N 14 - 28/06/2024 - „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 28.06.2024
№ დოკუმენტი 14
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 28 ივნისი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N2587-XIმს-Xმპ; 9.02.2023, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის N8 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.106.016417) მე-5 მუხლის „დ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ“ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე:

„დ.ა“ სამორინის თამაშობებზე - კვარტალში 250 000 ლარი;

„დ. ბ“ სათამაშო აპარატების თამაშობებზე - კვარტალში 250 000 ლარი;

„დ.გ“ ტოტალიზატორის თამაშობებზე - კვარტალში 250 000 ლარი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

მამუკა ქარდავა

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე