გადაწყვეტილება №20102/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2023
№ დოკუმენტი 20102/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20102/2/2023

10 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:--- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20102/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14397 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 86 339, 74 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 48 142

დღგ - 36 328

საშემოსავლო გადასახადი - 11 352

ქონების გადასახადი - 462

ჯარიმა - 24 070, 9

საურავი - 14 126, 84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18883 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.09.2022 წლის №17220/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნა 26.06.2023 წელს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14397 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ ---ის (ს/ნ ---) 3.06.2023 წლის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში უმუშევრობას ოჯახის ყველა წევრი, ერთ-ერთი კი ---ის კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა. თავის გასატანად საკუთარი მაღაზიიდან მიჰქონდა საკვები იზოლაციის და უმუშევრობების დროს. არსებობს სამი წლის ბანკის ამონაწერები პროცენტების, ჯარიმების და ზარალის: 2019 წელს - 31 202 ლარი, 2020 წელს - 11 181 ლარი, 2021 წელს - 52 508 ლარი. იმის გამო, რომ გადამხდელი სესხსაც ვერ იხდიდა ბანკმა დაუწერა დამატებით ეს ჯარიმები და პროცენტები. სესხი არის სარიტუალო დარბაზის მშენებლობის, რომლიდანაც შემოსავალი 1 ლარიც არ ყოფილა დახურვის გამო. ყოველთვის მუშაობდა საშუალოდ 10 %-იან განაკვეთზე, რაც კარგად ჩანს გადასახადებში. 18 %-იანი მოგება ამ სამ წელში, რომლითაც ჯარიმა ასახეს და თითქოს ინვენტარიზაციის საფუძველზე დაადგინეს არის ტყუილი. არ არსებობს არანაირი წერილი ან ბრძანება, სადაც ჩანს, რომ ჩატარდა ან უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია, არავინ მისულა, მათ შორის არც მომჩივანს არ ჩაუტარებია. შესაბამისად, არ არსებობს დოკუმენტები ხელმოწერით მათი ან გადამხდელის მხრიდან. ამასთან, არსებობს მიმოწერა მეილით და ტელეფონით, სადაც ნათლად ჩანს და წერია სიტყვები, რომ თხოვენ დახმარებას საპროცენტო განაკვეთის დადგენაში, რადგან ვერ დგინდებოდა. ყველა ფაქტი და რეალობა ამ შედგენილ უსამართლო ციფრზე მიუთითებს. არსებობს მტკიცებულებები იმის, რომ ამ სამ წელიწადში მომჩივანმა გაყიდა მანქანა და მიწა, რომ ზემოთხსენებულ სესხით და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს გამკლავებოდა. მოგება და ფული თუ ჰქონდა სად წავიდა, რა შეიძინა, სად არის ერთი ფაქტი მაინც რაიმეს შეძენის ან ანგარიშებზე ფულის არსებობის. არის კიდევ ერთი კანონდარღვევა, 18 იანვრის კამერალური შემოწმების ბრძანება ითვალისწინებს 1.01.2019 წლიდან 1.01.22 წლამდე პერიოდს, გამოყვანილი ციფრი კი არის 2019 და 2020 ის პერიოდით. 2021 წელს მხოლოდ დღგ-ს კუთხით შეეხო. დღგს ხომ მოგების საპროცენტო განაკვეთის გამო შეეხნენ და როცა დაისვა ლოგიკური კითხვა: თუ 2019 და 2020 წლის საპროცენტო განაკვეთი არ იყო სწორი, მაშინ რატომ ჩათვალეთ მიღებულად 2021 წლის საპროცენტო განკვეთი, პასუხი იყო, რომ 2021 წლის დეკლარაცია მაგ დროისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი, არადა დეკლარაცია ბრძანების მოსვლამდეც კი წარდგენილი იყო. როდესაც ეს დამტკიცდა მომჩივანმა პასუხად მიიღო, რომ არ ჰქონდა ნანახი შემმოწმებელს. არსებობს მუშაობისას სრული პერიოდის საკონტროლო შესყიდვები, კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა და ქალბატონი --- ---- ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა გინდოდა ბეჭდავდი ჩეკს და როცა გინდოდა არაო. გადამხდელმა მიუთითა საკონტროლო შესყიდვების გადახედვაზე. გადამხდელი ითხოვს საბჭომ გაითვალისწინოს ის, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოიწვია დედამისის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №61770-21-04 წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა ---ის 26.06.2023 წლის №497087 (რეგ. №108749/01) კორესპონდენცია შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14397 ბრძანების ნაწილში, რომელიც ეხება აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნას. საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს მის მიერ საჩივარში მითითებული დავალიანება 86 339 ლარი ერიცხება აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნით, რომელიც გამოცემულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე შედგენილი 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე.

ი/მ ---ის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18883 ბრძანებით დარჩა განუხილველი. ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14397 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის განუხილველად დატოვება

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18883 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.09.2022 წლის №17220/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნა 26.06.2023 წელს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14397 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14397 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ზ).