გადაწყვეტილება №19767/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19767/2/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19767/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ფასნამატის ოდენობა და გაანგარიშებული შემოსავალი;
2. შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №083-35 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7624 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 326 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 368
დღგ - 21 462
საშემოსავლო გადასახადი - 2 906
ჯარიმა - 12 184
საურავი - 2 774
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 23.09.2021 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №27570 ბრძანება და №083-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7624 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, ფასნამატის ოდენობა და გაანგარიშებული შემოსავალი
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით, ამასთან, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. 2021 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში შეძენილია 117 592 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (დღგ-ის გარეშე), ხოლო შესამოწმებელ პერიოდში, დაფუძნების დღიდან 2022 წლის 1 ივლისამდე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 8 496 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ინფორმაცია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვის ადგილის შესახებ, არ უფიქსირდება საიჯარო ხარჯი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემებით, საკუთრებაში არ აქვს რაიმე უძრავი ქონება.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 სექტემბრის №24116 და №24151 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო, სავაჭრო, სასაწყობო ან/და ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ობიექტები და 2022 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 (ნული) ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატმა შეადგინა 8.66% (მოძიებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 8.66%.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიიდან გატანილი სალაროს ნაშთის თანხა წარმოადგენს ნეტო თანხას, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი.
ამგვარად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
რეალიზებული საქონლის ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 8.66%-ით, რაც ძალიან მაღალია თამბაქოთი ვაჭრობის სისტემაში, საიდან არის მოტანილი აღნიშნული ფასნამატი გაუგებარია.
სასამართლო სისტემაში მიღებულია ერთი და იგივე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების სხვა ანალოგიურ საკითხებზე გავრცელება, შემოსავლების სამსახურში კი უგულებელყოფილია ეს პრინციპი და ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა სიდიდეა გამოყენებული. მაგალითად, სიგარეტებით ვაჭრობის დროს ფასნამატად მითითებულია 3-8%-ის ფარგლებში (ნებისმიერი საგადასახადო შემოწმების აქტით) განსახილველ შემთხვევაში კი 8.66%-ია გამოყენებული.
არ ეთანხმება ასევე გაანგარიშების შემდეგ დარჩენილი თანხების აგროსვას, რომლის შედეგად გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელმა ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს დაფიქსირებულ შემოსავალზე მეტი, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსს, ზოგად ეკონომიკურ ცნებებს და წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის მაგალითს, გადასახადის გადამხდელი იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საგადასახადო კოდექსის ნორმებითაა განსაზღვრული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, აღნიშნავს, რომ ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 8.66%-ით, რაც ძალიან მაღალია თამბაქოთი ვაჭრობის სისტემაში, სიგარეტებით ვაჭრობის დროს ფასნამატი სხვა საგადასახადო შემოწმების პირობებში 3-8%-ის ფარგლებშია, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებს.
ვინაიდან დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.
რაც შეეხება შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული ბრძანებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
2. შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში უფიქსირდებოდა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში სადავო საკითხთან მითითებული პოზიციიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც, მან თავისი შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ უნდა დაირღვეს საგადასახადო კოდექსის ნორმები გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ნაწილში. ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადაო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში უფიქსირდებოდა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და დაერიცხა დღგ, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე მიკუთვნებულ ხარჯებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლის გათვალისწინების საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7624 ბრძანება;
3. პირველი სადავო საკითხის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე მიკუთვნებულ ხარჯებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლის გათვალისწინების საკითხის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ფასნამატის ოდენობა და გაანგარიშებული შემოსავალი;
2. შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, აღნიშნავს, რომ ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 8.66%-ით, რაც ძალიან მაღალია თამბაქოთი ვაჭრობის სისტემაში, სიგარეტებით ვაჭრობის დროს ფასნამატი სხვა საგადასახადო შემოწმების პირობებში 3-8%-ის ფარგლებშია, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებს.
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.
2. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში უფიქსირდებოდა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული ბრძანებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან მიმართებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და დაერიცხა დღგ, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე მიკუთვნებულ ხარჯებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლის გათვალისწინების საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“,9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 160(1); 163(1); 164(1); 174; 175;