გადაწყვეტილება №19825/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 19825/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19825/2/2023

13 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 30.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19825/2/2023)

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული დარიცხვები;

3. საქონლის იმ ნაწილის რეალიზებულად განხილვა, რომლის ტრანსპორტირება განხორციელებული

არ არის მომჩივნის საქმიანობის ადგილზე;

4. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-208 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9762 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 289 194 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 58 368

დღგ - 31 278

საშემოსავლო გადასახადი - 27 090

ჯარიმა - 230 826

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა. სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №15256 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33261 ბრძანება და №005-208 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 მაისის №9762 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიციპალიტეტისთვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები და ფიქსირდება საბანკო ამონაწერში თანხის ჩარიცხვა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურებები არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 154-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე, 43-ე, 280-ე და 282-ე მუხლებზე. დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისში ქ. --------- გამგეობაზე გამოწერილი აქვს 59 920 (დღგ-ის ჩათვლით) ლარის ანგარიშფაქტურა, შპს „----------" ქ. ------------“-ზე გამოწერილი აქვს 74 286 (დღგ-ის ჩათვლით) ანგარიშ-ფაქტურა და სსიპ „-------------“ გამოწერილი აქვს 408 989 (დღგ-ის ჩათვლით) ანგარიშ-ფაქტურა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2022 წლის ივნისის თვის ნულოვანი დეკლარაცია.

რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში არ არის განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ყველა რეალიზაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში და დაბეგრილია კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისში ქ. ------------ გამგეობაზე გამოწერილი აქვს 59 920 (დღგ-ის ჩათვლით) ლარის ანგარიშფაქტურა, შპს „------------“-ზე ---------- გამოწერილი აქვს 74 286 (დღგ-ის ჩათვლით) ლარის ანგარიშ-ფაქტურა და სსიპ „------------“ (ს/ნ -----------) გამოწერილი აქვს 408 989 (დღგ-ის ჩათვლით) ლარის ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო ამ თვეზე საწარმოს მიერ წარდგენილია ნულოვანი დეკლარაცია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული დარიცხვები

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს შპს „-----------“ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი აქვს 2 ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრებით ----------- და -----------, რომლებიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, მომჩივანს შპს „-----------“ მიღებული აქვს ერთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრით -----------, რომელიც გათვალისწინებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხით შემცირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. მომჩივანს სალდირებულად შეუმცირდა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----------“-ს შპს „-----------“ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, შპს „-----------“ მიღებული აქვს ერთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გათვალისწინებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს წარდგენილი წერილის თანახმად, ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დადგენილია სიყალბე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მომჩივანს არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში არ არის მითითებული სამართლებრივი საფუძველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს შპს „-----------“ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი აქვს 2 ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლებიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, მომჩივანს შპს „-----------“ მიღებული აქვს ერთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გათვალისწინებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხით შემცირდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საქონლის იმ ნაწილის რეალიზებულად განხილვა, რომლის ტრანსპორტირება განხორციელებული არ არის მომჩივნის საქმიანობის ადგილზე

ფაქტების აღწერა

საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ასრულებს რამდენიმე პროექტს, რომლითაც მომსახურებას უწევს სახელმწიფო მუნიციპალიტეტებს. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილი იქნა კომპანიის საქონლის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო ამ რეალიზაციის ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრები სალაროზე ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით, რის საფუძველზეც გაზრდილ იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და აღნიშნული თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არასრული ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომელიც შეიცავდა რიგ უზუსტობებს. შესაბამისად, საქონლის მოძრაობაც არაზუსტად და არასრულად იყო ასახული პროგრამაში. კერძოდ, იყო შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. მაგალითად, გადასახადის გადამხდელს ზედნადებით საქონელი მიტანილი ჰქონდა ქ. ----------- (ზედნადებში დასრულების ადგილად მითითებული იყო ქ. -----------), ხოლო პროგრამულად აღნიშნული საქონლის ხარჯი მიკუთვნებული ჰქონდა მის მიერ ----------- რაიონში განხორციელებულ ტენდერზე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგ ----------- მისამართებიდანაც არ ხდებოდა ზემოხსენებული საქონლის ტრანსპორტირებები -----------. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული შემთხვევების ფარგლებში ტრანსპორტირებული საქონელი ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო ამ რეალიზაციის ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრები სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება საქონლის იმ ნაწილის რეალიზებულად განხილვას, რომლის ტრანსპორტირება, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ხდება ისეთ მისამართებზე, სადაც არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. რიგ შემთხვევებში რაიონიდან წამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მიდიოდნენ თავიანთ სახლში, ღამეს ათევდნენ და შემდეგ მიდიოდნენ დანიშნულების ადგილზე. რეალურად, კომპანიის მიერ არ მომხდარა არცერთი მასალის რეალიზაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო მიღებული ფულადი სახსრები სალაროზე ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართლზომიერად გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, მართებულია რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიისთვის ფიზიკურ პირებს გაწეული აქვთ მომსახურებები. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელს თანხები გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისთვის სხვადასხვა ფიზიკურ პირებს გაწეული ჰქონდათ მომსახურებები. თანხის გადარიცხვა ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებიდან, ხოლო გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურების ღირებულებები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. მაგალითად, 2022 წლის 1 ივლისს -----------ზე გადარიცხულია 2700 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია კონდიციონერის მონტაჟის ღირებულება. 2022 წლის 19 ივლისს ----------- გადარიცხულია 2 500 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია კალათის მომსახურეობის ღირებულება და სხვა. შემოწმების პროცესში, მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნული ფიზიკური პირების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (პირადი ნომერი). შესაბამისად, აღნიშნული თანხები დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში, განმარტავს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემული ჰქონდა თანხები მომსახურე ორგანიზაციებზე. არსებობს ამის დამადასტურებელი გასავლის ორდერები, მაგრამ საბუღალტრო პროგრამაში გატარებული არ იყო ბუღალტრის არყოფნის გამო. გაუგებარია რა პრინციპით დაიბეგრა შემმოწმებლის მიერ საბუღალტრო ნაშთები ისე, რომ აღნიშნულ თანხებს მიენიჭა ხელფასის კვალიფიკაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს,დ) პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიისთვის ფიზიკურ პირებს გაწეული აქვთ მომსახურება. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელს თანხები გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან. საწარმოს აღნიშნული მომსახურების ღირებულებები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული დარიცხვები;

3. საქონლის იმ ნაწილის რეალიზებულად განხილვა, რომლის ტრანსპორტირება განხორციელებული

არ არის მომჩივნის საქმიანობის ადგილზე;

4. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიციპალიტეტისთვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები და ფიქსირდება საბანკო ამონაწერში თანხის ჩარიცხვა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურებები არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით.მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო ამ რეალიზაციის ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრები სალაროზე ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

კომპანიისთვის ფიზიკურ პირებს გაწეული აქვთ მომსახურება. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელს თანხები გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან. საწარმოს აღნიშნული მომსახურების ღირებულებები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(9);154(1ა);161(1ა);158(1);159(1ა);163(1,2);164(1);