ბრძანება N 4756

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4756
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4756

13.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 17 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №29524/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის №EL197320 და №EL197311 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, საბაჟო ორგანოს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შეივსო და დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობა (----------) და შესაბამისად, იდენტიფიკაციის საშუალებად დაფიქსირდა ფორმა 111-ში შეტანილი ----------. საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ აღმოჩნდა, რომ კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება იყო ახსნილი.

აღნიშნული კონტეინერი ტერმინალში შემოსული იყო დაჟანგული ფირფიტის მქონე ლუქით, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს არასაიმედო, არამდგრად ფორმას. შესაბამისად მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება. ტერმინალიდან გასვლისას კონტეინერის შემოწმებისას დაზიანებულ იქნა ლუქი, რაც დაუყოვნებლივ აცნობა საბაჟო ორგანოს. ტერმინალის მიზანი იყო დაზიანების აღმოფხვრა და კონტეინერის კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა და არა ფაქტის დამალვა. ასევე მიუთუთებს, რომ ზიანს და დანაკლისს ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – №----------) მიღებულ იქნა №---------- კონტეინერი. აღნიშნული „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში, შპს „----------“ მიერ იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულ იქნა საბაჟო ლუქი №----------.

2023 წლის 14 იანვარს, შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) მომართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა, რომლის „D“ გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი გადატანილ იქნა „ფორმა 111“-დან.

მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ №---------- კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (№----------) იყო დაზიანებული და გადაილუქა ახალი იდენტიფიკაციის საშუალებით – №----------, თუმცა გადალუქვის შესახებ ინფორმაცია საბაჟო საწყობის მიერ არ იყო შეტანილი სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111 – №----------).

2023 წლის 16 იანვარს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემოწმების მიზნით დათვალიერდა №---------- კონტეინერი, რის შედეგად კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას (დათვალიერების აქტი: ნ.გ 16/01/2023; გადალუქვის აქტი: ნ.გ 16/01/2023).

ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ამასთან საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 16 იანვარს შედგენილ იქნა №EL197311 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. შპს „----------“ (ს/ნ ----------) ასევე დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვისაც, რაზეც იმავე დღეს შედგა №EL197320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

სადავო აქტებს მომჩივანი გაეცნო იმავე დღეს. საქმის მასალის თანახმად, საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 15 თებერვალს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის შესბამისად, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობანაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში შეიტანება ინფორმაცია: კონტეინერის ტიპისა და ნომრის, გადამზიდი გემის, სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრ(ებ)ის, საქონლის დასახელების, რაოდენობის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ, გადამზიდავის, საბაჟო საწყობის/ნავსადგურის, საქონლის გაშვების/გამოცხადების თაობაზე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.

მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ. ამასთან, საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. ამდენად, ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ. ამასთან, საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. ამდენად, ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(2); 176(2).