სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ-567-22

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 3/ბ-567-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/ბ-567–2022წ

განჩინება

საქართველოს სახელით

25 აპრილი 2023წ.

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენლები - ----

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები - ----

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „-----“ (ს/ნ ------) წარმომადგენელი - ადვოკატი -----

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტების მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 26 ივნისს შპს „-------“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით (11 10 2022 წელი) მოთხოვნა შემდეგი სახით ჩამოაყალიბა:

 

- ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.02 2017 წ. N 4317 ბრძანება;

- ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 0.06,2017 წ. N 16644 ბრძანება;

- ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 29.12. 2016 წ. N 38959 ბრძანება;

- ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2017 წ N 9539 ბრძანება;

- ბათილად იქნას ცნობილი 29.12 2016 წ. N 022–47 საგადასახადო მოთსოვნა;

- ბათილად იქნას ცნობილი 12.04.2017 წ. N 022-20 კორექტირებული საგადასახადო მოთსოვნა 131 219,18 ლარის ოდენობით დარიცხული თანხების ნაწილში;

- ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.06.2017 წ. N16645 ბრძანება;

- ბათილად იქნას ცნობილი 23.03.2017წ. N 022–15 საგადასახადო მოთხოვნა 112 930,97 ლარის ოდენობით დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით;

- ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018წ. გადაწყვეტილება №14274/2/17; №4327/2/2017; №4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით, განუხილველად დატოვებული ნაწილის გარდა.

 

მოსარჩელის მითითებით, შპს -----“ 21.10.2016წ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამავე დეპარტამენტის 14.11.2016წ. N 31569 ბრძანებით დაინიშნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება შემოწმების დროდ განისაზღვრა 2013 წლის 1 მარტიდან წლის 2016 წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდი (მოგებისა და ქონების გადასახადებისათვის - 2012 - 2015 წ.წ. პერიოდი). აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2016წ. N 31569 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 29.12.2016წ. შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომელმაც მოიცვა საგადასახადო პერიოდები 01.03.2013წ. - 01.01.2014წ შემოწმების აქტით მოსარჩელისათვის დამატებით დასარიცხად გამოანგარიშებულ იქნა გადასასადები 92 994 ლარი და ჯარიმა 46 653 ლარი.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2016წ. N 38959 ბრძანება კომპანიისთვის 92 994 ლარის ოდენობით გადასახადის დარიცხვისა და 46 653 ლარის ოდენობით ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ამ ბრძანების საფუძველზე მას წარედგინა 29.12.2016წ. N 022-47 საგადასახადო მოთხოვნა 144 782,71 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

მოსარჩელის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 23,02 2017 წ. N 4317 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხვებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი. მითითებული ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში 04.04.2017წ. შედგა დასკვნა, რომლის საფუძველზეც 11.04.2017 წ. N 9539 ბრძანებით თავდაპირველად დარიცხული გადასახადები შემცირდა 8 355 ლარით. ჯარიმა - 4 178 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელეს წარედგინა 12.04.2017 წ. N 022-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 131 219,18 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, აუდიტის დეპარტამენტის 04.04.2017წ. დასკვნის საფუძველზე გამოცემულ გადაწყვეტილებასა (ბრძანებაზე) და მოსარჩელისათვის წარდგენილ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე სსიპ შემოსავლების სამსახურში შეიტანეს საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 20.06.2017 წ. N 16644 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მითითებული ბრძანების აღსრულების მიზწით, აუდიტის დეპარტამენტში 25.07 2017 წ. შედგა დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოცემული წ. N 20355 ბრძანებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმა არ შემცირდა. შესაბამისად, მოსარჩელეს წარედგინა (03.08.2017 წ. N 022-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 131 219,18 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

მოსარჩელის მითითებით, აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2016 წ. ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 23.03.2017 წ. გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელმაც მოიცვა საგადასახადო პერიოდები: 01.01.2014 წ. 01.10.2016 წ. შემოწმების აქტით მოსარჩელისათვის დამატებით დასარიცხად გამოანგარიშებულ იქნა გადასახადები - 78 669 ლარი და ჯარიმა 57 657 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2017 წ. N 7674 ბრძანება 78 667 ლარის ოდენობით გადასახადების დარიცხვისა და 57 657 ლარის ოდენობით ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, რის შემდეგაც მოსარჩელეს წარედგინა 23.03.2017წ. N 022-15 საგადასახადო მოთხოვნა 112 930,97 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ გადაწყვეტილებასა (ბრძანება) და საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში შეიტანეს საჩივარი, რომელიც 20.06.2017 წ. No16645 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მითითებული ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში 25.07.2017 წ. შედგა დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოცემული 03.08.2017წ. No20354 ბრძანებით თავდაპირველად დარიცხული გადასახადები არ შემცირდა. შესაბამისად, თავდაპირველად დარიცხული თანხის ოდენობით (112 930,97 ლარი) მოსარჩელეს წარედგინა 03.08.2017 წ. No022–39 კორექტირებული საგადასახადო - მოთხოცნა გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურის 23.02.2017წ. N4317, 20.06.2017წ. N16644 და 20.06.2017წ. N16645 ბრძანებებზე, აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2016წ. N38959, 11.04.2017წ. N9539 და 23.03.2017წ. N7674 ბრძანებები და ამავე დეპარტამენტის 29.12.2016წ. N022-47, 12.04.2017წ. N022-20 და 23.03.2017წ. N022-15 საგადასახო მოთხოვნები გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.05.2018წ. გადაწყვეტილებებით საჩივრები ერთ დავის საგანთან მიმართებაში განსახილველად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში, ერთ დავის საგანთან მიმართებაში დარჩა განუხილველად, ხოლო დანარჩენ დავის საგნებთან მიმართებაში - არ დაკმაყოფილდა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ადმინისტრაციული განხილვის ფარგლებში მოსარჩელის საჩივრები ნაწილობრივ კმაყოფილდებოდა, მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულების შედეგად თავდაპირველად დარიცხული თანხები უმნიშვნელოდ შემცირდა. აღნიშნულმა კი განაპირობა სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.

