N 251 - 05/06/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №251
2026 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1780908419710 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„14
საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
90 კალენდარული დღე
20 000 ლარი (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირებისა);
რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის − 10 000 ლარი.
შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის, ფიზიკური პირის რეზიდენტობა განისაზღვრება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის წინა კალენდარული (საგადასახადო) წლის მიხედვით.“.
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლი არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული წესით სსიპ − შემოსავლების სამსახურში 2027 წლის 1 იანვრამდე წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე