გადაწყვეტილება №23585/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.01.2025
№ დოკუმენტი 23585/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23585/2/2024

21 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23585/2/2023).

 

დავის საგანი:

1. რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრა;

2. საწარმოში კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ფართის (ასევე, 9 უძრავი ქონების) გადაცემის ოპერაციაზე, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და ფასთაშორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა;

4. კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №081-342 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 625 815 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 424 414

დღგ - 782 398

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 348

მოგების გადასახადი - 1 148 379

საშემოსავლო გადასახადი - 493 059

ქონების გადასახადი - 230

ჯარიმა - 1 324 593

საურავი - 876 808

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ----------ში მდებარე ობიექტზე მშენებლობა დაწყებული იყო 2014 წელს, სამშენებლო პროექტმა მიმდინარეობისას განიცადა ცვლილება (15 სართულის ნაცვლად გადაკეთდა 24 სართულიანად).

შემოწმების მიმდინარეობისას კორპუსის მშენებლობის კარკასი დასრულებული იყო, თუმცა არ იყო დასრულებული კომუნიკაციების (დენი, კანალიზაცია, წყალი) შეყვანა-მონტაჟი, ფასადისა და სადარბაზოების მოპირკეთება, ასევე, არ იყო დამონტაჟებული ლიფტები, ნაწილი კარ-ფანჯრები, არ იყო მოწყობილი ავტოსადგომები და პანდუსები და კორპუსის სტატუსი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით იყო მშენებარე.

გასაყიდი/თავისუფალი ფართის ოდენობა შეადგენდა 4052.5მ2-ს. კორპუსის რეალიზებული ნაწილის ფართი შემოწმების პერიოდისათვის წარმოადგენდა მთლიანი სარეალიზაციო ფართის 80%-ს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების, ასევე დამფუძნებლებს შორის არსებული ქონებრივი დავის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო სრულყოფილი, ვერ ხდებოდა რეალიზებულ ბინებთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების ოდენობის დადგენა. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 8464.32 კვ.მ.-ის ფართის რეალიზაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2020 წლის ივნისში სასამართლო განჩინებით ფ/პ ---------- (პ/ნ ----------), საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ გადაცემული იყო 49 ფართი (2 211.4 კვ.მ). შემოწმებამ შეისწავლა რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში და ასევე, მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხიც.

გაირკვა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული მის მიერ რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი თანხები, რაც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოწმებით დადგინდა, რომ დამფუძნებლებს შორის არსებული ქონებრივი დავის შესახებ, ---------- საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, გავლენას ახდენს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. აღნიშნული განჩინების მიხედვით, ----------, როგორც შპს „----------“ 33.3% წილის მესაკუთრემ, მისი კუთვნილი წილი საკუთრებაში გადასცა ---------- (პ.ნ. ----------), წილის ღირებულება განისაზღვრა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამასთან, განჩინების თანახმად, აღნიშნული ღირებულების გადახდის ვალდებულება დაეკისრა შპს „----------“-ს, ----------ში მშენებარე, მრავალსართულიან სახლში მდებარე 49 უძრავი ნივთის (მ.შ. ბინების, კომერციული ფართების, ანტრესოლებისა და ავტოფარეხების) ---------- საკუთრებაში გადაცემით, ხოლო, შპს „----------“-ს ---------- მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა. მორიგების თანახმად, დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 20 ივნისს გადაცემული ფართის მიხედვით, 1 კვადრატული მეტრის ღირებულებამ შეადგინა 225 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, მაშინ როდესაც ამავე განჩინების მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელ პირებს შორის სამართლებრივ/ქონებრივი დავის გადაწყვეტის საკითხებს შორის ფიქსირდებოდა კომპანიის სარეალიზაციო ფართების იპოთეკით დატვირთვის საკითხი, სადაც 1 კვ.მ. ფართის ღირებულებად განსაზღვრული იყო 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც საგადასახადო ორგანომ მიიჩნია საბაზრო ფასად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშდა საბაზრო ფასით, ფასთაშორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე უსასყიდლო მიწოდებად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

3. რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებების, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისა და შესაბამისი ღირებულებების ჭრილში და ასევე მიღებული ავანსების დაბეგვრის სისწორის საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული რეალიზებული ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ღირებულება.