 

მოპასუხეებმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, წარმოდგენილი შემოსაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - შპს „------“ (ს/ნ ------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საგადასახდო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018 წლის გადაწყვეტილება N14274/2/17, N4327/2/2017 N4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით. გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ცეცხლგამძლე აგური) საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად ჩათვლის და ერთობლივ შემოსავალში ასახვის (დავის საგნის პირველი საკითხი) და „შლაკის“ საბაზრო სარეალიზაციო ფასით შეფასების და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის (დავის საგჩის მეხუთე საკითხი) ნაწილში; დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში;

 

სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5 000 (ხუთი ათასი) ლარი განახევრდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 3 000 (სამი ათასი) ლარის ნახევარი, 1500 (ათას ხუთასი) ლარი, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასანდელად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე შპს „-------" 21.10.2016 წ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინება გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამავე დეპარტამენტის 1411.2016 წ. No31569 ბრძანებით დაინიშნა გასვლითი საგადასანადო შემოწმება. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2013 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი (მოგებისა და ქონების გადასახადებისათვის - 2012-2015 წწ.პერიოდი).

 

აუდიტის დეპარტამენტის 1411.2016 წ. N31569 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 29.12.2016 წ. შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომელმაც მოიცვა საგადასახადო პერიოდები: 01.03.2013 წ. - 01.01.2014 წ. შემოწმების აქტით მოსარჩელისათვის დამატებით დასარიცხად გამოანგარიშებულ იქნა გადასახადები 92 994 ლარი და ჯარიმა 46 653 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2016 წ. No38959 ბრძანება მოსარჩელისათვის 92 994 ლარის ოდენობით გადასახადების დარიცხვისა და 46 653 ლარის ოდენობით ჯარიმის დარიცხვის თაობაზე. ამ ბრძანების საფუძველზე, თავის მხრივ, მოსარჩელეს წარედგინა 29.12.2016 წ. N°022-47 საგადასახადო მოთხოვნა 144 782,71 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასანადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წ. No4317 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოცემულ გადაწყვეტილებაზე (ბრძანებაზე) და მოსარჩელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში შეტანილი საჩივარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წ. No4317 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში 04.04.2017 წ. შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოცემული 11.04.2017 წ. No9539 ბრძანებით თავდაპირველად დარიცხული გადასახადები შემცირდა 8 355 ლარით, ჯარიმა - 4 178 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელეს წარედგინა 12.04.2017 წ. No022-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 131 219,18 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

აუდიტის დეპარტამენტის 04.04.2017 წ. დასკვნის საფუძველზე გამოცემულ გადაწყვეტილებაზე (ბრძანებაზე) და მოსარჩელისათვის წარდგენილ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 20.06 2017 წ. No16644 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის 20.06.2017 წ. No16644 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში 25.07.2017 წ. შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოცემული 03.08.2017 წ. No20355 ბრძანებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმა არ შემცირდა შესაბამისად, მოსარჩელეს წარედგინა 03.08.2017 წ. No022-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 131219,18 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანცქიების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2016 წ. No31569 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადა-სახადო შემოწმების შედეგად 23.03.2017წ. შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელმაც მოიცვა საგადასახადო პერიოდები 01.01.2014 წ 01.10.2016 წ. შემოწმების აქტით მოსარჩელისათვის დამატებით დასარიცხად გამოანგარიშებულ იქნა გადასახადები 78 669 ლარი და ჯარიმა 57 657 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2017 წ. N7674 ბრძანება მოსარჩელისათვის 78 667 ლარის ოდენობით გადასასადების დარიცხვისა და 57 657 ლარის ოდენობით ჯარიმის დარიცხვის თაობაზე ბრძანების საფუძველზე, თავის მხრივ, მოსარჩელეს წარედგინა 23.03.2017 წ. 022-15 საგადასახადო მოთხოვნა 112 930,97 ლარის ოდენობით გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ გადაწყვეტილებაზე (ბრძანებაზე) და მოსარჩელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 20.06.2017 წ. No16645 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.06.2017წ. 16645 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში 25.07.2017 წ. შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოცემული 03.08 2017 წ. No20354 ბრძანებით თავდაპირველად დარიცხული გადასახადები არ შემცირდა. შესაბამისად, თავდაპირველად დარიცხული თანხის ოდენობით (112 930,97 ლარი) მოსარჩელეს წარედგინა 03.08.2017 წ. N022-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადებისა და საგადასახადო სანქციების (მათ შორის საურავის) დარიცხვის შესახებ.

 

სსიპ შემოსაკლების სამსახურის 23.02.2017 N4317, 20.06.2017წ. N16644 და 20.06.2017წ. N16645 ბრძანებებზე, აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2016წ. N38959, 11/04/2017წ N9539 და 23.03.2017-20 No7674 ბრძანებები და ამავე დეპარტამენტის 29.12.2016 წ. 022-47, 12.04.2017 წ. N022-20 და 23/03.2017 წ. N022–15 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018 წ. გადაწყვეტილებით საჩივრები ერთ დავის საგანთან მიმართებაში განსახილველად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში, ერთ დავის საგანთან მიმართებაში დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო დანარჩენ დავის საგნებთან მიმართებაში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, დავის საგანია;

-გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური მარაგები (ცეცხლგამძლე აგური).

-სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა (ამ ნაწილში მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე უარი თქვა სარჩელზე).

- არარეზიდენტზე გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება;

-არარეზიდენტისათვის ავანსად გადახდილი თანხის სესხად განხილვა;

-ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა;

-საწარმოს საკუთრებაში არსებულ ღუმელებზე საამორტიზაციო ნორმის ცვლილება;

-შავი ლითონის ჯართისგან ნამზადის დამზადებისას არსებული საწარმოო დანაკარგი;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლი, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, 268-ე მუხლის პირველი ნაწილი, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილი და აღნიშნა:

 

საქმის მასალებით დასტურდებოდა რომ გადასახადის გადამხდელის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი იქნა შიდა ინვენტარიზაციის აქტი (ინვენტარიზაციას ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის აუდიტორები), რომლის მიხედვითაც საწარმოს ცეცხლგამძლე აგურების რაოდენობამ შეადგინა 13 500 ცალი. შესაბამისად ამ ნაწილში შემმოწმებლებს უნდა იხელმძღვანელოს ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მტკიცებულებით, რადგან თუ ეჭვი არ ქარწყლდება შესაბამისი მტკიცებულებით, იგი ყოველთვის მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება, მართალია, ეხება სისხლის სამართლის საკითხებს. თუმცა იგი ასევე გამოიყენება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მტკიცებულებათა შეფასება დამაგრების თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის, ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები... მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილით - ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური (ცეცხლგამძლე აგური) ჩათვლა საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად და ერთობლივ შემოსავალში ასახვა იყო დაუსაბუთებელი, რაც ამ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2018 წლის გადაწყვეტილება N14274/2/17, N4327/2/2017 N4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით, გაუფასურებული სასაქონლო -მატერიალური მარაგების (ცეცხლგამძლე აგური) საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად ჩათვლის და ერთობლივ შემოსავალში ასახვის ნაწილში საკითხის ხელახლა კვლევა საგადასახადო ორგანოს დაავალა.

 

სასამართლომ ასევე არასრულყოფილად ჩათვალა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ე.წ. „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასების ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების დასაბუთება ამ მიმართებით იყო არასრული და ამ ნაწილშიც საკითხი დამატებითი კვლევისათვის დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, შემდეგი დასაბუთებით:

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს წარმოების პროცესში გააჩნია საწარმოო დანაკარგები, რომელიც იანგარიშება ჩაშვებული ნედლეულის (ჯართის) გამოსავლიანობის პროპორციულად. დანაკარგი წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ნედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, რომელსაც გააჩნია მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი). საწარმო აღნიშნულ მასას არ ანიჭებს ღირებულებას და უწოდებს მას წარმოების დანაკარგს. ასევე განმარტავს, რომ არსებული ნარჩენის გადატანა ხდება საწარმოს მიმდინარე ტერიტორიაზე და მისი შემდგომი გამოყენება არ ხდება. საწარმო წარმოების პროცესში იყენებს ე.წ. „ინდუქციურ მეთოდს“, რომლის შედეგად დარჩენილ მასებს სასაქონლო თვისებები (გამოიყენება სხვადასხვა წარმოების პროცესში მაგ: სამშენებლო ბლოკის და ცემენტის). შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით მისი ნულოვანი ღირებულებით აღრიცხვა არამართლზომიერია (ბასს-ების მიხედვით მისი ღირებულება უნდა შეფასდეს თვითღირებულებით ან ნეტო სარეალიზაციო ფასით) შედეგად შემოწმებით საწარმოო ნარჩენი (ეწ. შლაკი) შეფასდა საბაზრო-სარეალიზაციო ფასად და აღნიშნულის შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული საწყის- საბოლოო სმფ-ების ღირებულება.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 23.02 2017 წლის No4317 ბრძანების თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - საჩივარი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების . ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

გასაჩივრებულ ბრძანებაში და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული 4.04.2017 წლის დასკვნის თანახმად, საწარმომ მოცემულ ვადაში ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. „შლაკის“ რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაანგარიშების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2017 წლის No16644 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ე.წ. „შლაკის“ რაოდენობის და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო აღნიშნული დასკვნის წარდგენის უზრუნველსაყოფად, გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნის გამცემ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული 25.07 2017 წლის დასკვნის თანახმად, საწარმომ დანიშნულ ვადაში ვერ წარადგინა ინფორმაცია წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობასა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსკ-ის 145-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ვინაიდან წარმოების შედეგად დარჩენილ მასას გააჩნია სამომხმარებლო თვისებები, მისი ნულოვანი ღირებულებით აღრიცხვა არამართლზომიერია და ბასს-ის შესაბამისად უნდა შეფასდეს თვითღირებულებით ან სეტო სარეალიზაციო ფასით სსკ-ის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. გადასახადის გადამხდელი ვალდე-ბულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, წარმოების პროცესში დარჩენილი მასის (შლაკის) გამოყენება არ ხდება კომპანიის მიერ. შემდგომი წარმოების პროცესში, ასევე არ და ვერ ხსდება მისი რეალიზაცია, იგი კომპანიის ტერიტორიაზეა, წარმოადგენს ფაქტობრივად საწარმოო მტვერს და არ გააჩნია რაიმე სახის სასაქონლო თვისებები. შესაბამისად, ვინაიდან ვერ მოხდება ნარჩენის რეალიზაცია, არ არსებობს მისი შესაძლო სარეალიზაციო ფასი.

 

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის No43074 ბრძანებით, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის No2547 განკარგულების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის No303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, შექმნილია დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია.

 

მოხმობილი ბრძანების პირველი მუხლით - დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია არის შემოსავლების სამსახურის სათათბირო ორგანო და მისი შექმნის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავება. კომისია ტექნიკური ნორმების შემუშავებას ახორციელებს:

ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით; ბ) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე,ამავე ბრძანების 4.1 მუხლით, ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის შედეგად კომისიას უფლება აქვს:

ა) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით; ბ) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილისაგან განსხვავებული ოდენობით; გ) უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე. 4.2 მუხლით, კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე, თუ: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულია; ბ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას; გ) საწარმოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა შეუძლებელია; დ) წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა ტექნიკური ნორმის დადგენის შესაძლებლობას; ე) ექსპერტიზის დასკვნიდან/საგადასახადო შემოწმების მასალებიდან, საგადასახადო მონიტორინგის შედეგებიდან ან სხვა მონაცემებიდან გამომდინარე. ტექნიკური ნორმის დადგენა მიზანშეუწონელია; ვ) მოთხოვნა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.

 

მხარეები არ უარყოფენ, რომ აღნიშნული საწარმოო ნარჩენი (საწარმოო დანაკარგები, შლაკი), განთავსებულია მოსარჩელე საწარმოს ტერიტორიაზე. ამდენად, ვინაიდან მატერიალურად არსებობს აღნიშნული საწარმოო ნარჩენი, შესაძლებელია მისი შეფასება და საბაზრო ღირებულების გაანგარიშება სხვა მსგავსი კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საბაზრო ღირებულების გაანგარიშება რელევანტური იქნება მაშინ, თუ საწარმოო ნარჩენი ფიზიკურად არ იარსებებდა და სავარაუდოდ ჩაითვლებოდა რეალიზებულად.

 

ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება და დავების საბჭოს გადაწყვეტილება „შლაკის“ საბაზრო–სარეალიზაციო ფასით შეფასების და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის ნაწილში იყო დაუსაბუთებელი, რაც ამ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა ამდენად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება. საგადასახდო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25,05.2018 წლის გადაწყვეტილება No14274/2/17, N4327/2/2017 4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით, „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასების და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის ნაწილში საკითხის დამატებით შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა შემოსავლების სამსახურს.

 

ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება და დავების საბჭოს გადაწყვეტილება „შლაკის“ საბაზრო–სარეალიზაციო ფასით შეფასების და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის ნაწილში იყო დაუსაბუთებელი, რაც ამ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა ამდენად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება. საგადასახდო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25,05.2018 წლის გადაწყვეტილება No14274/2/17, N4327/2/2017 4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით, „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასების და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის ნაწილში საკითხის დამატებით შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა შემოსავლების სამსახურს.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამიწისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სახელდობრ, შპს „-------“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვეს.

 

აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის აღწიშვნით, პირველ სადაო საკითხთან ფასეულობების დაკავშირებით, (გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განნილვა) საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილი აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ცეცხლგამძლე აგური, რაოდენობა 36 940 ცალი) 216 421 ლარის ღირებულებით. შემოწმებით მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების სისწორის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად (ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ფასეულობები გამოუსადეგარი იყო წარმოებისთვის) საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი. მოსარჩელის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სსკ-ის 145-ე მუხლის მე-6 წაწილის მოთხოვნები, რის შედეგად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად და დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას სსკ-ის მე 100 მუხლის გათვალისწინებით, ამასთან, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 161–ე მუხლის შესაბამისად.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის, შე-100 მუხლის პირველი ნაწილის, სსკ-ის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ამავე კოდექსის 161-ე მუხლის დანაწესებზე და განმარტავს რომ მითითებულ სადაო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა გადამხდელის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მას მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა, სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, კერძოდ ცეცხლგამძლე აგური (რაოდენობა 36 940 ცალი) განთავსებული იყო კომპანიის კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე და არ მომხდარა მისი რეალიზაცია. ამასთან აუდიტის დეპარტამენტს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევში დაევალა განეხორცილებინა დარიცხული თანხების კორექტირება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შიდა ინვენტარიზაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ცეცხლგამძლე აგურების რაოდენობამ შეადგინა 13 500 ცალი (გადამხდელის მიერ ჩამოწერილი იყო 36 940 ცალი). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა განხილული საქონლის ნაშთად არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

აპელანტის აღნიშვნით, გადაანგარიშების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2017 წლის 16644 და N16645 ბრძანებებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს კვლავ მიეცა წინადადება შემოწმებისათვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნა რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13500 ცეცხლგამძლე აგური მიეკუთნება საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს (36940 ცალი ცეცხლგამძლე აგური), მიუხედავად. შემოსავლების სამსახურის არაერთი მცდელობისა, გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები-ექსპერტიზის დასკვა, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, საწარმოს 2013 წელს ჩამოწერილი 36 940 აგურის შემდგომ პერიოდში რამდენჯერმე უფიქსირდება ცეცხლგამძლე აგურის შეძენა, შესაბამისად ვერ დგინდება ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი 13 500 ცალი აგური მიეკუთნება თუ არა საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილს.

 

აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელემ საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, ამდენად შემოსავლების სამსახურმა სწორად ჩათვალა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა არ განუხორციელებია ვადაგასული ან და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის დაცვით, ხოლო სასამართლოს დასაბუთებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი იქნა შიდა ინვენტარიზაციის აქტი (საგულისხმოა, რომ ინვენტარიზაციას ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის აუდიტორები), რომლის მიხედვითაც ცეცხლგამძლე აგურების რაოდენობამ შეადგინა 13 500 ცალი, შესაბამისად ამ ნაწილში შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მტკიცებულებით, რადგან თუ ეჭვი არ ქარწყლდება შესაბამისი მტკიცებულებით, იგი ყოველთვის მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, ვინაიდან:

1. ინვენტარიზაცია ჩატარდა თავად გადამხდელის მიერ და ინვენტარიზაციის აქტზე აუდიტორების ხელმოწერა არ არის:

2. საწარმოს 2013 წელს ჩამოწერილი 36 940 ცალი აგურის შემდგომ პერიოდში რამდენჯერმე უფიქსირდება ცეცხლგამძლე აგურის შეძენა, შესაბამისად ვერ დგინდება ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი 13 500 ცალი აგური მიეკუთნება თუ არა საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერის

3.გადასახადის გადამხდელს არაერთხელ მიეცა წინადადება შემოწმებისათვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა იწვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13500 ცეცხლგამძლე აგური მიეკუთნება საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს, მიუხედავათ შემოსავლების სამსახურის არაერთი მცდელობისა გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნა.

 

აპელანტი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ თუ ეჭვი არ ქარწყლდება შესაბამისი მტკიცებულებით, იგი ყოველთვის მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რადგან სსკ ის დებულებების თანახმად, „თავად გადასახადის გადამხდელია ვალდებული სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ასევე საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში“, რაც მეწარმის მიერ არ განხორცილებულა. ამასთან, საკითხი, რომლის ხელახლა შესწავლაც შემოსავლების სამსახურს დაევალა, რეალურად სასამართლოს შესაფასებელია, რადგან აღნიშნული სადაო საკითხი არაერთხელ შეისწავლა შემოსავლების სამსახურმა და მიუხედავათ არაერთი მცდელობისა გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები-ექსპერტიზის დასკვა. შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. დავა მხარეებს შორის უნდა გადაწყვიტოს სწორედ სასამართლომ და საკითხის ხელახლა შესასწავლად შემოსავლების სამსახურისათვის დაბრუნება ნაყოფიერ შედეგს ვერ გამოიღებს, რამდენადაც, სასამართლოს კომპეტენციაა სამართლებრივი შეფასება მისცეს სადაო საკითხს.

 

აპელანტი მეხუთე სადაო საკითხთან, (ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს წარმოების პროცესში გააჩნია საწარმოო დანაკარგები, რომელიც იანგარიშება ჩაშვებული ნედლეულის (ჯართის) გამოსავლიანობის პროპორციულად დანაკარგი წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ჩედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, რომელსაც გააჩნია მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი). საწარმო აღნიშნულ მასას არ ანიჭებს ღირებულებას და უწოდებს მას წარმოების დანაკარგს. ასევე განმარტავს, რომ არსებული ნარჩენის გადატანა ხდება საწარმოს მიმდინარე ტერიტორიაზე და მისი შემდგომი გამოყენება არ ხდება. საწარმო წარმოების პროცესში იყენებს ე.წ. „ინდუქციურ მეთოდს“, რომლის შედეგად დარჩენილ მასებს სასაქონლო თვისებები (გამოიყენება სხვადასხვა წარმოების პროცესში მაგ: სამშენებლო ბლოკის და ცემენტის) შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით მისი ნულოვანი ღირებულებით აღრიცხვა არამართლზომიერია (ბასს-ების მიხედვით მისი ღირებულება უნდა შეფასდეს თვითღირებულებით ან ნეტო სარეალიზაციო ფასით). შედეგად შემოწმებით საწარმოო ნარჩენი (ე.წ. შლაკი) შეფასდა საბაზრო– სარეალიზაციო ფასად და აღნიშნულის შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულება.

