საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 2-1798/22
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N2-1798/22
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2023 წელი
ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გულიკო კოჟაშვილი
სხდომის მდივანი თამთა ბერიძე
მოსარჩელე - ს.დ
წარმომადგენელი -რ.ჯ.
მოპასუხე: შპს ''------", შპს „------”, შპს ''------", შპს ''------", შ. ბ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახური"
მოპასუხის წარმომადგენელი - -----
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა, ქონების სამართლებრივი შეზღუდვისგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ცნობილ იქნეს ს.დ უძრავი ქონებების მესაკუთრედ მდებარე მის: -------კვმ, ს/კ -------- და უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმი, ---------- ს/კ -------;
1.2 უძრავი ქონებები მდებარე მის: -----, ს/კ ------ და უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმი, -------- ს/კ --------გათავისუფლდეს მესამე პირებისაგან არსებული ყველა ვალდებეულებებისაგან, რაც ამ ქონების მიმართ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის შეზღუდვის, იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრის განყოფილებაში.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 10 მარტს შპს “--------"-სა და ს.დ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქ. ბათუმი, ----------. (ს/კ -------- ) და ამავე სართულზე ბინა 131-ში 90.50 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (ს/კ -------) ს.დ საკუთრებაში გადასვლა. ს.დ ორივე ბინის ნასყიდობის საფასური გადახდილი აქვს. თავის ოჯახთან ერთად უკვე 4 წელია ცხოვრობს და დღესაც აგრძელებს ცხოვრებას აღნიშნულ საცხოვრებელ ბინებში. საცხოვრებელ ბინებს გაუკეთა რემონტი.
მყიდველი ს.დ-მ არაერთხელ მოთხოვა საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებიათ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და საკუთრებაში გადასცემოდა საცხოვრებელი ფართები, მაგრამ უშედეგოდ, გამოიხმო ინფორმაციით აღმოჩნდა. რომ მის საცხოვრებელ ბინებს ადევს სასამართლოს საჯარო რეესტრიდან მიერ აკრძალვები, რის გამოც რეალურად ვერ ხორციელდება ს.დ-ის კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია, ასევე უძრავ ქონებებს ასევე ვრცელდება გირავნობა/იპოთეკა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.
2.2. მოპასუხის პოზიცია
2.2.1 მოპასუხე შპს „------” სარჩელი არ ცნო.
2.2.2 მოპასუხე შ.ბ სარჩელი არ ცნო.
2.2.3. მოპასუხე შპს „------"-იმ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ წინააღმდეგი არაა სადავო უძრავი ქონებები დარეგისტრირდეს _ ს.დ საკუთრებად, მაგრამ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ყადაღებისა და აკრძალვების გამო, უძრავი ქონებების ს.დ საკუთრებაში დარეგისტრირება, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
2.2.4 მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.ბათუმი, ------- საკადასტრო კოდი ------, საჯარ რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ირიცხება შპს „------"-ის საკუთრებაში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დრო გადასახადის გადამხდელს შპს გირავნობა/იპოთეკა, ქონება იყო დაყადაღებული და ბიუჯეტის წინაშე ერიცხებოდა „------"-ის მიმართ გავრცელებული იყო დავალიანება, შპს „------"-ის კი ბიუჯეტის მიმართ დავალიანება დღემდე არ დაუფარავს.
