ბრძანება N 2189

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი 2189
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2189

08.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 27 ივლისის და 21 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 ივლისის №73031/1/2022 და 21 დეკემბრის №77461/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №070-12 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის ნაწილში გადამხდელი განმარტავს, რომ არ ეთანხმება დანაკლისს და შესაბამისად არ აქვს აღიარებული მიწოდებად. მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დანაკლისის საკითხის დამატებით შესწავლა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტს ჯერჯერობით საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია.

2. გადამხდელი საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია აქციზისაგან, ჩათვლის უფლებით. მიუთითებს, რომ მიაწოდა საკუთარი წარმოების 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული პროდუქცია სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით.

3. გადამხდელი არ ეთანხმება გასესხებული ვაზის ნერგების საფუძველზე მიღებული სარგებლის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების შედეგებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, ხელახლა შეაფასოს ოპერაციის კვალიფიკაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სარგებლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ჯერჯერობით საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია.

4. დღგ-ის ნაწილში გადამხდელი განმარტავს, რომ დეკლარირება განხორციელებულია დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 აპრილის №9238 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №18397 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 14 ივლისის №070-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 946 238 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 551 955 ლარი, ჯარიმა 271 569 ლარი და საურავი 122 714 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში დადგინდა, რომ საწარმოში ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება 22.04.2015 - 01.09.2018 წლების საანგარიშო პერიოდზე, რაზეც 2019 წლის 9 სექტემბერს შედგენილ იქნა შპს „----------“ საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების მიმდინარეობის პარალელურად საწარმოში 2019 წელს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განისაზღვრა შპს „----------“ საკუთრებაში არსებული, ალკოჰოლის შემცვლელი პროდუქტების ფაქტობრივი რაოდენობები, რაზეც შედგა 2019 წლის 4 მარტის დასკვნა. ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საწარმოში 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არსებული ბუღალტრული ნაშთი განსხვავდებოდა ფაქტობრივი ნაშთისგან და დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით სულ შეადგინა - 330 904 ლარი, საიდანაც საბრენდე სპირტის დანაკლისმა შეადგინა 8 768 ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლით) საბაზრო ღირებულებით 269 185 ლარი, ღვინო საფერავის დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით - 29 580 ლარი, სხვა სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით - 32 139 ლარი. აქტის თანახმად, პირს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით განსაზღვრული 10%-იანი ჯარიმა და გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია დანაკლისის გამოვლენის მომენტში მოეხდინა მიწოდებად დეკლარირება, თუმცა გადამხდელს არ მოუხდენია დანაკლისის დეკლარირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე, 97-ე, 983 და 184-ე მუხლების თანახმად პირს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და აქციზი საბრენდე სპირტის დანაკლისზე შესაბამისი განაკვეთით. გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ჩატარებული ანალიზის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შპს „----------“ მიერ 2021 წლის ივლისში შპს „----------“ რეალიზებულია მის მიერ წარმოებული საბრენდე სპირტი აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველობით - 19 975 ლიტრი. თავის მხრივ შპს „----------“ მიერ საბრენდე სპირტი გატანილია ექსპორტზე იგივე სასაქონლო სუბპოზიციით. საბრენდე სპირტის რეალიზაციას გადამხდელი არ განიხილავს აქციზით დასაბეგრ ოპერაციად და განიხილავს გათავისუფლებულ ოპერაციად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182- ე, 183-ე და 184-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ ზემოთაღნიშნული საბრენდე სპირტის რეალიზაცია განხილულ იქნა აქციზით დასაბეგრ ოპერაციად. გადამხდელს დაერიცხა აქციზი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. 2019 წლის 9 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ვაზის ნერგები - 181 500 ლარის ღირებულების, რომელიც ხელშეკრულებით გასესხებული აქვს შპს „----------“-ზე წლიური 12% სარგებლით. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აღნიშნული გარიგება არ ჩაითვალა ფინანსურ ოპერაციად და სარგებელი განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებამ იხელმძღვანელა წინა პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტით და მოახდინა შემდგომ პერიოდებში დარიცხული სარგებლით, დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით №„----------“, №„----------“ რეალიზებულია ღვინო „----------“ და „----------“. აღნიშნული რეალიზაცია გადამხდელმა არ ასახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ასევე გადამხდელის სამეურნეო ოპერაციების ამსახველ საბუღალტრო პროგრამა „ინფოს“ მონაცემებით, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. სხვაობაზე პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობის საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით შესასწავლად დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტს მისი აღსრულება ჯერ არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად.

შენიშვნა: ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის შემძენი/დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად არ იყენებს, შეძენილ/გადმოცემულ საქონელთან მიმართებით აქციზის გადამხდელად განიხილება საქონლის შემძენი/დამკვეთი. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ განიხილება შემძენის/დამკვეთის მიერ საქონლის სხვა საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ შპს „----------“ (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) შორის გაფორმებულ 2021 წლის 16 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებზე, რომლის თანახმად, გასაყიდ ქონებას წარმოადგენს საბრენდე სპირტი, ამასთან, გამყიდველი იღებს ვალდებულებას დაუშვას მყიდველის ტექნოლოგი ნასყიდობის საგანთან, ხოლო გამყიდველი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მყიდველის ტექნოლოგი სითხის სიცივეზე დამუშავებისათვის საჭირო ავზით/ცისტერნით და ასევე, გაფილტვრის საშუალებებით (ფილტრით).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტი მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად. ამასთან, თუ შემძენი/დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად არ იყენებს, შეძენილ/გადმოცემულ საქონელთან მიმართებით აქციზის გადამხდელად განიხილება საქონლის შემძენი/დამკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე, შემოწმების შედეგად აქციზის დარიცხვა არამართლზომიერია. შესაბამისად, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „----------“ (ს/ნ ----------) რეალიზებული პროდუქციის საფუძველზე განსაზღვრული აქციზი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ დერივატივებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს აგრეთვე ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისთვის/მესამე პირებისგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაციის ხელახლა შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სარგებლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ დღგ-ის ნაწილში დეკლარირება განხორციელებულია დადგენილი წესის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №9887/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „----------“ (ს/ნ ----------) რეალიზებული პროდუქციის საფუძველზე განსაზღვრული აქციზი დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელშეკრულების საგნის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაციის ხელახლა შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სარგებლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

7. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.