შემოწმებით გამოვლენილი რეალიზებული ფართებით მიღებული/მისაღები თანხები, რაც კომპანიას არ ჰქონდა შემოსავალში აღებული, ბუღალტრულად აღრიცხული და დეკლარირებული კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაითვალა კომპანიის მიერ მიღებულად და გონივრული ვადის გათვალისწინებით, განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთანავე, აღნიშნული სესხზე გაანგარიშებული პროცენტის თანხა, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. 2020 წლის 27 მაისს ---------- საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ----------, როგორც შპს „----------“ 33.3% წილის მესაკუთრემ, მისი კუთვნილი წილი საკუთრებაში გადასცა ---------- და წილის ღირებულება განისაზღვრა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამასთან, განჩინების თანახმად, აღნიშნული ღირებულების გადახდის ვალდებულება დაეკისრა შპს „----------“, კერძოდ, ----------ში მშენებარე, მრავალსართულიან სახლში მდებარე 49 უძრავი ნივთის (მ.შ. ბინების, კომერციული ფართების, ანტრესოლებისა და ავტოფარეხების) ---------- საკუთრებაში გადაცემით, ხოლო, შპს „----------“ ---------- მიმართ წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, კომპანიამ განჩინებაში აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 20 ივნისს საკუთრებაში გადასცა ----------, ხოლო აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნა შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო დაფარული.

აღნიშნული მოთხოვნა (გონივრული ვადისა და კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით) განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც და დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთანავე, გაანგარიშდა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საფუძველზე გამოიცა 23.12.2023 წლის №32576 ბრძანება და 29.12.2022 წლის №081-342 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28475 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მე-5 დავის საგნის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა,შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28475 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ვინაიდან მომჩივანმა ნაწილობრივ უარი განაცხადა დავის გაგრძელებაზე, საჩივრები, მე-3, მე-4, მე7, მე-8 და მე-9 დავის საგნების ნაწილში (3. უსასყიდლოდ გადაცემული ფართის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა; 4. მიწის მესაკუთრეებზე ბარტერისა და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ფართების ღირებულების ნაწილის დღგ-ით დაბეგვრა; 7. დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა; 8. ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა; 9. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე) დარჩა განუხილველი;

2. საჩივრები, პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 დავის საგნების ნაწილში (1. რეალიზებული ფართების დღგით დაბეგვრა; 2. საწარმოში კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ფართის (ასევე, 9 უძრავი ქონების) გადაცემის ოპერაციაზე, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და ფასთაშორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა; 5. ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა; 6. კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით:

1. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

2. პირველ სადავო საკითხზე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, 49 ბინის გადაცემის ოპერაციასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 18 მარტის N11126 ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

1. შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხზე (რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრა) იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ბინები არასწორად იყო რეგისტრირებული სხვა პირებზე და მოხდა მათი ნაწილის უკან დაბრუნება, რამაც გამოიწვია სხვაობები.

შემოსავლების სამსახურმა ასევე მიუთითა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, მომჩივანმა განმარტა, რომ შემოწმებას გაანგარიშებისას დაშვებული აქვს სხვადასხვა სახის არსებითი შეცდომები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაზე. რიგ შემთხვევებში არასწორად არის განსაზღვრული ბინის რეალიზაციის დრო, რეალიზატორი პირი, რეალიზებული ბინის ღირებულება და დრო, აგრეთვე, რიგ შემთხვევებში ბინები დაბეგრილია 2-ჯერ.

ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2. შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხზე (საწარმოში კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ფართის (ასევე, 9 უძრავი ქონების) გადაცემის ოპერაციაზე, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და ფასთაშორის სხვაობის დღგით და მოგების გადასახადით დაბეგვრა) იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-19 მუხლის პირველ ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის მე-5 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის პირველი ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და ამ მუხლის მე-8 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომ სასამართლოს მორიგების აქტში ქონების ფასად მითითებული 450 აშშ დოლარი არ ნიშნავს, იმას, რომ ფ.პ. ---------- მიწოდებული ქონების ღირებულებაც ამ თანხიდან უნდა ყოფილიყო დათვლილი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 18 მარტის №11126 ბრძანებით დამტკიცებულია სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლითაც განსაზღვრულია საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევები დღგ-ის მიზნებისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან, კერძოდ, 49 ბინის გადაცემის ოპერაციასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 18 მარტის №11126 ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხზე (ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით,შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №28475 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა 2024 წლის 20 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის შესაბამისადაც, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ავანსების ნაწილი მიღებულია 2019 წლამდე პერიოდში, ხოლო, ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდა შესამოწმებელ პერიოდში. მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ასევე ქონების უკან დაბრუნებებიც და ეს უნდა შესწავლილიყო საბანკო ანგარიშის ამონაწერებით. ამასთან, ბინების შემძენი პირების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელი ნაწილი და გადაუხდელი თანხები წარმოადგენს კომპანიის დებიტორულ მოთხოვნას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

4. შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხზე (კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით.

შემოსავლების სამსახური ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ---------- მიმართ 2020 წლის 20 ივნისს წარმოეშვა 634 062 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო დაფარული. შემოწმების მიერ აღნიშნული მოთხოვნა (გონივრული ვადისა და კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით) განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა, რომელიც დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთანავე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული სესხის პროცენტის თანხა, როგორც სარგებელი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, დარიცხული იქნა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ ფართების გადაცემა ---------- ფაქტობრივად იყო თავის დროზე მის მიერ მოძიებული და კომპანიაში შეტანილი თანხების სანაცვლოდ ქონების გადაფორმება, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ გაითვალისწინა აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც საწესდებო კაპიტალში შენატანები არ ფიქსირდებოდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურს 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების გამოცემისას არ უხელმძღვანელია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრებით და დამატებითი პოზიციით, რისი განხილვაც დაავალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ. ამდენად, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები უნდა გაუქმდეს.

1. დაზუსტებულ საჩივარში, უთითებდა, რომ შემოწმების აქტის ამ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტორს გაანგარიშებაში დაშვებული ჰქონდა როგორც ტექნიკური შეცდომები (მაგალითად, გაორმაგებული ფასით ჰქონდა დაბეგრილი ბინები, დაბეგრილი ჰქონდა ისეთი ბინის მიწოდება, რომლის მიწოდებაც არ განხორციელებულა შესამოწმებელ პერიოდში და ა.შ.), ასევე, დაშვებული ჰქონდა სამართლებრივი შეცდომები. კერძოდ, აუდიტორს ბინების მიწოდებები დაბეგრილი ჰქონდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების გადაფორმების მომენტში. მისი პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები დადებული იყო ჯერ კიდევ 2015 წლის პერიოდიდან, აუდიტორს უნდა გამოეყენებინა შესაბამის პერიოდებში მოქმედი ნორმები და დაბეგვრა უნდა განეხორციელებინა შემდეგი პრინციპით - 2015-2016 წლებში ბინები უნდა დაბეგრილიყო თანხის გადახდის ვალდებულების დადგომის მომენტში და გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპების შესაბამისად (კომბინაციაში), ხოლო 2017 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ავანსის დაბეგვრის წესი, დაბეგვრა უნდა განხორციელებულიყო გადახდილი ავანსების და გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპების შესაბამისად (კომბინაციაში). ხოლო, თუკი საჯარო რეესტრში ბინაზე საკუთრების უფლების გადაფორმების მომენტში დარჩებოდა ბინის ღირებულების ნაწილი, რომელიც დაბეგრილი არ იქნებოდა ზემოთხსენებული წესით, მაშინ ღირებულების მხოლოდ ეს ნაწილი უნდა დაბეგრილიყო საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტში.

