ბრძანება N 22533
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 22533
04/08/2020
შპს -----
(მის.: -------)
2020 წლის 14 ივლისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 ივლისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს ----- ს №132371/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 27 თებერვლის №006-197 და 2018 წლის 31 დეკემბრის №006-1040 საგადასახადო მოთხოვნებთან, 2015 წლის 16 იანვრის №005-356 და 2015 წლის 16 აპრილის №005-5173 შეტყობინებებთან, 2015 წლის 21 იანვრის №011-2015-002286, 2015 წლის 07 მაისის №005-842 და 2015 წლის 17 აპრილის №011-2015-035777 ბრძანებებთან, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 12 დეკემბრის №35694, ამავე წლის 21 ნოემბრის №32237, 2018 წლის 04 ივნისის №13737, 2018 წლის 27 აგვისტოს №23584 და 2018 წლის 27 დეკემბრის №38871 ბრძანებებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის №32237 და ამავე წლის 12 დეკემბრის №35694 საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოიცა 2017 წლის 27 თებერვლის №4661 ბრძანება და №006-197 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ამავე წლის 27 თებერვლის №4661 ბრძანებასა და 2017 წლის 23 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, გადასახადის გადამხდელს 2017 წლის 27 თებერვალს ელექტრონულად გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, რომლებსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 02 მარტს.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის №13737, ამავე წლის 27 აგვისტოს №23584 და 27 დეკემბრის №38871 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოიცა 2018 წლის 31 დეკემბრის №39609 ბრძანება და №006-1040 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ამავე წლის 31 დეკემბრის №39609 ბრძანებასა და 2018 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 31 დეკემბერს ელექტრონულად გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, ასევე, გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, რომლითაც ჩაბარება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, განხორციელდა საჯაროდ გავრცელება 2019 წლის 12 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 01 აპრილს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ დოკუმენტაციას ელექტრონულად გაეცნო 2020 წლის 08 იანვარს.
სადავო აქტებთან დაკავშირებით, ასევე, დგინდება შემდეგი:
2015 წლის 16 იანვრის №005-356 შეტყობინებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 20 იანვარს.
2015 წლის 16 აპრილის №005-5173 შეტყობინებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 17 აპრილს.
2015 წლის 21 იანვრის №011-2015-002286 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 26 იანვარს.
2015 წლის 07 მაისის №005-842 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 25 იანვარს.
2015 წლის 17 აპრილის №011-2015-035777 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 20 აპრილს.
2016 წლის 12 დეკემბრის №35694 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 16 იანვარს.
2016 წლის 21 ნოემბრის №32237 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 15 დეკემბერს.
2018 წლის 04 ივნისის №13737 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2018 წლის 27 ოქტომბერს.
2018 წლის 27 აგვისტოს №23584 და ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2018 წლის 27 ოქტომბერს.
2018 წლის 27 დეკემბრის №38871 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2020 წლის 08 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონულ ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 მუხლის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში −გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამასთან, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტებთან დაკავშირებით, საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოწმების შედეგების თაობაზე გამოიცა 2017 წლის 27 თებერვლის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა., რომლებიც შემოწმების აქტთან ერთად, გადამხდელს 2017 წლის 27 თებერვალს ელექტრონულად გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, რომლებსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 02 მარტს.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. 2018 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 31 დეკემბერს ელექტრონულად გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, ასევე, გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, რომლითაც ჩაბარება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, განხორციელდა საჯაროდ გავრცელება 2019 წლის 12 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 01 აპრილს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ დოკუმენტაციას ელექტრონულად გაეცნო 2020 წლის 08 იანვარს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტებთან დაკავშირებით, საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44; 299(4); 301,,ე“