ბრძანება N 31510
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31510
14 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------)
(მის.: ----------------------------------)
2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) 2023 წლის 31 ოქტომბრის №84539/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №071-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თითქოს შიდა გადაზიდვის ზედნადებებით დამატებით რეალიზებული აქვს მასალა. ზედნადებები არის შიდა გადაზიდვის და შესაბამისად შემოწმების პოზიცია არასწორია.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატვირთო გადაზიდვების სანაცვლოდ მძღოლებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, მიუთითებს, რომ როცა ფიზიკური პირი ფლობს სატვირთო ავტომობილს და სატრანსპორტო გადაზიდვით იღებს შემოსავალს, აღნიშნული წარმოადგენს სამეწარმეო/ეკონომიკურ საქმიანობას და ვალდებულია იყოს საგადასახადო აღრიცხვაზე. შედეგად მეწარმის მიერ ტრანსპორტირებაზე გადახდილი თანხები უნდა დაერიცხოს ფიზიკურ პირებს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ყალბი ზედნადების გამოწერის ორგანიზების სანაცვლოდ გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ეს თანხები დაბეგვრას ექვემდებარება იმ პირების მიერ ვისგანაც გამოიწერა რეალიზაციის ზედნადებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №23030 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი ნოემბრიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის (მ.შ. მცირე ბიზნესის სტატუსის საშემოსავლო გადასახადის) დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 სექტემბრის №23956 ბრძანება და ამავე თარიღის №071-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 46 689 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 045 ლარი, ჯარიმა 12 803 ლარი, საურავი 7 841 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ ----------ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხის მასალის შეძენა და რეალიზაცია. ფლობს მცირე ბიზნესის სტატუსს და რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 10.11.2021წ-დან. საგამოძიებო სამსახურის დადგენილების, აგრეთვე მიღებული საგამოძიებო მასალების მიხედვით დადასტურდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ კონკრეტული შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერით სინამდვილეში დამატებით რეალიზებული აქვს კიდევ 298,84 მ 3 ხის მასალა ჯამში 171 833 ლარად. აღნიშნული მონაცემები შედარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი ივლისის №17188 ბრძანებით ჩატარებული შემოწმების შედეგებთან, რომლის მიხედვით რამდენიმე შიდა გადაზიდვის ზედნადებით განხორციელებული რეალიზაცია უკვე დაბეგრილი იყო. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების შედეგად მეწარმეს შესამოწმელ პერიოდში გამოუვლინდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მცირე ბიზნესის სტატუსის მიხედვით დამატებით დასაბეგრი შემოსავლები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით (მ.შ. მძღოლების გამოკითხვებით) ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი კონკრეტული შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერით სინამდვილეში ახდენდა ხის მასალის დამატებით რეალიზაციას, ასევე, მრავალჯერდად დასტურდება გადამხდელის მიერ სატვირთო გადაზიდვების სანაცვლოდ მძღოლებზე ანაზღაურების გაცემის შემთხვევები, რაც გადამხდელის მიერ არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. იმ გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც გამოკითხვებით ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა დასახელებული არ იყო, მომსახურების თანხად აღებულია ამავე გამოკითხვების მიხედვით შესაბამის დისტანციებზე დადასტურებული ფასები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. გადამხდელს ასევე, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით და თემატური შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელის სახელზე გამოწერილია ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ამის ორგანიზების სანაცვლოდ გადამხდელმა ---- ------ეს გადასცა 2 946 ლარი. აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ კონკრეტული შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერით სინამდვილეში დამატებით რეალიზებული აქვს კიდევ 298,84 მ 3 ხის მასალა. აღნიშნული მონაცემები შედარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი ივლისის №17188 ბრძანებით ჩატარებული შემოწმების შედეგებთან, რომლის მიხედვით რამდენიმე შიდა გადაზიდვის ზედნადებით განხორციელებული რეალიზაცია უკვე დაბეგრილი იყო. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების შედეგად მეწარმეს შესამოწმელ პერიოდში გამოუვლინდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მცირე ბიზნესის სტატუსის მიხედვით დამატებით დასაბეგრი შემოსავლები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტების თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ, ასევე, საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, დასტურდება გადამხდელის მიერ სატვირთო გადაზიდვების სანაცვლოდ მძღოლებზე ანაზღაურების მრავალჯერდად გაცემის შემთხვევები, რაც გადამხდელის მიერ არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადამხდელს ანაზღაურებული აქვს ყალბი დოკუმენტების გამოწერის ორგანიზებისთვის თანხა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებული აქვს თანხები და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თითქოს შიდა გადაზიდვის ზედნადებებით დამატებით რეალიზებული აქვს მასალა.2. სატვირთო გადაზიდვების სანაცვლოდ მძღოლებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.3.ყალბი ზედნადების გამოწერის ორგანიზების სანაცვლოდ გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №23030 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი ნოემბრიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის (მ.შ. მცირე ბიზნესის სტატუსის საშემოსავლო გადასახადის) დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 46 689 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 045 ლარი, ჯარიმა 12 803 ლარი, საურავი 7 841 ლარი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:102(1 „ა“); 90(1.3); 93(11); 101(1); 102(1 „ა“);154(1 „დ“); 159(1 „ა“ . „ბ“); 160(1); 163(1.2); 164(1);