შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 11.11.1997
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 11 ნოემბერს

ირანის მხრიდან დასრულებულია პროცედურები

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადის

გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადების სურვილით

შეთანხმდენენ შემდეგზე:

მუხლი 1

პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენება შეთანხმება

ეს შეთანხმება ეხება პირებს რომლებიც არიან ერთი ან ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტები.

მუხლი 2

გადასახადთა სახეები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

ეს შეთანხმება ვრცელდება იმ შემოსავლისა და კაპიტალის გადასახადებზე, რომლებიც დაწესებულია მონაწილე სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახელით, მიუხედავად მისი აკრეფის წესისა.

შემოსავლისა და ქონების გადასახადად ჩაითვლება ყველა გადასახადი დაწესებული მთელ შემოსავლებზე, მთელს ქონებაზე, ან შემოსავლის, ან ქონების ნაწილზე. იგი მოიცავს აგრეთვე გადასახადებს უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე, გადასახადებს საწარმოების მიერ გაცემული ხელფასებისა და ჯამაგირების მთელ სიდიდეზე ისევე, როგორც გადასახადებს ქონების ღირებულების ნამატზე.

ეს შეთანხმება ვრცელდება შემდეგ გადასახადებზე:

საქართველოს შემთხვევაში:

საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

საწარმოთა ქონების გადასახადი;

ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი.

(შემდგომში - ,,საქართველოს გადასახადი,,);

ირანის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში:

საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

გადასახადი კაპიტალზე;

(შემდგომში - ,,ირანის ისლამური რესპუბლიკის პირდაპირი გადასახადი,,).

ეს შეთანხმება შეეხება აგრეთვე ნებისმიერ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემული გადასახადების იდენტურ ან ძირითად მსგავს გადასახადებს, რომლებიც არსებული გადასახადების დამატებით ან სანაცვლოდ არის დაწესებული შეთანხმების ხელმოწერის თარიღის შემდეგ. მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები დროულად აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

მუხლი 3

ზოგადი განმარტებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტით სხვა რამ არ იგულისხმება:

ტერმინები ,,მონაწილე სახელმწიფო,, და ,,მეორე მონაწილე სახელმწიფო,, კონტექსტის შესაბამისად ნიშნავს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას.

ტერმინი ,,საქართველო,, ნიშნავს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის ჩათვლით, რომელზეც საერთაშორისო სამართლისა და ნაციონალური კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველო ახორციელებს თავის იურისდიქციას, სუვერენულ უფლებებსა და საგადასახადო კანონმდებლობას;

ტერმინი ,,ირანის ისლამური რესპუბლიკა,, ნიშნავს იმ ტერიტორიებს, რომელზეც ისლამური რესპუბლიკა ახორციელებს თავის სუვერენიტეტს.

ტერმინი ,,გადასახადი,, ნიშნავს ამ შეთანხმების მეორე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ გადასახადს.

ტერმინი ,,პირი,, მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას ან პირების რაიმე სხვა სახის გაერთიანებას.

ტერმინი ,,კომპანია,, ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ ორგანიზაციას ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება, როგორც კორპორაციული ორგანიზაცია.

ტერმინები ,,ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო,, და ,,მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმო,, შესაბამისად ნიშნავს ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მართულ საწარმოს და მეორე მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მართულ საწარმოს.

ტერმინი ,,საერთაშორისო მიმოსვლა,, ნიშნავს ნებისმიერ ტრანსპორტირებას განხორციელებულს ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლუატირებული გემით, ნავით, საჰაერო ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი ტრანსპორტირება ხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს სხვადასხვა პუნქტებს შორის.

ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო,, ნიშნავს:

საქართველოს შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს;

ირანის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში ეკონომიკური ურთიერთობების და ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

ტერმინი ნაციონალური პირი ნიშნავს:

მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ ფიზიკურ პირს;

ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც იღებს ამ სტატუსს მონაწილე სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც აქ არ არის განსაზღვრული, თუ კონტექსტით სხვა რამ არ იგულისხმება, აქვს იგივე მნიშვნელობა, რასაც მას ანიჭებენ შეთანხმების გავრცელების სფეროში არსებულ გადასახადებთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოს კანონები.

მუხლი 4

რეზიდენტი

ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი ,,მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი,, ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას თავისი საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილმდებარეობის, მართვის ადგილის ან სხვა მსგავსი ხასიათის კრიტერიუმების მიხედვით.

თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად პირი არის ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

იგი ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მაქვს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ორივე ქვეყანაში, იგი ჩაითვლება იმ ქვეყნის რეზიდენტად, რომელთანაც უფრო მჭიდროა მისი პირადი და ეკონომიკური ურთიერთობები (საციცოცხლო ინტერესების ცენტრი).

თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, რომელშიც მას გააჩნია საციცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არც ერთ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, ასეთი პირი ჩაითვლება იმ ქვეყნის რეზიდეტად, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს;

თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე მონაწილე სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არც ერთში, იგი ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირს წარმოადგენს;

იმ შემთხვევაში, თუ ის არც ერთი სახელმწიფოს ნაციონალური პირი არ არის, საკითხი გადაწყდება მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების შეთანხმების საფუძველზე;

იმ შემთხვევაში თუ 1-ლი პუნქტის დებულებების თანახმად პირი (ფიზიკური პირის გარდა) არის ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მდებარეობს მისი ფაქტიური მართვის ადგილი.

მუხლი 5

მუდმივი წარმომადგენლობა

ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი ,,მუდმივი წარმომადგენლობა,, ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მონაწილე სახელმწიფოს საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს თავის კომერციულ საქმიანობას მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

ტერმინი ,,მუდმივი წარმომადგენლობა,, კერძოდ მოიცავს:

მართვის ადგილს;

ფილიალს;

ოფისს;

ფაბრიკასა და ქარხანას;

საამქროს;

მაღაროს, ნავთობს ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების კვლევის, გამოყენებისა და მოპოვების სხვა ადგილს.

სამშენებლო მოედანი, მშენებლობა, სამონტაჟო ან საამწყობო პროექტი ან აქედან გამომდინარე საზედამხედველო საქმიანობა ქმნის მუდმივ წარმომადგენლობას მხოლოდ მაშინ, როცა ამგვარი მოედანი, პროექტი ან საქმიანობა გრძელდება 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს შემდეგი საქმიანობა მეორე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ განიხილება, როგორც მუდმივი წარმომადგენლობა;

ნაგებობების გამოყენება საწარმოს საკუთრებაში მყოფი საქონლის ან ნაკეთობების საშუალებების მხოლოდ შენახვის ან დემონსტრირებისათვის;

საწარმოს საკუთრებაში მყოფი საქონლის ან ნაკეთობების მხოლოდ შენახვისა და დემონსტრირებისათვის განკუთვნილი მარაგის შენახვა;

საწარმოს კუთვნილი საქონლის მიერ ნაკეთობების მარაგის შენახვა სხვა საწარმოს მიერ გადამუშავების მიზნით;

კომერციული საქმიანობის ფიქსირებული ადგილის შენახვა საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობის შესყიდვის მიზნით ან ინფორმაციის შეგროვებისათვის;

კომერციული საქმიანობის ფიქსირებული ადგილის შენახვა მისი რეკლამის, ინფორმაციის მიწოდების, სამეცნიერო კვლევის, მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი საქმიანობის მიზნით;

სამეწარმეო-კომერციული საქმიანობისათვის ფიქსირებული ადგილის შენახვა (a)-(e) ქვეპუნქტებში ნახსენები საქმიანობის ნებისმიერი კომბინაციების სახით, იმ პირობით, რომ ფიქსირებულ ადგილზე ასეთი კომბინაციის შედეგად წარმოშობილი საქმიანობის ერთობლიობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ არის მე-6 პუნქტში მოცემული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი, მაგრამ მოქმედებს საწარმოს სახელით მონაწილე სახელმწიფოში, აქვს საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლება და ჩვეულებრივ ახორციელებს მას მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ აღნიშნულ საწარმოს ამ სახელმწიფოში აქვს მუდმივი წარმომადგენლობა აღნიშნული პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში და რომელიც ხორციელდება ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, არ გადააქცევს ამ უკანასკნელს აღნიშნული პუნქტის მიხედვით მუდმივ წარმომადგენლობად.

მონაწილე სახელმწიფოს საწარმო არ ჩაითვლება მეორე მონაწილე სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის მქონედ, თუ ის ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ბროკერის, გენერალური კომისიონერის ან სხვა აგენტის მეშვეობით, თუ ის პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.

ამასთან, თუ ასეთი აგენტის მოქმედება მთლიანად ან ყოველთვის ხორციელდება ამ საწარმოს სახელით, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც დამოუკიდებელი სტატუს აგენტი, თუ ურთიერთობა აგენტსა და საწარმოს შორის არ განხორციელებულა გაშლილი ხელის მანძილის მანძილის პრინციპის საფუძველზე.

ის ფაქტი, რომ ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი-კომპანია აკონტროლებს მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ-კომპანიას, ან კონტრილირდება ამ უკანასკნელის მიერ ან ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებებით ან სხვა გზით), თავისუფლად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორეს მუდმივ წარმომადგენლად.

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი მეორე მონაწილე სახელწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (მათ შორის შემოსავალი სოფლის მეურნეობისა ან მეტყევეობისაგან) შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ტერმინს ,,უძრავი ქონება,, ექნება იგივე მნიშვნელობა, რაც აქვს იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც იმყოფება ეს უძრავი ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში მოიცავს უძრავი ქონების დამხმარე ქონებას, პირუტყვს და სოფლის მეურნეობასა და მეტყვევეობაში გამოყენებულ მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებსაც ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებებს ცვალებად ან ფიქსირებულ გადასახადებზე, გადახდილს მინერალური რესურსების, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, კარიერების და ბუნებრივი რესურსების სხვა ადგილების (ხის მასალებისა და ტყის პროდუქტების ჩათვლით) დამუშავების ან დამუშავების უფლების მიცემის საკომპენსაციოდ, გემები, ნავები, თვითმფრინავები ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტი არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები შეეხება უძრავ ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.