 

სსკ-ის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.

 

აპელანტის აღნიშვნით, შემოსავლების სამსახურის 23.02 2017 წლის No4317 ბრძანების თანახმად, მოცემულ სადაო საკითხთან მიმართებაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული 4.04.2017 წლის დასკვნის თანახმად, საწარმომ მოცემულ ვადაში ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას გადაანგარიშების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2017 წლის 16644 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ე.წ. შლაკის რაოდენობა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო აღნიშნული დასკვნის წარდგენის უზრუნველსაყოფად, გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნის გამცემ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული 25.07.2017 წლის დასკვნის თანახმად, საწარმომ მოცემულ ვადაში ვერ წარადგინა ინფორმაცია წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ შლაკის რაოდენობასა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად მოცემულ სადაო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის დარიცხვა მართლზომიერია და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

 

აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მატერიალურად არსებობს აღნიშნული საწარმოო ნარჩენი, შესაძლებელია მისი საექსპერტო შეფასება და საბაზრო ღირებულების გაანგარიშება და ამ ნაწილში საკითხი დამატებითი კვლევისათვის უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ე.წ. შლაკის რაოდენობა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე, რაც მის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში ვერ მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

 

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის No43074 ბრძანებაზე, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“, აპელანტის მტკიცებით, მოცემული ბრძანებით განსაზღვრულია ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების (შემდგომში — ტექნიკური ნორმები) შემუშავება, ხოლო მეცემულ შემთხვევაში სადაოა საექსპერტო შეფასება და საბაზრო ღირებულების გაანგარიშება, რასაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს დანაკარგების ზღვრული ოდენობების დადგენასთან.

 

აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული იურიდიული მომსახურების საფასურისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, „ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38–ე მუხლის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე–5 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა: გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე–2 ნაწილი. ამასთან არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მოცემულ საქმეზე – დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, – გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად სახეზეა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 ე მუხლის „ე“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და იმდენად ბუნდოვანი, რომ შეუძლებელია მისი კანონიერების შემოწმება, შესაბამისად უნდა გაუქმდეს შემდეგი სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 5 სადავო საკითხიდან 2 ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საგადასახადო ორგანოს საკითხების ხელახლა შესწავლა დაავალა სამართლებრივი არგუმენტაციისა და საკითხის შესწავლის რაიმე კონკრეტული, განსხვავებული მეთოდის მითითების გარეშე, რაც აპელანტის თვალსაზრისით, ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას გამოიწვევს მისი აღსრულების ეტაპზე.

 

აპელანტმა პირველ სადავო საკითხთან მიმართებით (გაუფასურებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა) მიუთითა იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გადმოცემულია სარჩელსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარში და აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა არ განუხორციელებია ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მოწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის პროცედურის დაცვით, ისე როგორც ეს იმპერატიულადაა დადგენილია სსკ-ს 145-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ ჩამოწერის

შემდგომ პერიოდში შეიძინა „ცეცხლგამძლე“ აგური რამდენჯერმე, შესაბამისად, ვერ დგინდებოდა ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი 13 500 ცალი აგური მიეკუთვნებოდა თუ არა საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილს, ამასთან, არც მოსარჩელეს და არც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში ზოგადი ხასიათისაა, დაუსაბუთებელია არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

აპელანტი მეხუთე სადაო საკითხთან, (ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით ასევე მიუთითებს იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც სარჩელსა და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარშია გადმოცემული და დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ საკითხზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ არც მოსარჩელეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და არ სასამართლო უთითებს, თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეისწავლოს საგადასახადო ორგანომ აღნიშნული სადავო საკითხი, მაშინ როდესაც საგადასახადო ორგანის მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი(ანალოგიურ საქონელზე იყო მოძიებული ფასების შესახებ ინფორმაცია), ფინანსთა სამინისტრო – მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ისე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილებაა, რომ სათანადოდ არ შეუსწავლია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ხოლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად უარყოფის საფუძველია.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს „-------“, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სახელდობრ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ შპს „-------“ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე) დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა მას ხარვეზის შევსებისთვის კანონით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს და არც ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოუდგენია, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინებით შპს „-------" სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394 ე მუხლების მოთხოვნებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო წაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთან სამინისტროს სააპელაციო საჩივრების ფარგლებში, წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება გაუფასურებული სასაქოჩლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვისა და ე.წ. „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის–საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის ნაწილში.

 

პალატა მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ კანონზე საქართველოს საგადასახდო კოდექსზე და განმარტავს, რომ ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

43.1 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით იმავე მუხლის „გ“ „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

 

საგადასახადო კოდექსის 61 მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, საგადასახდო კოდექსის მე 5 მუხლით განისაზღვრება პირის კალდებულება გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. (1-ლი ნაწილი).

 

საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არ დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახაადო შემოწმების აქტის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში შპს -------“ მიმართ (ს/ნ -------) 29.12.2016 წ. შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი გასვლითი საგადასახადო შემოწმება შემოწმების საფუძველზე (ბრძანებები – 14.11.2016წ, 14.12.2016წ. N31569, N36193) შემოწმება დაიწყო 14.11.2016 წ. დასრულდა 29 12.2016წ. შესამოწმებელი პერიოდი 01.03.2013 (01.01.2014 წ.) შემოწმების შედეგად 29.12.2016 წ. N38959 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 139 647 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 92 994 - ლარი, ჯარიმა - 46 653 ლარი, კომპანიას დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 8 355 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახადები - 8 355 ლარით. გადამხდელის მიმართ გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N022-47, 29.12.2016 წ. (ს.ფ. 97–127, ტ-1),შპს „-------“ მიმართ ასევე შედგა 23.03.2017 წ. საგადასახადო შემოწმების აქტი გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე (საფუძველი ბრძანებები 14.11.2016წ 14.12.2016წ. N31569. N36193) შემოწმება დაიწყო 14.11.2016 წ დასრულდა 23 03 2017 წ. შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2014 წ – 01.10.2016 წ.), რის შედეგადაც 23.03.2017 წ. N7674 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 136 324 ლარი მათ შორის ძირითადი გადასახადი გადასახადები - 78 667 ლარი, ჯარიმა 57 657 კომპანიას შეუმცირდა მიმდინარე გადასასადები – 28 214 ლარით (ს.ფ. 174-211, ტ-1). გადამხდელის მიმართ გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N022–15, 23.03 2017 წ. (ს.ფ 212, ტ– 1).

 

როგორც 29.12.2016წ. შუალედური შემოწმების აქტით ასევე 23.03.2017 წ. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

 

მოცემული დავის ფარგლებში მხარეებს შორის სადავოა ზემოაღნიშნული შემოწმების აქტებით განსაზღვრული დარიცხვები შემდეგი მიმართებით: 1. წარმოების პროცესში დარჩენილი ეწ. „შლაკის“ საბაზრო სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულების ასახვა და 2 გაუფასურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვა. აღნიშნულ ორ საკითხს და დამატებით სხვა საკითხებსაც (რაც სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს აღარ წარმოადგენს) გადამხდელი ასაჩივრებდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის წარმოებისას, რასთან დაკავშირებითაც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის რამდენიმე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი:

 

1. ბრძანება N4317, 23/02/2017 წ. რომლითაც მომჩივნის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი რომ დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სასაქონლო– მატერიალური ფასეულებები კერძოდ, ცეცხლგამძლე აგური 36 940 ცალი განთავსებულია კომპანიის კუთვნილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მომხდარა მისი რეალიზაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). იმავე ბრძანებით ე.წ. „შლაკის" საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასებისა და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულების ასახვის ნაწილში საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ შლაკის რაოდენობასა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და მისი შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). (ს.ფ. 129-139, ტ-1).

 

04/04/2017წ. დასკვნითა და 11/04/2017წ. N9539 ბრძანებით 23.03.2017წ. შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ზემოთ მითითებულ სადავო საკითხში, არ დაექვემდებარა შემცირებას (ს.ფ. 140–151, ტ-1).

 

20/06/2017 წ. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა ბრძანება N16644, რომლითაც წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. „შლაკის“ საბაზრო სარეალიზაციო ფასით შეფასებისა და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულების ასახვის ნაწილში შპს „-------“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო აღნიშნული დასკვნის წარდგენის უზრუნველსაყოფად გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა საექსპერტო დასკვნის გამცემ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება. აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). გადასახადის გადამხდელის საჩივარი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გაუფასურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვის ნაწილში და მას მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნა. რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა იწვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13 500 ცალი ცეცხლგამძლე აგური მიეკუთვნებოდა „ საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს (36 940 ცეცხლგამძლე აგური), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებია შესაბამისი წლების სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება (შემცირება) (ს.ფ 154-161, ტ-1).

 

2. 20/06/2017 წ. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა ბრძანება N16645. რომელიც ენებოდა N022–15, 23.03.2017 წ. საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შპს „-------“ საჩივარს (N022–15, 23.03.2017 წ. საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული იქნა 23.03.2017წ. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე). საჩივრის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მსჯელობის საგანს, სხვა საკითხებთან ერთად, აქაც წარმოადგენდა დარიცხვების კანონიერება წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. „შლაკის“ საბაზრო სარეალიზაციო ფასით შეფასებისა და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულების ასახვისა და გაუფასურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვის ნაწილში. N16645, 20,06.2017წ. ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა იდენტურად N16644 ბრძანებისა, საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა (ს.ფ. 214–220, 1). 25/07/2017წ დასკვნითა და 03/08/2017წ. N20354 ბრძანებით 23.03.2017წ. შემოწმების აქტით დარიცსული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას (ს.ფ. 221–227, ტ 1).

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „------" დირექტორის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიის ინვენტარიზაციის ჯგუფის წევრებმა 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ჩაატარეს 2013 წლის 31 დეკემბრისთვის გაუფასურებული 36 940 ცალი ცეცხლგამძლე აგურის ინვენტარიზაცია, რომელიც განთავსებული იყო ქარხნის ტერიტორიაზე. ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ცეცხლგამძლე აგურებიდან დათვლილი იქნა 13 510 ცალი, დანარჩენი აგურების დათვლა და რაოდენობის დადგენა იყო შეუძლებელი, რადგან იყო დამტვრეული, დაფშვნილი, უმეტესი ნაწილი ჩასული იყო მიწაში, ნაწილი კი ნაგავთან ერთად მიმოფანტული იყო ტერიტორიაზე. აქტს ხელს აწერენ ასევე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები (ს.ფ. 231, ტ-1).

 

მოსარჩელე კომპანია სარჩელში მიუთითებდა, რომ არ მომხდარა ცეცხლგამძლე აგურის ჩამოწერა, არამედ ის მიჩნეული იქნა გაუფასურებულ საქონლად ფინანსური ანგარიშგების მიზნებში, რაც გათვალისწინებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით. გაუფასურების გამო ის აღარ იყო გამოსაყენებლად ვარგისი და შემდგომში მისგან სარგებლის მიღება იყო შეუძლებელი. ფაქტობრივად აღნიშნული ცეცხლგამძლე აგურები განთავსებული იყო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მომხდარა მათი რეალიზაცია ან სხვაგვარი გამოყენება. 2017 წლის 28 თებერვალს კომპანიამ შემოსავლების სამსახურში დამატებით მტკიცებულებად წარადგინა ინვენტარიზაციის აქტი. რომლითაც დადგინდა, რომ აგურების რაოდენობა შეადგენდა 13 500 ცალს, დანარჩენი იმდენად დაზიანებული იყო, რომ დათვლაც ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას, მხარე აღნიშნავს, რომ ამ აგურებს რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნია და შესაბამისად ექსპერტი ვერ განსაზღვრავდა იყო თუ არა აღნიშნული 2012 წელს შეძენილი და 2013 წელს გაუფასურებული საქონელი.

 

საწარმოო დანაკარგების საბაზრო ფასით შეფასების ნაწილში მოსარჩელე განმარტავს, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი მასა, რომელსაც გააჩნა მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი) საწარმოს არ შეუფასებია, რადგან მას თვლის დანაკარგად და გააქვს მიმდებარე ტერიტორიაზე რადგან არ ახდენს მის შემდგომ გამოყენებას, ის ფაქტობრივად არის საწარმოო მტვერი. შემმოწმებლებმა ე.წ. „შლაკი“ შეაფასეს საბაზრო ფასით და ასახეს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყის და საბოლოო ღირებულებაში, რასაც მხარე არ ეთანხმება. თვლის, რომ შლაკს არ გააჩნია სამომხმარებლო/სასაქონლო თვისებები, ვერ მოხდება მის რეალიზაცია, შესაბამისად, საბაზრო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა შეუძლებელია. საგადასახადო ორგანოს მიერ არასწორად მოხდა ამ მიმართებით გადასახადისა და სანქციის დარიცხვა.

 

„შავი ლითონის ჯართის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ" სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის No6339 ბრძანებით შავი ლითონის ჯართისგან ნამზადის დამზადებისას არსებული საწარმოო დანაკარგი განისაზღვრა 12.3%– ის ოდენობით; ნამზადიდან არმატურის დამზადებისას არსებული საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 1 5 %-ის ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლი განსაზღვრავს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესს და ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის. ამასთან კოდექსი განმარტავს სასაქონლო მატერიალური-ფასეულობის ცნებას და ასეთად განიხილავს - პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებულ ნედლეულს, მასალას, ნახევარფაბრიკატებს, სამარაგო ნაწილებს, ტარას და მზა პროდუქციას (საქონელს) ბასს-ის მიხედვით (მუხლი 8.28).

 

როგორც ზევით აღინიშნა, გადასახადის გადამხდელის (მოსარჩელის) მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინა ინვენტარიზაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ცეცხლგამძლე აგურების რაოდენობამ შეადგინა 13 500 ცალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ ამ ნაწილში შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა ფაქტობრივი მოცემულობით, რაც ფიქსირდებოდა რეალურად ადგილზე და რაც ასახული იყო წარდგენილ მტკიცებულებაში და ისე განესაზღვრა სასაქონლო-მატერიალური (ცეცხლგამძლე აგური) საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად ჩათვლისა და ერთობლივ შემოსავალში მისი ასახვის საკითხი, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს მითითებულ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32. 4 მუხლის საფუძველზე, საკითხის ხელახლა კვლევისა და ახალი აქტის გამოცემის მიზნით საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 8,28 და 145.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს რამდენად წარმოადგენს საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ე.წ. „შლაკი“ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას ანუ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებულ/გამოსაყენებელ ნედლეულს, მასალას, ნახევარფაბრიკატს, სამარაგო ნაწილებს, ტარას და მზა პროდუქციას . (საქონელი), რომლის აღრიცხვაც გადასახადის გადამხდელს ევალება/ევალებოდა და რომლის ღირებულებაც გავლენას ახდენს დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრაზე. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული საწარმოო წარჩენი (შლაკი), განთავსებულია მოსარჩელე საწარმოს ტერიტორიაზე. ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან მატერიალურად არსებობს აღნიშნული საწარმოო ნარჩენი, შესაძლებელია მისი საექსპერტო შეფასება და საბაზრო ღირებულების გაანგარიშება. სხვა მსგავსი კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საბაზრო ღირებულების გაანგარიშება რელევანტური იქნება მაშინ, თუ საწარმოო ნარჩენი ფიზიკურად არ იარსებებდა და სავარაუდოდ ჩაითვლებოდა რეალიზებულად.

 

საგადასახადო კოდექსის 70.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა, ხოლო 70,5. მუხლით პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. 73 5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) - თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 145.2-145.3 მუხლებით, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე. გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. 145.6 და 145.7 მუხლით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 994, 31.12.2010 წ. ბრძანებით დამტკიცებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარებისა და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის წესი, რომლის 32-ე მუხლი ადგენს, რომ 1. სმფ-ების ჩამოწერა ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით გაფორმებული დოკუმენტის (დანართი No24) საფუძველზე. 2 დოკუმენტის გაფორმება მოიცავს სმფ-ების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების პროცედურას 3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს და მის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს გადასანადის გადამხდელი. 4. სმფ-ების ჩამოწერა სრულდება: ა) საქონლის სრული განადგურებით; ბ) საქონლის პირველადი სახის შეცვლით. 5. თუ გადასახადის გადამხდელი ან ჩამოსაწერი სმფ-ის სახეობა არ მოექცევა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული რისკების კრიტერიუმებში, სმფ-ების ჩამოწერის დადასტურება ხდება პირდაპირ, ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის გათვალისწინებული მეშვეობით, ამ წესის 33-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. 35-ე მუხლის შესაბამისად, 1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უნდა გამოცხადდეს განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დედანი ან მისი დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. 2. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელთან, მის წარმომადგენელთან ან/და მოწვეულ სპეციალისტთან ერთად უზრუნველყოფს დანართი No24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად აღწერას. საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო ან ფოტო დაფიქსირებას. 3. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია დანართი No24 ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად არსებულთან შედარება, მას უფლება აქვს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს საკუთარი ხარჯებით შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა. 4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დანართი No24 ზე ხელმოწერით დასტურდება მხოლოდ ვადაგასული, გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ფაქტობრივი აღწერა, მისი განადგურება (დანართი No24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტი) და ამ პროცედურის განხორციელებისას გამოვლენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (დანართი No24-ში მოცემული ცხრილის – მე-9 სვეტი) ან უარი მის დადასტურებაზე, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა უარის თქმის გარემოებებზე მითითებით. 36-ე მუხლი ადგენს ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების გამომრიცხველი გარემოებებს და ასეთად განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ნაწილობრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გადასახადების გადახდა უკავშირდება პირის მიერ გარკვეული ქონებრივი სიკეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებას გადასახადის გადახდის გზით პირის კერძო საკუთრების ნაწილი შემხვედრი პირდაპირი სარგებლის გარეშე გადადის სახელმწიფოს განკარგულებაში. შესაბამისად, აშკარაა მისი შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უფლებასთან (ამჟამად კონსტიტუციის მე-19 მუხლი - საკუთრების უფლება). თუმცა, ამავე დროს, გადასახადების გადახდა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით განსაზღვრულ პირის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების შეგროვების გზით სახელმწიფო პირებისაგან გარკვეულ თანხას საპასუხო შესრულების გარეშე იღებს, მათი არსებობა მაინც ვერ იქნება მიჩნეული როგორც საკუთრების უმიზეზოდ ჩამორთმევის მსგავსი, თავისთავად, არაკონსტიტუციური ქმედება. სახელმწიფო გადასახადებს აგროვებს საჯარო უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ეს კონსტიტუციის დამკვიდრებული კერძო საკუთრებითი წესრიგის შემადგენელი ნაწილია ... საქართველოს კონსტიტუციის 94 ე მუხლი (ამჟამინდელი რედაქციის მუხლი 67 – გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა) თავისთავად მოიაზრებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, შემოიღოს გადასახადი და მასთან დაკავშირებით განახორციელოს ეფექტური ადმინისტრირება... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე,,შპს ,,-------“ შპს ,,-------“ და სს ,,---------“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ - No25.700. 26.07.2015 წელი და „ტელენეტი“ საქართველო პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 28 დეკემბრის NZ/7/667 28.12.2017წ).

 

სასამართლო განმარტავს რომ, მართალია, ამა თუ იმ გადასახადის დადგენასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები ფართოა, რადგან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო ზემოხსენებული გადაწყვეტილებებშია განმარტებული. .კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში ძნელია, ხშირ შემთხვევებში კი შეუძლებელიც, შემოწმდეს, რამდენად სწორად ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საჭირო თანხების მოცულობის განსაზღვრას სასამართლო ასევე ვერ შეაფასებს, თუ ფისკალური პოლიტიკის რომელი მოდელით, მთლიანი შიდა პროდუქტის რა წილის დაბეგვრაა უმჯობესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“, რომ „შეუძლებელია კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში შეფასდეს ამა თუ იმ მოცულობის გადასახადის გადახდევინება წარმოადგენს თუ არა საკუთრების უფლების აუცილებელ ან/და ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტური სიზუსტით შეფასდეს, რამდენად სწორად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების შესახებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადახდის დამდგენი რეგულირების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მულთან (მე-19 მუხლთან) მიმართებით კონსტიტუციურად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს გონივრული, საგადასახადო ტვირთის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი შეუძლებელს ან შეუსაბამოდ რთულს არ უნდა ხდიდეს საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვას", თუმცა, რაც შეეხება უკვე დადგენილი/დაწესებული გადასახადის ადმინისტრირებას, მისი გადახდევინების პროცედურებს და ამ პროცესში საგადასახადო ორგანოს უფლებას, გადასახადის დარიცხვის მიზნით მოითხოვოს დასაბეგრი ბაზის მოცულობის განსაზღვრა, რისთვისაც გადასახადის გადამხდელთათვის დგინდება გარკვეული ვალდებულებები, ამ პროცესში საგადასახდო ორგანო, როგორც სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კონსტიტუციით გარანტირებული პირის საკუთრების უფლება.

 

ზოგადად, აღრიცხვის გაუმჯობესებისათვის გადასახადის გადამხდელთათვის გარკვეული ვალდებულებების დადგენა საგადასახადო ადმინისტრირების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, თუ გადასახადის გადამხდელებს არ ექნებათ აღრიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ეს შეუძლებელს გახდის გადასახადების დარიცხვას, გარკვეულწილად, აზრსაც კი დაუკარგავს გადასახადების გადახდის კონსტიტუციური ვალდებულების ან/და ზოგადად საგადასახადო კანონმდებლობის არსებობას.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ მოხსენიებულ გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ "...დასაბეგრი ბაზის აღრიცხვისათვის სათანადო კანონმდებლობის შექმნა და გაუმჯობესება ასევე წარმოადგენს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ყველა გადასახადის გადამხდელის მიმართ თანასწორად აღსრულება საბაზრო კონკურენციის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ხოლო გადასახადების არასათანადო ადმინისტრირება, უპირველეს ყოვლისა, კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესებს აზიანებს, ვინაიდან მის არაკეთილსინდისიერ კონკურენტებს აძლევს, გადასახადების დამალვის გზით, საბაზრო უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება უმნიშვნელოვანეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ ამიტომ კანონმდებელი ქმნის საგადასახადო აღრიცხვასთან დაკავშირებულ რიგ ვალდებულებებს, ისეთებს, როგორებიცაა: სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარკვეული ვადით შენახვა. ბუღალტრული აღრიცხვის ამა თუ იმ სტანდარტის გამოყენების ვალდებულება და ა.შ. ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება წარმოადგენს გადასახადის გადახდის ვალდებულების კონსტიტუციურ ფარგლებში აღსრულების განუყოფელ მექანიზმს. დაბეგვრის სათანადოდ განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნა გადასახადების გადახდის ვალდებულების თანმდევ საჭიროებას წარმოადგენს. შესაბამისად, უდიდესია იმ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დაცვასაც დაბეგვრის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები ემსახურება.“

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე სს "ტელენეტი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N27/667, 28.12.2017 წელი განიმარტა: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოში საგადასახადო ორგანოებს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები. ამავე მუხლის მე-3 ჩაწილი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოები ასრულებენ საგადასახადო კონტროლის უფლებამოსილებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ როგორც ფორმალური თვალსაზრისით (წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს), ასევე შინაარსობრივად (ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, რაც, თავისი არსით, საჯარო უფლებამოსილებაა) შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების უზოგადესი განმარტება მოცულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად. დისკრეციული უფლებამოსილება „ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება". აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის მისი ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. აღსანიშნავია, რომ დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად. ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად. ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე... ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობის განმარტებისას აუცილებელია, ხაზი გაესვას დაწერილი სამართლისა და მისი პრაქტიკაში აღსრულების ურთიერთკავშირს ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები ხშირად წარმოდგენილია ზოგადი სახით, რის ინდივიდუალიზაციასა და „ცოცხალ“ სამართლად ქცევას, მასზე დელეგირებული დისკრეციული უფლებამოსილებების მეშვეობით, შემდგომ ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო...

 

ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭებას, ხშირ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას.“ საქართველოს კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადასდა კანონით დადგენილი ოდენობით და წესით საგადასახადო კოდექსის 5.1 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. რამდენადაც გადასახადის გადამხდელს მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობის გადასახადის გადახდის ვალდებულება გააჩნია ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სწორად განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულება გადასახადების სახეობა და მათი ოდენობა.

 

პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასების პროცესში, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის მომზადების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონიერებას, რადგან ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, მოსარჩელესთან მიმართებით ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა სამართლის ნორმისა და ადმინისტრაციული ორგანოს, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილად გამოკლევის პრინციპს ემსახურება ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტის არსებობაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297 - ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ იქნა გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რის გამოც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე 4 ნაწილის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის პრეტენზიას საპროცესო ხარჯების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის საწინააღმდეგოდაც გადაწყდა დავა და აღნიშნულს არ ცვლის საკანონმდებლო დანაწესი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან წინასწარი გათავისუფლების შესახებ („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე საგადასახადო ორგანოს დაეკისრა არა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ მოსარჩელის მიერ სამართალწარმოებისათვის წინასწარ გაღებული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის სახით და იურიდიული მომსახურებისათვის. გადახდილი თანხის) ნაწილობრივ ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა.

 

პალატა - მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა წაწილობრივ. ამასთან არ არსებობდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად აპელანტის სააპელაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

აპელანტები, სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390 ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა No6) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32).

 

მოსამართლეები:

სათუნა ხომერიკი,ნანა კალანდაძე

ლერი თედორაძე