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების თანახმად, ამ ნაწილში განიხილა მომჩივნის შემდეგი არგუმენტი:

„შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას, მათ შორის, ფ.პ. ---------- საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ოპერაციაზე აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ოპერაცია აქტში რამდენჯერმეა ნახსენები და შესაძლოა არსებობდეს დაბეგვრის ობიექტის გაორება. მიუთითებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა 2020 წლის ივლისში შეიცვალა, ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას უკანა პერიოდზე და ამან გამოიწვია გაუგებრობა. დამატებით აღნიშნავს, რომ ბინები არასწორად იყო რეგისტრირებული სხვა პირებზე, მოხდა მათი ნაწილის უკან დაბრუნება, რამაც გამოიწვია სხვაობები.“

ამდენად, შემოსავლების სამსახურს განხილული აქვს საერთოდ სხვა არგუმენტი და პოზიცია, ვიდრე ეს მითითებული იყო დაზუსტებულ საჩივარში.

2. დაზუსტებულ საჩივარში უთითებდა, რომ შემოწმების აქტის ამ საკითხთან დაკავშირებით, არ ეთანხმებოდა აუდიტორის მიდგომას, რომლის მიხედვითაც მორიგების აქტით ---------- გადაცემული 49 ბინას გაეზარდა საბაზრო ღირებულება დაბეგვრის მიზნებისთვის. გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდიდა აუდიტის მიერ გაანგარიშებულ საბაზრო ფასს და წარმოადგენდა საპირწონე არგუმენტებს და მტკიცებულებებს. გარდა ხსენებული 49 ბინისა, გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის მიდგომას, რომელმაც უსასყიდლო მიწოდებად ჩათვალა ---------- მიერ დამატებით, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებებიდან 9 უძრავი ქონების პირად საკუთრებაში გადაფორმება. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი ხსენებულ 9 ბინასთან დაკავშირებითაც არ ეთანხმებოდა აუდიტორის მიერ გამოყენებულ საბაზრო ფასს.

შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების თანახმად, განიხილა მომჩივანის შემდეგი არგუმენტი:

„სასამართლოს გზით მხარეთა მორიგების შედეგად, ფ/პ ---------- საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ფართის გადაცემის ოპერაციაზე, ფართის ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენებას და ფასთა შორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ მშენებლობის დასაწყისში ---------- მიერ მოძიებული თანხებით ხდებოდა გარკვეული სამუშაოების შესრულება და სწორედ ამ თანხების სანაცვლოდ მოხდა მისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა, რამაც გადაიწია დროში. ამდენად, სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მორიგების აქტშიც იმ პერიოდის ბინის ფასებია მითითებული, რა პერიოდშიც მოხდა ---------- მიერ თანხების კომპანიაში შეტანა და შემოწმებას არ უნდა ემსჯელა 2020 წლის მაისის ფასებით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში განმარტა, რომ შემოწმების მიერ, როგორც თავდაპირველი 49 უძრავი ქონების, ისე შემდგომში გადაფორმებული 9 უძრავი ქონების საკითხი განხილულია ერთიანად, როგორც ერთი ოპერაცია, იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ოპერაცია სამართლებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, კერძოდ, 49 უძრავი ქონება ფიზიკურ პირს გადაეცა წილის სანაცვლოდ, ხოლო, 9 უძრავი ქონება გადაიფორმა როგორც კომპანიის კრედიტორმა, კომპანიის მიერ ვალდებულებების დარღვევის შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაფარვის ფარგლებში. ამდენად, ამ უკანასკნელის უსასყიდლო მიწოდებად განხილვა არ შეესაბამებოდა რეალობას.“

ამდენად, შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ აქვს ნამსჯელი გადასახადის გადამხდელის ძირითად არგუმენტზე, რომელიც შეეხებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურს ყურადღების მიღმა აქვს დატოვებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იმავე უძრავი ქონების შემდგომში გადაყიდვის ხელშეკრულებები), რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა აუდიტორს გარიგების საბაზრო ფასის განსასაზღვრად და რომლის შესწავლაც დაავალა შემოსავლების სამსახურს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ.

3. დაზუსტებულ საჩივარში, უთითებდა, რომ შემოწმების აქტის ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებარია კონკრეტულად რა თანხები ჰქონდა მიჩნეული აუდიტორს კომპანიის მიერ მიღებულად და შემდგომში დირექტორზე გაცემულ სესხად, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიაში თანხის ბრუნვა ხორციელდებოდა სრულად საბანკო ანგარიშის გავლით და ამდენად, იდენტიფიცირებადი იყო ნებისმიერი თანხის კომპანიაში შემოსვლის და გახარჯვის საკითხი. გარდა ამისა, გაუგებარი იყო, რატომ ჰქონდა აუდიტორს მიჩნეული კომპანიის მიერ მისაღები თანხები მიღებულად და დირექტორზე გაცემულ სესხად. გადამხდელი ასევე უთითებდა, რომ აუდიტორის მიდგომა არ შეესაბამებოდა უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ სტანდარტს, გარიგების კვალიფიკაციის ცვლილებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების თანახმად, განიხილა მომჩივნის შემდეგი არგუმენტი:

„რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ ავანსების ნაწილი მიღებულია 2019 წლამდე პერიოდში, ხოლო, ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდა შესამოწმებელ პერიოდში. მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ასევე ქონების უკან დაბრუნებებიც და ეს უნდა შესწავლილიყო საბანკო ანგარიშის ამონაწერებით.“

ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურს განხილული აქვს საერთოდ სხვა არგუმენტი და პოზიცია, ვიდრე ეს მითითებული იყო დაზუსტებულ საჩივარში.

4. დაზუსტებულ საჩივარში, უთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა შემოწმების აქტის ამ საკითხს. გადამხდელის პოზიციით, აუდიტორს ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე ჰქონდა განხილული 49 უძრავი ქონების ღირებულება (634 062 აშშ დოლარი) კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. გადამხდელი უთითებდა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ნასყიდობის ღირებულებას, რომელსაც პერიოდულად ფარავდა კომპანიის დირექტორი. შემმოწმებელმა კი მხოლოდ იმიტომ ჩათვალა აღნიშნული ნასყიდობის ღირებულება დირექტორზე გაცემულ სესხად, რომ დირექტორს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სრულად არ ჰქონდა კომპანიისთვის გადახდილი ნასყიდობის საფასური. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა შპს „----------“ საბანკო ამონაწერი, საიდანაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის დირექტორს და პარტნიორს, ----------, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან მოყოლებული კომპანიაში შეტანილი ჰქონდა 1 793 950 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიის ახსნა-განმარტებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის დირექტორი 2020 წლის 1-ლი ივლისიდან მოყოლებული პირადი სახსრებით ფარავდა კომპანიის მომწოდებლების ფინანსურ ვალდებულებებს. დირექტორის მიერ კომპანიის ვალების გასასტუმრებლად გადახდილი თანხების ჯამური მოცულობა შეადგენდა 259 439.68 ლარს.

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების თანახმად, განიხილა მომჩივნის შემდეგი არგუმენტი:

„კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. კერძოდ, სასამართლოს განჩინებით, მხარეთა შეთანხმების შემდეგ, ფ.პ. ---------- საწარმოში მისი კუთვნილი წილის 33.3%-ის კომპანიის დირექტორისათვის - ---------- გადაცემის შემდგომ, შპს „----------“ ---------- გადაუფორმა უძრავი ქონება, ხოლო აღნიშნულის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა, კომპანიის დირექტორის მიერ, შემოწმების პერიოდში დაფარული არ იყო. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტობრივად იყო თავის დროზე ---------- მიერ მოძიებული და კომპანიაში შეტანილი თანხების სანაცვლოდ ქონების გადაფორმება, ანუ მისი შენატანის უკან დაბრუნება მოხდა და აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო დაბეგვრის ობიექტი.“

ამდენად, შემოსავლების სამსახურს განხილული აქვს საერთოდ სხვა არგუმენტი და პოზიცია, ვიდრე ეს მითითებული იყო დაზუსტებულ საჩივარში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

1. დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილებით პირველი სადავო საკითხის ნაწილში (რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრა) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭო გადაწყვეტილებაში უთითებდა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებების, შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ვინაიდან, მომჩივანმა მხოლოდ დავის განხილვის შემდგომ ეტაპზე (დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრებით) წარმოადგინა მყარი და დასაბუთებული დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები, შესაბამისად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ არ იყო ნამსჯელი მომჩივნის მიერ წარმოდგენილ აღნიშნულ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივრები ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით (რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრა), საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურს 2024 წლის 10 ივლისის №16324 ბრძანების გამოცემისას არ უხელმძღვანელია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრით და დამატებითი პოზიციით, რისი განხილვაც დაავალა შემოსავლების სამსახურს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ. ბინები, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში იყო მყიდველებზე გადაფორმებული, საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილი იყო ამავე შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მიდგომას არ ეთანხმებოდა, ვინაიდან არ შეესაბამება შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. სადავო შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში არ არის ნამსჯელი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაზეც ჰქონდა კიდეც შესაბამისი არგუმენტები დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში.

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული დავის საგნის ნაწილში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სადავო შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში მომჩივნის მოთხოვნის (სადავო საკითხების) ნაწილში, ამ დავის საგანზე მომჩივნის არგუმენტები დაფიქსირებულია იგივე, რაც შემოსავლების სამსახურში 14.02.2023 წელს წარდგენილ №26710/21 საჩივარში, რომელზეც მიღებულია შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28475 ბრძანება, რაც ასევე, დავების განხილვის საბჭოში 8.12.2023 წელს თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში იყო დაფიქსირებული.

დავების განხილვის საბჭომ 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილებით იმსჯელა მხოლოდ დაზუსტებული (11.12.2023 წლის და 15.03.2024 წლის) საჩივრების ფარგლებში, რაც ასახულია კიდეც ამავე გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებაში მომჩივნის არგუმენტები ასახულია მხოლოდ დაზუსტებული საჩივრების მიხედვით), ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნილი იყო საჩივრის ზეპირ განხილვის დაწყებისას მომჩივნის წარმომადგენლების მიერ, რაც დასტურდება იმითაც, რომ თავდაპირველ საჩივრებში დაფიქსირებული 9 სადავო საკითხისაგან მომჩივნის წარმომადგენლების მოთხოვნით სადავო დარჩა მხოლოდ 4 საკითხი, ხოლო დანარჩენ 5 სადავო საკითხზე მომჩივნის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს დავის გაგრძელებაზე.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით ნამსჯელი არ არის, თუმცა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის განხილვისას მოდავე მხარეებმა (მომჩივანი და მოპასუხე) განმარტეს, რომ, როგორც ამ საკითხზე, ისე სხვა დანარჩენ სადავო საკითხებზე (საბჭოში არსებული დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში) შემოსავლების სამსახურში განხილვისას მსჯელობა იყო, მაგრამ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის გამოკვეთილი, რაზეც მომჩივანიც აპელირებს, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში ამ საკითხის შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ვერ განხორციელდება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2. დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილებით მე-2 სადავო საკითხის ნაწილში (საწარმოში კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ფართის (ასევე, 9 უძრავი ქონების) გადაცემის ოპერაციაზე, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და ფასთაშორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი დავის საგნის ნაწილში აღწერილი გარემოებების მსგავსად, კერძოდ, ვინაიდან მომჩივანს მხოლოდ დავის განხილვის შემდგომ ეტაპზე (დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრებით) წარმოადგინა მყარი და დასაბუთებული დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები, რაზეც შემოსავლების სამსახურს ბუნებრივია არ ჰქონდა ნამსჯელი, საჩივრები ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, 49 ბინის გადაცემის ოპერაციასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 21 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 18 მარტის №11126 ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის განმარტებით, დაზუსტებულ საჩივარში უთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა აუდიტორის მიდგომას, რომლის მიხედვითაც მორიგების აქტით ---------- გადაცემული 49 ბინას გაეზარდა საბაზრო ღირებულება დაბეგვრის მიზნებისთვის. გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ საბაზრო ფასს და წარმოადგენდა საპირწონე არგუმენტებს და მტკიცებულებებს. გარდა ხსენებული 49 ბინისა, გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის მიდგომას, რომელმაც უსასყიდლო მიწოდებად ჩათვალა ---------- მიერ დამატებით, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებებიდან 9 უძრავი ქონების პირად საკუთრებაში გადაფორმება. გარდა ამისა, ხსენებულ 9 ბინასთან დაკავშირებითაც არ ეთანხმებოდა აუდიტორის მიერ გამოყენებულ საბაზრო ფასს. შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ აქვს ნამსჯელი გადასახადის გადამხდელის აღნიშნულზე წარმოდგენილ ძირითად არგუმენტებზე, რომელიც შეეხებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას. ასევე, შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა და ყურადღების მიღმა დატოვა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იმავე უძრავი ქონების შემდგომში გადაყიდვის ხელშეკრულებები), რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა აუდიტორს გარიგების საბაზრო ფასის განსასაზღვრად და რომლის შესწავლაც დაავალა შემოსავლების სამსახურს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ.

