გადაწყვეტილება N 3ბ/1901-16

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 18.10.2017
№ დოკუმენტი 3ბ/1901-16
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №3ბ/1901–16

33031005001118698

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

I შესავალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე-გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები-ილონა თოდუა

შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი-თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ---

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ----------

წარმომადგენელი - ---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგისს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

 

II აღწერილობითი ნაწილი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგისს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგისს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ---------- ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლისდ 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

შპს ---------- მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს გაიცა ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადები ელ-0132509615. ზედნადების თანახმად, საქონლის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო ნომრით ----------, მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა შეადგენდა 6460 ლარს, მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 23 ივლისი 12:04:16 სთ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 30 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები ელ - 0132509615 (ს.ფ. 19-22);

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2015 წლის 22 ივლისს, 09:40 საათზე შეადგინეს № 134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმში აღინიშნა, რომ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -----, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ---------- ახორცვიელებდა შპს ----------ს სამეწარმეო საქმიანობისთვის 3 000 ლარის ღირებულების შერეული ტიპის სამეურნეო საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაექვემდებარა დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 73).

შპს ---------- ამ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2015 წლის 05 აგვისტოს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ. 27-32);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება (ს.ფ.27-32);

დადგენილია, რომ 2015 წლის 22 აგვისტოს ---------- შპს ----------ს კუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა შპს ---------- მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადებით ელ-0132509615.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 1-14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტმებრის №35578 ბრძანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 204-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესირგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს დებულებებთან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამდენად, საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისათვის, ფაქტიური საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური - ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ნორმატიული საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნსადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატე4ბა 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იქვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „საგადასახადო კონტროლი8ს განმახროციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელებლის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასქონლო ზედნადების მიღებწზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

 

სადავო საგადასახადო საამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საგადასახადო ორგანომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად მიიჩნია შპს -----------ს მიერ საქონლის ტრანსპორტირება 2015 წლის 22 ივლისს 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირება, ასევე, სასაქონლო ზედნადებში მითითებული და ტრანსპორტირებული საქონლის სახეობისა და ღირებულების შესაბამისობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

სასაქონლო ზედნადების ფორმასა და მისი შესვენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქცია“. ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნდების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერებ ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება); დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდევა საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე; ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ.) სხვა; ზ)ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ.) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“-„ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემათხვევაში მე-10-მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედმადენის ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში- საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ.) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე.) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ.) VI სვეტში -საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩატვლის, აქციზის გადამხდელისთვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ.) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში - გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში - მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო)მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ)მე-14-მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისტრიბუციის მიზნით დისტრობუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი/გამგზავნი ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტერიქონები, ხოლო ზედნადების ცხრილს VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის, ხოლო მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სასაქონლო ზედნადები შევსებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვით და განხორციელებული ტრანსპორტირება შესაბამისობაში უნდა იყოს ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ზედნადები იყოს აქტიური, ასევე, არ განსაზღვრავს დისტრიბუციის განმახორციელებელმა, რომელმაც გამოწერა ერთიანი სასაქონლო ზედნადები, რა პერიოდულობით უნდა დაასრულოს ზედნადები. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შპს -----------ამ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა 2015 წლის 22 ივლისს 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, რომელიც ტრანსპორტირების დროისათვის იყო აქტიური, ვერ მიიჩნევა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება შპს ----------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხს, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ზოჰგადი ადმინისტრაციული კოდექსის ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. დასაბუთებული გადაწყვეტილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადებაში/ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხებისათვის შეფასების მიცემას, რაც მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ----------ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას უფულვებელყოფილია, რამდენადაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება არ შეიცავს ადმინისტრაციული საჩივრის მოტივების გაქარწყლების თაობაზე არანაირ მსჯელობას, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ არასრულყოფილად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთდა არასწორი და არასრული სამართლებრივი დაკსვნები.

აპელანტი განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის აქტები ადგენენ ქცევის წესებს, რომლებიც არეგულირებენ საგადასახადო სფეროში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავენ უფლებამოსილ ორგანოებსა და მათ მოქმედების კომპეტენციას, ასევე აწესებენ პასუხისმგებლობის ზომებს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო პასუხისმგებლობა მიზნად ისახავს საგადასხადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მას ახასიათებს იურიდიული პასუხისმგებლობის ყველა ნიშანი.