2.2.5. მოპასუხე შპს „------" სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და უკანონოა, მოსარჩელის მოთხოვნები უშუალოდ ემსახურება შპს „------" -ის ინტერესებს ფიქტიური გარიგების გზით შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება და თავი აარიდოს მოვალის ვალდებულებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 10 მარტს შპს „------""-სა და ს.დ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამყიდველმა შპს „------""-მ იკისრა ვალდებულება მყიდველისთვის - ს.დ-სთვის გადაეცა ქ. ბათუმი, -------- (ს/კ -----) და ამავე სართულზე ბინა 131, საცხოვრებელი ფართი 90.50 კვ.მ. (ს/კ ------), ნასყიდობის საფასური 1 კვ.მ.-ისთვის განისაზღვრა 460 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30); მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.2 ს.დ 2017 წლის ოქტომბრისთვის სრულად დაფარა 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ღირებულება. გაარემონტა და წლებია ცხოვრობს უძრავ ქონებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა N21 (ს.ფ 27);
2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30); მოწმის ჩვენება;
ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ს.ფ. 233-243)
მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.3 შპს „------"-ს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გავრცელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 მაისის N86-2241 _ საგადასახადო გირავნობა- იპოთეკა უძრავ (გადასახადის გადამხდელის უძრავ ქონებაზე) ქონებაზე, მდებარე :ქ. ბათუმი, ------- შპს „------"-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2017 წლის 10 მარტის შედარების აქტის მიხედვით, შპს „------" ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა დავალიანება 2 246 987.58 ლარის ოდენობით. 01.01.2023–25.01.2023 შედარების აქტის მიხედვით შპს „------"-ის ბიუჯეტის წინაშე დავალიანება შეადგენს 3 469 313.28 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შედარების აქტი 01.01.2022-08.07.2022 (ს.ფ 154);
შედარების აქტი 01.01.2017-10.03.2017 (ს.ფ 155);
შედარების აქტი 01.01.2023-25.01.2023 (ს.ფ 231);
შემოსავლების სამსახურის შეტყობინება N086-2241 (ს.ფ 156-157);
მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 7 აპრილის N24691 _ მიმართვით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია:
----- სააღსრულებო საქმე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 19 ივნისს გაცემული N------ სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოვალე შპს ,,------" (ს/ნ ----------) - კრედიტორი შპს ,,------" (ს/ნ ----------);
--------- სააღსრულებო საქმე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 19 ივლისს გაცემული N------ სააღსრულებო ფურცელი. რომლის მიხედვით მოვალე შპს ,,------" (ს/ნ ----------) - კრედიტორი შპს ,,------" (ს/ნ ----------);
------- სააღსრულებო საქმე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს გაცემული N ------ სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოვალე შპს ,,------" (ს/ნ ----------) - კრედიტორი შპს ,,------" (ს/ნ ----------);
-------- სააღსრულებო საქმე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 02 ნოემბერს გაცემული N------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოვალე შპს ,,------" (ს/ნ ----------) - კრედიტორი შპს ,,------" (ს/ნ ----------);
--------- სააღსრულებო საქმე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოვალე შპს ,,------" (ს/ნ ----------)- კრედიტორი შ.ბ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის მიმართვა (ს.ფ 31-32);
მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 10 მარტს ს.დ და შპს ,,------" (ს/ნ ----------) შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ს.დ-ს მიერ ხელშეკრულებით - გათვალისწინებული ღირებულების გადახდის დროს შპს ,,------" (ს/ნ ----------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ------ საკ.კ. -------და უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ---------- არ იყო უფლებრივად უნაკლო, კერძოდ გადასახადის გადამხდელის შპს ,,------" (ს/ნ ----------) მიმართ გავრცელებული იყო გირავნობა/იპოთეკა, ქონება იყო დაყადაღებული და ბიუჯეტის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, შპს ,,------" (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე გავრცელებული არ იყო გირავნობა/იპოთეკა, ქონება არ იყო დაყადაღებული და ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხებოდა დავალიანება.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, სადავო უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგენია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით, მაშინ როდესაც მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 მაისის შეტყობინება N086-2241 და 2017 წლის 10 მარტის შედარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,------" (ს/ნ ----------) 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა დავალიანება 2,246 987.58 ლარის ოდენობით, შესაბამისად შპს ,,------" (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა- იპოთეკა.