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში ამ დავის საგანზე ნახსენებია მომჩივნის მიერ დავების განხილვის საბჭოში დაფიქსირებული არგუმენტები, თუმცა გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ არის, როგორც 49 ბინის და 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 აშშ დოლარის გავრცელების და საბაზრო ფასად მიჩნევის მართლზომიერების თაობაზე, ასევე ამ 9 უძრავი ქონების უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლასთან დაკავშირებით.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და უნდა დაევალოს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - როგორც 49 ბინის და 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 დოლარის გავრცელების და საბაზრო ფასად მიჩნევის, ასევე 9 უძრავი ქონების უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლის მართლზომიერების თაობაზე.

3. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით საჩივარი მე-3 სადავო საკითხის ნაწილში (ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანების შინაარსის და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები ზოგადია და ვერ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ არგუმენტს ან მტკიცებულებას, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურში გამართული მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლოა მოხდეს ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტისათვის მიცემული დავალების დაზუსტება (გაფართოება).

4. დავების განხილვის საბჭო 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილებით, მე-4 სადავო საკითხის ნაწილში (კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი დავის საგნის ნაწილში აღწერილი გარემოებების მსგავსად, კერძოდ, ვინაიდან მომჩივანს მხოლოდ დავის განხილვის შემდგომ ეტაპზე (დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრებით) წარმოადგინა მყარი და დასაბუთებული დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები, რაზეც შემოსავლების სამსახურს ბუნებრივია არ ჰქონდა ნამსჯელი, საჩივრები ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივნის განმარტებით, დაზუსტებულ საჩივარში, უთითებდა, რომ აუდიტორს ყოველგვარი გონივრული საფუძვლის გარეშე ჰქონდა განხილული 49 უძრავი ქონების ღირებულება (634 062 აშშ დოლარი) კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ნასყიდობის ღირებულებას, რომელსაც პერიოდულად ფარავდა კომპანიის დირექტორი. შემმოწმებელმა კი მხოლოდ იმიტომ ჩათვალა აღნიშნული ნასყიდობის ღირებულება დირექტორზე გაცემულ სესხად, რომ დირექტორს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სრულად არ ჰქონდა კომპანიისთვის გადახდილი ნასყიდობის საფასური. წარმოდგენილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ამონაწერი, საიდანაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის დირექტორს და პარტნიორს, ----------, 2020 წლის პირველი ივლისიდან მოყოლებული კომპანიაში შეტანილი ჰქონდა 1 793 950 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიის ახსნა-განმარტებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის დირექტორი 2020 წლის პირველი ივლისიდან მოყოლებული პირადი სახსრებით ფარავდა კომპანიის მომწოდებლების ფინანსურ ვალდებულებებს. დირექტორის მიერ კომპანიის ვალების გასასტუმრებლად გადახდილი თანხების ჯამური მოცულობა შეადგენდა 259 439.68 ლარს. შემოსავლების სამსახურს განხილული აქვს საერთოდ სხვა არგუმენტი და პოზიცია, ვიდრე ეს მითითებული იყო დაზუსტებულ საჩივარში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 სადავო ბრძანებაში მომჩივნის მოთხოვნის (სადავო საკითხების) ნაწილში, ამ დავის საგანზე მომჩივნის არგუმენტები დაფიქსირებულია იგივე, რაც შემოსავლების სამსახურში 14.02.2023 წელს წარდგენილ №26710/21 საჩივარში, ასევე, იგივე მსჯელობაა ასახული, რაც შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28475 ბრძანებაში იყო დაფიქსირებული. შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით, საბჭოში მომჩივნის მიერ დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში და ზემოთ დასახელებული წარმოდგენილ მტკიცებულებებზე არ უმსჯელია, რაც საბჭოს მიერ დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ამ სადავო საკითხზე საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ შეუფასებია დასახელებული მტკიცებულებები, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - დაზუსტებული საჩივრების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში - კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრა;

