გადაწყვეტილება №23084/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23084/2/2024
11 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 17.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23084/2/2024).
დავის საგანი:
დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №006-431 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11190 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 599 712,07 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 215 074
დღგ - 208 956
მიწაზე (არასასოფლო)
ქონების გადასახადი - 120
საშემოსავლო გადასახადი - 5 998
ჯარიმა - 177 189
საურავი - 207 449,07
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2014 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2008 წლიდან 21.03.2014 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2014 წლის №006-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.06.2015 წლის №18871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.03.2016 წლის №10839/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა საბჭოს 17.03.2016 წლის №10839/2/15 გადაწყვტილება გაასაჩივრა სასამართლოში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2016 წლის გადაწყვეტილება №10839/2/15 საჩივართან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 1.06.2015 წლის №18871 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2014 წლის №006-102 საგადასახადო მოთხოვნა.
№3/8118-16 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.06.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2016 წლის გადაწყვეტილება №10839/2/15 საჩივართან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 1.06.2015 წლის №18871 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2014 წლის №006-102 საგადასახადო მოთხოვნა და მოპასუხე შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
№3ბ/93-18 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.12.2018 წლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2017 წლის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.02.2022 წლის განჩინებით (№ბს968(2კ-19)) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №006-431 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33170 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 15.02.2024 წლის №21751/2/2023 გადაწყვეტილებით (რეგ. 16.04.2024წ. №03/30335) გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33170 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 15.02.2024 წლის №21751/2/2023 გადაწყვეტილებით (რეგ. 16.04.2024წ. №03/30335) ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 15.05.2024 წლის №11190 ბრძანებით არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11190 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
მომჩივანი 25.07.2024 წლის განცხადებაში (№23558/2/2024) უთითებს, რომ უარს აცხადებს წარმოდგენილ საჩივარზე და ითხოვს საჩივარი დარჩეს განუხილველი. ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი 25.07.2024 წლის განცხადებაში (№23558/2/2024) უთითებს, რომ უარს აცხადებს წარმოდგენილ საჩივარზე და ითხოვს საჩივარი დარჩეს განუხილველი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დარჩა განუხილველი
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ა).