ბრძანება N 7850
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7850
08 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მარტის №21615/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ --------- (ს/ნ -----------) 2023 წლის 21 ოქტომბრის №84274/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №006-474 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მარტის №21615/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრის საკითხს და აცხადებს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისათვის არ უნდა მომხდარიყო 2019 წლის პერიოდის შემოწმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13891 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 სექტემბრის №23866 ბრძანება და ამავე თარიღის №006-474 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 306 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 635 ლარი, ჯარიმა 9 065 ლარი, საურავი 10 606 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 ნოემბრის №29529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 13 მარტის №21615/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29529 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მარტის №21615/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოთხოვნა დააზუსტა და მიუთითა, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისათვის არ უნდა მომხდარიყო 2019 წლის პერიოდის შემოწმება.
მოპასუხემ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ მომჩივნის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელა კანონის შესაბამისად, კერძოდ შეამოწმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რაც მოიცავდა 2019 წლის პერიოდსაც.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა 14.07.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან. საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდებში მეწარმის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, 01.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების გათვალისწინებით, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.”
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ --------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 22 აპრილიდან, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2014 წლის 27 თებერვლიდან. შემოწმების პროცესში 01.01.2020 წლიდან 01.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენისთვის შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. მეწარმის საქმიანობის სახეა ფეხსაცმლის წარმოება, კერძოდ დიზაინი და შეკერვა. ახორციელებს ასევე ქამრების წარმოებასაც. საქმიანობა ხორციელდება ნაქირავებ ფართში, მისამართზე ---------. გადამხდელის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული იყო 13.08.2018 წლიდან - 08.09.2020 წლამდე პერიოდში, თუმცა ჩეკების ამობეჭდვა არ განხორციელებულა. დამკვეთებისგან საკომპენსაციო თანხების მიღება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი დაექვემდებარება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 14.07.2020 წლიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე-159-ე მუხლები) თანახმად, დადგინდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია გაუქმებას დაექვემდებარა 2021 წლის პირველ ივლისს. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად გადამხდელს კვლავ გამოუვლინდა დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 18.03.2022 წლიდან. ამასთანავე, კვლავ დაექვემდებარა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნას 2023 წლის 1 აპრილს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ი/მ ------------ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 181 317 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ხოლო, მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 1651 მუხლის თანახმად:
1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების პროცესში 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ პირის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, პირი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2020 წლის 14 ივლისიდან, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის გათვალისწინებით მეწარმის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია გაუქმებას დაექვემდებარა 2021 წლის პირველ ივლისს, თუმცა 2022 წლის 18 მარტს პირს კვლავ გამოუვლინდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და კვლავ დაექვემდებარა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნას 2023 წლის 1 აპრილს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტზე შემოწმებით პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით 2019 წლის ოპერაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.
ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მარტის №21615/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა 14.07.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და მის შესაბამისად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 01.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვროს 01.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრის საკითხს და აცხადებს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისათვის არ უნდა მომხდარიყო 2019 წლის პერიოდის შემოწმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ პირის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, პირი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2020 წლის 14 ივლისიდან, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის გათვალისწინებით მეწარმის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია გაუქმებას დაექვემდებარა 2021 წლის პირველ ივლისს, თუმცა 2022 წლის 18 მარტს პირს კვლავ გამოუვლინდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და კვლავ დაექვემდებარა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნას 2023 წლის 1 აპრილს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:157(1,7);160;161(1);159(1);163(1,2)164(1);;1651;