ბრძანება N 9257
📄 სრული ტექსტი
N 9257
28 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---) (მის.: ---) 2026 წლის 30 მარტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №101538/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის №004901 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 18 მარტს უკვე გაკეთებული ჰქონდა მესამე პირების სავალდებულო დაზღვევის პოლისი (2026 წლის 17 მარტს უკვე აქვს აღებული საბუთი). ამდენად, იგი არ ექვემდებარება დაჯარიმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე უკვე ჰქონდა გაკეთებული მესამე პირების სავალდებულო დაზღვევა, მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4672 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 16 მარტს საგადასახადო კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიმართ დათვალიერების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ მისამართზე ქ. ---ს მ/ტ. დათვალიერების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) მხრიდან ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გადამოწმება. 2026 წლის 16 მარტს განხორციელდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) ტერიტორიის დათვალიერება, რითაც დადგინდა რომ იგი ახორციელებს თხევადი გაზის რეალიზაციას. აქვს ერთი ფილიალი: ქ. ----ს მ/ტ-ზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე 28 აპრილი 2026 N 9257 სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომელიც მეწარმემ ვერ წარმოადგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა №004901 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 24 მარტს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს. „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა მასობრივი თავშეყრის ობიექტების ჩამონათვალი: ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად:
1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;
2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში.
ამავე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალდებულო დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპის დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:
გ) ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგურის) რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი №CPL/C-000369/26, რომლის თანახმად დაზღვევის პერიოდად განსაზღვრულია 2026 წლის 17 მარტიდან - 2027 წლის 17 მარტის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის გადამოწმება განხორციელდა 2026 წლის 16 მარტს.
ამდენად, აღნიშნული დაზღვევის პოლისი შედგენილია დათვალიერების ჩატარების შემდგომ, რომელიც შეეხება შემდგომ პერიოდს, ხოლო მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი წინა პერიოდზე წარმოდგენილი არ იქნა.
ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ი/მ --- (ს/ნ ---) ეკონომიკურ საქმიანობას 2026 წლის 16 მარტამდე ახორციელებდა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე, შესაბამისად დარღვეულია ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ უკვე გაკეთებული ჰქონდა მესამე პირების სავალდებულო დაზღვევის პოლისი. მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები მომჩივნის მიმართ დათვალიერების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ მისამართზე. დათვალიერების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა მეწარმის მხრიდან ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გადამოწმება. დადგინდა რომ მომჩივანი ახორციელებს თხევადი გაზის რეალიზაციას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომელიც მეწარმემ ვერ წარმოადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 14 მუხლს.