკვეთის ფურცელი, საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტი და სხვა).

აღნიშნული წერილის პასუხად, ფიზიკური პირის 2017 წლის 14 ივლისის განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომპანიას არ მოეპოვებოდა, რადგან იგი მონაწილეობას არ იღებდა მხარეთა შორის ნასყიდობის, ანგარიშსწორების და გადაზიდვის ოპერაციებში. გადამხდელი არის მხოლოდ კონტეინერის მიმღები და შესაბამისად, მასში მოთავსებული ტვირთის წარმომავლობის დოკუმენტები არ მოეპოვებათ.

ამავე განცხადებით, ფიზიკურმა პირმა შეახსენა საბაჟო დეპარტამენტს, რომ გამომგზავნ კომპანიას მოსთხოვეს გადმოეგზავნა პირველად კონოსამენტში მითითებული პირველადი მფლობელის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც წარედგინა საბაჟო დეპარტამენტს მოთხოვნისამებრ, 2017 წლის 23 ივნისის განცხადებით.

2017 წლის 20 ივლისს გადამხდელის დირექტორმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და 2017 წლის 10 ივლისის და 07 ივლისის წერილების პასუხად კიდევ ერთხელ აცნობა, რომ კომპანია მონაწილეობას არ იღებს მხარეთა შორის ანგარიშსწორებაში, შესაბამისად, მოთსოვნილი დოკუმენტაცია არ მოეპოვება.

განმცხადებელმა კვლავ განმარტა, რომ გადამხდელმა არის მხოლოდ კონტეინერის მიმღები, შესაბამისად, მასში უმეტესი ტვირთის წარმომავლობის დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. კონტეინერის გახსნის შემდეგ (ავტომობილის, ტვირთის) მესაკუთრის მოთხოვნით ხდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ცვლილებების განხორციელება. ამ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის წერილებში მითითებული ავტომობილების შასის ნომრების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდა უცხოურ კომპანიას, რომლის მითითებითაც მოხდა მიმღების შეცვლა, რაც დასტურდება უცხოური კომპანიის მიერ მოწერილი წერილით. რაც შეეხება უცხოეთიდან გამოგზავნილ საბუთებს, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გადამხდელი მათ იღებს ფოსტით და ტვირთის (ავტომანქანების) მეპატრონეებს გადაეცემათ კომპანიის ოფისში, თბილისში. წერილებში მოთხოვნილი ავტომობილების ტექ. პასპორტები ინახება კომპანიის ოფისში, რადგან მათი მესაკუთრეები არ გამოცხადებულან და კომპანია არ ფლობს ინფორმაციას მესაკუთრის შესახებ.

ამავე განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ასევე ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ცვილებების მიზეზი არის გამომგზავნი კომპანიის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული ავტომობილები არ ყოფილა შეძენილი პირველად კონოსამენტში მითითებული პირების მიერ და შესაბამისად გამომგზავნი ფირმის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მესაკუთრის შეცვლა.

 

გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით.