საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/410-25

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 3/410-25
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/410-25

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13 თებერვალი, 2026 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე -მაია ყუშიტაშვილი

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე - შპს „----------ი“;

წარმომადგენლები - -------ძე;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - -------ძე;

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - -------ძე,-------ძე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2025 წლის 2 ივნისის N------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის N14608 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 ივლისის N25434/2/2025 გადაწყვეტილება;

 

2.მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 2 ივნისს, --:-- საათზე შედგა N-------საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად. საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „------“-ს (ს/ნ --------) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, ჩადენილი განმეორებით) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი:---; მძღოლი; ----- პ/ნ ---------; გადამოწმების დრო: 29.05.2025 --:--)), კერძოდ 200 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის : "ქვიშა ხრეში" (20 მ3 × 10,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს "------" ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 65);

 

3.3. შპს "------" მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება მოითხოვა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის N14608 ბრძანება საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჩივარი (ს.ფ. 25-28)

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის N14608 ბრძანება. (ს.ფ. 66-69).

 

3.4. შპს "------" მ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის N14608 ბრძანების გაუქმება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 ივლისის N25434/2/2025 5 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 ივლისის N25434/2/2025 გადაწყვეტილება (ს.ფ. 61-64).

 

3.5. 2025 წლის 29 მაისს, --:-- საათი, ელ------ სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მძღოლი - ------- პ/ნ --------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ----ის რაიონი სოფელი -----, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი -----ი, ახდენდა შპს "-------"-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (200 ლარის ღირებულების 20 მ3 ქვიშა-ხრეში) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2025 წლის 29 მაისის ელ------ სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 73).

 

3.6. 2025 წლის 29 მაისს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის ------ის რეგიონალური სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ----- კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ----- და ამავე განყოფილების თანამშრომელ ------ და მოქალაქე -------- (პ/ნ ------, მცხ. ----, სოფელი ---- ტელ: -----) მიერ შედგა აქტი, კერძოდ მიმდინარე წლის 29 მაისს --------ის მუნიციპალიტეტ სოფელ -----ში შეჩერებული იქნა -------- (პ/ნ --------) მართვის ქვეშ მყოფი ---- მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ. ნომრით სახელმწიფო ნომერი: -----I, რომელიც დატვირთული იყო 13მ3 ქვიშა ხრეშით. ავტომანქანა გადამოწმდა --- ანალიტიკურ სამსახურში. სატვირთო ავტომანქანაზე და მის ძარაზე განთავსებულ ტვირთზე არ იყო გაწერილი სასაქონლო ელ- ზედნადები. აქედან გამომდინარე მანქანა და მასზე განთავსებული ტვირთი მძღოლის მიერ გადატანილი იქნა მითითებულ ადგილას ---- მუნიციპალიტეტი, სოფ. ----, კერძოდ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და დალუქული იქნა (ლუქის N--------) და მიღება ჩაბარების აქტით მიბარდა -----------ს (პ/ნ --------------).

2025 წლის 30 მაისის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის -------ის რეგიონალური სამმართველოს N-------- წერილით შემოსავლების სამსახურის საგადასახადაო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ---------ის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ---- განყოფილების სპეციალისტების მიერ მ/წლის 29 მაისს -----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ს ტერიტორიაზე გადამოწმებულ იქნა მოქალაქე ------------ (პ/ნ-------- მართვის ქვეშ მყოფი "-------"-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით -------, რომელიც დატვირთული იყო ქვიშა-ხრეშით. შემოსავლების სამსახურში გადამოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე არ იყო გაწერილი ელექტრონული ზედნადები. აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა ლუქის ნომრით ----- და გადაყვანილ იქნა---------ს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2025 წლის 29 მაისის აქტი და მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ. 200–201).

-2025 წლის 30 მაისის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის -------ის რეგიონალური სამმართველოს N ------ წერილი.(ს.ფ. 197)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის,საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 02 ივლისის N14608 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 ივლისის N25434/2/2025 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კიდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ” ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მითითებული მუხლის მესამე პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველი მოთხოვნის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. დასახლებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველი მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. დასახლებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გავალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. მე-3 პუნქტის თანახმად სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუსისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუნისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ვალდებულების წარმოშობას, იგი დაკავშირებულია პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დაწყებასთან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2025 წლის 29 მაისს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------ის რეგიონალური სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ---- კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ------ს და ამავე განყოფილების თანამშრომელი ------ს და მოქალაქე --------ს (პ/ნ ---------, მცს. -----, სოფელი------ ტელ:--------) მიერ შედგა აქტი, კერძოდ მიმდინარე წლის 29 მაისს, -----ის მუნიციპალიტეტ სოფელ -----ი შეჩერებული იქნა ---------ს (პ/ნ---------) მართვის ქვეშ მყოფი ------ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ. ნომრით სახელმწიფო ნომერი: ------, რომელიც დატვირთული იყო 13მ3 ქვიშა ხრეშით. ავტომანქანა გადამოწმდა გ.ზ.დ. ანალიტიკურ სამსახურში სატვირთო ავტომანქნაზე და მის ძარაზე განთავსებულ ტვირთზე არ იყო გაწერილი სასაქონლო ელ ზედნადები. აქედან გამომდინარე ა/მანქანა და მასზე განთავსებული ტვირთი მძღოლის მიერ გდატანილი იქნა მითითებულ ადგილას, ----- მუნიციპალიტეტი, სოფ. ----, კერძოდ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და დალუქული იქნა (ლუქის N ------) და მიღება ჩაბარების აქტით მიბარდა ----------ს (პ/ნ ----------).

2025 წლის 30 მაისის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის --------ის რეგიონალური სამმართველოს N ----- წერილით შემოსავლების სამსახურის საგადასახადაო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის --------ის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების სპეციალისტების მიერ მ/წლის 29 მაისს ------ მუნიციპალიტეტის სოფელ ---------ს ტერიტორიაზე გადამოწმებულ იქნა მოქალაქე ----------ას (პ/ნ ------) მართვის ქვეშ მყოფი "----"-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ---, რომელიც დატვირთული იყო ქვიშა-ხრეშით. შემოსავლების სამსახურში გადამოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე არ იყო გაწერილი ელექტრონული ზედნადები. აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა ლუქის ნომრით --- და გადაყვანილ იქნა --- პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 2 ივნისს --:-- საათზე შედგა N---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. რომლის თანახმად. საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს ----------ს (ს/ნ --------) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ- ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. მყიდველის მოთნოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, ჩადენილი განმეორებით) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი:--; მძღოლი; ------ პ/ნ ------; გადამოწმების დრო: 29.05.2025 18:04)), კერძოდ 200 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის : "ქვიშა ხრეში" (20 მ3 × 10,00 ლარი). ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს "-------ს" ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ შპს "--------ი"-ს მიმართ 17.03.2025 წელს შედგა N----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის და სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

სასამართლო მიუთითებს, რომ 6 კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერების ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმესტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებრებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემოღება სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს.რომ ტრანსპორტირების დაწყებისთანავე (18:06:47 საათზე) გამოწერა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, შესაბამისად გადაზიდვა ხორციელდებოდა ელექტრონული ზედნადების საფუძველზე (N----), რომელიც ასახავს იმ გადაზიდვას, რომლის გამოც პარალელურად გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი. იმის გამოც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ 2 წუთი განსხვავება ზედნადებსა და სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დროის მონაკვეთს შორის, რაც შესაძლებელია განპირობებული ყოფილიყო ტექნიკური სარვეზით, ინტერნეტის ან/და ელ-გვერდის (rs.ge) შეფერხებით. ამასთან, წარსულში უნდა გამოყენებულიყო სანქციის სახით ჯარიმა 500 ლარი და შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი 5000 ლარიანი ჯარიმის გამოყენება, რასაც, მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით. სსიპ შემოსავლების სამსანურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N---- საგადასანადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით. შპს ----ი“-ს მიმართ 17.03.2025 წელს შედგენილია N---- სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის საფუძველზე „გაფრთხილება“. რომელიც დასახლებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. საგადასახადო სანქცია გამოიყენება მათ შორის გაფრთხილების სახით. ამასთან, 270-ე მუხლის მესამე ნაწილის თანანმად საგადასახადო კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად - 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო სანქცია არის პასუნისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის და სპეციფიკის, შპს „-------ი“-ს საქმიანობის და წარსულის გათვალისწინებით არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის N---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელის მითითება შესაძლო ტექნიკურ გაუმართაობაზე ინტერნეტის ხარვეზზე არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით.

6.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს შეწყდეს მსოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები. თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

2025 წლის 30 მაისის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის -----ის რეგიონალური სამმართველოს N-- წერილით შემოსავლების სამსახურის საგადასახადაო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----ის რეგიონული სამმართველოს ------ის ----ი განყოფილების სპეციალისტების მიერ მ/წლის 29 მაისს ----ის მუნიციპალიტეტის სოფელ --------ს ტერიტორიაზე გადამოწმებულ იქნა მოქალაქე -------ს (პ/ნ -------) მართვის ქვეშ მყოფი "----" ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ----, რომელიც დატვირთული იყო ქვიშა-ხრეშით. შემოსავლების სამსახურში გადამოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე არ იყო გაწერილი ელექტრონული ზედნადები. აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა – ლუქის ნომრით ---- და გადაყვანილ იქნა ------ს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, დადგენილია, რომ შპს "------ი"-ს მიმართ 17.03.2025 წელს შედგა N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის და სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილია შპს „------“ მ ჩაიდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა. ამდენად სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას და გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოცემულ არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით,ანდა კანონის ისეთი დარღვევა,რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტების მომზადება გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს "----------ი"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე:

მაია ყუშიტაშვილი

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 2 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად. საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ მომჩივანის მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ-ის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, ჩადენილი განმეორებით), კერძოდ 200 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადასახადის გადამხდელს ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მომჩივანმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება მოითხოვა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის N14608 ბრძანება საჩივარი არ დაკმაყოფილდა.მომჩივანმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის N14608 ბრძანების გაუქმება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს N25434/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია,რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტების მომზადება გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286(2) შემდეგი მუხლით.