გადაწყვეტილება №19058/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19058/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19058/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ს“ 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19058/2/2023).

 

დავის საგანი:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №21-11/115320 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3117 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 105,76 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი - 1 360,31

საურავი - 745,45

 

ფაქტების აღწერა

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 2017-2020 წწ პერიოდზე, საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, №------ ლიცენზიაზე, ვინაიდან საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, მომჩივანს გააჩნდა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის (კვარცმინდვრისშპეტიანი ქვიშა) მოპოვების №------ ლიცენზია (რომელიც წარმოადგენს №------- ლიცენზიის ადგილმონაცვლეობას), ხოლო 2017-2020 წწ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ ჰქონდა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” 2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გაანგარიშება.

ვინაიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №1818/ს ბრძანების საფუძველზე, მომჩივანზე გაცემული №------- ლიცენზია საკუთრებაში მთლიანად გადაეცა შპს -----ს (ს/ნ ------), მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №122745-21-11 დასკვნის საფუძველზე მომჩივანს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა 2018-2020 წწ პერიოდებზე.

2022 წლის 8 დეკემბრის განცხადებით №223537/21 (240406), მომჩივანმა მოითხოვა 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე მოსაკრებელში სავარაუდოდ დარიცხული თანხების მართლზომიერების შესწავლა. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციით (№22/9655), 2017 წლის 16 ნოემბერს საწარმომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------ ლიცენზია მთლიანად გადასცა შპს -----ს (ს/კ -------). ლიცენზია მოქმედი იყო არასრული წელი - 11 თვე. ლიცენზიის გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ. შესაბამისად, მოსაკრებელი დასარიცხია 6804,42 (7423/12*11) კუბ. მეტრ რესურსზე. ხოლო დასარიცხი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს - 1360.90 ლარს (6804,42 *0,2). განაკვეთით 1 მ 3 -0,2 ლ. ვინაიდან 2017 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენა ვერ განხორციელდა.

მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №126715-21-11 დასკვნის საფუძველზე საწარმოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სხვაობით შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა: 15.01.2018 წლის სავადო თარიღით - შემცირებულია 3 835.2 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №21-11/115320 წერილით კომუნიკატორის სერვისით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხულია სავარაუდო 1360.90 ლარი.

გადასახადის გადამხდელმა პირადი აღრიცხვის ბარათზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვის შესახებ მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №21-11/115320 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილი, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამის პერიოდში მოქმედი 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაასხვისა შპს „-----“ 2017 წელს. ლიცენზიის გასხვისების დროს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება სრულად გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს მის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

2. ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.

3. სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით:

ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს და იხდის კუთვნილ მოსაკრებელს: სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგით) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ (იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) – 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით და ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გაანგარიშება.

დადგენილია, რომ №----- ლიცენზიაზე 2017-2020 წწ პერიოდზე, ვინაიდან საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, პირს გააჩნდა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის (-----------) მოპოვების №----- ლიცენზია (რომელიც წარმოადგენს №------ლიცენზიის ადგილმონაცვლეობას), ხოლო 2017-2020 წწ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ ჰქონდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გაანგარიშება. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №1818/ს ბრძანების საფუძველზე, საწარმოზე გაცემული №---- ლიცენზია საკუთრებაში მთლიანად გადაეცა შპს ------ს (ს/ნ --------). მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №122745-21-11 დასკვნის საფუძველზე კომპანიას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა 2018-2020 წწ პერიოდებზე. 2022 წლის 8 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო განცხადება №223537/21 (240406), სადაც ითხოვდა 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე მოსაკრებელში სავარაუდოდ დარიცხული თანხების მართლზომიერების შესწავლას. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციით (№22/9655), 2017 წლის 16 ნოემბერს საწარმომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------ ლიცენზია მთლიანად გადასცა შპს -------ს (ს/კ --------). ლიცენზია მოქმედი იყო არასრული წელი - 11 თვე. ლიცენზიის გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ. შესაბამისად, მოსაკრებელი დასარიცხია 6 804,42 (7423/12*11) კუბ. მეტრ რესურსზე. ხოლო დასარიცხი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს - 1 360.90 ლარს (6804,42 *0,2). განაკვეთით 1 მ 3 -0,2 ლ. ვინაიდან 2017 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენა ვერ განხორციელდა.

მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №126715-21-11 დასკვნის საფუძველზე საწარმოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სხვაობით შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა: 15.01.2018 წლის სავადო თარიღით - შემცირებულია 3 835.2 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №21-11/115320 წერილით კომუნიკატორის სერვისით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხულია სავარაუდო 1 360.90 ლარი.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე სავარაუდო დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3117 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი განმარტავს, რომ 2017 წელს ლიცენზიის გასხვისების დროს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება სრულად გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელმა პირადი აღრიცხვის ბარათზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვის შესახებ მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №21-11/115320 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილი, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამის პერიოდში მოქმედი 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

 

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3117 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 66(1 „ბ“); 304(1 „გ“);

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და მე-2 პუნქტები; 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და მეორე მუხლი;