ბრძანება N 13356
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13356
14.06.2023
შპს „-----------“ (ს/ნ -----------)
( მის.: -----------------)
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 24 იანვრის №78442/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №002-277 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ვინაიდან საწარმოს --------- შიდა გადაზიდვების განხორციელების უფლება არ აქვს, ამ მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია „-----------“. მიუთითებს, რომ ერთი და იგივე გადაზიდვაზე ორ კომპანიას არ აქვს მომსახურება გაწეული და ითხოვს გაწეული ხარჯების გათვალისწინებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის საწარმოს დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დებიტორს 2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით ჰქონდა დავალიანება 278 084 ლარი. ასევე, გადამხდელი აცხადებს, რომ დირექტორს 2019 წელს ხელზე მიღებული თანხები ბანკის ანგარიშზე აქვს შეტანილი 124 800 ლარის ოდენობით, როგორც ნავაჭრი თანხა. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელი მიუთითებს, რომ მომწოდებლებისთვის ხელზე აქვს გადახდილი თანხები, კერძოდ, 2019 წელს 417 877 ლარი და 2020 წელს 690 084 ლარი, რაც დასტურდება გადახდის ქვითრებით და ურთიერთშედარების აქტებით.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით განსაზღვრულ არაეკონომიკურ ხარჯს (საქონლის შეძენა), რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, დღგ-ით. აცხადებს, რომ 2021 წელს შეძენილია ჭაბურღილის ტუმბო და გათბობის ქვაბი ინვენტარით, რომელთა სასაქონლო ზედნადებებში დასრულების მისამართი შეცდომით არის მითითებული. მიუთითებს, რომ აღნიშნული ჭაბურღილის ტუმბო ინახება საწყობში, ხოლო გათბობის ქვაბი ინვენტარით საწარმოს საკუთრებაში არსებულ ფართში განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისას არის გამოყენებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17866 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33791 ბრძანება და 2022 წლის 30 დეკემბრის №002-277 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 525 914 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 276 999 ლარი, ჯარიმა 138 342 ლარი და საურავი 110 573 ლარი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობას წარმოადგენს გადაზიდვების მომსახურება და საბითუმო ვაჭრობა შესაფუთი მასალებით და პლასტმასის ნაწარმით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება, როგორც საკუთარი სატვირთო ავტომობილებით, ისე სხვა გადამზიდავი კომპანიების მიერ გაწეულის სატრანსპორტო მომსახურების გადაყიდვით. საწარმოს მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, კერძოდ, ინვოისებით ფიქსირდება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. ასევე, საკუთარი სატვირთო ავტომობილით საქონლის გადაზიდვაზე მიღებული აქვს არარეზიდენტი საწარმოს (------------- რეგისტრირებული) კომპანიის მომსახურება. რადგან წარმოდგენილ ინვოისებში ოპერაციის შინაარსი არ არის განსაზღვრული (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება არ ემთხვევა ინვოისებში მითითებულ ინფორმაციას), შემოწმებამ დამატებითი ხარჯის გაწევა ჩათვალა არაეკონომიკურად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიწოდებულ საქონელზე სრულად აქვს მიღებული დებიტორული მოთხოვნა ნაღდი ანგარიშსწორებით, რასაც ასევე, ადასტურებს საქონლის მიმწოდებელი და მყიდველი. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანების მიხედვით და მიღებული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით.
3. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება არაეკონომიკური ხარჯები, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, დღგ-ით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისთვის ქართული და არარეზიდენტი კომპანიების მიერ გამოწერილ ინვოისებში მითითებულია გადაზიდვის მომსახურება -------- (-----------)---------, ასევე, ინვოისების მიხედვით მსგავსია საფასურებიც. გარდა აღნიშნულისა მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქართულ კომპანიებს ----------- სხვადასხვა ქალაქებიდანაც აქვთ გადმოზიდული შპს ,,-----------” ტვირთები და შესაბამისად, არარეზიდენტი კომპანიის მიერ დამატებითი სატრანსპორტო მომსახურების საჭიროება შემოწმების მიერ ვერ დადგინდა. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ ვინაიდან საწარმოს ---------- შიდა გადაზიდვების განხორციელების უფლება არ აქვს, ამ მომსახურებას უწევდა არარეზიდენტი კომპანია „----------“, რომელიც ----------- სხვადასხვა ლოკაციიდან ან ------------ სხვადასხვა ქალაქებიდან აგროვებდა ტვირთს და მიჰქონდა ქალაქ ---------- ერთ ლოკაციაზე. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში „------------“ სატრანსპორტო მომსახურება სტამბულიდან თბილისამდე აქვს განხორციელებული. თუმცა, გადამხდელის განცხადებით ერთი და იგივე გადაზიდვაზე ორ კომპანიას არ აქვს მომსახურება გაწეული. გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ქალაქ ----------- ხშირ შემთხვევაში თვითონ ახორციელებდა გადაზიდვას თბილისამდე. რიგ შემთხვევებში კი სტამბულიდან თბილისამდე გადაზიდვის მომსახურებას უწევდა რეზიდენტი კომპანია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია დადასტურდება გადაზიდვის მომსახურებაზე გადახდილი თანხების საბანკო ამონაწერით, ხელზე გადახდის ქვითრებით, ურთიერთშედარების აქტებით და არარეზიდენტ კომპანია „------------“ არსებული ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები, ასევე გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად გამოითხოვოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, საწარმოს ერთერთ დებიტორს 2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით საწარმოს მიმართ ჰქონდა დავალიანება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში მხარეებმა დაადასტურეს დებიტორული მოთხოვნის ნაღდი ანგარიშსწორების დაფარვის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტი ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად განხორციელებული ანალიზისას კრედიტორული დავალიანების (შესყიდულ საქონელზე) დაფარვა გათვალისწინებულია.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წელს საწარმოს დირექტორს ხელზე აღებული თანხიდან ბანკის ანგარიშზე ნავაჭრი თანხის დანიშნულებით შეტანილი აქვს 124 800 ლარი, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული თანხების გათვალისწინებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები, არ გათვალისწინოს საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ 2021 წელს შეძენილია ჭაბურღილის ტუმბო და გათბობის ქვაბი ინვენტარით, რომელთა სასაქონლო ზედნადებებში დასრულების მისამართი შეცდომით არის მითითებული. მიუთითებს, რომ აღნიშნული ჭაბურღილის ტუმბო ინახება საწყობში, ხოლო გათბობის ქვაბი ინვენტარით საწარმოს საკუთრებაში არსებულ ფართში განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისას არის გამოყენებული. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები, ასევე გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოითხოვოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები, არ გათვალისწინოს საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის საწარმოს დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით განსაზღვრულ არაეკონომიკურ ხარჯს (საქონლის შეძენა), რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს გადაზიდვების მომსახურება და საბითუმო ვაჭრობა.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება, როგორც საკუთარი სატვირთო ავტომობილებით, ისე სხვა გადამზიდავი კომპანიების მიერ გაწეულის სატრანსპორტო მომსახურების გადაყიდვით. წარმოდგენილ ინვოისებში ოპერაციის შინაარსი არ არის განსაზღვრული (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება არ ემთხვევა ინვოისებში მითითებულ ინფორმაციას), შემოწმებამ დამატებითი ხარჯის გაწევა ჩათვალა არაეკონომიკურად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2.შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიწოდებულ საქონელზე სრულად აქვს მიღებული დებიტორული მოთხოვნა ნაღდი ანგარიშსწორებით, რასაც ასევე, ადასტურებს საქონლის მიმწოდებელი და მყიდველი.შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
3.გადამხდელს უფიქსირდება არაეკონომიკური ხარჯები, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);73(9);96(ა);97(1ბ);101(1);154(1ა);