მხარეებს შორის სადავო არაა გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით შპს ,,------" (ს/ნ ----------)"-ის ერიცხება ბიუჯეტის წინაშე დავალიანება და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
შედარების აქტი 01.01.2017-10.03.2017 (ს.ფ 155);
შედარების აქტი 01.01.2022–08.07.2022 (ს.ფ 154);
შედარების აქტი 01.01.2023-25.01.2023 (ს.ფ 231);
შემოსავლების სამსახურის შეტყობინება N086-2241 (ს.ფ 156-157);
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (82-84, 86-88, 90-91, 93-95, 97-101);
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის მიმართვა (ს.ფ 31-32);
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ33-37);
მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმები);
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აღნიშნულ ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს; დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს; ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ; გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო - სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი "affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ზოგადად მტკიცების ტვირთის განაწილებაც და ისიც, თუ ვინ რა უნდა ამტკიცოს.
დავის განმხილველმა სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სწორად უნდა გაანაწილოს. სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს - როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ N ას-1485-1401-2012, 11.11.2013).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო, მიიჩნევს, რომ სარჩელი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს _ მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine $$ 55- 62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, $ 30; Van de Hurk v. the Netherlands, $ 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic 859; niderost-huber v. Switzerland, 8 24; k.s. v. finland 8 21; ასევე, სუსგ Nას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
6.2. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს _ საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589–589-2018, 06.07.2018წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3 სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან მოთხოვნის თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
6.4 მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.) მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.
სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
6.5 სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება ამ ნორმიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის _ საგანზე, რომელსაც გამყიდველი გადასცემს მყიდველს და ფასზე, რომელსაც იხდის მყიდველი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 10 მარტს შპს „------- "-სა და ს.დ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამყიდველმა შპს „-------"-სა იკისრა ვალდებულება მყიდველისთვის გადაეცა ქ. ბათუმი, მის: ---------, საცხოვრებელი ფართები, კერძოდ
N129, კორპუსი (ს/კ --------) და ამავე სართულზე ბინა 131, საცხოვრებელი ფართი 90.50 კვ.მ. (ს/კ -------).
სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ს.დ-მ შეასრულა 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გადაიხადა მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა სრულად. იგი ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას უძრავ ქონებებზე მდებარე ქ. ბათუმი, --------, საკადასტრო კოდი ------- და მდებარე ქ. ბათუმი, ------- საცხოვრებელი ფართი 90.50კვ.მ., საკადასტრო კოდი ------ რაც დადასტურდა ფაქტების კონსტატაციის ოქმითა და სხდომაზე დაკითხული მოწმის განამრტებით.
შპს "-----“ -იმ ხელშეკრულებით ნაკისრი დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება _ საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მხარეთა შორის არის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
ამასთან მოპასუხე კომპანია სადაოდ არ ხდის, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა და მოსარჩელეს ვერ გადასცა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებებზე. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულს ხელს უშლის ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა.
6.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების მხარეები არიან კრედიტორი და მოვალე. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილი უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. 631 -ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება - ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მისი 63-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის (შემოსავლების სამსახურის) პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს და საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელმა კანონის მოთხოვნათა დაცვით დააყადაღა მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი. ამ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის დაყადაღება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, ვინაიდან, სპეციალურ კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ცალსახად ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას. (იხ. სუსგ. საქმე Noას-722-675-2017, 31.07,2017წ.).
საქართველო საგადასახადი კოდექსის 238-ე მუხლის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და სხვა ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად საგადასახად დავალიანებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებულ იძულებითი ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად საგადასახად გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფო უფლება საგადასახადო დავალიანების გადახდევინებ უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახად გირავნობა/იპოთეკა წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახად დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანი რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღი რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საქართველ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული მოცულობის საგადასახადო დავალიანებ ის გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის მარეგისტრირებელ ორგანოს -საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ანუ რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება კანონი დადგენილი წესით.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, მომავალ ქონება წინარე ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის წარმოშობილი უფლებრივად ნაკლიანი ნივთის გამყიდველის მიერ მყიდველზე გადაცემი გამოწვეული შედეგი არის ხელშეკრულების მხარეებს შორის დასადგენი უფლებები და ვალდებულებები, 489-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნივთი უფლებრივად უნაკლო თუ მესამე პირებს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლების გამო, ასე 490-ე მუხლის თანახმად თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა გამყიდველმა უნდა გამოასწორო ეს ნაკლი.
დადგენილია, 2017 წლის 10 მარტს ს.დ-ს და შპს „-----"-ის (ს/ -------) შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ს.დ-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის დროს შპს „-----"-ის (ს/ -------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, --------საცხოვრებელ ფართი 55.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ------- და უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, --------, საცხოვრებელ ფართი 90.50კვ.მ., საკადასტრო კოდი ------- არ იყო უფლებრივად უნაკლო, კერძოდ გადასახადის გადამხდელის შპს „-----"-ის (ს/ -------) მიმართ გავრცელებული იყო გირავნობა/იპოთეკა, ქონება დაყადაღებული და ბიუჯეტის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს. შესაბამისად, ვიდრე საქმის განხილვისას სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. იურიდიული ინტერესის არსებობა აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. ამდენად, აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს _ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას და მისი დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა სადავო ფართის მიმართ მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
შესაბამისად, იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას სასამართლო იკვლევს, თუ რა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგება მოსარჩელისათვის სადავო კრების ოქმის გაბათილების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, მასზედ რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს 2017 წლის 10 მარტს ან თანხის სრულად გადახდის დროს 2017 წლის ოქტომბერში, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეჩინა წინდახედულობა, უფრო მეტიც სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში მასზე დაკისრებული მოვალეობა, გადაემოწმებინა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა საჯარო რეესტრში, იმ პირობებში როდესაც ნასყიდობის საგანს გააჩნდა საკადასტრო კოდი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იურისტი არ არის და არ იცოდა სამართლებრივი დანაწესები. აღნიშნული ვერ გახდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან გათავისუფლების საფუძველი.
6.9. ვინაიდან სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნის, მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს აღარ გააჩნია იურიდიული ინტერესი სასამართლომ იმსჯელოს აღიარებითი მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს.დ-ს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 განსახილველი საქმის პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ს.დ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეჩერდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, კერძოდ;
1) 2020 წლის 09 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N----- სააღსრულებო საქმე;
2) 2021 წლის 19 ივლისს გაცემული N------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N------ სააღსრულებო საქმე;
3) 2021 წლის 14 სექტემბერს გაცემული N-------სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N------ სააღსრულებო საქმე;
4) 2021 წლის 2 ნოემბერს გაცემული N------ - სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N------ სააღსრულებო საქმე;
5) 2022 წლის 27 იანვარს გაცემული N------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N------ სააღსრულებო საქმე;
შპს „-----"-ის (ს/ -------) აეკრძალა გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების:
მდებარე ბათუმი, მის: ------- ფართი 90.50 კვ/მ, (ს/კ ------)
მდებარე ბათუმი, მის: ------- ფართი 55.00 კვ/მ (ს/კ ------)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინენის) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით (საქმე N2-1798/22) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259, 284–284-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.დ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
3.გაუქმდეს 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის ს.დ-ს შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეჩერდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, კერძოდ;
1) 2020 წლის 09 ივნისს გაცემული N------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N----- სააღსრულებო საქმე;
2) 2021 წლის 19 ივლისს გაცემული N-----სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულიN----- სააღსრულებო საქმე;
3) 2021 წლის 14 სექტემბერს გაცემული N----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N----- სააღსრულებო საქმე;
4) 2021 წლის 2 ნოემბერს გაცემული N------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N------ სააღსრულებო საქმე;
5) 2022 წლის 27 იანვარს გაცემულიN------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N------ სააღსრულებო საქმე;
შპს „-----"-ის (ს/ -------) აეკრძალა გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების:
მდებარე ბათუმი, მის: ------ ფართი 90.50 კვ/მ, (ს/კ -----)
მდებარე ბათუმი, მის: --------, ფართი 55.00 კვ/მ (ს/კ ------)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. No32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე
გულიკო კაჟაშვილი