აპელანტს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოცემულ სამართალურთიერთობაში განხორციელებული საქმიანობა აბსოლუტურად შეესაბამება მისთვის კანონით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, კერძოდ: 2015 წლის 22 ივლისს საგადასხადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრის ----------, რა დროსაც გამოვლენილ იქნა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინეული სამართალდარღვევა, კერძოდ დადგინდა, რომ --------- ახდენდა შპს ---------- სამეწაემეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (3 000 ლარის ღირებულების შერეული სამეურნეო საქონელი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს შპს ----------ს მიერ გამოწერილ იქნა ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადები, რომლის საფუძველზეც ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით ---------- დაეწერა 6460 ლარის ღირებულების საქონელი, მოსარჩელე კი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროისათვის ხსენებული ზედნადები აქტიური იყო.

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უგულვებელყო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განაცხადა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც სამართალსუბიექტის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ჩაითვლება აქტიურად, შესაბამისად ის გარემოება, რომ შპს ----------მ 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი ზედნადებით 2015 წლის 22 ივლისს განახორციელა ტრანსპორტირება ვერ ნოგვცენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის დისპოზიციას.

 

აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება 25 პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, რა თქმა უნდა, იგივე წესი ვრცელდება დისტრიბუციის გამოწერილ ერთიან ზედნადებზეც.

 

აპელანტი მიუთითებს ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ბ) ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღსა და დროს, რომელიც ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს, სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულია, იგი ნათელი და არაორაზროვანია, ნორმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტს უსაზღვრავს ვალდებულებას, რომ საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე გამოწეროს სასაქონლო ზედნადები. ლოგიკურია, რომ გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქტიურია ამ გადაზიდვის ან მიწოდების დასრულებამდე, მიწოდებისა და გადაზიდვის დასრულების ფაქტს ადასტურებს თვით სასაქონლო ზედნადები, რისთვისაც ივსება შესაბამისი გრაფები.

 

ზემოთხსენებულის გათვალისწინებით ბათილდება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოხატული მოსამართლის პოზიცია სასაქონლო ზედნადების აქტიურობის საკითხთან დაკავშირებით.

 

აპელანტი აღნიშნავს, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია, რომელიც სასაქონლო ზედნადებისგარეშე ტრანსპორტირებად განიხილავს ისეთი საქონლის სასაწონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რომელიც განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისათვის და მისი ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. სადავო შემთხვევაში, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის დროს შემოწმებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 3 000 ლარს, ამასთან ტრანსპორტირებული საქონლის სამეწარმეო საქმიანობისათვის მიკუთვნება სადავო ფაქტს არ წარმოადგენს. ნათელია, რომ მოცემული გარემოება ზუსტად იძლევა ზემოთხსენებული მუხლის დისპოზიციას და ამყარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერებას.

 

საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება სამართალდამრღვევის პიროვნების, ბრალის ხარისხის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიემებლი გარემოებების გათვალისწინებით.

 

აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აპელირებს კეთილსინდისიერებაზე, თუმცა საქმის მასალიდან ირკვევა, რომ მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ჯარიმას განმეორებითი სამართალდარღვევისათვის 5000 ლარის ოდენობით, რაც მის კეთილსინდისიერებას გამორიცხავს.

 

რაც შეეხეა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბერს N 35578 ბრძანების ბათილად ცნობას, აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხმილველმა ორგანომ საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების საქართველოს კანონმდებლობასთან სუბსუმციის გზით იმსჯელა სადავო საკითხზე და საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერად არ დააკმაყოფილა შპს ---------- საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

III სამოტივაციო ნაწილი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

შპს ----------ს მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს გაიცა ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადები ელ-0132509615. ზედნადების თანახმად, საქონლის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო ნომრით ----------, მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა შეადგენდა 6460 ლარს, მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 23 ივლისი 12:04:16 სთ.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2015 წლის 22 ივლისს, 09:40 საათზე შეადგინეს №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმში აღინიშნა, რომ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----------, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ---------- ახორციელებდა შპს ----------ს სამეწარმეო საქმიანობისთვის 3 000 ლარის ღირებულების შერეული ტიპის სამეურნეო საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაექვემდებარა დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

შპს ----------მ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარრღვევის ოქმი 2015 წლის 05 აგვისტოს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №N35578 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ივლისს ----------- შპს ----------ს კუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა შპს ---------- მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადებით ელ-0132509615.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 304-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამდენად, საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისთვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური - საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური - ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსული სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ნორმატიული საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

