ბრძანება N 8347

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8347
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8347

18.04.2023

შპს „-------------” (ს/ნ -----------)

(მის: ----------------).

2023 წლის 10 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „-------------” (ს/ნ ----------) №41774/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის №EL199620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბულგარული კომპანია „---------“-სგან 2022 წლის დეკემბერში შეისყიდა ამავე სახელწოდების დანადგარის სათადარიგო ნაწილები. შესაბამისი დოკუმენტები (ინვოისები packing list და სხვა დოკუმენტაცია) შპს „-------------“-ს წარმომადგენელმა სრულად მიაწოდა შპს „-------“-ს დეკლარანტს, რომელმაც ადამიანური ფაქტორის გამო დაუშვა შეცდომა და სრულად ვერ უზრუნველყო ინფორმაციის ასახვა დეკლარაციაში. მიაჩნია, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია მესამე პირის (დეკლარანტის) მიერ დაშვებული ადამიანური შეცდომის შედეგად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობისგან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 იანვარს, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის – შპს „------------“ (ს/ნ ----------), როგორც საფოსტო გზავნილის მიმღების წარმომადგენლის, მიერ განხორციელდა შპს „------------“ (ს/ნ ---------) კუთვნილ №286081636 საფოსტო გზავნილში განთავსებული, №3000003942/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება №20010/1417237 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“.

შპს „----------------“ (ს/ნ -----------) საბაჟო ორგანოს 2023 წლის 1 თებერვალს, №18270/21-10-20 განცხადებით აცნობა, რომ აღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებული იყო ასევე №3000003941/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) შეძენილი 5 921.41 ევროს ღირებულების საქონელი და ითხოვა №20010/1417237 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში ცვლილების განხორციელება მითითებული ინვოისით შეძენილი საქონლის დამატებით.

ადმინისტრაციული წარმოებისას გამოირკვა, რომ №20010/1417237 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით თავდაპირველად დეკლარირებული საქონელი არ მოიცავდა იმ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებულ საქონელს, რომელსაც მიეკუთვნებოდა №3000003941/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული საქონლის ნაწილი – 3 057.41 ევროს ღირებულების საქონელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება ვერ განხორციელდებოდა №3000003941/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული 3 057.41 ევროს ღირებულების საქონლის ასახვის მიზნით და, შესაბამისად, ამ ნაწილში არ ვრცელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება, 2023 წლის 8 თებერვალს გაფორმების ეკონომიკური ზონა „------------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL199620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8 878.39 ლარის ოდენობით (3 057.41 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). ამასთან, 3 057.41 ევროს ღირებულების საქონელთან მიმართებაში გამოცემულ იქნა №EL11114/12 (08.02.2023) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „--------------“ დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი 3 251 ლარის ოდენობით (დღგ – 3 119 ლარი, იმპორტის გადასახადი – 132 ლარი).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო“.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------------” (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 8 თებერვლის №EL199620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია მესამე პირის (დეკლარანტის) მიერ დაშვებული ადამიანური შეცდომის შედეგად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2023 წლის 16 იანვარს, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის, როგორც საფოსტო გზავნილის მიმღების წარმომადგენლის, მიერ განხორციელდა კომპანიის კუთვნილ საფოსტო გზავნილში განთავსებული, №3000003942/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“.

კომპანიამ საბაჟო ორგანოს 2023 წლის 1 თებერვალს, განცხადებით აცნობა, რომ აღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებული იყო ასევე №3000003941/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) შეძენილი 5 921.41 ევროს ღირებულების საქონელი და ითხოვა საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში ცვლილების განხორციელება მითითებული ინვოისით შეძენილი საქონლის დამატებით.

ადმინისტრაციული წარმოებისას გამოირკვა, რომ საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით თავდაპირველად დეკლარირებული საქონელი არ მოიცავდა იმ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებულ საქონელს, რომელსაც მიეკუთვნებოდა №3000003941/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული საქონლის ნაწილი – 3 057.41 ევროს ღირებულების საქონელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება ვერ განხორციელდებოდა №3000003941/20.12.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული 3 057.41 ევროს ღირებულების საქონლის ასახვის მიზნით და, შესაბამისად, ამ ნაწილში არ ვრცელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება, 2023 წლის 8 თებერვალს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 90(1), 163(1)(11), 168(1).