ბრძანება N 38923-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2020
№ დოკუმენტი 38923-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 38923

28/12/2020

შპს ----------

(მის.: ------)

სადავო საკითხთან დაკავშიებით საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 04 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 91) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 ოქტომბრის და 04 დეკემბრის № 54336/1/2020, № 55145/1/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 სექტემბრის №007-354 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

არ ეთანხმება დღგ-ისა და მოგების გადასახადების ნაწილებში დამატებით დარიცხულ თანხებს. კერძოდ, კომუნალური გადასახადების არსებობის გამო შპს ------------- ს საიჯარო მომსახურების განხილვას ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად/შემოსავლის გაზრდას საიჯარო ქირის საფუძველზე ისეთ პერიოდებზე, როდესაც არ არსებობდა საიჯარო ურთიერთობა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 ივნისის №17489 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის 24 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2020 წლის 28 სექტემბრის №29102 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-354 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 583 307 ლარით, მათ შორის: გადასახადი 306 515 ლარი, ჯარიმა 153 650 ლარი. ხოლო, საურავი 123 142 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ს უფიქსირდებოდა თვეები, როცა მისი კუთვნილი ერთ-ერთი ფართიდან არ ჰქონდა დეკლარირებული შემოსავლები (2017 წლის იანვარში, თებერვალში, ივლისსა და აგვისტოში, 2019 წლის ივნისში, დეკემბერში და 2020 წლის იანვარსა და თებერვალში), ასევე, -----ში მდებარე ფართიდან 2019 წლის ივნისიდან საწარმოს აღარ უფიქსირდება შპს ----- სგან მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში შპს-ს უფიქსირდება იმავე რაოდენობის კომუნალური ხარჯი, რამდენიც იმ თვეებში როცა გადამხდელი აღიარებს შესაბამისი ფართების იჯარიდან შემოსულ თანხებს.

ამასთან,შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომუნალური ხარჯების დეტალური გაშიფვრა საიჯარო ფართების მიხედვით. შედეგად, შემოწმებით საწარმოს საიჯარო ფართი ჩაეთვალა ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაქირავებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 97-ე და 161-ე მუხლების მიხედვით დაექვემდებარა მოგების გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაეკისრა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ხოლო, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 − 984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ს უფიქსირდებოდა თვეები, როცა მისი კუთვნილი ერთ-ერთი ფართიდან არ ჰქონდა დეკლარირებული შემოსავლები, სწორედ ამავე ფართში სხვა საანგარიშო პერიოდში მოიჯარედ ფიქსირდებოდა ურთიერთდამოკიდებული პირი შპს ---------- ამასთან, საწარმოს კომუნალური ხარჯები აღნიშნულ თვეებში რჩებოდა უცვლელი. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომუნალური ხარჯების დეტალური გაშიფრვა საიჯარო ფართების მიხედვით. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დუსაბუთებელია/საჩივარში არ არის მითითებული არგუმენტები და საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივრები სადავო საკიოთხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არ ეთანხმება დღგ-ისა და მოგების გადასახადების ნაწილებში დამატებით დარიცხულ თანხებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა თვეები, როცა მისი კუთვნილი ერთ-ერთი ფართიდან არ ჰქონდა დეკლარირებული შემოსავლები (2017 წლის იანვარში, თებერვალში, ივლისსა და აგვისტოში, 2019 წლის ივნისში, დეკემბერში და 2020 წლის იანვარსა და თებერვალში), ასევე, მისი კუთვნილი ერთ-ერთი ფართიდან 2019 წლის ივნისიდან საწარმოს აღარ უფიქსირდება შპს - სგან მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში შპს-ს უფიქსირდება იმავე რაოდენობის კომუნალური ხარჯი, რამდენიც იმ თვეებში როცა გადამხდელი აღიარებს შესაბამისი ფართების იჯარიდან შემოსულ თანხებს.

ამასთან,შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომუნალური ხარჯების დეტალური გაშიფვრა საიჯარო ფართების მიხედვით. შედეგად, შემოწმებით საწარმოს საიჯარო ფართი ჩაეთვალა ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაქირავებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 97-ე და 161-ე მუხლების მიხედვით დაექვემდებარა მოგების გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაეკისრა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(6); 97; 161