N 492 - 12/10/2026 - „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 12.10.2026
№ დოკუმენტი 492
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №492

2026 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევისას უპირატესობა მიანიჭოს ნარჩენების მართვის იერარქიით გათვალისწინებულ ნარჩენების მართვის იმ ღონისძიებას/ღონისძიებებს, რომელიც/რომლებიც ამავე იერარქიაში უპირატესია, იმ პირობით, რომ მიღწეული იქნება აღდგენის საერთო მაჩვენებელი.“.

 

2. დანართი I ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი I

 

ბაზარზე განთავსებული საბურავების აღდგენის (ენერგიის აღდგენა, რეციკლირება, პროტექტორის აღდგენა) მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

#assignedTableId-1791883243090 {width:7.0in;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-table-lspace:2.25pt;mso-table-rspace:2.25pt;mso-table-anchor-vertical:paragraph;mso-table-anchor-horizontal:column;mso-table-left:left;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

2032

 

აღდგენა (ენერგიის აღდგენა, რეციკლირება, პროტექტორის აღდგენა)

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

55%

60%

65%.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე