ბრძანება N17867
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N17867
24 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------”-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 17 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისისა და 6 ივლისის სხდომებზე (ოქმი №54 და №71) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 17 იანვრის №6957/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №081- 261 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება მიწის მესაკუთრეებზე მიწის სანაცვლოდ ბინების მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ------- მშენებლობის ნებართვა მიიღო 2019 წლის 27 ნოემბერს, საძირკვლის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმართვა დაიწყო 2020 წლის დასაწყისში (პირველი ჩასხმა განხორციელდა 2020 წლის თებერვალში). ასევე, აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმების გამოუყენებლობის შემთხვევაში, საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები სრულ შესაბამისობაში აქვს მოყვანილი ფაქტობრივ მდგომარეობასთან. დამატებით მიუთითებს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების გამოუყენებლობა დამატებით განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ შეუძლებელი იყო მშენებლობის თვითღირებულების განსაზღვრა, ფართების გადაცემის მომენტისთვის კი მშენებლობის პროცესი ფაქტობრივად დასრულებული იქნება, რეალურად შეფასდება მშენებლობის ღირებულება და დაბეგვრა განხორციელდა თვითღირებულებას დამატებული 10%-დან.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კონკრეტული ბინების (რომელთა აბონენტებად რეგისტრირებულია ფიზიკური პირები და ფიქსირდება ელექტროენერგიის ყოველთვიური სტაბილური ხარჯი) რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი უკავშირდებოდა ბინის მფლობელების მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი იყო მინიმალური. მიუთითებს, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ბინების მესაკუთრეებს სრულად არ აქვთ დაფარული შეძენილი საქონლის ღირებულება. ამ შემთხვევაში საწარმო უზრუნველყოფის სახით ფაქტობრივად იტოვებს ფართს. აცხადებს, რომ თუკი კომუნალურ ხარჯს ექცევა ყურადღება, მაშინ გარდა ელექტროენერგიის ხარჯისა, მომხმარებლებს უნდა დაფიქსირებოდათ გაზისა და წყლის კომუნალური გადასახადები, ვინაიდან ის საცხოვრებელი პირობების აუცილებელი კომპონენტია.
ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება ფ/პ ------- და ფ/პ ------- გადაცემული ფართების ღირებულებად საქონლის მიწოდების ღირებულების განხილვას (400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) და ითხოვს მომსახურების მიწოდების ღირებულების დაბეგვრას დღგ-ით (------- ქუჩაზე ფაქტობრივად მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 1 კვ.მ. ფართის თვითღირებულებას დამატებული 10%-დან გამომდინარე). აცხადებს, რომ ------- მიწოდებად განხილული ფართი წარმოადგენს ქალაქ ------, ------- შეძენილი მიწის ნაკვეთის ნაწილის სანაცვლოდ გადაცემულ ფართს, ხოლო ------- მიწოდებული ფართი წარმოადგენს ------ ქუჩაზე ათვისებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაცემულ ფართს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ივნისის №13797 ბრძანების საფუძველზე შპს „----“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 16 დეკემბრის №31731 ბრძანება და 19 დეკემბრის №081–261 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 244 893 ლარი, მათ შორის გადასახადი 142 044 ლარი, ჯარიმა 68 360 ლარი და საურავი 34489 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმო აშენებს საცხოვრებელ კორპუსს ქალაქ -------, -------. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მიწა მიღებული აქვს ფიზიკური პირებისგან მიწისა და საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ, სანაცვლო ქონების გადაცემის პირობით. ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი გაფორმებულია 2017 წელს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე, 144-ე მუხლებით და შემოწმების მიერ, მიღებული მიწის სანაცვლოდ გადასაცემ ბინებზე გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, გაწეული ხარჯების პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს 2 საცხოვრებელი კორპუსი, ქალაქ -------, ------- და -------. ამასთან, აქვს მიმდინარე მშენებლობა ქალაქ -------, -------. საწარმოს მიერ მიწოდებად განხილულია ბინების ის ნაწილი, რომელთა მესაკუთრეებად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ფიქსირდებიან ფიზიკური პირები. შემოწმების პროცესში სს „------- წყალიდან“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე დადგინდა, რომ კონკრეტულ ბინებზე, რომელთა აბონენტებად რეგისტრირებულია ფიზიკური პირები, ფიქსირდება ელექტროენერგიის ყოველთვიური სტაბილური ხარჯვა ძირითადად 2019 წლის მარტის თვიდან, რაც ადასტურებს აღნიშნული ბინების შესახლების ფაქტს. შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული ბინები შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:
ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;
ბ)გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად:
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ საწარმოს ქალაქ -------, ------- მიწა მიღებული აქვს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და სანაცვლო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მიხედვით საწარმო ფიზიკური პირებისგან უძრავი ქონებების საკუთრებაში გადმოფორმების პირობით ვალდებულია მათ სანაცვლოდ გადასცეს ბინები აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი გაფორმებულია 2017 წელს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, მართლზომიერად მიაჩნია, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვა და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლითაც ითხოვს ფ/პ ------- და ფ/პ ------- ფართების გადაცემის მომსახურების გაწევად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას (------- ქუჩაზე ფაქტობრივად მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 1 კვ.მ. ფართის თვითღირებულებას დამატებული 10%-დან გამომდინარე), ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელმა ფ/პ ------- (პ/ნ -------) უძრავი ქონების ნასყიდობისა და სანაცვლო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა 2020 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ფ/პ ------- შპს „-------“-ისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქალაქ -------, -------, ხოლო შპს „-------“-ს ფიზიკური პირისათვის სანაცვლოდ უნდა გადაეცა ქალაქ -------, ------- მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მე-12 სართულზე ბინა №86, საერთო ფართით 88.57 კვ.მ. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელმა ფ/პ ------- (პ/ნ -------) უძრავი ქონების ნასყიდობისა და სანაცვლო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა 2017 წლის 9 ივნისს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ფ/პ ------- შპს „-------”-სათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ქონებები მდებარე ქალაქ -------, -------, ხოლო შპს „-------“-ს ფიზიკური პირისთვის სანაცვლოდ უნდა გადაეცა ქალაქ ------, ------- მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 75.58 კვ.მ. ბინა. ამდენად, ვინაიდან საწარმომ უძრავი ქონებების სანაცვლოდ სხვა მისამართზე გადასცა ფართები ხსენებულ ფიზიკურ პირებს, შემოწმებამ აღნიშნული ოპერაცია, როგორც საქონლის მიწოდება დაბეგრა დღგ-ით.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში სს „------- წყლიდან“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე დადგინდა, რომ კონკრეტულ ბინებზე, რომელთა აბონენტებად რეგისტრირებული იყვნენ ფიზიკური პირები, ფიქსირდებოდა ელექტროენერგიის ყოველთვიური სტაბილური ხარჯვა ძირითადად 2019 წლის მარტის თვიდან, რაც ადასტურებდა აღნიშნული ბინების შესახლების ფაქტს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ხსენებული ბინების რეალიზებულად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასხადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება მიწის მესაკუთრეებზე მიწის სანაცვლოდ ბინების მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვას და დღგით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კონკრეტული ბინების რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმო აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მიწა მიღებული აქვს ფიზიკური პირებისგან მიწისა და საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ, სანაცვლო ქონების გადაცემის პირობით. ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი გაფორმებულია 2017 წელს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე, 144-ე მუხლებით და შემოწმების მიერ, მიღებული მიწის სანაცვლოდ გადასაცემ ბინებზე გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, გაწეული ხარჯების პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს 2 საცხოვრებელი კორპუსი, აქვს მიმდინარე მშენებლობა. საწარმოს მიერ მიწოდებად განხილულია ბინების ის ნაწილი, რომელთა მესაკუთრეებად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ფიქსირდებიან ფიზიკური პირები. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტულ ბინებზე, ფიქსირდება ელექტროენერგიის ყოველთვიური სტაბილური ხარჯვა, რაც ადასტურებს აღნიშნული ბინების შესახლების ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული ბინები შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 163; 309(107); 144; 275; 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161