როცა კომპანიის აქციების ან სხვა კორპორაციული უფლებების ფლობა მათ მფლობელს აძლევს უფლებას განაგებდეს კომპანიის უძრავ ქონებას, მაშინ ამ ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ მონაწილე ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება უძრავი ქონება.

ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები შეეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევისათვის გამოყენებული უძრავი ქონებისაგან მიღებულ შემოსავალს.

მუხლი 7

კომპერციული მოგება

ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს კომერციული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ქვეყანაში, თუ საწარმო სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მასში მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით. თუ კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ისე, როგორც აღნიშნულია ზემოთ, მაშინ მეორე მონაწილე სახელმწიფოში შეიძლება დაიბეგროს საწარმოს კომერციული მოგების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განეკუთვნება ამ მუდმივ წარმომადგენლობას.

ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების მიხედვით, თუ ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მასში მდებარე მუდმივ წარმომადგენლობის მეშვეობით, მაშინ თითოეულ მონაწილე სახელმწიფოში ამ მუდმივ წარმომადგენლობას განესაზღვრება კომერციული მოგება, რომელსაც ის სავარაუდოდ მიიღებდა, თუ იქნებოდა იგივე ან მსგავს პირობებში იგივე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებული ცალკე მყოფი და დამოუკიდებელი პირი და იმოქმედებდა იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ წარმომადგენლობადაც იგი ითვლება.

მუდმივ წარმომადგენლობის მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობის მიზნებისათვის გაწეული იმ ხარჯების გამოკლება, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, რომლებიც გამოაკლდებოდა თუკი წარმომადგენლობა იქნებოდა იმ სახელმწიფოდან, სადაც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა.

თუ მონაწილე სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივი წარმომადგენლობასთან დაკავშირებული მოგება განისაზღვროს საწარმოს მთლიანი მოგება მის სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული გადანაწილებით, მაშინ არაფერი მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელს არ შეუშლის მონაწილე სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი გადანაწილების საშუალებით. გადანაწილების ასეთმა მეთოდმა უნდა მოგვცეს ამ მუხლის პრინციპების შესაბამისად შედეგი.

მუდმივ წარმომადგენლობას არ დაერიცხება არავითარი კომერციული მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ შეისყიდის საწარმოსათვის საქონელსა და ნაკეთობებს.

მუდმივი წარმომადგენლობისათვის კომერციული მოგების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს წლიდან წლამდე ერთი და იგივე მეთოდით, თუ რაიმე სერიოზული და საკმარისი მიზეზი არ მოითხოვს მის შეცვლას.

თუ კომერციული მოგება მოიცავს შემოსავლის ისეთ სახეებს, რომლებიც განიხილება ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ ამ მუხლის დებულებები არ შეეხება ზემოხსენებული მუხლის დებულებებს.

მუხლი 8

საერთაშორისო მიმოსვლა

მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო მიმოსვლაში გემების, ნავების, საჰაერო ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენების შედეგად მიღებული მოგებები დაიბეგრება მხოლოდ ამ მონაწილე სახელმწიფოში.

მუხლი 9

მონათესავე საწარმოები

თუ:

ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში ან ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს ან მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში;

და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუ ხსენებულ ორ საწარმოს შორის კომერციული და ფინანსური ურთიერთობების დროს წარმოიქმნება ან მიიღება პირობები, რომელიც განსხვავებულია იმ პირობებისგან, საწარმოს შორის ურთიერთობებისას მაშინ ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ერთ-ერთ მათგანს, მაგრამ ამ პირობათა გამო არ დაერიცხება, შეიძლება ჩაირთოს ამ საწარმოს შემოსავალში და დაიბეგროს შესაბამისად.

თუ ერთი მონაწილე სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში ჩართავს - და დაბეგრავს შესაბამისად - მოგებას, რომელზეც მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმო დაიბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში და პირველი სახელმწიფო ამტკიცებს, რომ აღნიშნული მოგება განეკუთვნებოდა მის საწარმოს, მაშინ მეორე სახელმწიფო გააკეთებს მის მიერ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირებისას მხედველობაში იქნება მიღებული ამ შეთანხმების სხვა დებულებები და მონაწილე სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საჭიროების შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს.

მუხლი 10

დივიდენდები

ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გაცემული დივიდენდი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ამგვარი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს იმ მონაწილე სახელმწიფოშიც და მისი კანონების შესაბამისად, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გამცემი კომპანია, მაგრამ თუ დივიდენდების მიმღები არის დივიდენდების ფაქტიური მფლობელი, ამგვარად დარიცხულმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს:

დივიდენდების საერთო თანხის 5%-ს, თუ დივიდენდების მიმღები, არის კომპანია (ამხანაგობის გარდა,) რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გამცემი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 25%-ს.

დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს. დივიდენდი ნიშნავს შემოსავალს მიღებულს აქციებიდან, ,,,,Jouissance" აქციების ან ,,,,Jouissance" უფლებების გამოყენებიდან, დამფუძნებლის აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომელიც არ არიან დაკავშირებულნი სავალე მოთხოვნებთან და იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, აგრეთვე სხვა კორპორაციული უფლებებიდან შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

1-ლი და მე-2 მუხლების ღირებულებანი არ გამოიყენება, თუ დივიდენდის ფაქტიური მფლობელი არის ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი და კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე მონაწილე სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტი არის დივიდენდების გადამხდელი კომპატია, იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ მდებარე ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადახდილი დივიდენდები ნამდვილად განეკუთვნება ასეთ წარმომადგენლობას ან ფიქსირებულ ბაზას. ამ შემთხვევაში, გარემოებისდა მიხედვით გამოიყენება მე-14 მუხლის დებულებები.

თუ ერთი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე მონაწილე სახელმწიფოდან, მაშინ ამ მეორე სახელმწიფომ შეიძლება არ დაბეგროს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები, გარდა იმ შემთხვევებისა და იმდენად, რამდენადაც ამგვარი დივიდენდები გაცემულია ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდი ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან, აღნიშნული კომპანიის გაუნაწილებელი მოგება არ შეიძლება დაიბეგროს კომპანიის გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადით, მაშინაც კი, როცა გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს ამ მეორე სახელმწიფოდან მიღებულ მოგებებსა და შემოსავლებს.

მუხლი 11

პროცენტი

მონაწილე სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი, რომელიც გადაეხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ამგვარი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს იმ მონაწილე სახელმწიფოშიც და მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც წარმოიშვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტიური მფლობელისათვის ამგვარად დაწესებულმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს პროცენტის საეთო რაოდენობის 10%-ს.

ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი ,,პროცენტი" ნიშნავს შემოსავალს, მიღებულს ნებისმიერი სახის სავალე მომსახურებისაგან იმისაგან დამოუკიდებლად, უზრუნველყოფილია თუ არა გირაოთი და აქვს თუ არა მას მევალის მოგებაში მონაწილეობის მიღების უფლება და კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, სახელმწიფო, ობლიგაციების ან სავალე ვალდებულებებისაგან მათთან დაკავშირებული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით.ამ მუხლის მიზნებისათვის დაგვიანებული გადასახადებისათვის დაწესებული ჯარიმა არ ჩაითვლება პროცენტად.

მეორე პუნქტის დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი, რომელიც მიიღება მეორე მონაწილე სახელმწიფოს მთავრობის სამინისტროების, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტების, მუნიციპალიტეტების, ცენტრალური ბანკის და სხვა, მთლიანად მთავრობის გამგებლობაში მყოფი ბანკების მიერ, გათავისუფლებულია გადასახადებისაგან პირველ სახელმწიფოში.

1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ შეეხება პროცენტის ფაქტიურ მფლობელ ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს, თუ იგი კომერციულ საქმიანობას წარმართავს იმ მეორე მონაწილე სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვა პროცენტი, იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ახორციელებს ან მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტები, ნამდვილად არის დაკავშირებული ხსენებულ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები, გარემოებისდა მიხედვით.

პროცენტი ჩაითვლება მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილად, თუ მისი გადამხდელია თვითონ ეს სახელმწიფო, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ ამასთან, პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია მონაწილე სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნება დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი და ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს იღებს ასეთი მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ეს პროცენტი წარმოიქმნება სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.

თუ, პროცენტის გადამხდელსა და პროცენტზე ფაქტიური უფლების მქონე პირს შორის, ან მათ და სხვა პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შედეგად სავალე მოთხოვნის შესაბამისად გადასახდელი პროცენტის თანხას, რომელიც ხსენებული განსაკუთრებული ურთიერთობების არარსებობისას იქნებოდა შეთანხმებული, მაშინ ამ მუხლის დებულებები შეეხება მეორად თანხას, ან შემთხვევაში პროცენტის ნამატი დაიბეგრება თითოეული ხელმომწერი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე სხვა დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 12

როიალთი

ერთი მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი როიალთი, რომელიც გადახდილია მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, დაიბეგრება მხოლოდ მეორე სახელმწიფოში.

ამგვარი როიალთი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ მონაწილე სახელმწიფოში და მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც წარმოიშვა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ როიალთის მიმღები არის როიალთზე ფაქტიური უფლების მქონე პირი და ამგვარად დაწესებულმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს როიალთის საერთო რაოდენობის 5%-ს.

ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი ,,როიალთი" ნიშნავს ნებისმიერი სახის ანაზღაურებას, რომელსაც პირი ლიტერატურული, ხელოვნების ან სამეცნიერო ნაწარმოებზე საავტორო უფლების, კინემატოგრაფიული ფილმების და რადიო და სატელევიზიო ჩანაწერების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, ნახაზის ან მოდელის, პროექტის, საიდუმლო ფორმულის ან ტექნოლოგიის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილებაზე ინფორმაციის, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო მოწყობილობების გამოყენების უფლების შედეგად მიიღებს.

1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ შეეხება როიალთზე ფაქტიური უფლების მქონე ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს, თუ იგი კომერციულ საქმიანობას წარმართავს იმ მეორე მონაწილე სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვა როიალთი იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან მუდმივი ბაზის მეშვეობით ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას და თუ უფლების ან საკუთრების მიმართ გადახდილი როიალთი დაკავშირებულია ხსენებულ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები, გარემოებისდა მიხედვით.

როიალთი ჩაითვლება წარმოქმნილად ერთ-ერთ მონაწილე სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის თვითონ ეს სახელმწიფო მისი ადგილობრივი ორგანო ან მისი რეზიდენტი, თუ როიალთის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, აქვს მონაწილე სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომელსაც უკავშირდება ის უფლება ან ქონება, რომელთა დაკავშირებითაც წარმოიშვა როილათი და ამგვარი როიალთი მიეკუთვნება აღნიშნულ მუდმივ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას, მაშინ ასეთი როიალთი ჩაითვლება იმ მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.

თუ გადამხდელისა და შემოსავალზე ფაქტიური უფლების მქონე პირს შორის ან მათ სხვა პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შედეგად გადასახდელი როილათის თანხა გადააჭარბებს თანხას, რომელიც ხსენებული განსაკუთრებული ურთიერთობების არარსებობისას იქნებოდა შეთანხმებული, მაშინ წინამდებარე მუხლის დებულებები შეეხება მეორედ ხსენებულ თანხას. ამ შემთხვევაში, როიალთის ნამეტი დაიბეგრება თითოეული ხელმომწერი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ შეთანხმების სხვა დებულებათა გათვალისწინებით.

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალზე

მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მე-6 მუხლში მოცემული და მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

იმ მოძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის კომერციული ქონების ნაწილს ან მოძრავ ქონებას, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ ბაზასთან და წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის კუთვნილებას მის მიერ მეორე მონაწილე სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით, ზემოხსენებული მუდმივი, წარმომადგენლობის (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ამ მუდმივი ბაზის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

შემოსავალი მიღებული მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებული გემების, ნავების, საჰაერო ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის გასხვისების შედეგად ან ის დაკავშირებულია ამგვარი გემების, ნავების, საჰაერო ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობასთან, დაიბეგრება მხოლოდ ამ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს რეგისტრირებული ოფისი.

შემოსავალი მიღებული მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ იმ კომპანიის აქციების ან სხვა კორპორაციული უფლებების გასხვისების შედეგად, რომლის ქონება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შემოიფარგლება მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ყველა იმ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი, რომელიც 1-ლი, მე-2, მე-3 ან მე-4 მუხლში არ არის მითითებული, დაიბეგრება მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის შემოსავლის მიმღები პირი.

მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

შემოსავალი მიღებული მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ პროფესიონალური მომსახურების ან სხვა მსგავსი დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის გაწევის, შედეგად, დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ მას არ აქვს მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით მუდმივად მის განკარგულებაში მყოფი მუდმივი ბაზა მეორე მონაწილე სახელმწიფოში, თუ მას აქვს ამგვარი მუდმივი ბაზა, მაშინ მისი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე მონაწილე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ოდენობით, რამდენადაც იგი განეკუთვნება ამგვარ მუდმივ ბაზას.

ტერმინი ,,პროფესიონალური მომსახურება" კერძოდ მოიცავს დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურული, ხელოვნების სფეროს, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, ისევე როგორც ექიმების, ინჟინრების, ვექილების, სტომატოლოგების, არქიტექტორებისა და ბუღალტრების საქმიანობას.

მუხლი 15

დაქირავებული შრომითი მიღებული შემოსავალი

ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების დებულებების თანახმად, ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ჯამაგირი, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე მონაწილე სახელმწიფოში. და თუ ხორციელდება, მაშინ ასეთი გზით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

1-ლი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მეორე მონაწილე სახელმწიფოში გამომუშავებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ ქვეყნებში,თუ:

ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე მონაწილე სახელმწიფოში საერთო ჯამში საგადასახო წლის არაუმეტეს 183 დღის პერიოდის განმავლობაში; და ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ (ან მისი სახელით), რომელიც არ არის მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი; და

ანაზღაურებისათვის გასაცემი სახსრები არ გაიღება მეორე მონაწილე სახელმწიფოში დამქირავებლის კუთვნილ მუდმივ წარმომადგენლობიდან ან ფიქსირებული ბაზიდან.

ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად ანაზღაურება მიღებული მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებულ გემებთან, ნავებთან, საჰაერო ან საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებული დაქირავებული შრომიდან შეიძლება დაიბეგროს ამ მონაწილე სახელმწიფოში.

მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები ან სხვა ანალოგიური ხასიათის ანაზღაურებები, რომლებიც მიიღება ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის, როგორც მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან ანალოგიური ორგანოს წევრის მიერ, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

მუხლი 17

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოს იმ რეზიდენტის მიერ, რომელიც წარმოადგენს თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მუშაკს, მუსიკოსს ან სპორტსმენს, მეორე მონაწილე სახელმწიფოში კერძო საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

როცა 1-ლ პუნქტში ნახსენები რეზიდენტის კერძო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი ხვდება არა აღნიშნულ პირს, არამედ სხვა პირს, ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ მონაწილე სახელმწიფოში, რომელშიც აღნიშნული რეზიდენტის საქმიანობა ხორციელდება.

მიუხედავად 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებებისა, ზემოაღნიშნული რეზიდენტის მიერ მეორე მონაწილე სახელმწიფოში მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის დადებული კულტურის სფეროს შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებული იქნება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში.

მუხლი 18

პენსიები

მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ წარსულში დაქირავებული შრომის შედეგად მიღებული პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება უნდა დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, ეს დებულება შეეხება აგრეთვე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის სოციალური დაზღვევის დახმარების გადახდას.

მონაწილე სახელმწიფოს მიერ გადახდილი პენსიები და სოციალური დაზღვევის დახმარებები და სხვა პერიოდული თუ ერთჯერადი გადახდები, დაკავშირებული პირად უბედურ შემთხვევებთან, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

მუხლი 19

სახელმწიფო სამსახური

ხელფასი, ჯამაგირი და სხვა მსგავსი ანაზღაურებები (პენსიების გარდა), რომლებიც გადახდილია მონაწილე სახელმწიფოს (ან მისი ორგანოს) მიერ ან მონაწილე სახელმწიფოს (ან მის ორგანოს) მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის, სახელმწიფოსათვის ან მისი ორგანოსათვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

ასეთი გასამრჯელო დაიბეგრება ამ სახელმწიფოში და გასამრჯელოს მიმღები ფიზიკური პირი ამ სახელმწიფოს რეზიდენტია და აგრეთვე:

არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან

არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით.

მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები არ შეეხება ანაზღაურებებს და პენსიებს გადახდილს მონაწილე სახელმწიფოს ან მისი ორგანოს მიერ განხორციელებულს სამეწარმეო-კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მუხლი 20

მასწავლებლები და სტუდენტები

გადახდები, რომლებსაც იღებს ერთ მონაწილე სახელმწიფოში მხოლოდ განათლების ან სწავლების მიზნით მყოფი მეორე მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე, სტუდენტი ან კომერციული შეგირდი ცხოვრების, განათლების ან სწავლების მიზნით, არ დაიბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში თუ აღნიშნული გადახდების სახსრები წარმოქმნილია ამ სახელმწიფოს გარეთ მდებარე წყაროებიდან.

ასევე, ანაზღაურებები მიღებული მასწავლებლების ან ინსტრუქტორების მიერ, რომლებიც არიან მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები და რომლებიც მეორე მონაწილე სახელმწიფოში იმყოფებიან მხოლოდ მასწავლებლობის ან სამეცნიერო კვლევის მიზნით ორ წელზე არაუმეტესი პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, განთავისუფლებულ იქმნებიან ამ მეორე სახელმწიფოში მათ მიერ მასწავლებლობის ან კვლევასთან დაკავშირებული პირადი მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურების დაბეგვრისაგან, თუ ანაზღაურებისათვის საჭირო სახსრები წარმოქმნილია ამ მეორე სახელმწიფოს გარეთ მდებარე წყაროებიდან.

ეს პუნქტი არ შეეხება იმ კვლევისაგან მიღებულ შემოსავალს, რომლებიც განხორციელებულია პირის ან პირთა კერძო სარგებლობის მიღების მიზნით.

მუხლი 21

სხვა შემოსავლები

ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც ამ ხელშეკრულების წინა მუხლებში არ ყოფილა განხილული, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

1-ლი პუნქტის დებულებები არ შეეხება შემოსავალს (მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული უძრავი ქონებიდან შემოსავლის გარდა), თუ მისი მიმღები პირი ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტია და ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე მონაწილე სახელმწიფოში იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ახორციელებს სხვა სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომელთანაც დაკავშირებულია აღნიშნული შემოსავალი, უკავშირდება ამგვარ მუდმივ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას. ამ შემთხვევაში შემოსავლის ასეთი ნაწილი დაიბეგრება მეორე მონაწილე სახელმწიფოში მე-8 და მე-14 მუხლების დებულებების შესაბამისად.

