ბრძანება N 12461

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2026
№ დოკუმენტი 12461
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12461

08 ივნისი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 23 მაისის №102544/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №006-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორის მიერ კომპანიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობის დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განხილვას. აცხადებს, რომ 2024 წლის 13 სექტემბერს კომპანიის მიერ შეძენილი 43.60 კვ.მ. ფართი მისი საცხოვრებელი სტატუსის მიუხედავად, შეძენის დღიდან, ექსკლუზიურად გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის (როგორც საოფისე და სასაწყობე სივრცე). ვინაიდან კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და საბითუმო ვაჭრობა აღნიშნულ ფართში ინახება სამუშაო მასალები და ინვენტარი, რაც გამორიცხავს ბინის პირადი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებას. შემმოწმებლის მითითება, რომ კომუნალურ ქვითრებში დაფიქსირებული დაბალი მოხმარება მიუთითებდა ბინის ეკონომიკურ საქმიანობისთვის გამოუყენებლობაზე მოკლებულია ლოგიკას, ვინაიდან საოფისე და სასაწყობე რეჟიმში ფართის გამოყენება (სადაც არ ხდება მუდმივი ცხოვრება, წყლისა და გაზის ინტენსიური საყოფაცხოვრებო მოხმარება) ბუნებრივად განაპირობებს რესურსების მინიმალურ დანახარჯს, რაც პირიქით ადასტურებს, რომ აქტივი არ გამოიყენებოდა საცხოვრებლად.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მარტის №5138 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 27 იანვრისა და 6 თებერვლის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში გადახდილი კომუნალური გადასახადების შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მარტის №5138 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 17 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს ,,-------“ 2024 წლის 13 სექტემბერს შეიძინა 43.60 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქალაქი „-------“, „-------“ ქუჩა, №-- „ბ“. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნული ბინით უსასყიდლოდ სარგებლობდა შპს ,,-------“ დირექტორი,„-------“. 2026 წლის 24 მარტს შპს „--------“ წარმოადგინა ზემოაღნიშნული ბინის კომუნალური გადასახადების ქვითრები (გაზის და დენის). აღნიშნული ქვითრების ანალიზისას გაირკვა, რომ ბინის შეძენის პერიოდიდან - შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, ფიქსირდებოდა უწყვეტად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოცულობა იყო გაზრდილი, რაც მიუთითებს ამ პერიოდში აღნიშნული ბინით სისტემატურად სარგებლობის ფაქტზე. რაც შეეხება აღნიშნული ბინის საოფისე და სასაწყობე ფართად გამოყენების ფაქტს, აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა გამოწერილი ან მიღებული, საქონლის შეძენის ან რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდა მიღებული №------ სასაქონლო ზედნადებისა და შიდა გადაზიდვის №------- სასაქონლო ზედნადებისა, რომლებიც იყო პირადი ხასიათის (შეძენილია 1 თმის დასახვევი უთო და შიდა გადაზიდვით მიტანილია 1 მაგიდა). შესაბამისად, წარმოდგენილი კომუნალური ქვითრების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ბინის კომუნალური გადასახადების ქვითრები (ელექტროენერგია და გაზი). აღნიშნული ქვითრების ანალიზისას გაირკვა, რომ ბინის შეძენის პერიოდიდან - შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, ფიქსირდებოდა უწყვეტად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოცულობა იყო გაზრდილი, რაც მიუთითებს ამ პერიოდში აღნიშნული ბინით სისტემატურად სარგებლობის ფაქტზე. რაც შეეხება აღნიშნული ბინის საოფისე და სასაწყობე ფართად გამოყენების ფაქტს, აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა გამოწერილი ან მიღებული, საქონლის შეძენის ან რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდა მიღებული №-------- სასაქონლო ზედნადებისა და შიდა გადაზიდვის №-------- სასაქონლო ზედნადებისა, რომლებიც იყო პირადი ხასიათის. შესაბამისად, წარმოდგენილი კომუნალური ქვითრების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორის მიერ კომპანიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ სარგებლობის დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განხილვას.

2.გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2024 წლის 13 სექტემბერს შეიძინა საცხოვრებელი ბინა.შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნული ბინით უსასყიდლოდ სარგებლობდა საწარმოს დირექტორი2026 წლის 24 მარტს მომჩივანმა წარმოადგინა ბინის კომუნალური გადასახადების ქვითრები.აღნიშნული ქვითრების ანალიზისას გაირკვა, რომ ბინის შეძენის პერიოდიდან - შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, ფიქსირდებოდა უწყვეტად ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოცულობა იყო გაზრდილი, რაც მიუთითებს ამ პერიოდში აღნიშნული ბინით სისტემატურად სარგებლობის ფაქტზე. რაც შეეხება აღნიშნული ბინის საოფისე და სასაწყობე ფართად გამოყენების ფაქტს, აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა გამოწერილი ან მიღებული, საქონლის შეძენის ან რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდა მიღებული სასაქონლო ზედნადებისა და შიდა გადაზიდვისსასაქონლო ზედნადებისა, რომლებიც იყო პირადი ხასიათის.შესაბამისად, წარმოდგენილი კომუნალური ქვითრების ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).