ბრძანება N 9112
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9112
24 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 27 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ფ/პ ----- (პ/ნ ------) 2026 წლის 27 მარტის №50943/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №001-44 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ფლობს გარკვეული რაოდენობის ქონებას, რაზეც იხდიდა შესაბამის ქონების გადასახადს, იმ საბაზრო ღირებულებით რაც ამ ქონებას ჰქონდა თავდაპირველად და მისთვის უცნობი იყო, რომ წლებთან ერთად ზოგიერთი ქონების საბაზრო ფასი გაიზარდა. მომჩივანი ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას და აცხადებს, რომ ბათილობის შემდგომ სრულად გადაიხდის ქონების გადასახადს დაკორექტირებული ღირებულებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №27970 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ----- (პ/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდებში ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 19 მარტის №5960 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 124 040 ლარი, მათ შორის გადასახადი 71 447 ლარი, ჯარიმა 35 723 ლარი და საურავი 16 870 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ ----- (პ/ნ -----) 2022, 2023 და 2024 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს დაუდგინდა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის ოჯახის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება (ბინები, სახლი, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა). პირს ასევე უფიქსირდებოდა ავტომობილის ფლობა. ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იყო 2023, 2024 და 2025 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც შემცირებული იყო კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულებები. შემოწმების მიერ ფ/პ ------ (პ/ნ ------) ქონების საბაზრო ღირებულებები რიგ შემთხვევაში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ. კერძოდ:
1. ----, სოფელ ----- არსებული სახლი (ს/კ -----) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ იქნა 2022 წელს - 39 700 ლარად; 2023 წელს - 39 500 ლარად; 2024 წელს 43 000 ლარად;
2. ------,------ მიმდებარედ არსებული დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა (ს/კ -----) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ იქნა 2022 წელს
3 372 675 ლარად, 2023 წელს- 3 550 345 ლარად; 2024 წელს-3 715 713 ლარად;
3. ------არსებული ბინა (ს/კ ------) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ იქნა 2022 წელს- 75 922 ლარად, 2023 წელს-91 146 ლარად; 2024 წელს-100 478 ლარად;
4. ------ მეუღლე- ----- (პ/ნ -----) შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ----- 59.3 კვ.მ ბინას, რომლის ღირებულებაც შემოწმების მიერ განისაზღვრა
2022 წელს - 172 245 ლარი, 2023 წელს 171 442 ლარი, 2024 წელს 178 926 ლარი.
5. 2008 წლიანი ----- ღირებულებამ 2022 წელს შეადგინა 25 000 ლარი; 2023 წელს- 24 300 ლარი, ხოლო 2024 წელს 10 000 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება რიგ შემთხვევაში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდზე, ფ/პ ------ (პ/ნ -------) ქონების გადასახადში (გარდა მიწისა) დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ხოლო, მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ ----- 2022, 2023 და 2024 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს დაუდგინდა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის ოჯახის საკუთრებაში იყო უძრავი ქონებები: ბინები, სახლი, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა, ასევე უფიქსირდებოდა ავტომობილის ფლობა. ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იყო 2023, 2024 და 2025 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც შემცირებული იყო კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულებები. შემოწმების მიერ ფ/პ ----- ქონების საბაზრო ღირებულებები რიგ შემთხვევაში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ. აღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდზე პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ფ/პ-ს 2022, 2023 და 2024 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს დაუდგინდა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის ოჯახის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება. ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იყო 2023, 2024 და 2025 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც შემცირებული იყო კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულებები. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება რიგ შემთხვევაში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:202(5);205(1):275