ბრძანება N 14353

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.07.2025
№ დოკუმენტი 14353
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14353

01 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 17 ივნისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა ფ/პ --- ის (პ/ნ ---) 2025 წლის 17 ივნისის №96287/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №058-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დღგით დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნას გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია. განმარტავს, რომ 2023 წლის 2 აგვისტომდე გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა, სადაც გარკვეულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს თვითონ და მისი ოჯახის წევრებიც აწარმოებდნენ თავიანთ კუთვნილ მიწაზე. 2023 წლის აგვისტოდან გადამხდელის ძირითადი საქმიანობა გახდა საოჯახო სამზარეულო, ასევე, უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების რეალიზაცია. მომჩივანი დამატებით აღნიშნავს, რომ 2023 წლის აგვისტოს შემდეგაც ყიდდა სოფლის მეურნეობის პროდუქციას, თუმცა ბრუნვაში მისი ხვედრითი წილი იყო ძალიან დაბალი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5120 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 მაისის №9544 ბრძანება და 15 მაისის №058–5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 21 729 ლარი, მათ შორის გადასახადი 12 443 ლარი, ჯარიმა 6 222 ლარი და საურავი 3 064 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არასრულად ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ თანხებს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ ---ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 864 996 ლარს, ხოლო შემოწმების მიერ გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებული შემოსავლების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბრუნვა შეადგენდა ჯამში 934 112 ლარს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაუკორექტირდა და გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არასრულად ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ თანხებს. კერძოდ, ფ/პ ---ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 864 996 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 934 112 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დღგით დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნას გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არასრულად ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ თანხებს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ-ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 864 996 ლარს, ხოლო შემოწმების მიერ გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებული შემოსავლების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბრუნვა შეადგენდა ჯამში 934 112 ლარს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაუკორექტირდა და გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164.