ბრძანება N 36028-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 36028
18/10/2019
უცხოური საწარმოს ფილიალი ----
(მის: ---------------------------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა უცხოური საწარმოს ფილიალი ----- 2019 წლის 14 მარტის N41600/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 07 თებერვლის N005-26 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს
2019 წლის 08 აგვისტოს და 10 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი N56, N71).
1. გადამხდელი არ ეთანხმება ფილიალსა და დედა კომპანიას შორის განხორციელებული ოპერაციების გაუქმებას და იმპორტის რეჟიმში მოქცეული მასალების თვითღირებულების გაანგარიშებისას დეკლარირებული საწყისი/საბოლოო სმფ-ების ღირებულების შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სსკ-ის 112-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითული 33 332 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების შემცირებას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება 2015-2016 წლებში საწარმოს მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მომსახურების ღირებულების გაუქმებას, ხოლო 2017 წელს დედა კომპანიაზე გადახდილი თანხების დაბეგვრას სსკ-ის 97-ე და 98-ე პრიმა მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უცხოური საწარმოს ფილიალი ----- საჩივარი, კერძოდ:
1. უცხოური საწარმოს ფილიალი ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის
გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა უცხოური საწარმოს ფილიალი ----- მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 05 თებერვალს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად არ განხორციელდა შემმოწმებლის მიერ დარიცხული თანხების კორექტირება.
საჩივარში წარმოდგენილ პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან მიმართებაში გამოცემული დასკვნის მიხედვით ირკვევა:
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2018 წლის 31 დეკემბერს, ბრძანებით მითითებულ ვადაში საწარმოს არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხები ზეპირი მოსმენისას სხდომაზე გაერთიანდა და შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საწარმოდ ითვლება წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
სსკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ მოიცავს იურიდიული პირის ცნებას, განსახილველ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ შესაბამის კანონმდებლობაში მოცემული ცნების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
სსკ-ის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემთა ბაზაში მომჩივანი რეგისტრირებულია, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი ----- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
სსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი -----, ------საგან (დედა კომპანია) შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის მასალები, რომლის თვითღირებულებაც განსაზღვრულია დედა კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისებით (ფილიალი აღნიშნულ ოპერაციას განიხილავს, როგორც საქონლის შესყიდვას), ასევე 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დედა კომპანიისგან იმპორტირებული აქვს ძირითადი საშუალებები, კერძოდ ანძები, რომელიც სსკ-ის 112-ე მუხლის მიხედვით გამოქვითული აქვს სრულად მოგების გადასახადის დეკლარაციიდან დედა კომპანიის მიერ გამოწერილ ინვოისებში დაფიქსირებული ღირებულებით. ამასთან, დედა კომპანიას გაწეული აქვს უცხოური საწარმოს ფილიალი ----- სამშენებლო/სამონტაჟო/საზედამხედველო მომსახურება შესამოწმებელ პერიოდში და ფილიალს აღნიშნული მომსახურების ღირებულება გამოქვითული აქვს სრულად ერთობლივი შემოსავლიდან.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საკითხის ზეპირი მოსმენისას მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 327-ე მუხლებით დადგენილია, რომ ოპერაცია ხორციელდება სუბიექტებს/მხარეებს შორის, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა ერთზე მეტი მხარე, რომელიც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, რამდენადაც ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით უცხოური საწარმოს ფილიალი ----- არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და ფილიალი და სათავო ოფისი (დედა კომპანია) ვერ იქნებიან მიჩნეული სხვადასხვა პირებად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მიზნებისთვის უცხოური საწარმოს ფილიალი ----- და დედა კომპანიას შორის განხორციელებული მოქმედებების შეფასება დედა კომპანიას და ფილიალს შორის განხორციელებულ „შიდა ოპერაციებად“ სწორია, რამდენადაც ოპერაციებს, უცხოური საწარმოს ფილიალი ----- ახორციელებს, დაბეგვრის მიზნებისთვის არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ოპერაციებს და მასზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმები, რომელიც ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ სუბიექტებზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს კონვენციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ფილიალს უფლება აქვს გამოქვითოს, სათაო ოფისის მიერ, უშუალოდ მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში შესასრულებელი პროექტის ფარგლებში მომსახურების გაწევასთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯები.
სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ მათი უერთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხის ზეპირი მოსმენისას განმარტა: საწარმოდან სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ------ის (დედა კომპანია) მიერ საქართველოს ფარგლებში შესრულებული სამუშაოს დანახარჯების შესახებ. საწარმოს მიერ კი წარმოდგენილია გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომლის რეალობა და სისწორე არ არის დამოწმებული შესაბამისი აუდიტორული დასკვნით.
2018 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მე-11, მე-14, მე-15 და მე-16 გვერდის N3, N6, N7 და N8 საკითხების ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულია, რომ საქონლის შესყიდვას და აღნიშნულის თვითღირებულების გაანგარიშებისას ფილიალი სარგებლობს დედა კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისებით, ასევე ძირითადი საშუალებების ღირებულებაც განსაზღვრული აქვს დედა კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისებით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული მასალების თვითღირებულებით საწყისი/საბოლოო სმფ-ების ღირებულება შემცირებული იქნა სრულად, იმ საფუძვლით, რომ ფილიალს თვითღირებულების გაანგარიშებისას უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მასალების შესყიდვის პირველადი დოკუმენტებით. ზემოაღნიშნული საფუძვლით შემცირებული იქნა სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ასევე, შემცირებული იქნა 2015-2016 წლებში ფილიალის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მომსახურების ღირებულებაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სათანადო წესით არ არის გამოკვლეული ფილიალის მიერ შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების ფარგლებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობის საკითხი, კერძოდ განსახილველ სადავო შემთხვევაში ყოველმხრივ შესასწავლი და გამოსაკვლევია გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის საბაჟო დოკუმენტაცია, რაც განმეორებითი ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა დადგინდეს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 წლის 07 თებერვლის N005-26 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოცემულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებით, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი ----- მიერ შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ასევე შესაძლებელია წარადგინოს აუდიტორული კომპანიის სათანადო დასკვნა. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უცხოური საწარმოს ფილიალი ----- საჩივარი სადავო საკითხებთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.უცხოური საწარმოს ფილიალი ----- მიერ შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ასევე შესაძლებელია წარუდგინოს აუდიტორული კომპანიის სათანადო დასკვნა. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2, პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ფილიალსა და დედა კომპანიას შორის განხორციელებული ოპერაციების გაუქმებას და იმპორტის რეჟიმში მოქცეული სმფ-ების ღირებულების შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სსკ-ის 112-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითული ძირითადი საშუალებების შემცირებას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება 2015-2016 წლებში საწარმოს მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მომსახურების ღირებულების გაუქმებას, ხოლო 2017 წელს დედა კომპანიაზე გადახდილი თანხების დაბეგვრას სსკ-ის 97-ე და 98-ე პრიმა მუხლების მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოწმების აქტის მიხედვით უსფ(წ)-ს დედა კომპანიისაგან იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის მასალები, რომლის თვითღირებულებაც განსაზღვრულია დედა კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისებით. ფილიალი აღნიშნულ ოპერაციას განიხილავს, როგორც საქონლის შესყიდვას, ასევე 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დედა კომპანიისგან იმპორტირებული აქვს ძირითადი საშუალებები, რომელიც სსკ-ის 112-ე მუხლის მიხედვით გამოქვითული აქვს სრულად დედა კომპანიის მიერ გამოწერილ ინვოისებში დაფიქსირებული ღირებულებით. ამასთან, დედა კომპანიას გაწეული აქვს სამშენებლო/სამონტაჟო/საზედამხედველო მომსახურება და ფილიალს აღნიშნული მომსახურების ღირებულება გამოქვითული აქვს სრულად ერთობლივი შემოსავლიდან.
შემოწმებით იმპორტის რეჟიმში მოქცეული მასალების თვითღირებულებით საწყისი/საბოლოო სმფ-ების ღირებულება შემცირებული იქნა სრულად, იმ საფუძვლით, რომ ფილიალს თვითღირებულების გაანგარიშებისას უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მასალების შესყიდვის პირველადი დოკუმენტებით. ზემოაღნიშნული საფუძვლით შემცირებული იქნა სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ასევე, შემცირებული იქნა 2015-2016 წლებში ფილიალის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მომსახურების ღირებულებაც.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება .
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16(2); 18(2); 21(1,,ბ“); 105(1);