ბრძანება N 15356

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2023
№ დოკუმენტი 15356
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15356

30.06.2023

ბრძანება

შპს „------“ (ს/ნ „------“ )

(ფაქტ. მის.: „------“ )

2023 წლის 8 ივნისის საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის

თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 16 ივნისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „------“ ) №81536/1/2023 და №81539/1/2023 საჩივრები შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №001032 და №001034 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია ახდენს იჯარით აღებული ქონების ქვეიჯარით გაცემას. სადავო სამართალდარღვევის ოქმები არის უკანონო, ვინაიდან მათ არ ჩაუდენიათ ოქმებში მითითებული დარღვევები, რაც უდავოდ არის დადასტურებული იმ გარემოებით, რომ ორგანიზაციის დირექციას 2023 წლის 18 მაისს სადაზღვევო კომპანია ,,---- ში “ განხორცილებული აქვს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელის მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. აღნიშნული დადასტურებულია მათ ხელთ არსებული 2023 წლის 18 მაისის დაზღვევის №------ პოლისით, რაც შემოწმების პერიოდში აჩვენეს კიდეც მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს. მიუხედავად ამისა მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო მაინც დაჯარიმდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და მასზე თანდართული მასალიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10827 ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის 29 მაისს განხრციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა და დადგინდა, რომ შპს „ „------“ -ის “ (ს/ნ „------“ ) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილება „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“. დათვალიერების მიზანს წარმოადგენდა მთავრობის დადგენილების (N 177 29.03.2019) კონტროლი. დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: შპს ,,--------“ (ს/ნ „------“ ) ახორციელებს იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავებას შემდგომი სამეწარმეო საქმიანობისათვის (ბაზრობის ორგანიზება) ქვეიჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 72 მოქმედ მეწარმე სუბიექტთან (ქ. , "------" ში. მასობრივი თავშეყრის ობიექტების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებები არ აქვს გაფორმებული სადაზღვევო კომპანიასთან.

აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა №001032 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო №001034 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით იმავე კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით შეეფარდა ჯარიმა 7200 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.

„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად:

1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;

2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:

ა) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ბ) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მეორე ნაწილზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურა განხორციელდა 2023 წლის 15 მაისის №10827 ბრძანების საფუძველზე, ხოლო გადასახადის გადამხდელმა სადაზღვევო ხელშეკრულება ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმა 2023 წლის 19 მაისს, №10827 ბრძანების გამოცემიდან 4 დღის შემდეგ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „ „------“ -ის “ (ს/ნ „------“ ) მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები არის უკანონო.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს ახორციელებს იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავებას შემდგომი სამეწარმეო საქმიანობისათვის (ბაზრობის ორგანიზება) ქვეიჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 72 მოქმედ მეწარმე სუბიექტთან მასობრივი თავშეყრის ობიექტების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებები არ აქვს გაფორმებული სადაზღვევო კომპანიასთან.

მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და შეეფარდა ჯარიმა 7200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 33.

„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მუხლი : 2