ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 10.07.2024
№ დოკუმენტი 15
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 10 ივლისი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N2587-XIმს-Xმპ, 09/02/2023წ), და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში – 25 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 3000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ – ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში – 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში – 250 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში – 1500 ლარი;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში – 1500 ლარი;

ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში – 7000 ლარი.

მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილება“ .

 

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

ყვარლის მუნიციპლიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

ოთარი ბუჯიაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე