შეთaნხმება საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 21.03.2002
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

2002 წლის 27 სექტემბრის N 1673-ის დადგენილებით

ძალაშია 2003 წლის 21 თებერვლიდან

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

 

საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს

მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის

თავიდან აცილებისა და შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის

შესახებ

 

საქართველოს მთავრობა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას სურთ რა დადონ შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

თავი I

შეთანხმების მოქმედების სფერო

 

მუხლი 1

პირები რომელთა მიმართაც გამოიყენება შეთანხმება

 

ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.

 

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

 

1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებზე იმ გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი მხარის, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მისი გადახდევინების წესისა.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება, ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება

შემოსავლის მთლიანი თანხიდან ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, მათ შორის უძრავი ან მოძრავი

ქონების გასხვისების მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადახდევინებული გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ნამატი ღირებულებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოში:

(I) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში "საქართველოს გადასახადები")

b) ნიდერლანდებში:

-de inkomstenbelfsting (საშემოსავლო გადასახადი)

-de ioonbelasting (ხელფასის გადასახადი)

-de vennootschapsbelasting (კომპანიის გადასახადი) მოიცავს:

მთავრობის წილს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციიდან მიღებულ წმინდა მოგებაში, რომელიც იბეგრება 1810 წლის სამთომოპოვებით აქტის Mijnwet 1810 (the mining Act of 1810) - ის თანახმად იმ ნაწილში, რომელიც 1967 წლიდან გაცემულ კონცესიებს ეხება; ან 1965 წლის ნიდერლანდების კონტინენტური შელფის სამთომოპოვებითი აქტის (Mijnwet Contintntaal Plat)-ის თანახმად.

-de dividendbelasting (დივიდენდის გადასახადი),(შემოდგომში ნიდერლანდების გადასახადები")

 

4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ იქნება შემოღებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახებ.

 

თავი II

განსაზღვრებები

 

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

 

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ნიდერლანდების სამეფოს (ნიდერლანდებს), კონტექსტის შესაბამისად: ტერმინი ხელშემკვრელი სახელმწიფოები ნიშნავს საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს (ნიდერლანდებს);

b) ტერმინი ,,საქართველო” საქართველოს მიმართ ნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე მისი ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

c) ტერმინი ნიდერლანდები ნიშნავს ნიდერლანდების სამეფოს ნაწილს, რომელიც მდებარეობს ევროპაში, მისი ტერიტორიული წყლებისა და ტერიტორიული წყლების მიღმა ნებისმიერი ზონის ჩათვლით, სადაც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ნიდერლანდები ახორციელებს თავის იურისდიქციას ან სუვერენულ უფლებებს ზღვის ფსკერის, მისი მიწისქვეშა, მიმდებარე წყლებისა და მათ ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაში;

d) ტერმინი ,,პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი კომპანია ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ გაერთიანებას ან ნებისმიერ სხვა წარმონაქმნს, რომელიც დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული გაერთიანება;

f)ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და ,,მეორე ხელშემკრველი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ ტრანსპორტირებას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხორციელდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტიური მართვის ადფილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი ,,ნაციონალური პირი” ნიშნავს:

(I) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(II) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ნიდერლანდების შემთხვევაში კი ნებისმიერ ამხანაგობასა და ასოციაციას, რომელთაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვთ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

 

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, რეზიდენტობის, მართვის ადგილის ან სხვა ნებისმიერი ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. მაგრამ ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ ქვეყანაში, მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია ორივე სახელმწიფოში ის ჩაითვლება ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი).

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არცერთ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს; c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.

c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქეც ის არის;

d) თუ იგი არ არის არც ერთი სახელმწიფოს მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ი ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3.იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, ფიზიკური პირის გარდა, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს,მაშინ იგი ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტიური მართვის ადგილი.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფები ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, ისევე, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოში აღიარებული საპენსიო ფონდი ან საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავალიც განთავსებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ჩაითვლებიან ამ სახელმწიფოს რეზიდენტად. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით აღიარებული და კონტროლირებადი ნებისმიერი საპენსიო ფონდი ჩაითვლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საპენსიო ფონდად.

 

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

 

1.ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება" ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს საქმიანობა.

2. ტერმინი ,, მუდმივი დაწესებულება” კერძოდ მოიცავს,a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს,f) მილსადენს, და

პ) მაღაროს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს;

3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო პროექტი, ითვლება მუდმივ დაწესებულებად მხოლოდ მაშინ, თუ იგი გრძელდება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4.ამ მუხლის დებულებათა მიუხედავად, ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს საქმიანობის შემდეგ სახეებს:

a) ნაგებობების გამოყენებას, საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების, და მიწოდების მიზნით;

b) საწარმოს საკუთრებაში მყოფი სადემონსტრაციო საქონლით ან ნაკეთობების გაყიდვას გამოფენის ან ბაზრობის შემდეგ;

c) მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობის მარაგის შენახვას;

d) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

e) საქმიანობის მუდმივი ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაწარმის შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების, ან მოსამზადებელი ან დამხმარე მარკეტინგის მიზნით;

f) დაგეგმვას, განვითარებისა და სამეცნიერო კვლევით საქმიანობას (ერთობლივი საქმიანობის ჩათვლით), ტესტირებას, საინჟინრო, ტექნიკურ მომსახურებას ან საზედამხედველო და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას;

g) საქმიანობის მუდმივი ადგილის გამოყენება საწარმოსათვის, ნებისმიერი სხვა ხასიათის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი საქმიანობის მიზნით;

h) საქმიანობის მუდმივი ადგილის გამოყენების ა) - გ) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ასეთი კომბინაციის შედეგად, მუდმივი ადგილიდან წარმოებულ ზოგად საქმიანობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ქვემოთ მოყვანილი საქმიანობის სახეები არ უნდა ჩაითვალოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებულად, კერძოდ, საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ მხოლოდ ხელშეკრულების დადების თუ ხელმოწერის მიზნით, რომლებიც ეხება სესხებს ან საქონლისა და ტექნიკური მომსახურების მიწოდებას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს მოსამზადებელი ხასიათისაა ეს საქმიანობა თუ ამ პირის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.

6.პირველი და მეორე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს მე-7 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, ხელშემკვრელ სახელმწიფოში და აქვს საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლება, ჩაითვლება, რომ აღნიშნულ საწარმოს ამ სახელმწიფოში აქვს მუდმივი დაწესებულება. იგივე ვრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც აღწერილია მე-4 და მე-5 პუნქტებში. ეს უკანასკნელი, თუნდაც ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელებული, არ აქცევს ამგვარ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად აღნიშნული პუნქტის დებულებების შესაბამისად.

7.არანაირი საწარმო არ განიხილება, სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას აგრძელებს ბროკერის, კომისიონერის, ან ნებისმიერი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

8.ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანია აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

 

თავი III

შემოსავლის დაბეგვრა

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

 

1.ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი, გადასახადით შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს ,,უძრავი ქონება” უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში მოიცავს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, გამოყენებულს სოფლისა და სატყეო მეურნეობაში უფლებებს, რომლებსაც ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებებს ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის, წიაღისეულის წყაროების და სხვა ანალოგიური ხასიათის წყაროების დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.

4.1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები აგრეთვე ეხება შემოსავალს მიღებულს საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევისათვის გამოყენებული უძრავი ქონებიდან.

 

მუხლი 7

მოგება მიღებული ეკონომიკური საქმიანობიდან

 

1.ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც შეიძლებოდა მას მიეღო, როგორც მკვეთრად განკერძოებულ საწარმოს, იმავე ან ანალოგიურ პირობებში, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულს, და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებას იგი წარმოადგენს.

3.მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4.თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებულია მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა საწარმოს მოგების მთლიანი თანხის, ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ მე-2 პუნქტში არაფერი არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი გადანაწილების მეშვეობით; მიუხედავად ყველაფრისა, მიღებული განაწილების მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლში მოცემულ პრინციპებს.

5.მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ:

ა) ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საქონლისა და ნაკეთობების შესყიდვის საფუძველზე იმ საწარმოსათვის, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს;

ბ)მე-5 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქმიანობის საფუძველზე.

6. წინამდებარე პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, თუ რაიმე სერიოზული და საფუძვლიანი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.

7.იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს რომლებიც განხილულია ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ ამ წინამდებარე მუხლების დებულებები არ შეეხება ამ მუხლის დებულებებს.

 

მუხლი 8

საერთაშორისო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი

 

1. საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციით მიღებული მოგება, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი.

2. თუ საერთაშორისო გადაზიდვებში დაკავებული საზღვაო საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი არის ხომალდის გემბანზე, მაშინ ჩაითვლება, რომ იგი განლაგებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის ნავსადგურსაც განეკუთვნება გემი, ხოლო ასეთი ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულად, ვის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხომალდის გამომყენებელი.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის გემებისა და საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობით მიღებული მოგება შეიცავს მოგებას მიღებულს გემებისა და საჰაერო ხომალდების იჯარით გაცემისა და ცარიელი ხომალდების გაქირავების საფუძველზე, თუ ასეთი გაქირავებიდან მიღებული მოგება ატარებს შემთხვევით ხასიათს პირველ პუნქტში აღწერილ მოგებათა მიმართ.

4. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ მოგებების მიმართ,რომელიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.

 

მუხლი 9

ასოცირებული საწარმოები

 

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ხელშემკვრელი სახელმწიფო საწარმოს პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში

ან კაპიტალში, ან

ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმ პირობებისაგან, რომლებიც შეიქმნებოდა ორი დამოუკიდებელი საწარმოს ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხვოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ შეიძლება ჩართოს იგი ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ასოცირებულმა საწარმოებმა დადეს ისეთი შეთანხმებები, როგორიცაა შეთანხმებები ხარჯების განაწილების შესახებ ან შეთანხმებები ძირითადი მომსახურების შესახებ, აღმასრულებელ, ძირითადი ადმინისტრაციული, ტექნიკური და კომერციული კვლევისა და განვითარების და სხვა მგავსი ხარჯების განთავსებისათვის ან მათ საფუძველზე, არ წარმოადგენს წინამდებარე წინადადებაში ნახსენებ პირობას.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ კი ამ ორ საწარმოს შორის იქმნებოდა ისეთივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელი საწარმოებს შორის, მაშინ, ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის შემთხვევაში სათანადო წესით იქნება გათვალისწინებული ამ შეთანხების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

 

1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამგვარი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, მაგრამ ამგვარად დარიცხული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების მთლიანი რაოდენობის 0 პროცენტს თუ ბენეფიციარი კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 50%-ს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში დააბანდა 2 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, მისი ექვივალენტი ევროში ან საქართველოს ვალუტაში;

b) დივიდენდების მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციარი კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;

c) ყველა სხვა შემთხვევაში – დივიდენდების საერთო თანხის 15 პროცენტს.

3. მეორე პუნქტის დებულებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს კომპანიის მოგების დაბეგვრაზე, საიდანაც ხდება დივიდენდების გადახდა.

4.ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, “jouissance” –ის აქციებიდან, “jouissance” –ის უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან და არ ნიშნავს სავალე მოთხოვნებს მოგებაში მონაწილეობიდან და შემოსავალს მიღებულს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთსავე დაბეგვრის რეჟიმს, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

5. პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი, არის რა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და ჰოლდინგზე გადახდილი დივიდენდები მჭიდრო კავშირშია ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე გამოიყენება მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დააკისროს გადასახადი კომპანიას გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდები გადაიხდება იმ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან რომელთან დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ დაკავშირებულია იმ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგებები მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლებიდან.

 

მუხლი 11

პროცენტი

 

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან და სასესხო ვალდებულებებიდან, მნიშვნელობა არა აქვს უზრუნველყოფილი არიან თუ არა ისინი იპოთეკური ხელშეკრულებით და აქვთ თუ არა მოგებაში მონაწილეობის უფლება. აგრეთვე, ვალთან დაკავშირებულ ყველა სახის მოთხოვნას და სვა სახის შემოსავალს, გათანაბრებულს იმ ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობით გასესხებული ფულიდან მიღებულ შემოსავალთან, სადაც შემოსავალი წარმოიქმნება.

3. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშვება პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც გადახდილია პროცენტი მჭიდროდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში პროცენტი დაიბეგრება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ითვლება, რომ პროცენტები წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვით ეს სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ- ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აქვს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა და ამ პროცენტების გადახდა ეკისრება ასეთი მუდმივი დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

5. თუ პროცენტების გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მასა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, ვალის მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ბოლო ნახსენები თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოში, თანახმად მათი ეროვნული კანონმდებლობისა, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

როიალტი

 

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადახდებს, რომლებიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების საავტორო უფლების მინიჭებისათვის, კინოფილმების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო მოწყობილობის, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის სარგებლობისათვის, ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის.

3. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალთის ბენეფიციალური მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც ხდება როიალტის გადახდა, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, როიალტი დაიბეგრება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვით ეს სახელმწიფო. მისი პოლიტიკურ- ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აქვს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება როიალტის გადახდა და ამ როიალტის გადახდა ეკისრება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

5. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის, განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ბოლოს ნახსენები თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი, კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თანახმად მათი ეროვნული კანონმდებლობისა, ამ შეთანხების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 13

ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები

 

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შექმნილი მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარეობს დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად), ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან ასეთი საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი. ამ პუნქტის მიზნებისათვის, გამოიყენება მე –8 მუხლის მე 2 პუნქტის დებულებები.

4. შემოსავლები, ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა,რომელიც ნახსენებია 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

5. მე –4 პუნქტის დებულებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, რომ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად დაიბეგროს იმ კომპანიის აქციების ან “jouissance”-ის უფლებების განსხვისებით მიღებული მოგება, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ დაყოფილია აქციებად და, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით წარმოადგენს მისსავე რეზიდენტს, თუკი ამ მოგებას იღებს ფიზიკური პირი, რომელიც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია, მაგრამ აქციების ან “jouissance”-ის უფლებების გასხვისებამდე ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველად ნახსენები ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად ფიზიკურ პირს განესაზღვრა ზემოხსენებული აქციების გასხვისებასთან დაკავშირებული გადასახადი და მიჩნეულია, რომ ეს პირველად ნახსენები ხელშემკვრელი სახელმწიფოდან მისი ემიგრაციის მომენტისათვის მოხდა, ყოველივე ზემოთქმული გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, თუ გადასახადის ნაწილი კვალავ გადასახდელია.

6. იმ შემთხვევაში თუ პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით შეფასება იქნა მიღებული ზემოაღნიშნული წილის გასხვისების შესახებ ფიზიკური პირის მიმართ, ფიზიკური პირის პირველად ხსენებული ხელშემკვრელ სახელმწიფოში ემიგრაციის დროს, აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ იმდენად რამდენადაც გასხვისების პროცესის ნაწილი არის დარჩენილი.

 

მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

 

1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიული მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში იმ შემთხვევების გარდა, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის. ასეთ შემთხვევაში, მისი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი განეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი “პროფესიული მომსახურება” მოიცავს კერძოდ დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

 

მუხლი 15

დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი

 

1. მე –16, მე –18, მე –19 და მე –20 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი ან სხვა მსგავსი ანაზღაურება, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ განხორციელებულა მეორე სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ასეთი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

ა) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში 183 დღეზე ნაკლებ ხანს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება და მთავრდება საგადასახადო წელიწადს, და

ბ) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც

არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს,ც) ანაზღაურების არ წარმოიშვება მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომისათვის, დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება სამშენებლო მოედნის, სამშენებლო ან საამწყობო პროექტთან დაკავშირებით და ასეთ მოედანთან ან პროექტთან დაკავშირებული საქმიანობა არ ხორციელდება მუდმივი დაწესებულების მეშვეობით მე- 5 მუხლის მე –3 პუნქტის დებულების შესაბამისად.

4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებისას ექსპლუატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

 

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი “bestuurder”, ან “commissaris”, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

მუხლი 17

მსახიობები და სპორტსმენები

 

1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებათა მიუხედავად შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი (სწორედ, როგორც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი), დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი მიუხედავად ამ ხელშეკრულების მე –7, მე –14 და მე –15 მუხლების დებულებებისა, იბეგრება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის

პირველ პუნქტში განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განთავისუფლდება გადასახადებისაგან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება ასეთი საქმიანობა, თუ ამ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკის, მუსიკოსის ან სპორტსმენის ვიზიტი მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფონდებიდან, პოლიტიკურ- ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის კულტურისა და სპორტის სფეროში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

 

მუხლი 18

პენსიები, ანუიტეტები და სოციალური დაზღვევის გადასახადები

 

1. მე –19 მუხლის მე –2 პუნქტის დებულებებათა თანახმად, წარსულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, ისევე, როგორც ანუიტეტები გადახდილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის,დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. ნებისმიერი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება გადახდილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დებულებების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსია ან სხვა მსგავსი

ანაზღაურება. ანუიტეტი, ან ნებისმიერი პენსია და სხვა გადახდები, გადახდილ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დებულებების შესაბამისად, ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი იქნა მიღებული ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, თუკი:

ა) პენსია ან სხვა მსგავსი ანაზღაურებანი ან ანუიტეტი მისი მიღების ხელშემკვრელ სახელმწიფოში განთავისუფლებულია გადასახადისაგან, ან თუ პენსიასთან, სხვა ანალოგიური სახის ანაზღაურებასთან, ან ანუიტეტთან დაკავშირებული შენატანი ადრევე დაქვითული საპენსიო ფონდის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ, როდესაც ამ სახელმწიფოში მოხდა დასაბეგრი შემოსავლის ან სხვაგვარი საგადასახადო შეღავათის დაანგარიშება; ან

ბ) ეს პენსია, სხვა ანალოგიური ანაზღაურება, ან ანუიტეტი იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მათი მიმღები, არ იბეგრება დამოკიდებული პირადი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლისათვის დაწესებული განკვეთით, ან იბეგრება დარიცხული პენსიის, სხვა მსგავსი ანაზღაურების, თუ ანუიტეტის მთლიანი თანხის 90 პროცენტზე ნაკლებით; და

გ) პენსიების, სხვა მსგავსი ანაზღაურების და ანუიტეტების მთლიანი თანხა, და ნებისმიერი პენსია და სხვა გადახდები გადახდილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დებულებების შესაბამისად, ნებისმიერ კალენდარულ წელს ჯამში 10 000 ევროს აღემატება.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად. თუ ეს პენსია, ან სხვა მსგავსი ანაზღაურება არ ატარებს პერიოდულ ხასიათს, გადახდილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარსულში დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით და უფრო ადრე, ვიდრე პენსიის გაცემა დაიწყებოდა, ან ერთჯერადი გადახდა მოხდა ანუიტეტის სანაცვლოდ ამ ანუიტეტის გაცემამდე, ეს გადახდა ან ერთჯერადად გადახდილი თანხა შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში სადაც იგი გაიცა.

4. პენსია, სხვა ანალოგიური ანაზღაურება, ან ანუიტეტი ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად, თუკი პენსიასთან, სხვა ანალოგიურ ანაზღაურებასთან, ან ანიუტეტთან დაკავშირებული შენატანი ან გადახდები, ან მისგან მიღებული სუბსიდიები ამ სახელმწიფოში ექვემდებარება საგადასახადო შეღავათს. პენსიის გადაცემა ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საპენსიო ფონდიდან და სადაზღვევო კომპანიიდან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საპენსიო ფონდისა და სადაზღვევო კომპანიისათვის არანაირად არ შეზღუდავს თავდაპირველად ნახსენები სახელმწიფოს საგადასახადო უფლებებს წინამდებარე მუხლის თანახმად.

5. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები მე –2 პუნქტის გამოყენების წესს განსაზღვრავენ ურთიერთშეთანხმებით. მათვე უნდა გადაწყვიტონ, თუ რა მონაცემები უნდა წარმოადგინოს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტმა ხელშეკრულების დებულებების სათანადოდ გამოყენებისათვის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, კერძოდ შესაძლებელი უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რამდენად დაკმაყოფილდა მე –2 პუნქტის (ა), (ბ) და (გ) ქვეპუნქტების პირობები.

6. ტერმინი ანუიტეტი ნიშნავს თანხის დადგენილ რაოდენობას, რომლის გადახდა დადგენილ დროს და პერიოდულად ხდება სიცოცხლის განმავლობაში, ან გარკვეულიან დადგენილი დროის მანძილზე იმ პირობით, რომ ეს გადახდა ნაღდი ფულით ან რეალური ღირებულების მქონე ფასეულობით გამოხატული ადეკვატური კომპენსაციის სანაცვლოდ ხდება.

7. შეესაბამება თუ არა პენსია ან მსგავსი ანაზღაურება წინამდებარე ან მე –19 მუხლს და რა მოცულობით, განისაზღვრება წარსულში დაქირავებული შრომის ხასიათი, როგორც კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლის დროსაც განისაზღვრება სუბსიდია პენსიის ან მსგავსი ანაზღაურების იმ ნაწილთა მიმართებაში.

 

მუხლი 19

სახელმწიფო სამსახური

 

1. ა) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული ანაზღაურება, ამ სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

ბ) მაგრამ ამგვარი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაეწია ამ სახელმწიფოში და ფიზიკური წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც

1.არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან

2.არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით

2. ა) ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

ბ) მაგრამ, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და მოქალაქეს.

3.ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება გასამრჯელოსა და პენსიათა მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ კომერციული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 20

პროფესორები და მასწავლებლები

 

1. ანაზღაურება, მიღებული პროფესორის ან მასწავლებლის მიერ, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია და იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პედაგოგიური საქმიანობის ან მეცნიერული კვლევის მიზნით ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში, კოლეჯში ან მეორე სახელმწიფოს სხვა სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში, დაიბეგრა პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

2. ეს მუხლი არ შეეხება სამეცნიერო კვლევისაგან მიღებულ შემოსავალს, თუ ასეთი კვლევა ხორციელდება არა საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, არამედ პირის ან პირთა პირადი სარგებლობის მიღების მიზნით.

 

მუხლი 21

სტუდენტები

 

სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ მიღებული ანაზღაურება, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალო ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და აღნიშნულ პირველ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ სასწავლებლად ან განათლების მიღების მიზნით, ხოლო ეს ანაზღაურება განკუთვნილია საცხოვრებლად, სასწავლებლად და განათლების მისაღებად, აღნიშნული ანაზღაურებანი არ დაიბეგრება გადასახადით ამ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყაროები ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

 

მუხლი 22

სხვა შემოსავლები

 

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად, ექვემდებარება დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლის მიმართ, რომელიც განსხვავდება მე- 6 მუხლის მე –2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ამ შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მიღებულია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე –7 ან მე –14 მუხლების დებულებები.

 

თავი IV

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

 

მუხლი 23

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

 

1. საქართველოში ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად:

როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების თანახმად შეიძლება ნიდერლანდებში დაიბეგროს, საქართველომ უნდა დაუშვას ამ რეზიდენტის საშემოსავლო გადასახადისაგან ნიდერლანდებში გადახდილი საშემოსავლო თანხის გამოქვითვა. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარმა გამოქვითვამ არ უნდა გადააჭარბოს საშემოსავლო გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება ნიდერლანდებში დაიბეგროს.

2.ნიდერლანდებმა, თავისი რეზიდენტის დაბეგვრისას, დასაბეგრ ბაზაში შეიძლება ჩართოს შემოსავლის მუხლები, რომლებიც ამ შეთანხმებით შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

3. ამასთან, როდესაც ნიდერლანდების რეზიდენტი იღებს შემოსავალს ამ შეთანხმების მე –6 მუხლის, მე –7 მუხლის, მე –10 მუხლის მე –5 პუნქტის, მე 11 მუხლის მე –3 პუნქტის, მე –12 მუხლის მე –3 პუნქტის, მე –13 მუხლის 1-ლი და მე –2 პუნქტების, მე –14 მუხლის, მე –15 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე –19 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, და მე –2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, და 22-ე მუხლის მე –2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში და ჩართულია 1-ელ პუნქტში ნახსენებ დასაბეგრ ბაზაში, ნიდერლანდები გაათავისუფლებენ გადასახადებისაგან შემოსავლის ასეთ ნაწილს ამ გადასახადის შემცირების მეშვეობით. ეს შემცირება უნდა გამოითვალოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნებისათვის, ხსენებული შემოსავლების მუხლები უნდა ჩაერთოს იმ შემოსავლის მუხლების საერთო თანხაში, რომელიც ზემოაღნიშნული დებულებების თანახმად გათავისუფლებულია ნიდერლანდების გადასახადისაგან.

4.გარდა ამისა, ნიდერლანდები ამგვარად გამოთვლილი ნიდერლანდების გადასახადთან მიმართებაში დაუშვებს გამოქვითვას შემოსავალის მუხლებზე, რომლებიც ამ შეთანხმების მე –10 მუხლის მე –2 პუნქტის, მე –13 მუხლის მე –5 პუნქტის, მე – 16 მუხლის, მე –17 მუხლის, მე –18 მუხლის მე –2 და მე –3 პუნქტების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში იმდენად, რამდენადაც ეს მუხლები ჩართულია 1-ელ პუნქტში ნახსენებ დასაბეგრ ბაზაში. ამ დაქვითვის ოდენობა ასეთი შემოსავლის მუხლებზე საქართველოში გადახდილი გადასახადის თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს იმ შემცირების ოდენობას, რომელიც შეიძლება დაშვებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად ჩართული შემოსავლის მუხლები იყო ერთადერთი შემოსავლის მუხლებისა, რომლებიც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად თავისუფლდება ნიდერლანდების გადასახადისაგან.

5.მე –2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ნიდერლანდები დაუშვებს გამოქვითვას ნიდერლანდების გადასახადში საქართველოს გადახდილ გადასახადზე, შემოსავლის იმ ნაწილზე, რომელიც ამ ხელშეკრულების მე –10 მუხლის მე –5 პუნქტი, მე –11 მუხლის მე –3 პუნქტი, მე –12 მუხლის მე –3 პუნქტი მე –7 მუხლი და 22-ე მუხლის მე 2– პუნქტი შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოს იმდენად, რამდენადაც ეს მუხლები ჩართულია 1-ელ პუნქტში ნახსენებ საგადასახადო ბაზაში, თუ ნიდერლანდები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად უშვებს გამოქვითვას ნიდერლანდების გადასახადისაგან მეორე ქვეყანაში მსგავსად დაბეგრილი შემოსავლის ნაწილზე. ამ დაქვითვის გამოსათვლელად გამოიყენება ამ მუხლის მე –3 პუნქტის დებულებები.

 

თავი V

სპეციალური დებულებები

 

მუხლი 24

საქმიანობა ნიდერლანდების კონტინენტალურ შელფზე

 

1. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ნიდერლანდების კონტინენტალურ შელფზე დაკავშირებულ საქმიანობასთან და გააჩნია უპირატესი ძალა ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულებასთან მიმართებაში. გარდა ამისა, ეს მუხლი არ გამოიყენება, სადაც ამგვარი წარმოებული საქმიანობა წარმოადგენს ამ პირის მუდმივ დაწესებულებას მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად, ან მუდმივ ბაზას მე –14 მუხლის დებულებების შესაბამისად.

2. ამ მუხლში ტერმინი: კონტინენტალურ შელფზე წარმოებული საქმიანობა ნიშნავს, საქმიანობას, რომელიც განხორციელებულია ნიდერლანდების კონტინენტალურ შელფზე და რომელიც დაკავშირებულია ზღვის ფსკერის და მისი წიაღისეულის ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და გამოყენებასთან.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კონტინენტალურ შელფზე ამ მუხლის მე –4 პუნქტის თანახმად, ამგვარ საქმიანობასთან მიმართებაში ჩაითვლება, რომ აწარმოებს კომერციულ საქმიანობას ნიდერლანდებში მდებარე მუდმივი დაწესებულების მეშვეობით იმ დრომდე, სანამ აღნიშნული საქმიანობა კონტინენტალურ შელფზე ხორციელდება გარკვეული პერიოდის ან პერიოდისათვის, რომელიც არ აღემატება მთლიანობაში 30 დღეს ნებისმიერ 12 თვიან პერიოდში.

ამ პუნქტის მიზნებისათვის:

ა) თუ საწარმო, რომელიც ახორციელებს კონტინენტალურ შელფზე

საქმიანობას დაკავშირებულია მეორე საწარმოსთან და ეს მეორე საწარმო აგრძელებს, როგორც ამავე პროექტის ნაწილი, კონტინენტალურ შელფზე მსგავს საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ან ხორციელდებოდა პირველად ხსენებული საწარმოს მიერ და ზემოხსენებული ორივე საწარმოს საქმიანობა ერთად აღებული, აღემატება 30 დღიან პერიოდს, მაშინ ჩაითვლება, რომ თითოეულმა საწარმომ აწარმოა საქმიანობა, რომელიც აღემატება 30 დღეს 12 თვიან პერიოდში;

ბ) საწარმო ჩაითვლება მეორე საწარმოსთან დაკავშირებულად, თუ ერთი მათგანი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მეორე საწარმოს კაპიტალის არა ნაკლებ ერთი მესამედისა, ან თუ პირი პირადპირ ან არაპირდაპირ ფლობს ორივე საწარმოს კაპიტალის არა ნაკლებ ერთი მესამედისა.

4. გარდა ამისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი კონტინენტალურ შელფზე საქმიანობა არ უნდა შეიცავდეს:

ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში ნახსენები საქმიანობის ერთ, ან ნებისმიერ კომბინაციას;

ბ) გემის ღუზაზე ან მისაბმელით დგომას, რომელიც თავდაპირველად გამიზნულია ამისათვის და ასეთი გემის მიერ განხორციელებულ სხვა მოქმედებებს;

გ) საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე გემებთან ან საჰაერო ტრანსპორტით მარაგისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისას.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კონტინენტალურ შელფზე განხორციელებული საქმიანობა, რომლებიც შედგება პროფესიონალური მომსახურების, ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობისაგან, ჩაითვლება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი ბაზიდან განხორციელებულ საქმიანობად, თუ კონტინეტალურ შელფზე განხორციელებული საქმიანობა უწყვეტად გრძელდება 30 დღის, ან მეტი ხნის განმავლობაში.

6. ხელფასი, ჯამაგირი ან სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს პრეზიდენტი იღებს, ნიდერლანდებში მდებარე მუდმივი დაწესებულების მეშვეობით კონტინენტალურ შელფზე განხორციელებულ საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ნიდერლანდებში იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება კონტინენტალურ შელფზე განხორციელებულ საქმიანობას.

 

მუხლი 25

დისკრიმინაციის თავიდან აცილება

 

1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში იმისაგან განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას, ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ვიდრე არის დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეები იმავე გარემოში. კერძოდ, ეს დებულება პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგრეთვე პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი, ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. იმ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ავალდებულებდეს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გადასახადებისაგან გათავისუფლება და გადასახადების შემცირება, მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

3. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმომ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გადაუხადა, ამგვარი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით უნდა გამოიქვითოს იგივე პირობების საფუძველზე, როგორც ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მათ გადაუხდიდნენ პირველად ნახსენები სახელმწიფოს რეზიდენტს. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით უნდა გამოქვითოს იგივე პირობების საფუძველზე, როგორც ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მას გამოუქვითავდნენ პირველად ნახსენები სახელმწიფოს რეზიდენტს.

4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს, ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5. შენატანები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ, ან მისი სახელით გადაიხდება იმ საპენსიო სისტემაში, რომლებიც საგადასახადო მიზნებისათვის აღიარებულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში საგადასახადო მიზნებისათვის იმგვარადვე იქნება აღქმული, როგორც შენატანი საპენსიო სისტემაში, რომლებიც აღიარებულია საგადასახადო მიზნებისათვის პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

ა) ასეთი ფიზიკური პირი აწარმოებდა შენატანებს ამგვარ საპენსიო სისტემაში მანამ, ვიდრე ის გახდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტი;და

ბ)პირველად ხსენებული სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საპენსიო სისტემა მიესადაგება ამ სახელმწიფოს მიერ საგადასახადო მიზნებისათვის აღიარებულ საპენსიო სისტემას.

6. მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი სახის გადასახადებზე.

 

მუხლი 26

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

 

თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას შეთანხმების დებულებების წინააღმდეგ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან, თუ მისი საქმე ექვემდებარება 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. საქმე წარმოდგენილი უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევს გადასახადით დაბეგვრას შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განაცხადებს დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს რაიმე დროებითი შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ეროვნულ კანონმდებლობაში.

3.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სირთულე ან ეჭვი, რომლებიც წარმოიშვა შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმებით გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლია შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტებზე თანხმობის მიღწევის მიზნით.

5. თუ ნებისმიერი სიძნელე ან ეჭვი, რომელიც წარმოიშვა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს, ვერ გადაწყდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმებით ამ მუხლის წინა პუნქტების შესაბამისად საკითხის წამოჭრის მომენტიდან 2 წლის ვადაში, საკითხი შესაძლებელია ერთ-ერთი სახელმწიფოს მოთხოვნით გადაეცეს არბიტრაჟს, მაგრამ ამ მუხლის 1-4-ე პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების სრულად ამოწურვის შემდეგ და იმ პირობით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული გადამხდელი ან გადამხდელები წერილობით დათანხმდებიან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებაზე. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ცალკეულ შემთხვევაში სავალდებულო იქნება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის და ამ საკითხთან დაკავშირებული გადამხდელის ან გადამხდელებისათვის.

 

მუხლი 27

ინფორმაციის გაცვლა

 

1.ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომლებიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებების ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნული კანონების შესრულებისათვის, რომლებზედაც შეთანხმება ვრცელდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება პირველი მუხლით.ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრებით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომპეტენტურმა ორგანოები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შექმნიან შესაბამის პირობებს, მეთოდებსა და მექანიზმს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის ამგვარ გაცვლასთან.

2.ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის დებულებების თანახმად, შეუძლიათ გაამჟღავნონ ასეთი ინფორმაცია, თუკი ეს აუცილებელია საარბიტრაჟო პროცედურების ჩასატარებლად. ინფორმაციის ასეთი გამჟღავნება დაექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებებს. საარბიტრაჟო კოლეგიის წევრები, ნებისმიერ ასეთ გამჟღავნებულ ინფორმაციასთან მიმართებაში,დაექვემდებარებიან იმ შეზღუდვებს, რომლებიც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში.

3.წინამდებარე მუხლების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დააკისროს ვალდებულება:

ა)მიიღოს ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

ბ)მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება აკრძალულია ამ, ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული წესით;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც გაამჟღავნებს ვაჭრობის, ბიზნესის, მრეწველობის, კომერციის ან პროფესიულ საიდუმლოებას, ტექნოლოგიურ პროცესს, ან ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას

(ordre public).

 

მუხლი 28

დახმარება გადასახადების აკრეფაში

 

1. სახელმწიფოები თანახმა არიან გადასახადების აკრეფის მიზნით გაუწიონ დახმარება და ხელი შეუწყონ ერთმანეთს მათი მოქმედი კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისად იმ გადასახადებზე, რომლების მიმართაც გამოიყენება ეს შეთანხმება ან ნებისმიერი სახის გაზრდის, დამატებითი გადასახადებისა და მოსაკრებლების, გადავადებული (გადაუხდელი) გადასახადების, პროცენტებისა და დანახარჯების მიმართ ამ გადასახადებთან დაკავშირებით.

2. განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნით მოპასუხე სახელმწიფო უნდა დააკმაყოფილოს პირველად ხსენებული სახელმწიფოს მოთხოვნა, თავისი საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისად. გარდა ამისა, ამგვარი მოთხოვნები არ სარგებლობს რაიმე პრიორიტეტით მოპასუხე სახელმწიფოში და არ შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნეს მევალის ვალზე ყადაღის დადებით. მოპასუხე სახელმწიფო

არ არის ვალდებული გაატაროს ნებისმიერი დამსჯელი ზომები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოსარჩელე სახელმწიფოს კანონმდებლობით.

3. მე-2 პუნქტის დებულებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ საგადასახადო მოთხოვნების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ სამართლებრივი აქტის საგანს და უშვებენ მათ იძულებით გადახდევინების განმცხადებელ სახელმწიფოში და თუ სხვა რამე არ არის დათქმული კომპეტენტურ ორგანოებს შორის, სადაო არ არის.

ამასთან, თუ მოთხოვნა დაკავშირებულია იმ პირის ვალდებულებაზე გადასახადებთან, რომლებიც არ არის განმცხადებელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მე-2 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ კომპეტენტური ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, როდესაც დავა მოთხოვნაზე შეუძლებელია უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს.

4. ვალდებულება, საგადასახადო მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, რომელიც ეხება გარდაცვლილ პირს ან მის ქონებას, შეზღუდულია ქონების ან საკუთრების ღირებულებით, რომლებიც შეძენილია ქონების თითოეული ფაქტობრივი ბენეფიციარის მიერ იმის შესაბამისად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ამ პირის ქონებიდან, თუ ფაქტობრივი ბენეფიციარის მხრიდან.

5. მოპასუხე მხარე ვალდებული არ არის დაეთანხმოს მოთხოვნას:

ა) თუ მოსარჩელე მხარემ არ გამოიყენა საკუთარ ტერიტორიაზე ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი საშუალებების გამოყენება გამოიწვევდა დიდ სიძნელეებს;

ბ) იმდენად, რამდენადაც საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების ან სხვა ნებისმიერი შეთანხმების დებულებებს, რომელთა მონაწილესაც ორივე სახელმწიფო წარმოადგენს.

6. მოთხოვნას ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, თან უნდა დაერთოს:

ა) დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ საგადასახადო მოთხოვნა ეხება ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადს და რომ მე-3 პუნქტის პირობები შესრულებულია;

ბ) აღსრულების შესახებ დოკუმენტის ოფიციალური ასლი, განმცხადებელ სახელმწიფოში;

გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა გადასახადის ამოსაღებად;

დ) საჭიროებისდა მიხედვით, დამოწმებული ასლი, რომელიც ამტკიცებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოდან ან სასამართლოდან.

7. განმცხადებელმა სახელმწიფომ უნდა მიუთითოს დასაკმაყოფილებელი

საგადასახადო მოთხოვნის რაოდენობა, როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, წინამდებარე წინადადების მიზნისათვის გაცვლითი კურსი არის განმცხადებელი სახელმწიფოს სავალუტო ბაზარზე, ან ბაზარზე ჩამოყალიბებული ბოლო გასაყიდი ფასი. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ამოღებული ყოველი თანხა უნდა გადაირიცხოს განმცხადებელ სახელმწიფოში, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში. გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ამოღების დღიდან ერთი თვის ვადაში.

8. განმცხადებელი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, მოპასუხე სახელმწიფომ გადასახადის რაოდენობის ამოღების გათვალისწინებით უნდა გაატაროს დაცვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ზომები მიუხედავად იმისა, მოთხოვნა სადაოა, ან თუ ჯერ კიდევ არ წარმოადგენს დოკუმენტს აღსრულების შესახებ, რომელიც ნებადართულია მოპასუხე სახელმწიფოს კანონითა და ადმინისტრაციული პრაქტიკით.

9. აღსრულების შესახებ დოკუმენტი განმცხადებელ სახელმწიფოში საჭიროების შემთხვევაში და მოპასუხე ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული, შევსებული, ან შეცვლილი შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მას შედეგ, რაც მოპასუხე სახელმწიფო აღსრულების შესახებ დოკუმენტით მიიღებს მოთხოვნას დახმარების გაწევის თაობაზე.

10. ვადასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომლის გასვლის შემდეგაც საგადასახადო მოთხოვნა შეუძლია შესრულდეს, უნდა გადაწყდეს განმცხადებელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. გადასახადების ამოღებაში დახმარების მოთხოვნა უნდა მოიცავდეს ამ ვადასთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს.

11. გადასახადების აკრეფის აქტებს, რომელსაც ახორციელებს მოპასუხე სახელმწიფო რომელიც ხორციელდება დახმარების შესახებ თხოვნის საფუძველზე, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონების შესაბამისად შედეგად მოჰყვება მე-10 პუნქტში აღნიშნული პერიოდის შეჩერება ან შეწყვეტა, იგივე შედეგი უნდა მოჰყვეს განმცხადებელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად. ამ განხორციელებული აქტების შესახებ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა შეატყობინოს განმცხადებელ სახელმწიფოს.

12. მოპასუხე სახელმწიფო დაუშვებს გადასახადის გადავადებას ან ნაწილ-

ნაწილ გადახდას, თუკი მსგავსი რამ დაშვებულია აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით, პირველ რიგში, ამ უკანასკნელმა უნდა შეატყობინოს განმცხადებელ სახელმწიფოს.

13.ხელშემკვრელ სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხბის საფუძველზე განსაზღვრავენ დახმარების აღმოჩენის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადასახადების რაოდენობის მინიმალურ თანხას.

14.სახელმწიფოები, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არ მოითხოვენ წარმოქმნილი ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეული იქნა შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერით, რომლებიც აღმოუჩინეს ერთმანეთს ამ შეთანხმების გამოყენებისას. მომთხოვნი სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში რჩება პასუხისმგებელი მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ ანაზღაურების აქტის მატერიალური შედეგებისათვის, რომლებიც არ იქნა გამართლებული განცუხადებელ სახელმწიფოში საგადასახადო მოთხოვნის რეალობიდან ან აღსრულების შესახებ დოკუმენტის ნამდვილობიდან გამომდინარე.

15. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს დააკისროს ვალდებულება:

ა) მიიღოს ადმინისტრაციული ზომები, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონებს ან ადმინისტრაციულ საქმიანობას;

ბ) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც აკრძალულია ამ, ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული წესით;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც გაამჟღავნებს ვაჭრობის, ბიზნესის, მრეწველობის, კომერციის ან პროფესიულ საიდუმლოს, ტექნოლოგიურ პროცესს, ან ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (ordre public).

 

მუხლი 29

დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

 

1. ამ შეთანხმების არც ერთი დებულება არ ეხება დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებს, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ფიზიკური პირი, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიური ან საკონსულო მისიის წევრია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში და გამგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეს წარმოადგენს, ჩაითვლება გამგზავნი სახელმწიფოს რეზიდენტად, თუ იგი შემოსავლებზე გადასახადების მიმართ ისეთსავე ვალდებულებებს ემორჩილება, როგორც ამ ქვეყნის რეზიდენტები.

3. შეთანხმება არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ორგანოებს და ამ დაწესებულებების თანამდებობის პირებს, აგრეთვე მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური და საკონსულო მისიის წევრებს, რომლებიც იმყოფებიან ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ მათ შემოსავლებზე გადასახადების მიმართ არ ეხებათ ის ვალდებულებები, რომლებიც გააჩნიათ ამ სახელმწიფოს რეზიდენტებს.

 

მუხლი 30

ტერიტორიული გაფართოება

 

1. ამ შეთანხმების მოქმედება შეიძლება, მთლიანად ან ნებისმიერი აუცილებელი სახეცვლილებით, გავრცელდეს ერთ-ერთ ან ორივე ქვეყანაზე ანტილიებზე, ან არუბაზე, თუ შესაბამისი ქვეყანა ბეგრავს ამ შეთანხმებაში გამოყენებული მსგავსი გადასახადებით. ნებისმიერი ასეთი გაფართოება ძალაში შედის იმ დღიდან და მასზე ვრცელდება ისეთი ცვლილებები და პირობები, მოქმედების შეწყვეტის პირობების ჩათვლით, როგორც დაკონკრეტებული და შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ნოტებში, რომლებსაც ისინი გაცვლიან დიპლომატიური არხებით.

2. თუ სხვა რამ არ არის შეთანხებული, ამ შეთანხმების შეწყვეტა არ შეწყვეტს შეთახმების გავრცელებას ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელზედაც ამ მუხლის შესაბამისად ვრცელდებოდა მისი მოქმედება.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 31

ძალაში შესვლა

 

ეს შეთანხმება ძალაში შედის 30-ე დღეს იმ თარიღიდან, როდესაც შესაბამისი მთავრობები წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს მათ სახელმწიფოებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალობების შესრულების შესახებ და მისი დებულებები იმოქმედებენ დასაბეგრი წლებისა და პერიოდებისათვის, რომლებიც დაიწყება ამ შეთანხმებების ძალაში შესვლის შემდეგ მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან.

 

მუხლი 32

მოქმედების შეწყვეტა

 

1. ეს შეთანხმება ძალაშია მანამ, სანამ მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება შეთანხების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას დასაბეგრი წლებისა და პერიოდებისათვის, იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელშიც შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული.

დასტურად ამისა, შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შედგენილია ქ. ჰააგაში, 2002 წლის 21 მარტს 2 ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ნიდერლანდურ და ინგლისურ ენაზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ქართულ და ნიდერლანდურ ტექსტების განმარტებებისა წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში , უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველო მთავრობის სახელით

ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის სახელით

 

ოქმი

 

საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას ქვემორეხელისმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

I.

მე-3 მუხლის, 1 პუნქტის, ე ქვეპუნქტის დამატება

1.მიჩნეულია, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი კომპანია მოიცავს საწარმოს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც იურიდიული პირი.

2.იმ შემთხვევაში თუ დაწესებულება, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც იურიდიული პირი, ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მისი შემოსავალი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იბეგრება, როგორც ამ დაწესებულების მონაწილეთა შემოსავალი, ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა იმგვარი ზომები უნდა მიიღონ, რომ, ერთის მხრივ, არ მოხდეს ორმაგი დაბეგვრა, ხოლო, მეორეს მხრივ, ამ ხელშეკრულების უბრალოდ მისადაგებით შემოსავალი არ დაექვემდებაროს (ნაწილობრივ) დაბეგვრას.

 

II

მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის, და 26-ე მუხლის დამატება

 

მიიჩნევა რომ, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს საკითხის, ამ ხელშეკრულების კონტექსტში თავს იჩენს ორმაგი დაბეგვრის ან გადასახადისაგან ორმაგი გათავისუფლების შემთხვევები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებისას იმ ტერმინის განმარტების მიზნით,რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული; ან

ბ) კლასიფიკაციაში არსებული განსხვავებების გამო (მაგ. რომელიმე პირის შემოსავლის შემადგენელი ელემენტი), საკითხის გადაჭრის ეს გზა – ორივე მარის კომპეტენტური ორგანოების სათანადო პუბლიკაციის შემდეგ – სავალდებულო უნდა გახდეს სხვა მსგავსი შემთხვევებისათვის წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების გამოყენების დროს.

 

III.

მე-4 მუხლის დამატება

 

ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს გემბანზე და არ გააჩნია რეალური მუდმივი საცხოვრებელი არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახემწიფოს რეზიდენტად, სადაც არის გემის მიწერის ნავსადგური.

 

IV.

მე-5, მე-6, მე-7, მე-13 და 24-ე მუხლების დამატება

 

მიიჩნევა, რომ ზღვის ფსკერსა და წიაღისეული ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და დამუშავების უფლება დაკავშირებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავ ქონებასთან და აქედან გამომდინარე ყველა უფლება განიხილება როგორც ამ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. ამასთან, მიჩნეულია, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებები მოიცავს ამგვარი მოპოვებისა და დამუშავებისაგან მიღებული ქონების ინტერესის უფლებებს ან შემოსავალს.

 

V.

მე-5, მე-7და 14-ე მუხლების დამატება

 

ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მილსადენის ექსპლუატაციით მიღებული მოგება ან შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში.

 

VI.

მე-7 მუხლების დამატება

 

1. მიჩნეულია, რომ საქართველოს შემთხვევაში მოგება ბიზნესიდან ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ მოგებას

2. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, როდესაც ხელმომწერი

სახელმწიფოს საწარმო ახდენს საქონლის გაყიდვას ან აწარმოებს ბიზნესს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იქ მდებარე მუდმივი დაესწებულების მეშვეობით, ამ მუდმივი დაწესებულების მოგება არ იქნება განსაზღვრული საწარმოს მოგების მთლიანი თანხის საფუძველზე, არამედ განისაზღვრება საწარმოს შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილიდან, რომელიც დაკავშირებულია მუდმივი დაწესებულებების ფაქტობრივ საქმიანობასთან აღნიშნულ რეალიზაციასა და ბიზნესთან მიმართებაში. კერძოდ, მომარაგების, მიწოდების, სამრეწველო, სამეწარმეო ან სამეცნიერო მოწყობილობებისა და შენობების აწყობისა და მშენებლობის კონტრაქტების არსებობის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება, ამ მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული მოგება განისაზღვრება არა კონტრაქტის საერთო ღირებულების საფუძველზე, არამედ კონტრაქტის მხოლოდ იმ ნაწილის საფუძველზე, რომელსაც ეფექტურად ახორციელებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულება. მოგება, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტის იმ ნაწილთან, რომელსაც ახორციელებს საწარმოს მთავარი ოფისი, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიცაა საწარმო.

 

VII.

მე-10 და მე-13 მუხლების დამატება

 

მიჩნეულია, რომ კომპანიის ლიკვიდაციიდან (ნაწილობრივი) ან კომპანიის მიერ საკუთარი აქციების შესყიდვიდან მიღებული შემოსავალი განიხილება როგორც შემოსავალი აქციებიდან და არა როგორც შემოსავალი კაპიტალიდან.

 

VIII.

მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების დამატება

 

როდესაც გადასახადი აკრეფილია მე-10, მე-11 ან მე-12 მუხლების დებულებებში ასახული წყაროებიდან დარჩენილი ნაშთებიდან, მოთხოვნა ნაშთზე დარიცხული გადასახადის ანაზღაურების შესახებ უნდა შეიტანოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რომელმაც აწარმოა გადასახადის აკრეფა, სამი წლის განმავლობაში კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ, როდესაც აღნიშნული გადასახადი იქნა აკრეფილი, გარდა ამისა ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დააწესონ პროცედურები მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების გამოყენებისათვის.

 

IX.

მე-16 მუხლის დამატება

 

მიჩნეულია, რომ “bestuurder or comissaris” ნიდერლანდების კომპანიისა ნიშნავს პირებს, რომლებიც არჩეულნი არიან ასეთად აქციონერთა საერთო კრების მიერ ან ასეთი კომპანიის ნებისმიერი სხვა კომპეტენტური პირების მიერ და შესაბამისად ახორციელებენ კომპანიის გენერალურ მმართველობასა და ზედამხედველობას.

 

დასტურად ამისა, ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შედგენილია ქ. ჰააგაში, 2002 წლის 21 მარტს 2 ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ნიდერლანდურ და ინგლისურ ენაზე. ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართულ და ნიდერლანდურ ტექსტების განმარტებების წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველო მთავრობის სახელით

 

ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის სახელით