საქონის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზარუნველყოფის საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

 

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საგადასახადო ორგანომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად მიიჩნია შპს ----------ს მიერ საქონლის ტრანსპორტირება 2015 წლის 22 ივლისს 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით. მხარეთა შორის სადავო არ არის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ტრანსპორტირება, ასევე სასაქონლო ზედნადებში მითითებული და ტრანსპორტირებული საქონლის სახეობისა და ღირებულების შესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

სასაქონლო ზედნადების ფორმასა და მისი შევსების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქცია“. ინსტრუქციის 251 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი,წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება); დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ.) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მირ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების სახე; ვ.ა.) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“-„ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10-მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში- საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ.) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე.) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ.) VI სვეტში -საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩატვლის, აქციზის გადამხდელისთვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ.) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში - გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში - მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონშ იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო)მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ)მე-14-მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისტრიბუციის მიზნით დისტრობუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი/გამგზავნი ან საქონლის ჩამბარებელი საქონლისმთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტერიქონები, ხოლო ზედნადების ცხრილს VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის, ხოლო მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპოტირება უნდ განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების დაფყძველზე, სასაქონლო ზედნადები შევსებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვით და განხორციელებული ტრანსპორტირება შესაბამისობაში უნდა იყოს ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობასიც შესაძლებელია ზედნადები იყოს აქტიური, ასევე, არ განსაზღვრავს დისტრიბუციის განმახორციელებელმა, რომელმაც გამოწერა ერთიანი სასაქონლო ზედნადები, რა პერიოდულობით უნდა დაასრულოს ზედნადებით გათვალისწინებული პროცედურა და თითქოს აღნიშნულს შესაძლებელია დაუსრულებელი ხასიათიც ჰქონდეს. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქართველოს ფინანთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ თანახმად, კონკრეტული ზედნადების გამოყენების ვადა შემოფარგლულია შესაბამისი საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების დროით და სასაქონლო ზედნადებს არ შეიძლება მიეცეს მრავალჯერადი გამოყენების მნიშვნელობა. სააპელაციო პალატა, ასევე მიუთიტებს იმანე ბრძანების 251 მუხლის მეშვიდე პუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში იწერება- „უკან დაბრუნება“, მე-7 სტრიქონში, უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ზედნადების ცხრილში იწერება ასევე უკან დასაბრუნებელი საქონლის მონაცემები, რაც სადავო შემთხვევაში შპს ----------ს მიერ არ განხორციელებულა და იგი 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებითგანაგრძობდა საქონლის ტრანსპორტირებას 2015 წლის 22 ივლისამდე.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტების პოზიციას, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 251 მუხლის შესაბამისად, ზედნადები ივსება ელექტრონულად საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე და იგივე წესი უნდა გავრცელდეს დისტრიბუციისას გამოწერილ ერთიან ზედნადებზეც. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზედნადების გამოწერა დაკავშირებულია საქონლის მიწოდების ანსაქონლის ტრანსპორტირების დაწყებასთან, შესაბამისად, ზედნადები ერთჯერადი გამოყენებისა და იგი ქტიურია ამ საერთო გადაზიდვის ან მიწოდების დასრულებამდე. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს თავად ზედნადების შესაბამის გრაფების შევსებით. სააპელაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ შპს ----------ს მიერ გამოწერილი ზედნადების ამოქმედების თარიღია 2014 წლის 30 აგვისტო. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ----------ს მიერ არ იქნა დაცული №996 ბრძანების 251 მუხლის მეშვიდე პუნქტის სავალდებულო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში უნდა ჩაწერილიყო-„უკან დაბრუნება“, რაც ----------ს მიერ არ შესრულებულა, გამორიცხავს იგივე ზედნადების მრავალჯერად გამოყენებას საქონლის ტრანსპორტირებისა და გადაზიდვის მიზნით.

 

საბოლოოდ, სააპელციოპალატის შეფასებით, შპს ----------მ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება განახორციელა 2015 წლის 22 ივლისს 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, რაც არ შეიძლება იქნას მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად სასაქონლო ზედნადების გამოყენებით საქონლის ტრანსპორტირებად და განსახილველ შემთხვევაში დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. შესაბამისად, პალატას მიაჩნია რომ სახეზეა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

5.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაცუო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს ----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში

 

თავჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები: ილონა თოდუა

შოთა გეწაძე