გადაწყვეტილება №76591/1/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№76591/1/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------------“-ს 17.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №76591/1/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება: აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 588 860 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 732 155
დღგ - 77 781
მოგების გადასახადი - 544 176
საშემოსავლო გადასახადი - 102 515
ქონების გადასახადი - 7 683
ჯარიმა - 386 429
საურავი - 470 276
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სპირტის წარმოება და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2019 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში (ანგარიში 1430) ფიქსირდება როგორც საქვეანგარიშოდ ბანკიდან გაცემული თანხები, ასევე ისეთი გადახდები (პლასტიკური ბარათებით), რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება და შესამოწმებელ პერიოდში მათი დაბრუნება არ ხდება. ამასთან, ბანკის ამონაწერების და პლასტიკური ბარათების ფაქტობრივ მფლობელთა ვინაობის განსაზღვრისთვის გამოყენებულია სს ------- ბანკისა და სს --------- ბანკისგან წარმოდგენილი ინფორმაცია.
დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ტრანზაქციებისთვის სულ გამოყენებულია - 6 679 159 ლარი. ხოლო გაცემული/გადახდილი თანხებიდან საქვეანგარიშო პირების მიერ დაფარულია კრედიტორული დავალიანება - 3 537 883 ლარი (სავარაუდოდ აღნიშნული კრედიტორული დავალიანება სრულად -------- (პ/ნ ----------) მიერაა დაფარული).
საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე ანგარიშვალდებულ პირებზე ფიქსირდება შემდეგი ოდენობის ფულადი სახსრების გატანა/გადახდები: 1) -------------- (პ/ნ ---------------) – 5 093 152 ლარი, 2) -------------- (პ/ნ ---------------) – 12 251 ლარი, 3) -------------- (პ/ნ ---------------) – 110 361 ლარი, 4) -------------- (პ/ნ ---------------) – 69 236 ლარი, 5) -------------- (პ/ნ ---------------) – 45 223 ლარი, 6) -------------- (პ/ნ ---------------) – 200 448 ლარი, 7) -------------- (პ/ნ ---------------) – 84 649 ლარი, 8) -------------- (პ/ნ ---------------) – 61 191 ლარი, 9) -------------- (პ/ნ ---------------) – 46 971 ლარი, 10) -------------- (პ/ნ ---------------) – 74 396 ლარი, 11) -------------- (პ/ნ ---------------) – 77 504 ლარი, 12) -------------- (პ/ნ ---------------) - 19 234 ლარი, 13) -------------- (პ/ნ ---------------) – 39 968 ლარი, 14) -------------- (პ/ნ ---------------) – 30 762 ლარი, 15) -------------- (პ/ნ ---------------) – 79 911 ლარი, 16) -------------- (პ/ნ ---------------) – 105 254 ლარი, 17) -------------- (პ/ნ ---------------) – 92 907 ლარი, 18) -------------- (პ/ნ ---------------) – 74 058 ლარი, 19) -------------- (პ/ნ ---------------) – 57 066 ლარი, 20) -------------- (პ/ნ ---------------) – 106 165 ლარი, 21) -------------- (პ/ნ ---------------) – 107 811 ლარი და 22) -------------- (პ/ნ ---------------) – 90 613 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, სალაროში რიცხული თანხა, 2017 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემად და შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრება მოგების გადასახადით.
გარდა აღნიშნულისა, 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა 2017 წლის 11 თებერვლიდან, ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის (დაქირავებულის) მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2019 წლის №006-835 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.12.2019 წლის №44502 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 31.07.2020 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მითითებული ფიზიკური პირების მიერ (გარდა -------------- (პ/ნ ---------------), -------------- (პ/ნ ---------------) და -------------- (პ/ნ ---------------)) კომპანიის ბარათიდან/ანგარიშიდან გატანილი/დახარჯული თანხა გამოყენებულია კომპანიის საქმიანობის ფარგლებში, კომპანიის ინტერესების შესაბამისად და ამ თანხის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების და ამ მოტივით საშემოსავლო და მოგების გადასახადების დარიცხვის საფუძველი არ არსებობს. საბჭო თვლის, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს კომპანიის ხარჯს და ამ კუთხით უნდა შეფასდეს მისი დაბეგვრის საკითხი. ამასთანავე, საბჭოში წარმოდგენილია შპს ,,-----------" (ს/ნ -------------) წერილობითი განმარტება, რომ კომპანია თანხების მითვისებასთან დაკავშირებით -------------- (პ/ნ ---------------), -------------- (პ/ნ ---------------) და -------------- (პ/ნ ---------------) ედავება სისხლის სამართლებრივი კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას პრეტენზია აქვს აღნიშნული ფიზიკური პირების მიმართ და მათგან ითხოვს გატანილი/დახარჯული ფულის დაბრუნებას. საბჭო თვლის, რომ ვინაიდან ამ პირების მიერ საწარმოდან მიღებული თანხების საწარმოს ინტერესების შესაბამისად და საწარმოს საქმიანობის ფარგლებში ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი, აღნიშნული თანხა სწორად შეფასდა ამ ფიზიკური პირების მიერ კომპანიიდან უპროცენტო სესხის მიღებად და შესაბამისად, ამ ნაწილში მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
საბჭოს 31.07.2020 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2021 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი და პლასტიკური ბარათების მეშვეობით გადახდილი თანხები ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაცვლად დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე გაწეულ ხარჯად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადში დარჩა უცვლელი, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადში შემცირდა ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე სარგებლის ნაწილში დარიცხული თანხები. ამასთანავე, საბჭოში წარმოდგენილია მომჩივნის წერილობითი განმარტება, რომ კომპანია თანხების მითვისებასთან დაკავშირებით -------------- (პ/ნ ---------------), -------------- (პ/ნ ---------------) და -------------- (პ/ნ ---------------) ედავება სისხლის სამართლებრივი კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას პრეტენზია აქვს აღნიშნული ფიზიკური პირების მიმართ და მათგან ითხოვს გატანილი/დახარჯული ფულის დაბრუნებას. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ამ პირების მიერ საწარმოდან მიღებულია თანხები საწარმოს ინტერესების შესაბამისად და საწარმოს საქმიანობის ფარგლებში ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი, აღნიშნული თანხა სწორად შეფასდა ამ ფიზიკური პირების მიერ კომპანიიდან უპროცენტო სესხის მიღებად და შესაბამისად, ამ ნაწილში მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. საბჭოს 31.07.2021 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილებით, საჩივარი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2021 წლის №006-788 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის (საბჭოს 31.07.2020 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები) შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, დამატებით შესწავლილ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის კვალიფიკაციის, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის და საბჭოს 31.07.2020 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, კერძოდ საბჭოს 31.07.2020 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მითითებული „ფიზიკური პირების მიერ (გარდა ------------- (პ/ნ ---------------), ------------- (პ/ნ -----------) და ------------- (პ/ნ ---------------)) კომპანიის ბარათიდან/ანგარიშიდან გატანილი/დახარჯული თანხა გამოყენებულია კომპანიის საქმიანობის ფარგლებში, კომპანიის ინტერესების შესაბამისად და ამ თანხის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების და ამ მოტივით საშემოსავლო და მოგების გადასახადების დარიცხვის საფუძველი არ არსებობს. საბჭო თვლის, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს კომპანიის ხარჯს და ამ კუთხით უნდა შეფასდეს მისი დაბეგვრის საკითხი.“ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ოპერაციის კვალიფიკაცია, საწარმოს ბარათიდან/ანგარიშიდან გატანილი/დახარჯული თანხები მიჩნეულ იქნა საწარმოს ხარჯად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად ამ მუხლის მიზნებისთვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის.
ვინაიდან საწარმომ ვერ დაადასტურა დოკუმენტურად ხარჯები, კომპანიის ბარათიდან/ანგარიშიდან გატანილი/დახარჯული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა და აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ახალ საგადასახადო მოთხოვნაში საურავის ნაწილში უფრო მეტი თანხა არის მითითებული. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. ამასთან, დარიცხული გადასახადები არ არის აღიარებული და მიმდინარეობს სასამართლო დავა.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, დამატებით შესწავლილ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის კვალიფიკაციის, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის და საბჭოს 31.07.2020 წლის №9918/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ოპერაციის კვალიფიკაცია, საწარმოს ბარათიდან/ანგარიშიდან გატანილი/დახარჯული თანხები მიჩნეულ იქნა საწარმოს ხარჯად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად ამ მუხლის მიზნებისთვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. ვინაიდან საწარმომ ვერ დაადასტურა დოკუმენტურად ხარჯები, კომპანიის ბარათიდან/ანგარიშიდან გატანილი/დახარჯული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხი დამატებით შესწავლილია სრულყოფილად, მომჩივანს გადაანგარიშებასთან დაკავშირებით არგუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის დასკვნით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად.
მომჩივანი ითხოვს დარიცხული საურავის კორექტირებას. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა დარიცხული საურავის კორექტირების თაობაზე დაფიქსირებულია საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 29.04.2022 წლის №65837/1/2021 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.