შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში "ხელშემკვრელი მხარეები"
ადასტურებენ თავის მისწრაფებას ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის თავისუფალი განვითარებისაკენ,ითვალისწინებენ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ინტეგრაციულ ეკონომიკურ კავშირებს,ისწრაფვიან თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ საქართველოსა და თურქმენეთს,აღიარებენ, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას,გამომდინარე თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლებებიდან გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა,განზრახული აქვთ ხელი შეუწყონ ეკონომიკური აქტიურობის ზრდას, სრული დასაქმების უზრუნველყოფას, მწარმოებლურობის ზრდისა და რესურსების რაციონალურ გამოყენებას,ისწრაფვიან ხელი შეუწყონ მსოფლიო ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებასა და ზრდას, მისი განვითარების გზაზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრას,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1.
ხელშემკვრელი მხარეები არ გამოიყენებენ საბაჟო გადასახადებს, ბეგარას და ექვივალენტური ქმედების მქონე ასაკრებლებს იმ საქონლის ექსპორტსა და/ან იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის.
გამონაკლისი ამ სავაჭრო რეჟიმიდან საქონლის შეთანხმებულ ნომენკლატურაზე ფორმდება ყოველწლიური დოკუმენტებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების გამუყოფელ ნაწილს.
ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდში ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან წარმოშობილ საქონელში იგულისხმება საქონელი:
სრულად წარმოებული ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე;
რომელმაც განიცადა დამუშავება ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის ნედლეულის, მასალების, სათადარიგო ნაწილების გამოყენებით და ამასთან დაკავშირებით შეეცვალა კუთვნილება საგარეო-ეკონომიკრი საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კლასიფიკაციის მიხედვით;
რომელიც წარმოშობილია ამ პუნქტის ,,b" ქვეპუნქტში მითითებული ნედლეულის, მასალებისა და სათადარიგო ნაწილების გამოყენებით, იმ პირობით, რომ მათი საერთო ღირებულება არ აღემატება რეალიზებული საქონლის საექსპორტო ნაწილის ფიქსირებულ წილს.
საქონლის წარმოშობის ამგვარი წესები შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ცალკე დოკუმენტში, რომელიც იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
მუხლი 2.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე არ განახორციელებს:
მეორე ხელშემკვრელი მხარის საქონლის, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაბეგვრას შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონელი;
იმ საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეთანხმება, რაიმე სპეციალური შეზღუდვებისა და მოთხოვნების შემოღებას, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოიყენებდა შიდა წარმოების ანალოგიური საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილ საქონლის მიმართ;
მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის საწყობებში მოთავსების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და გადარიცხვის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ.
დაუშვას იმ საქონლის არასანქციონირებული რეექსპორტი, რომლის ექსპორტთან მიმართებაშიც, ხელშემკვრელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშობა ეს საქონელი, იყენებს სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ზომებს.
მუხლი 3.
ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გატარებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ექვივალენტური ღონისძიებებისაგან.
ამ მუხლში მითითებული რაოდენობრივი შეზღუდვები შეიძლება დადგინდეს ცალმხრივად და მკაცრად განსაზღვრული ვადით. მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
შიდა ბაზარზე ამ საქონლის მწვავე დეფიციტის დროს, საგადასახადო ბალანსის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე, ან თუ რომელიმე საქონელი იმპორტირებულია, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ისეთი გაზრდილი ოდენობით, ან ისეთ პირობებში, რომლებიც ზიანს აყენებენ, ან ემუქრებიან ზიანის მიყენებით მსგავსი ან საშუალოდ კონკურირებადი საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებს, ამ შეთანხმების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.
ხელშემკვრელი მხარე, რომელიც გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარმოუდგენს მეორე ხელშემკვრელ მხარეს სრულ ინფორმაციას ხსენებული შეზღუდვების შემოღების მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების სავარაუდო ვადების შესახებ, რომლის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები.
ამ მუხლის შესაბამისად, რაოდენობრივი შეზღუდვების შემოღება ფორმდება ცალკე ოქმით.
მუხლი 4.
ხელშემკვრელ მხარეთა შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებები და გადარიცხვები განხორციელდება სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკების მიერ განსაზღვრული მექანიზმების შესაბამისად, საანგარიშსწორებო და საკრედიტო ურთიერთობები განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით.
მუხლი 5.
ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას:
კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის ვაჭრობასთან, ინვესტიციებთან, დაბეგვრასთან, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობასთან და სხვა საფინანსო მომსახურებასთან სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებთან საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით.
ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.
ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები ათანხმებენ ამგვარი ინფორმაციის გაცვლის წესს.
მუხლი 6.
ხელშემკვრელი მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან მისი შემდეგი მეთოდები, კერძოდ, მაგრამ არა გამონაკლისის სახით:
ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და საქმიანი პრაქტიკის ზოგადი მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკუტრნცია, ან დაარღვიონ მისი პირობები ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე;
მოქმედებები, რომელთა ერთი ან რამდენიმე საწარმო თავის დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას ხელშემკვრელი მხარეების მთელ, ან ხნ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე.
მუხლი 7.
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისათვის, საბაჟო პროცედურების ჩატარებისათვის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ გამოიყენონ ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი ცხრანიშნა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემაზე და ევროკავშირის კომბინირებულ სატარიფო-სტატისტიკურ ნომენკლატურაზე. ამასთანავე, ხელშემკვრელი მხარეები, საკუთარი საჭიროებისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის განვითარების ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც.
სასაქონლო ნომენკლატურის საეტალონო პირის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმომადგენლობების მეშვეობით.
მუხლი 8.
ხელშემკვრელი მხარეები თანახმად არიან მასზე, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის განაწილებისა და კოოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს.
ამასთან დაკავშირებით, ყოველი ხელშემკვრელი მხარე, უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე იმ საქონლის შეუფერხებელ ტრანზიტს, რომელიც წარმოშობილია მეორე ხელშემკვრელი მხარის და/ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის და მიაწოდებს ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდავებს ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის არსებულ ყველა საჭირო საშუალებასა და მომსახურებას, რომლის შეთავაზების პირობები არ იქნება უარესი ვიდრე პირობები, რომლებსაც სთავაზობენ იგივე სახის მომსახურებისა და საშუალებებისათვის, საკუთარ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს ან ნებისმიერ მესამე ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და გადამზიდავებს.
სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ტვირთების გატარების წესი და პირობები რეგულირდება გადაზიდვების საერთაშორისო წესების შესაბამისად.
მუხლი 9.
ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებას, გაატაროს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც იგი თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან რომლებიც აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებისათვის, რომლის მონაწილეთაც იგი ითვლება ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ზომები ეხება:
ინფორმაციას ეროვნული უშიშროების ინტერესების შესახებ;
იარაღით, საბრძოლო მასალებითა სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას;
თავდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებულ წარმოებასა და კვლევას;
იმ მასალებისა და დანადგარების მიწოდებას, რომელთა გამოყენება ხდება ბირთვულ მრეწველობაში;
საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების დაცვა;
ოქროს, ვერცხლს ან სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებს;
ადამიანთა ჯანმრთელობის, მცენარეების, ცხოველთან და გარემოს დაცვას;
მხატვრული, არქეოლოგიური და ისტორიული ფასეულობების დაცვას, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ მონაპოვარს;
შეუვსებელი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას;
პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას, როდესაც დახმარების სახელმწიფო პროგრამათა განხორციელების შემთხვევაში ამ პროდუქციაზე შიდა ფასი დაბალია მსოფლიო ფასთან შედარებით;
საგადასახადო ბალანსის დარღვევას.
მუხლი 10.
მესამე ქვეყნების მიმართ საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს და მიიღებენ ურთიერთშეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტერმის შესაქმნელად.
მუხლი 11.
ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადრე დადებული ორმხრივი შეთანხმების დებულებებს, იმდენად, რამდენადაც ისინი შეუვსებელია მათთან, ან მათი იდენტურია.
მუხლი 12.
დავები ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკების გზით.
ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობაში.
ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ, რომ ორივე ქვეყნის სამეურნეო სუბიექტებს შორის კომერციული კონტრაქტებისა და გარიგებების განმარტებისა და შესრულებისას წარმოქმნილი პრეტენზიები და დავები, თუ შეუძლებელი იქნება მათი გადაწყვეტა მეგობარი გზით კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე და თუ არის შეთანხმებული სხვა რამ, წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეთა საარბიტრაჟო სასამართლოების კომპეტენციას, ან კონტრაქტის ხელმომწერი მხარეების შეთანხმებით განიხილება მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ მის ტერიტორიაზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და განხორციელებისათვის.
მუხლი 13.
ამ შეთანხმების რეალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების გამომუშავებისათვის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ საქართველო-თურქმენეთის ერთობლივი კომისია, რომელიც ერთ-ერთი მხარის სურვილით შეიკრიბება საქართველოში ან თურქმენეთში.
მუხლი 14.
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებით და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 15.
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი ფორმალობის შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების ურთიერთგაცვლის თარიღიდან და ძალაში რჩება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისადმი წერილობითი შეტყობინების დღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ.
ამ შეთანხმების დებულება, მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, გამოიყენება კონტრაქტებისათვის ორივე ქვეყნის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის, რომელიც იყო დადებული, მაგრამ შეუსრულებელი ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 20 მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განმარტების დროს უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, ტექსტი რუსულ ენაზე ითვლება ძირითადად.
საქართველოს მთავრობის სახელით
თურქმენეთის მთავრობის სახელით