დასაბეგრი თანხა
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674196892648 {width: 481.45pt; border: none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო
გაერთიანებულისამეფო
საქმის ნომერი
C-33/93
მხარეები
EmpireStores Ltd v. Commissioners of Customs and Excise
თარიღი
02/06/1994
სამართლებრივი
საფუძველი
· პირველიდირექტივის 1-ლი მუხლი
· 1977 წლის17 მაისის დღგ-ის მე-11ა მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის 73-ე მუხლი)
საქართველოსსაგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები
164-ე მუხლის1-ლი ნაწილი
დასაბეგრი თანხა
ფაქტობრივი გარემოება
Empire Stores არის ონლაინ მაღაზია, რომელიც კატალოგის მეშვეობით ახორციელებს საქონლის რეალიზაციას. მომხმარებელთა მოსაზიდად იგი იყენებს 2 სახის სქემას:
1. „საკუთარი თავის წარდგენა“, რომლის მიხედვითაც პოტენციური მომხმარებელი ავსებს პერსონალური მონაცემების შესაბამის ფორმას, აღნიშნულის სანაცვლოდ კი პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს დადგენილი სიიდან (რომელიც შესაძლებელია არ იყოს გასაყიდი საქონლის სიაში) აირჩიოს ერთი ნივთი, რომელსაც მიიღებს საჩუქრის სახით, პირველივე შეკვეთის განხორციელებისას.
2.„მეგობრის წარდგენის“ სქემა, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რეკომენდაციით იწვევენ სხვა პოტენციურ მომხმარებელს და აღნიშნულის სანაცვლოდ იღებენ საჩუქარს წარმოდგენილი სიიდან. საჩუქრის მისაღებად აუცილებელია პოტენციურმა მომხმარებელმა შეავსოს სპეციალური ფორმა და განათავსოს პირველი შეკვეთა.
ორივე შემთხვევაში კომპანია დღგ-ით ბეგრავდა საჩუქრად გადაცემული საქონლის თვითღირებულებას. საგადასახადო ორგანომ კი დღგ დაარიცხა საბაზრო ფასს (რა ფასიც არის მითითებული კატალოგში სხვა სტანდარტული მომხმარებლებისთვის).
დასმული კითხვა
დირექტივის 73-ე მუხლის მიზნებისთვის, პოტენციური ან არსებული მომხმარებლისთვის საჩუქრის გადაცემა განიხილება თუ არა ძირითადი მიწოდებისგან განცალკევებულ, დამოუკიდებელ ოპერაციად. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დასაბეგრი თანხა არის:
საქონლის შესყიდვის ფასი,ფასი, რომლითაც კომპანია გაყიდიდა ამ საქონელს მისი კატალოგში არსებობის შემთხვევაში, თუ
სხვაგვარად განსაზღვრული ფასი?
სასამართლოს გადაწყვეტილება
2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, რაც წარმოადგენს მყიდველისგან, მომხმარებლისგან ან მესამე მხარისგან მიღებულ ან მისაღებ ანაზღაურებას, მათ შორის ფასთან პირდაპირ დაკავშირებულ სუბსიდიას.
როგორც სასამართლომ C230/87-ის საქმეზე (Naturally Yours Cosmetics) დაადგინა, საქონლის მიწოდების სანაცვლოდ შესაძლოა ანაზღაურება მიღებული იქნეს მომსახურების სახითაც, თუმცა აღნიშნულს ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კავშირი მიწოდებულ საქონელსა და მიღებული მომსახურების ფულად ღირებულებას შორის.
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს, რომ საჩუქრის გადაცემა ხდება ახალი მომხმარებლის მიერ პირადი ინფორმაციის კომპანიისთვის გაზიარების სანაცვლოდ და იგი არ წარმოადგენს მომხმარებლის მიერ კატალოგში არსებული საქონლის შეძენის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებას. ამას ადასტურებს რამდენიმე ფაქტი: ნივთის ჩუქება არ ხდება ყოველი ახალი შეკვეთის განხორციელებისას, აღნიშნულს ადგილი აქვს მხოლოდ პოტენციური მომხმარებლის გაცნობისას; „მეგობრის წარდგენის“ სქემის შემთხვევაშიც საჩუქარი გადაეცემა არა უშუალოდ საქონლის შემძენს, არამედ იმ პირს, რომელმაც მოუყვანა ახალი მომხმარებელი კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრის მიღება დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე, აღნიშნული მაინც უნდა მივიჩნიოთ კომპანიის მიერ მიღებული მომსახურების ანაზღაურებად. „მეგობრის წარდგენის“ სქემაში ხსენებულ პირობებს აკმაყოფილებს ახალი მომხმარებელი, თუმცა საჩუქარს ღებულობს პირი, რომელიც მოუყვანს კომპანიას ახალ მომხმარებელს.
ასევე, დგინდება პირდაპირი კავშირის არსებობა საჩუქრის გადაცემასა და სანაცვლოდ მიღებულ მომსახურებას (ახალი მომხმარებლის მოზიდვა) შორის, ვინაიდან თუ ეს მომსახურება (ახალი მომხმარებლის მოზიდვა) არ იქნება გაწეული, მაშინ არც საჩუქრის გაცემას ექნება ადგილი. ხოლო ვინაიდან Empire Stores-ის მიერ პირისთვის ანაზღაურების გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებით, მომსახურების ღირებულება უდავოდ შეიძლება გამოხატული იყოს ფულად ღირებულებაში.
შესაბამისად, დირექტივის 73-ე მუხლის მიზნებისთვის, პოტენციური მომხმარებლის მოყვანის სანაცვლოდ არსებული ან ახალი მომხმარებლისთვის საჩუქრის გადაცემა განიხილება ძირითადი მიწოდებისგან განცალკევებულ, დამოუკიდებელ ოპერაციად. დასაბეგრი თანხა კი განისაზღვრება მიმწოდებლის მიერ ამ ნივთისთვის გადახდილი ფასით (შესყიდვის ფასი).