ბრძანება N 16509

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 16509
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16509

07 ივლისი 2023

ი/მ --- (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 12 ივნისის და 21 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ---ს (ს/ნ ---) №81592/1/2023 და №81835/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №CB1468981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დანაკლისი ნიშნავს ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ოდენობასთან შედარებით გამოვლენილ ნაკლებობას, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის რეალიზებულად (მიწოდებად) ითვლება და შესაბამისად იბეგრება. თუ ბუღალტრული ჩანაწერები არ არსებობს, ვერც ამ ჩანაწერებთან შედარებით გამოვლენილი ნაკლებობა იარსებებს. მაგრამ მითითებული არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს საქონლის რეალიზაცია. უბრალოდ, მოცემული რეალიზაცია უნდა დაიბეგროს არა დანაკლისის სახით მისი აღმოჩენის მომენტში, არამედ ჩვეულებრივი წესით - საქონლის რეალიზაციის პერიოდში.

განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ინდივიდუალურად არ აქვს აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. შესაბამისად, ინვენტარიზაციისას შეუძლებელი იყო ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ოდენობასთან შედარებით ნაკლებობის (დანაკლისის) გამოვლენა. ამასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დანაკლისი გამოავლინა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ინვენტარიზაციისას აღწერილ ფასეულობებზე დადგინდა სარეალიზაციო ფასები და თვითღირებულებები უახლოესი შეძენების მიხედვით და შესაბამისი საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომლის გამოყენებით წინა და მოცემულ ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში დეკლარირებული მიწოდებიდან თვითღირებულების გამოყოფით განსაზღვრულ იქნა იმ ფასეულობათა თანხობრივი ოდენობა, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა ბუღალტრულად აღრიცხული -„ბუღალტრული ნაშთი“. საბოლოოდ, „ბუღალტრული ნაშთისა“ და ინვენტარიზაციისას აღწერილი ფასეულობების თვითღირებულების თანხებს შორის სხვაობით განსაზღვრულ იქნა დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება დადგენილ იქნა დღგ-ის განაკვეთის კოეფიციენტზე (1,18) და საშუალო შეწონილი ფასნამატის კოეფიციენტზე (1,5664) გამრავლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ინვენტარიზაციისას კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის ბუღალტრული ჩანაწერების საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოება და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენა, უნდა გაუქმდეს ინვენტარიზაციის შედეგად შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ინვენტარიზაციის მასალები გადაეცეს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით, მაგრამ მოცემული მეთოდი უნდა გამოიყენოს არსებულ სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის/მონაცემების შედარებისა და ანალიზის საფუძველზე და გამოცემულ აქტში ასახოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა არგუმენტი, ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება.

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის როგორც პირდაპირი (დოკუმენტური), ისე არაპირდაპირი მეთოდის მიზანი ერთია - ობიექტურად და სამართლიანად მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დოკუმენტაციის ნაკლებობითაა განპირობებული, მოცემული ნაკლებობა უნდა შეივსოს შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ყოველმხრივი, ლოგიკური, ობიექტური ანალიზით. „ საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაციით/დოკუმენტაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას“.

შესაბამისად, თუ არსებობს საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ, სავაჭრო საქმიანობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ფასნამატის მეთოდის გამოყენება, მაშინ საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გაანალიზოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია საქონლის შესყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სავაჭრო ფასნამატი არის პროდუქტის შესყიდულ ღირებულებასა და მის გასაყიდ ფასს შორის სხვაობა“.

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ფასნამატის გამოანგარიშება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, არსებული ინფორმაციის სრული და ყოველმხრივი ანალიზით, ვინაიდან „ცალსახაა, რომ რაც უფრო მაღალია ფასნამატი, მით უფრო იზრდება საბოლოო მოხმარებისათვის გამიზნული საქონლის ფასი და შესაბამისად საწარმოს მოგება“ და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელის მიმართ 2018 წლის 30 ივლისს შედგენილი გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულია ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 35%, წინა ინვენტარიზაციით 2022 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ფასნამატი დაფიქსირდა 20,46%, ხოლო სადავო ინვენტარიზაციით 56.64%. იმ პირობებში, როდესაც მოცემული ინვენტარიზაციით აღწერილ საქონელში მცირეა წინა ინვენტარიზაციის შემდეგ მიღებული საქონლის ხვედრითი წილი, აშკარაა, რომ წინა ინვენტარიზაციის შემდეგ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის თითქმის გასამმაგება არარეალურია. მოცემული კი ქმნის იმის საფუძველს, რომ ობიექტურად და ყოველმხრივ გამოკვლეულ იქნეს ჩატარებული გაანგარიშებების სისწორე.

საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციისას აღწერილ ფასეულობებზე დადგინდა სარეალიზაციო ფასები და თვითღირებულებები უახლოესი შეძენების მიხედვით და შესაბამისი საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომლის გამოყენებით წინა და მოცემულ ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში დეკლარირებული მიწოდებიდან თვითღირებულების გამოყოფით განსაზღვრულ იქნა იმ ფასეულობათა თანხობრივი ოდენობა, რომელიც გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონოდა ბუღალტრულად აღრიცხული -„ბუღალტრული ნაშთი“. საბოლოოდ, „ბუღალტრული ნაშთისა“ და ინვენტარიზაციისას აღწერილი ფასეულობების თვითღირებულების თანხებს შორის სხვაობით განსაზღვრულ იქნა დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება დადგე-ნილ იქნა დღგ-ის განაკვეთის კოეფიციენტზე (1,18) და საშუალო შეწონილი ფასნამა-ტის კოეფიციენტზე (1,5664) გამრავლებით.

ინვენტარიზაციის გაანგარიშებებების პირველი უსწორობა იმაში მდგომარეობს, რომ დანაკლისი განისაზღვრა ფასნამატის ერთიანი კოეფიციენტის გამოყენებით. მოცემული ინვენტარიზაციით სულ აღწერილ იქნა საქონლის 51 პოზიცია, ხოლო წინა ინვენტარიზაციით 36 პოზიცია. ამასთან, ინვენტარიზაციებს შორის შეძენა მხოლოდ რამდენიმე დასახელების ფასეულობის 3 იმპორტით განხორციელდა. შესაბამისად, შესაძლებელი იყო წინა ინვენტარიზაციიდან სადავო ივენტარიზაციამდე ფასეულობათა მოძრაობა და რეალიზაციის საერთო მოცულობა და დაუდეკლარირებელი მოცულობა/დანაკლისი განსაზღვრულიყო ამ სახეობების/ჯგუფების მიხედვით. მოცემული მიდგომით უზრუნველიყოფა ფასნამატის მაქსიმალური სიზუსტე და გამოირიცხება მაღალი ფასნამატის გავრცელება დაბალი ფასნამატის მქონე საქონელზე, რაც განსახილველი შემთხვევისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან წინა ინვენტარიზაციის შემდეგ შეძენილ საქონელს ვალუტის კურსის ცვლილების გამო ჰქონდა მაღალი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა წინა ინვენტარიზაციისას აღწერილ დაბალი ფასნამატის მქონე საქონელზე.

ინვენტარიზაციის გაანგარიშებების მეორე უსწორობა იმაში მდგომარეობს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყის ნაშთად წინა ინვენტარიზაციის მონაცემები გამოიყენა, საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას არ გამოიყენა წინა ინვენტარიზაციის მონაცემები. შედეგად, თანხობრივად საერთო საწყისი ნაშთის უცვლელობის პირობებში შემცირდა ცალკეული სახეობების თვითღირებულებები, რამაც ხელოვნურად გაზარდა საერთო ფასნამატი და დანაკლისი. მოცემული განსახილველი შემთხვევისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან წინა ინვენტარიზაციის შემდეგ შეძენილ საქონელს ვალუტის კურსის ცვლილების გამო ჰქონდა მაღალი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა წინა ინვენტარიზაციისას აღწერილ დაბალი ფასნამატის მქონე საქონელზე. შესაბამისად, წინა ინვენტარიზაციით აღწერილ საქონელზე იმავე ინვენტარიზაციით დადგენილი თვითღირებულება უნდა გამოყენებულიყო და სადავო ინვენტარიზაციით თვითღირებულება უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ წინა ინვენტარიზაციის შემდეგ 3 იმპორტით შეძენილ რამდენიმე დასახელების საქონელზე.

