ბრძანება N 3037
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3037
20 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------;
იურ. მის.: --------------------------)
2025 წლის 27 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) 2025 წლის 27 იანვრის №93948/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №002-230 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის გამო, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას, მოგების გადასახადის დარიცხვას და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. განმარტავს, რომ კომპანია დაფუძნდა ------ ფერმის აშენებისა და განვითარების მიზნით. აცხადებს, რომ 200 000 ლარის ოდენობის შესყიდვებიდან 100 000 ლარზე მეტ შესყიდვაზე მითითებულია ფერმის ზუსტი მისამართი (სოფელი -----ი), ხოლო სადაც არ არის მითითებული აღნიშნული მისამართი, დაფიქსირებულია ის მისამართები, სადაც ხდებოდა შეძენილი აქტივების დროებით დასაწყობება ფერმაში გადასაზიდად. განმარტავს, რომ შიდა გადაზიდვების სასაქონლო ზედნადებები არ იწერებოდა, რადგან კომპანიას არ ჰყავს ბუღალტერი და ფინანსისტი, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების გამოწერას. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №25981 და 11 დეკემბრის №26128 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობის და დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით.შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 დეკემბრის №27120 ბრძანება და ამავე თარიღის №002-230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 571 ლარი, მათ შორის, გადასახადი 42 979 ლარი, ჯარიმა 21 489 ლარი, საურავი 10 103 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. შემოწმებამ შეისწავლა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორე. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, საწარმომ 2020 წელს დაიწყო ფერმის მშენებლობა დამფუძნებლის მიწაზე ---ის რაიონში. აღნიშნული ნაკვეთი საწარმოს იჯარით აქვს აღებული. ვინაიდან საწარმომ ვერ განახორციელა დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზება ამჟამად საქმიანობა შეჩერებული აქვს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, ასევე, არ დგინდება რეალურად გახარჯული საქონლის მიზნობრიობა. კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონელი (ძირითადად სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ტრანსპორტირებით მიტანილია სხვადასხვა მისამართებზე ძირითადად -------ში, -------ში და მცირე რაოდენობა (შეძენების 4%-მდე) -----ში. ძირითად მისამართებზე დამფუძნებლებს უფიქსირდებათ უძრავი ქონება ან საქმიანობის ადგილი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან არ დგინდება შეძენილი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი (საწარმოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ახსნა-განმარტება/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა მიღებული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობას), მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმა.
. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ცოცხალი ცხოველებით. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არ უფიქსირდება. ამასთან, მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში შეძენილ საქონელზე (ძირითადად შეძენილია სამშენებლო მასალები), ხოლო საწარმოს უძრავი/მოძრავი ქონება არ უფიქსირდება. კომპანიას საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება შეძენილი საქონელი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, თუმცა შემოწმებით არ დგინდება მიღებული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმომ 2020 წელს დაიწყო ფერმის მშენებლობა დამფუძნებლის მიწაზე ---ის რაიონში, რომელიც საწარმოს იჯარით აქვს აღებული. ვინაიდან საწარმომ ვერ განახორციელა დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზება ამჟამად საქმიანობა შეჩერებული აქვს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, ასევე, არ დგინდება რეალურად გახარჯული საქონლის მიზნობრიობა. კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონელი (ძირითადად სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ტრანსპორტირებით მიტანილია სხვადასხვა მისამართებზე, ძირითადად -----ში, -----ში და მცირე რაოდენობა (შეძენების 4%-მდე) -----ი. ძირითად მისამართებზე დამფუძნებლებს უფიქსირდებათ უძრავი ქონება ან საქმიანობის ადგილი. ვინაიდან არ დგინდება შეძენილი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი (საწარმოს მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ახსნა-განმარტება/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა მიღებული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობას), მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია. შედეგად, შემოწმებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯზე საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და გაუუქმდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, კომპანია დაფუძნდა --ის ფერმის აშენებისა და განვითარების მიზნით. აცხადებს, რომ დამფუძნებელმა 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლითაც -----ის რაიონში იჯარით აღებულ მიწაზე ააშენა ფერმა. განმარტავს, რომ პირველადი ინვესტიციის შემდეგ უნდა მომხდარიყო სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამაში, თუმცა აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალა პანდემიამ. აღნიშნავს, რომ ამჟამად იჯარით აღებულ მიწაზე აშენებული აქვს შენობა-ნაგებობა, მაგრამ ფაქტობრივად ფუნქციონირება არ დაუწყია, რადგან დამფუძნებლები ცდილობენ მოიპოვონ გრანტი ან მოიზიდონ ისეთი ინვესტიცია, რომელიც საშუალებას მისცემთ ევროპიდან ჩამოიყვანონ სპეციალური ჯიშის მერძევე -----ი. აცხადებს, რომ ყველა სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ფერმის ზუსტი მისამართი, კერძოდ, 200 000 ლარის შესყიდვებიდან 100 000 ლარზე მეტ შესყიდვაზე მითითებულია ფერმის ზუსტი მისამართი (სოფელი -----ი), ხოლო სადაც არ არის მითითებული აღნიშნული მისამართი, მითითებულია ის მისამართები, სადაც ხდებოდა შეძენილი აქტივების დროებით დასაწყობება ფერმაში გადასაზიდად. განმარტავს, რომ შიდა გადაზიდვების სასაქონლო ზედნადებები არ იწერებოდა, რადგან კომპანიას არ ჰყავს ბუღალტერი და ფინანსისტი, რომლებიც უზრუნველყოფენ შიდა გადაზიდვების სასაქონლო ზედნადებების გამოწერას. ამასთან, მზადყოფნას აცხადებს შემმოწმებლების მიერ ----- ფერმის დათვალიერებაზე, რომლითაც დადასტურდება, რომ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი მასალები სრულად მოხმარდა ფერმის მშენებლობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის დღგის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის, დღგის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის გამო, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას, მოგების გადასახადის დარიცხვას და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25981 და №26128 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობის და დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით.შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27120 ბრძანება და №002-230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 571 ლარი, მათ შორის, გადასახადი 42 979 ლარი, ჯარიმა 21 489 ლარი, საურავი 10 103 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმებამ შეისწავლა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონლის/მომსახურების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორე. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან არ დგინდება მომჩივანის მიერ შეძენილი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი (საწარმოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ახსნა-განმარტება/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა მიღებული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობას), მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმა.
ასევე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არ უფიქსირდება. ამასთან, მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში შეძენილ საქონელზე (ძირითადად შეძენილია სამშენებლო მასალები), ხოლო საწარმოს უძრავი/მოძრავი ქონება არ უფიქსირდება. კომპანიას საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება შეძენილი საქონელი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, თუმცა შემოწმებით არ დგინდება მიღებული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის დღგის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის, დღგის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9 (1); 73(5 „ა“.9 ,,ბ“); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“); 175(1 „ა“.„ბ“.2); 176(1 „ა“);