2. საწარმოში კუთვნილი წილის 33.3%-ის სანაცვლოდ 49 ფართის (ასევე, 9 უძრავი ქონების) გადაცემის ოპერაციაზე, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გადაცემული ფართების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება და ფასთაშორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა;

4. კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით ნამსჯელი არ არის, თუმცა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის განხილვისას მოდავე მხარეებმა (მომჩივანი და მოპასუხე) განმარტეს, რომ, როგორც ამ საკითხზე, ისე სხვა დანარჩენ სადავო საკითხებზე (საბჭოში არსებული დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში) შემოსავლების სამსახურში განხილვისას მსჯელობა იყო, მაგრამ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის გამოკვეთილი, რაზეც მომჩივანიც აპელირებს, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში ამ საკითხის შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ვერ განხორციელდება. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის პრინციპთან დაკავშირებით, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2. დავების განხილვის საბჭო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებაში ამ დავის საგანზე ნახსენებია მომჩივნის მიერ დავების განხილვის საბჭოში დაფიქსირებული არგუმენტები, თუმცა გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ არის, როგორც 49 ბინის და 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 აშშ დოლარის გავრცელების და საბაზრო ფასად მიჩნევის მართლზომიერების თაობაზე, ასევე ამ 9 უძრავი ქონების უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და უნდა დაევალოს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - როგორც 49 ბინის და 9 უძრავი ქონების გადაცემის (მიწოდების) ოპერაციებზე 450 დოლარის გავრცელების და საბაზრო ფასად მიჩნევის, ასევე 9 უძრავი ქონების უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლის მართლზომიერების თაობაზე.

3. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით საჩივარი მე-3 სადავო საკითხის ნაწილში (ფართების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხების კომპანიის პასუხისმგებელ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

4. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16324 სადავო ბრძანებაში მომჩივნის მოთხოვნის (სადავო საკითხების) ნაწილში, ამ დავის საგანზე მომჩივნის არგუმენტები დაფიქსირებულია იგივე, რაც შემოსავლების სამსახურში 14.02.2023 წელს წარდგენილ №26710/21 საჩივარში, ასევე, იგივე მსჯელობაა ასახული, რაც შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28475 ბრძანებაში იყო დაფიქსირებული. შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით, საბჭოში მომჩივნის მიერ დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში და ზემოთ დასახელებული წარმოდგენილ მტკიცებულებებზე არ უმსჯელია, რაც საბჭოს მიერ დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურს 10.07.2024 წლის №16324 ბრძანებით ამ სადავო საკითხზე საბჭოში წარმოდგენილი დაზუსტებული საჩივრების ფარგლებში შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ შეუფასებია დასახელებული მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 15.03.2024 წლის №21542/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს იმსჯელოს მომჩივნის არგუმენტებზე - დაზუსტებული საჩივრების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში - კომპანიის დირექტორის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სარგებლის ხელფასად ჩათვლა, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 983; 101(1); 154(1„ა“); 159; 275;