ინვენტარიზაციის გაანგარიშებების მესამე უსწორობა იმაში მდგომარეობს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციით აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების შეპირისპირების მიზნით არ დააჯგუფა წინა ინვენტარიზაციის დასახელებების მიხედვით და შეპირისპირება არ განახორციელა წინა ინვენტარიზაციისას აღწერილ საქონელზე და წინა ინვენტარიზაციის შემდეგ შეძენილ საქონელზე არსებული თვითღირებულებების, საქონლის ფასებისა და საქონლის რაოდენობების ანალიზის საფუძველზე. შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში დაბალი თვითღირებულების საქონელს შეუპირისპირდა მაღალი სარეალიზაციო ფასის მქონე საქონელი, რამაც საშუალო ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა განაპირობა. შესაბამისად, სახეობების/ჯგუფების მიხედვით თუ მათ გარეშე ფასნამატების/ფასნამატის გაანგარიშებისას და და-ნაკლისის გაანგარიშებებისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ლოგიკური ანალიზი და ჯეროვანი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევა და შესწავლის შედეგების მიხედვით განახორციელოს ინვენტარიზაციის შედეგების გადაანგარიშება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვროს საქონლის რეალიზაცია წინა ინვენტარიზაციით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით დადგენილი და შემდგომში შეძენილი საქონლის თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით გაანგარიშებული საშუალო სასაქონლო ფასნამატის გავრცელებით შესაბამის სახეობებზე/ჯგუფებზე, ხოლო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი განსაზღვროს მათი სახეობების/ჯგუფების მიხედვით გამოვლენილი რეალიზაციების ჯამური ოდენობისა და დეკლარირებული მიწოდების სხვაობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე და საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და გაანგარიშების პრინციპების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №5006 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ --ს (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე, ი/მ ---ს (ს/ნ ---, პ/ნ ---) მინდობილ პირს ---ს (პ.ნ ---) 2023 წლის 15 მარტს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ---მ (პ.ნ ---), როგორც მატერიალურად პასუხისმგებელმა პირმა, საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინა საინვენტარიზაციო კომისიის წევრობის კანდიდატები და წერილობითი განმარტება მასზედ, რომ მას არ აქვს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაცია. აგრეთვე წარმოადგინა ინფორმაცია მისი კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილის შესახებ. აგრეთვე ---მ საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინა ხელწერილი მასზედ, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა რაოდენობრივი ბუღალტრული ნაშთი, საინვენტარიზაციო კომისიამ ფაქტობრივი აღწერის შედეგების ბუღალტრულ მონაცემებთან ურთიერთშედარება მოახდინა თანხობრივად.

საინვენტარიზაციო კომისიამ 2023 წლის 15 მარტის მდგომარეობით დაითვალა სასაქონლომატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 895374 ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა ბუღალტრული ნაშთი (დანართი 19-ის სახით) პირვანდელი ღირებულებით 1712969.01 ლარის ოდენობით, ხოლო ფაქტობრივი აღწერის შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი პირვანდელი ღირებულებით 484407.52 ლარის ოდენობით. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით დადგენილ იქნა ფასნამატი 56.64%-ის ოდენობით.

დანაკლისის გამოვლენა მოხდა შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე: შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2022 წლის 11 ივლისიდან (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №17969 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იყო ინვენტარიზაცია 11.07.2022 თარიღის მდგომარეობით) 2023 წლის 15 მარტამდე. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ (შეძენილია მხოლოდ საბაჟო დოკუმენტაციით), პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 434463.10 ლარის ოდენობით, რაზედაც ი/მ ---ის (ს/ნ ----, პ/ნ ---) მინდობილმა პირმა--- მ (პ.ნ ---) საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინა ხელწერილი მასზედ, რომ საინვენტარიზაციო კომისიასთან აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სისწორესთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ იღებს შესანახად.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საბაზრო ღირებულებით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობა განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული რეალიზაციების საფუძველზე. ხოლო დაუდეკლარირებელი პერიოდის რეალიზაცია განისაზღვრა საკონტროლო სალარო აპარატის ბრუნვის შესაბამისი მონაცემებით.

ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენისას საინვენტარიზაციო კომისიამ იხელმძღვანელა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებით დადგენილ საქონლის თვითღირებულებასა და მათ მიერ საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურის დროს დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების, აგრეთვე ფაქტობრივი აღწერის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო ფასების შედეგად განსაზღვრული ფასების საფუძველზე.

ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით 2270814.09 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს ჯარიმას 227081.41 ლარის ოდენობით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა №CB1468981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

ფასნამატის სისწორესთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს საინვენტარიზაციო კომისიისათვის არ წარუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია, დოკუმენტაცია ინვენტარიზაციის დასრულებამდე პერიოდში. შემაჯამებელი ოქმით ინვენტარიზაციის პროცედურის დასრულებამდე, გადასახადის გადამხდელს გასაცნობად წარედგინა მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროექტი, რასაც 2023 წლის 17 მაისის №83746/21-12 განცხადებით გადამხდელი დაეთანხმა სრულად.

გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი საბაჟო დეკლარაციებით შეძენილი საქონლის თვითღირებულებების დანართი №21-ის მიზნებისათვის გამოყენების საკითხს და ამტკიცებს, რომ ფასნამატი (56.64%) არის ხელოვნურად გაზრდილი, რის არგუმენტადაც მოჰყავს 2022 წლის 11 ივლისის ინვენტარიზაციის ფასნამატი 20.46%.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა მოხდა ბრძანება №994-ის 29 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა უნდა მოხდეს განთავსების რიგითობის მიხედვით. ვინაიდან, ერთი და იგივე სახეობის საქონელი სხვადასხვა ადგილზე (საწყობები და მაღაზია) იყო განთავსებული, აღწერილი საქონლის რაოდენობა დანართი №16-ში, პოზიციების მიხედვით აღირიცხა 51 პოზიციად, აღწერილი 51 პოზიცია მოიცავს 20 დასახელების საქონელს. შესამოწმებელ პერიოდში 2022 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 15 მარტამდე, 3 საბაჟო დეკლარაციით შეძენილი საქონელი არის 434463 ლარის პირვანდელი ღირებულების და შედგება სხვადასხვა სახეობის ჩემოდნისგან, ხოლო აღწერაში ჩემოდნები 20 სახეობიდან მოიცავს ექვს სახეობას ანუ აღწერილი სახეობების თითქმის მესამედ ნაწილს. აქედან გამომდინარე თვითღირებულებების განსაზღვრა და თითოეული დასახელების საქონელზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის შერჩევა მოხდა ბოლო პერიოდის შეძენიდან გასული წლების შეძენების ჩათვლით (2022-დან 2019 წლების დეკლარაციების საფუძველზე). მაღალი სარეალიზაციო ფასის საქონელს შეუსაბამეს მაღალი თვითღირებულების ს.დ . შესაბამისად დაუსაბუთებელი და არასწორია იმის მტკიცება, რომ ფასნამატის გაზრდა მოხდა ხელოვნურად. რაც შეეხება 2022 წლის 11 ივლისის ინვენტარიზაციის ფასნამატსა (20.46 %) და 2023 წლის 15 მარტის ფასნამატს (56.64 %) შორის სხვაობის საკითხს, 2019 წლიდან 2022 წლამდე ვალუტის კურსის ცვლილების (ზრდა) შედეგად გაზრდილი თვითღირებულებიდან გამომდინარე მაღალი თვითღირებულების საქონელს შეუპირისპირდა დაბალი სარეალიზაციო ფასები, ხოლო 2022 წლიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილების (შემცირების) შედეგად, დაბალი თვითღირებულების საქონელს შეუპირისპირდა მაღალი სარეალიზაციო ფასები, შესაბამისად ფასნამატი რეალურად გაიზარდა 56.64 %-მდე.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურის განხორციელების დროს დაფიქსირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, 760 ლარის ღირებულების საქონლის შეძენის დროს გადასახადის გადამხდელმა გასცა 150 ლარის საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, რითაც ხელოვნურად შეამცირა დასადეკლარირებელი ბრუნვა, შესაბამისად გაიზარდა საქონლის ფაქტობრივი დანაკლისი. მსგავსი ქმედებაც იწვევს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სზაკ– ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის არგუმენტაცია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის არგუმენტაცია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენის მიერ ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით 2270814.09 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს ჯარიმას 227081.41 ლარის ოდენობით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა №CB1468981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის არგუმენტაცია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49 (1. გ); 70 (1,ა); 8 (11); 269; 270; 286.