ბრძანება N 33110
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33110
27 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 13 დეკემბრის საჩივრის ნაწილობრივ
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) 2023 წლის 13 დეკემბრის №212566/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხულ პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხების შემცირება (კორექტირება), რითაც დარიცხული თანხების სრულად ანულირება უნდა მომხდარიყო. აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ დრომდე გადაანგარიშება არ განხორციელებულა, რის გამოც საწარმოს დღემდე ადევს საგადასახადო გირავნობა, ხოლო საბანკო დაწესებულებებთან მიმართებაში აქვს პრობლემები, ვინაიდან დარიცხული თანხების გამო გაძნელებულია ახალი ფინანსური სახსრების მოძიება და კომპანიის მიერ დასახული გეგმების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანების აღსრულებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33235 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33667 ბრძანება და ამავე თარიღის №002-268 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 174 789 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 208 ლარი, ჯარიმა 39 882 ლარი, საურავი 41 699 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 25 და 26 იანვარს წარდგენილ იქნა საჩივრები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე გადახდილი სესხის პროცენტზე კვალიფიკაციის შეცვლის და დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანების აღსრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანების აღსრულება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანების აღსრულებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19188 ბრძანების აღსრულება
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2, 3).