მუხლი 22

კაპიტალი

თუ კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია მე-6 მუხლში აღნიშნული უძრავი ქონების სახით, ეკუთვნის ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს და განლაგებულია მეორე მონაწილე სახელმწიფოში, შეიძლება დაბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ერთი ქვეყნის საწარმოს მეორე მონაწილე სახელმწიფოში არსებული მუდმივი წარმომადგენლობის კომერციული ქონების ნაწილს ან მიეკუთვნება მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ ბაზას, რომელიც შედის ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის განკარგულებაში მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი სამსახურის განხორციელების მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

კაპიტალი, შემდგარი საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებული გემების, ნავების, საჰაერო, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტისაგან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებისაგან, რომლებსაც განაგებს მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ მონაწილე სახელმწიფოში.

კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია კომპანიის აქციებით და სხვა კორპორაციული უფლებებით და რომელთა აქტივი მოიცავს უმთავრესად მონაწილე სახელმწიფოში არსებულ უძრავ ქონებას, შეიძლება დაიბეგროს ამ მონაწილე სახელმწიფოში.

მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა დანარჩენი ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავლის ან კაპიტალის რაოდენობის გარდა.

მუხლი 24

არადისკრიმინაცია

ერთი მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე მეორე მონაწილე სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ისეთ ბეგარას ან მასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, განსხვავებული ან მძიმეა, ვიდრე ის ბეგარა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც იგივე პირობებში მყოფი ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება დაიბეგროს 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად, ეს დებულება აგრეთვე ეხება იმ პირებს, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტები.

ერთ მონაწილე სახელმწიფოში საწარმოს მუდმივი წარმომადგენლობა, რომელიც მდებარეობს მეორე სახელმწიფოში, არ უნდა დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში უფრო მეტად, ვიდრე ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმოები, რომლებიც იგივე სახის საქმიანობას ეწევიან.

ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო, რომლის ქონება მთლიან ან ნაწილობრივ მფლობელობაშია, ან კონტროლდება პირდაპირ ან არაპირდაპირ მეორე მონაწილე სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ბეგარას და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, რომელიც განსხვავებულია ან უფრო მძიმეა, ვიდრე ის ბეგარა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით სხვა პირველად ხსენებული სახელმწიფოს მსგავსი კომპანიები შეიძლება დაიბეგროს ან იბეგრებიან.

ეს დებულებები არ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოს მიანიჭოს საბეგარო შეღავათები მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტებს ისევე, როგორც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს სამოქალაქო სტატუსის ან საოჯახო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.

მუხლი 25

ურთიერთშესათანხმებელი პროცედურა

თუ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთი ან ორივე მონაწილე სახელმწიფოს ქმედებები იწვევენ ან გამოიწვევენ მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების წინააღმდეგ, მას შეუძლია სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებების მიხედვით წარუდგინოს თავისი განცხადება იმ მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტიც არის იგი ან თუ ადგილი აქვს 24-ე მუხლის 1 პუნქტში მითითებულ შემთხვევას, რომ მონაწილე სახელმწიფო რომლის მოქალაქეც არის თვითონ, აღნიშნული განცხადება უნდა წარუდგინოს შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაბეგვრის შესახებ პირველი შეტყობინებიდან 2 წლის ვადაში.

თუ კომპეტენტური ორგანო ჩათვლის განცხადებას დასაბუთებულად, და თუ იგი ვერ მიიღებს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების შეუსაბამო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, იგი შეეცდება გადაწყვიტოს საკითხი მეორე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება იქნება შესრულებული მიუხედავად შესაძლო შეზღუდვებისა დროში, რომელსაც ითვალისწინებს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა.

მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ ნებისმიერი სირთულე და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმების განმარტებისა ან გამოყენების დროს. მათ შეიძლება აგრეთვე გამართონ კონსულტაციები ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.

მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, ზემოთმოყვანილი პუნქტების დებულებების მნიშვნელობის დადგენის მიზნით შეთანხმების მისაღწევად, შეუძლიათ უშუალო კონტაქტების დამყარება. კომპეტენტური ორგანოები კონსულტაციების მეშვეობით დაადგენენ ურთიერთმისაღებ პროცედურებს, პირობებს, მეთოდებს და საშუალებებს ამ მუხლით განსაზღვრული ურთიერთშესათანხმებელი პროცედურის განსახორციელებლად.

მუხლი 26

ინფორმაციის გაცვლა

მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აღნიშნული შეთანხმების ან მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის დებულებების გამოსაყენებლად იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული შეთანხმება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომლებშიც ამ კანონმდებლობის მიხედვით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. მონაწილე სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც ინფორმაცია მიღებული ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად და მიეწოდებათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს, სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშების, აკრეფის, მართვის ან იძულებითი წესით ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები ან ორგანოები გამოიყენებენ ინფორმაციას მხოლოდ ამ მიზნებისათვის, მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის პირობებში, ანდა იურიდიული გადაწყვეტილებების მიღებისას.

ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება განმარტებული, როგორც ვალდებულება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოსათვის:

გაატარონ ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

გადასცენ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნას ამა თუ იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივ ადმინისტრაციული პრაქტიკით:

გადასცენ ინფორმაცია, რომელიც შეეხება სავაჭრო, სამრეწველო, კომერციულ ანდა პროფესიულ საიდუმლოებას, ან სავაჭრო პროცესს, ან ინფორმაციას, რომლის გამოყენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს (Ordre Pablic).

მუხლი 27

დახმარება გადასახადების აკრეფაში

მონაწილე სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები დაეხმარებიან ერთმანეთს და მათთან დაკავშირებული პროცენტის, დანახარჯების და ადმინისტრაციული ჯარიმის (ამ მუხლში შემდეგ მოხსენებული როგორც ,,მოთხოვნილი შემოსავალი,,) აკრეფაში.

მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თხოვნა მოთხოვნილი შემოსავლების შეჯერებაში დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა მოიცავდეს ამ ორგანოს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოსავლის მოთხოვნა საბოლოოდ იქნა განსაზღვრული. ამ მუხლის მიზნებისათვის შემოსავლის მოთხოვნა საბოლოოდ განსაზღვრულად ითვლება, როცა მონაწილე სახელმწიფოს მისი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს აკრიფოს მოთხოვნილი შემოსავალი და გადასახადის გადამხდელს არა აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს მას.

მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნა შემოსავალზე, რომელიც მიღებულ იქნა მეორე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, იქნება განხორციელებული მეორე სახელმწიფოს მიერ ისე, თითქოს ეს შემოსავლის მოთხოვნა იყოს მეორე მონაწილე სახელმწიფოს გადასახადების აკრეფასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის მოთხოვნა.

მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად აკრეფილი თანხები გაეგზავნება მეორე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. თუ მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო სხვაგვარად არ გადაწყვეტს, გადასახადების აკრეფაში გაწეულ დახმარებისას წარმოშობილი ჩვეულებრივი ხარჯები დაიფარება პირველად ხსენებულ სახელმწიფოს მიერ და ამგვარად წარმოშობილი განსაკუთრებული ხარჯები კი დაიფარება მეორე სახელმწიფოს მიერ.

ამ მუხლის შესაბამისად, არავითარი დახმარება არ იქნება გაწეული მონაწილე სახელმწიფოს იმ შემოსავლის მოთხოვნასთან მიმართებაში, რომელიც ეხება იმ პერიოდს, როცა გადასახადის გადამხდელი იყო მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი.

მე-2 მუხლის (გადასახადების სახეები, რომელზეც ვრცელდება შეთანხმება) დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები შეეხება მონაწილე სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით აკრეფილ ყველა გადასახადს.

ამ მუხლის დებულებების შესაბამისად არაფერი არ დაავალდებულებს ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც განსხვავებულია მისი საკუთარი გადასახადების აკრეფაში გამოყენებული ზომებისაგან ან რომლებიც ეწინააღმდეგება მის ეროვნულ ინტერესებს (Ordre Pablic).

მუხლი 28

დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლები და საკონსულო

მომსახურეები

ამ შეთანხმების არც ერთი დებულება არ ეხება დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების ან საკონსულო მუშაკების ან მომსახურეების საგადასახადო პრივილეგიებს, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმებით ან ცალკეული შეთანხმებების სპეციალური დებულებებით.

მუხლი 29

ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას თითოეული მონაწილე სახელმწიფოს მიერ და სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა უნდა განხორციელდეს შესაძლებლად უმოკლეს ვადაში.

შეთანხმება შედის ძალაში სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან და მისი დებულებები გამოიყენება:

გადასახადების მიმართ, რომლებიც ამოიღება იმ თანხმებთან დაკავშირებით, რომლებიც გადახდილია შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1-ლი იანვრიდან ან მომდევნო დღიდან;

შემოსავალზე ან კაპიტალზე სხვა სახის გადასახადების მიმართ დასაბეგრი პერიოდი იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მომდევნო დღიდან.

მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

ეს შეთანხმება ძალაში რჩება მანამ, სანამ მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი მონაწილე სახელმწიფოს მიერ. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის დასრულების შემდეგ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხებით გაგზავნილი შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მეშვეობით.

შეთანხმება თავის მოქმედებას წყვეტს:

გადასახადების მიმართ, რომელიც ამოიღება თანხების მიმართ, რომელიც გადახდილი ან დარიცხულია პირველ იანვარს, არ პირველი იანვრის შემდეგ, ზემოხსენებული შეტყობინების შემდეგ:

შემოსავალზე ან კაპიტალზე სხვა სახის გადასახადების მიმართ, იმ საგადასახო წლის 1-ლი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც იწყება ზემოხსენებული შეტყობინების შემდეგ.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია ქ. თბილისში 1996 წლის 3 ნოემბერს (1375 წლის 3აბანს), ორ პირად თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით