გადაწყვეტილება №22398/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22398/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---------”-ის 27.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22398/2/2024).
დავის საგანი:
1. არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. ჩინეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №007-407 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2328 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 492 410 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 739 912
ჯარიმა - 369 956
საურავი - 382 542
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.11.2020 წლიდან 1.12.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახულ ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2023 წლის №33189 ბრძანება და №007-407 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2328 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული რეზიდენტი იურიდიული პირისაგან „-------- LTD“ მომჩივანს ლიზინგით აღებული ჰქონდა საჰაერო ხომალდი. სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების დეპოზიტის თანხა 70 000 000 იუანის ოდენობით (10 მილიონი დოლარი). მომჩივნის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იყო 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეებს წარმოადგენენ "--------“,მომჩივანი , და ,,--------“. ხელშეკრულების შესაბამისად, „--------“ უზრუნველყოფდა ლიზინგის გამცემის მიერ მოთხოვნილი საგარანტიო დეპოზიტის თანხას 70 000 000 იუანის ოდენობით.
მომჩივანს „----------“- სთვის ანაზღაურებული ჰქონდა 4 მილიონი დოლარი - 13 445 200 ლარი 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში. (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამისა და შემოწმებისათვის წარდგენილი სამმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად, ,,--------“-ს კრედიტორი - „---------“ აუნაზღაურებდა თანხას, ხოლო თავის მხრივ, მომჩივანს აღნიშნლი თანხის ნაწილში ჰქონდა სასესხო ვალდებულება „--------“-სთან.
ოპერაციის განხორციელების პროცესში კომპანია „---------“, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მომჩივანს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას. საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია კონტროლირებულია. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სატრანსფერო დასკვნა, რომლის შესაბამისად, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა როგორც სესხი, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრებოდა, როგორც სესხზე რიცხული საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო აღნიშნულ პერიოდში სესხებზე არსებული საბაზრო განკვეთის შესაბამისად და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა არ გამოვლინდა.
ამასთან, გადამხდელი მის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ განმარტებაში მიუთითებდა გარემოებებს (ადგილი ჰქონდა თანხის გაცემას და მესაკუთრეს აღარ ჰქონდა ფულადი სახსრების განკარგვის უფლება, ფულადი სახსრები ხმარდებოდა სხვა პირს, ოპერაცია მკაცრად გაწერილი იყო დროში, ოპერაცია ითვალისწინებდა რისკებს), რომელთა გათვალისწინებითაც, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა, როგორც სესხი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შეფასება უნდა მომხდარიყო როგორც სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის შეფასება.
საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე, და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 და 24-ე მუხლების გათვალისწინებით, „---------“-სთვის ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 134-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-2 მუხლის მე-7 ნაწილით, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტა, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების თანახმად, შემოსავალი და კაპიტალი, რომელიც შეიძლება დაიბეგროს შეუზღუდავად წყარო სახელმწიფოში ნიშნავს, რომ წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ხოლო რეზიდენტი სახელმწიფო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების საფუძველზე იღებს ვალდებულებას მის რეზიდენტს ჩაუთვალოს წყარო სახელმწიფოში გადახდილი გადასახადები, რათა არ მოხდეს პირის მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგი დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, მომჩივანს „---------“-სათვის ანაზღაურებული ჰქონდა სესხის პროცენტი 4 მილიონი დოლარი - 13 445 200 ლარი 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების (სესხზე დარიცხული პროცენტის) საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება და მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ წარდგენილია კანონმდებლობის სრული დაცვით შედგენილი შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის ცნობა, რომელიც ატვირთულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2011 წლის №633 ბრძანების მე2 მუხლის №1 ფორმის შესაბამისად.
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი პუნქტში მკაფიოდ არის მითითებული, რომ გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. რითაც იხელმძღვანელა მან და არარეზიდენტმა სესხის გამცემმა კომპანიამ, სხვა შემთხვევაში არარეზიდენტი კომპანია არ მოახდენდა მასზე სალიზინგო დეპოზიტის გამო წარმოშობილი სესხის გაცემას.
სესხის პროცენტის გადახდა მოხდა არა საბანკო ოპერაციის, არამედ 3 კომპანიის ვალდებულებების ურთიერთგადახურვის გზით (იხ. დანართი 4).
როგორც მისთვის ცნობილია ანალოგიურ პირობებში მსგავსი დავა სასამართლო სისტემაში დასრულდა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.
ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩინეთში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხდება შემდეგნაირად: თუ ჩინეთის რეზიდენტი შემოსავალს იღებს საქართველოში, მაშინ ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ამ შემოსავალზე საქართველოში გადასახდელი გადასახადის თანხა გამოიქვითება ამ რეზიდენტისათვის ჩინეთში გამოანგარიშებული გადასახადიდან. ამგვარი გამოქვითვა, ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს ამ შემოსავალზე ჩინეთის გადასახადის მოცულობას დაანგარიშებულს ჩინეთის საგადასახადო კანონმდებლობის და რეგულირების წესების შესაბამისად.
შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს ჩინეთი სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული რეზიდენტი იურიდიული პირისაგან „---------“ ლიზინგით აღებული ჰქონდა საჰაერო ხომალდი. სალიზინგო კომპანია „--------“-ს მიერ მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების დეპოზიტის თანხა 70 000 000 იუანის ოდენობით (10 მილიონი დოლარი). მომჩივანის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იყო 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეებს წარმოადგენენ „-------“,მომჩივანი და ,,-------“. ხელშეკრულების შესაბამისად, „---------“ უზრუნველყოფდა ლიზინგის გამცემის მიერ მოთხოვნილი საგარანტიო დეპოზიტის თანხას 70 000 000 იუანის ოდენობით. მომჩივანს „-------“-სთვის ანაზღაურებული ჰქონდა 4 მილიონი დოლარი - 13 445 200 ლარი 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში. საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე, და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 და 24-ე მუხლების გათვალისწინებით, „------- “-სთვის ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებისა შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება ექვემდებარება დაბეგვრას მე-2 ხელშემკვრელ სახელმწიფოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
მომჩივნის არგუმენტი იმის შესახებ, რომ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული მომსახურება (გადახდილი პროცენტი) ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელ სახელმწიფოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაუსაბუთებელია, ვინაიდან ამავე, შეთანხმებაში მითითებულია, რომ - მომსახურება (გადახდილი პროცენტი) შეიძლება დაიბეგროს და არა - იბეგრება.
საბჭო განმარტავს, რომ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში პროცენტი უნდა დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში (საქართველოში), რომელშიც ის წარმოიქმნა და საქართველოში გადახდილი გადასახადის გამოქვითვის უფლება აქვს სასაქონლო ოპერაციის მე-2 მხარეს (არარეზიდენტ კომპანიას) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ სადავო ოპერაციაზე არარეზიდენტის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადასახადის გადახდა არ დასტურდება, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ჩინეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის 1 833 744 ლარის და პროცენტის 613 144 ლარის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან „-------- Ltd“. გადასახადის გადამხდელს გადახდილი სესხის პროცენტი არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე, და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 და 24-ე მუხლების გათვალისწინებით, გადახდილი სესხის პროცენტის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 134-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-2 მუხლის მე-7 ნაწილით, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტა, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების თანახმად, შემოსავალი და კაპიტალი, რომელიც შეიძლება დაიბეგროს შეუზღუდავად წყარო სახელმწიფოში ნიშნავს, რომ წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ხოლო რეზიდენტი სახელმწიფო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების საფუძველზე იღებს ვალდებულებას მის რეზიდენტს ჩაუთვალოს წყარო სახელმწიფოში გადახდილი გადასახადები, რათა არ მოხდეს პირის მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგი დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის 1 833 744 ლარის და პროცენტის 613 144 ლარის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის „---------- Ltd.“. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტისათვის გადახდილი სესხის პროცენტები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.
ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩინეთში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხდება შემდეგნაირად: თუ ჩინეთის რეზიდენტი შემოსავალს იღებს საქართველოში, მაშინ ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ამ შემოსავალზე საქართველოში გადასახდელი გადასახადის თანხა გამოიქვითება ამ რეზიდენტისათვის ჩინეთში გამოანგარიშებული გადასახადიდან. ამგვარი გამოქვითვა, ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს ამ შემოსავალზე ჩინეთის გადასახადის მოცულობას დაანგარიშებულს ჩინეთის საგადასახადო კანონმდებლობის და რეგულირების წესების შესაბამისად.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის 1 833 744 ლარის და პროცენტის 613 144 ლარის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან „------- Ltd“. გადასახადის გადამხდელს გადახდილი სესხის პროცენტი არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე, და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 და 24-ე მუხლების გათვალისწინებით, გადახდილი სესხის პროცენტის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებისა შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება ექვემდებარება დაბეგვრას მე-2 ხელშემკვრელ სახელმწიფოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
მომჩივნის არგუმენტი, რომ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული მომსახურება (გადახდილი პროცენტი) ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელ სახელმწიფოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უსაფუძვლოა, ვინაიდან ამავე, შეთანხმებაში მითითებულია, რომ - მომსახურება (გადახდილი პროცენტი) შეიძლება დაიბეგროს და არა - ექვემდებარება დაბეგვრას.
საბჭო განმარტავს, რომ „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში პროცენტი უნდა დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში (საქართველოში), რომელშიც ის წარმოიქმნა და საქართველოში გადახდილი გადასახადის გამოქვითვის უფლება აქვს სასაქონლო ოპერაციის მე-2 მხარეს (არარეზიდენტ კომპანიას) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ სადავო ოპერაციაზე არარეზიდენტის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადასახადის გადახდა არ დასტურდება, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2.გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული რეზიდენტი იურიდიული პირისაგან მომჩივანს ლიზინგით აღებული ჰქონდა საჰაერო ხომალდი.საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა შპს"-------"-ს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას.ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია კონტროლირებულია. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარადგინა სატრანსფერო დასკვნა, რომლის შესაბამისად, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა როგორც სესხი, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრებოდა, როგორც სესხზე რიცხული საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო აღნიშნულ პერიოდში სესხებზე არსებული საბაზრო განკვეთის შესაბამისად და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა არ გამოვლინდა. ამასთან, გადამხდელი მის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ განმარტებაში მიუთითებდა გარემოებებს,რომელთა გათვალისწინებითაც, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა, როგორც სესხი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შეფასება უნდა მომხდარიყო როგორც სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის შეფასება. ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
2.გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან.გადამხდელს გადახდილი სესხის პროცენტი არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.გადახდილი სესხის პროცენტის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
1.საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
131,134,154.