გადაწყვეტილება №25493/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.08.2025
№ დოკუმენტი 25493/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25493/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 21.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25493/2/2025).

 

დავის საგანი:

მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 1 აპრილის №21-11/23663 გადაწვეტილება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №21-14/42982 გადაწვეტილება;

3. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივლისის №15604 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

სს „-------“-ს (ს/ნ „-------“) ყოფილი დირექტორის "-------"-ს (პ/ნ "-------") წარმომადგენელმა „--------“-მ 2025 წლის 17 მარტს №"-------"წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა სს „--------“-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან ვერ დადგინდა "-------"-ს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საგადასახადო კოდექსის 37-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, მის წარმომადგენელ „--------“-ს მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 1 აპრილის №"-------"წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, მომჩივანმა 2025 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და ითხოვა შემოწმების აქტის დანართების, გაანგარიშების ცხრილების და ყველა იმ დოკუმენტის/ინფორმაციის გადაცემა, რაც გახდა დარიცხვის საფუძველი. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №„-------“ წერილით მომჩივანს განემარტა, რომ ანალოგიურ საკითხზე ეცნობა 2024 წლის 30 ივლისის №"-------" წერილით.

მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 1 აპრილის №21-11/23663 და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №21-14/42982 გადაწყვეტილება 2025 წლის 13 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 10 ივლისის №15604 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 37-ე, 39-ე, 51-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული მონაცემებით, "-------" (პ/ნ "-------") არ წარმოადგენს სს „---------“-ს (ს/ნ "-------") ხელმძღვანელ/წარმომადგენელ პირს. ამასთან, პირის მიერ, არც დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტისა და აუდიტის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 10.07.2025 წლის №15604 ბრძანება არაკანონიერია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

იმ საბაბით, რომ სს „--------.“-ს ერიცხება აღიარებული დავალიანება, რომელიც დაერიცხა შემოწმების შედეგად, საგადასახადო ორგანოს (ვალის მართვის დეპარტამენტი) მიმართული აქვს სასამართლოსთვის შუამდგომლობით, რომლითაც მოთხოვილია 10 სუბიექტის ცრუმაგიერ პირად ცნობა. მათ შორისაა შპს „--------“, რომლის 100% დამფუძნებელია "-------" და თავად ფიზიკური პირი"-------"-ც (პ/ნ "-------").

სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიერ შუამდგომლობა წარდგენილია დანართებით 503 ფურცლად და წარმოდგენილია 10 ეგზემპლიარად 1 სასამართლოს და დანარჩენი ყველა მოპასუხე პირს, მათ შორის მომჩივანსაც.

დანართებში მოცემულია ინფორმაცია სს „-------“-ს შესახებ, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ჩათვლილიყო საგადასახადო საიდუმლოებად, მაგრამ ცალსახაა, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ჩატარდეს სასამართლო პროცესი ისე, რომ მოპასუხე მხარეებს არ ჰქონდეს საშუალება გაეცნოს საქმისათვის საჭირო ინფორმაცია-მტკიცებულებებს.

საქმის ობიექტური განხილვისთვის მომჩივანს, როგორც მოპასუხე მხარეს, ესაჭიროება კიდევ დამატებით ინფორმაცია იმის გარდა, რაც წარდგენილია.

უდავოა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა წარადგინა თავისი პოზიციის გასამყარებელი ინფორმაცია-მტკიცებულებები, ხოლო მომჩივნის პოზიციის შესაბამისი ინფორმაცია-მტკიცებულებების წარდგენა მას არ ევალება და მომჩივნის წარსადგენია. ამდენად, ამ ინფორმაციის მომჩივნისთვის მიუწოდებლობა იწვევს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მის არათანაბარ, არაობიექტურ სიტუაციაში ჩაყენებას და ართმევს საკუთარი თავის დაცვის უფლებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოადგენს განსაკუთრებულ არაკანონიერებას.

აღნიშნული დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციითაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც და საგადასახადო კოდექსით საგადასახადო ორგანოსთვის განსაზღვრული ვალდებულებებითაც.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც წარმოადგენს სასამართლო პროცესში მოპასუხე მხარეს და განსახილველია სს „--------“-ს მიმართ მომჩივნის ცრუმაგიერობა, ცალსახაა, რომ მომჩივნისთვის სს „--------“-ს გადასახადების დარიცხვისა და დავალიანების წარმოქმნის ინფორმაცია აღარ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და უნდა გადაეცეს შეუფერხებლად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ "-------" 31.08.2021 წლამდე წარმოადგენდა სს „---------“-ს დირექტორს და მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია. ასევე, იმ პერიოდის საგადასახადო შემოწმების მასალები, რომელ პერიოდშიც ის წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს, მით უმეტეს, რომ ამ პერიოდზე დარიცხული გადასახადის ძირითადი თანხა დიდი ოდენობისაა - აღემატება 100 000 ლარს.

ცალსახაა, რომ მიმდინარე პერიოდზე ყოველგვარი დამატებითი უფლებამოსილების გარეშე უნდა გაიცეს დირექტორზე მის მიერვე წარდგენილი, იმ პერიოდების კორესპონდენცია-ინფორმაცია, რომელ პერიოდშიც ის წარმოადგენდა დირექტორს.

აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ "-------"-ს წარმომადგენელმა 26.04.2024 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა მისი დირექტორობის პერიოდში წარდგენილი ყველა განცხადება-წერილების ასლები, ხოლო შემოსავლების სამსახურმა განცხადების საპასუხოდ ჩააბარა მას მოთხოვილი კორესპონდენცია 253 ფურცელზე.

ამას გარდა, მოთხოვილი და მიღებული აქვს აუდიტის დეპარტამენტიდან საგადასახადო მოთხოვნა, დარიცხვის შესახებ ბრძანება და შემოწმების აქტი.

ზემოაღნიშნულ პირობებში სრულიად გაუგებარია და არაკანონიერია მომსახურების დეპარტამენტის უარი მომჩივნის განცხადებაზე, რათა გადაეცეს სს „--------“-ს ყოველთვიური დღგის დეკლარაციები იმ პერიოდზე (1.04.2019-1.08.2020), როდესაც დირექტორს წარმოადგენდა"-------".

მომსახურების დეპარტამენტის უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ "-------" დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს სს „--------“-ს წარმომადგენელს, მაგრამ ჯერ ერთი, მომჩივანი ითხოვს თავისივე დირექტორობისას დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციებს, რომელზეც ეკისრება პასუხისმგებლობა და მეორეც, როგორც აღინიშნა, „-------“ წარმოადგენს მოპასუხეს სასამართლოში და ვალის მართვის დეპარტამენტს გადაცემული აქვს ინფორმაცია არა მარტო მისი დირექტორობის პერიოდზე, არამედ დღეის მდგომარეობითაც. ასევე, მისი დირექტორობის პერიოდზე ინფორმაცია გადაცემული აქვს კანცელარიასაც და აუდიტის დეპარტამენტსაც.

უდავოა, რომ კანონიერია სამივე დეპარტამენტის მოქმედება, ხოლო მომსახურების დეპარტამენტმა სრულიად უსაფუძვლოდ არაკანონიერად უთხრა უარი დღგ-ის დეკლარაციების გადაცემაზე.

ასვე, უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახური დეკლარაციების გადაცემაზე უარით არღვევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონსაც, რადგანაც:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოს 10 სამუშაო დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს წარმოადგენს "-------", რადგანაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტია ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება. შემოსავლების სამსახურში დამუშავებულია ინფორმაცია (მონაცემი) იმის შესახებ თუ რა დეკლარაციები იქნა "-------"-ს მიერ (მისი ხელმოწერით) წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, როგორც სს „--------“-ს დირექტორის მიერ, რაც კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებას.

ამდენად, ვინაიდან განხორციელებულია მონაცემთა დამუშავება (შეგროვებულია ინფორმაცია თუ რა იქნა დღგ-ის დეკლარაციებით წარდგენილი "-------"-ს მიერ, „ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონის შესაბამისად ელექტრონული ფორმით), "-------" წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტს და შემოსავლების სამსახური ვალდებულია მისცეს მას მოთხოვილი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმადაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ განიხილა სათანადოდ, არ გამოიკვლია სათანადოდ საქმისათვის საჭირო ფაქტები და გარემოებები და მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 10.07.2025 წლის №15604 ბრძანება.

ასევე, ითხოვს დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად (უმჯობესია ელექტრონულად) გადასცეს სს „-------“-ს 1.04.2019 წლიდან 31.12.2020 წლამდე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები, ვინაიდან წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, ხოლო ამჟამად წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის მოპასუხე მხარეს სასამართლო პროცესზე და არის „მონაცემთა სუბიექტი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის მსგავსად ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, რომ მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად (უმჯობესია ელექტრონულად) გადასცეს სს „------“-ს 21.12.2025 წლის შემოწმების აქტის დანართი ცხრილები, ის გაანგარიშებები, რაც წარმოადგენს გაანგარიშებული გადასახადების დარიცხვის საფუძველს.

მომჩივანს უკვე გადაცემული აქვს ვალის მართვის დეპარტამენტიდანაც და აუდიტის დეპარტამენტიდანაც 28.12.2022 წლის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, №33272 ბრძანება და 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მაგრამ არ აქვს ამ აქტის გაანგარიშებები, რაც ასევე აუცილებელია სასამართლოზე მომჩივნის პოზიციის ასახსნელად. ამიტომ ითხოვეს აუდიტის დეპარტამენტიდან ზემოაღნიშნული აქტის დანართი ცხრილები (გაანგარიშებები), რაც შემმოწმებლის განმარტებით, გაგზავნილია პორტალზე rs.ge-ზე, მაგრამ მასზე არ აქვს წვდომა და ითხოვს პირდაპირ გაეგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე. მისდა გასაკვირად, აუდიტის დეპარტამენტისგან მიიღო ფაქტობრივი უარი, რომ თითქოს უკვე ეცნობა, ანალოგიური წინა 30.07.2024 წლის წერილით, რაც არასწორია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანს არაკანონიერად ეზღუდება სასამართლოზე თავისი პოზიციის გამოხატვისთვის საჭირო საფუძველი და მტკიცებულებები. შესაბამისად, უნდა დაევალოს მომსახურებისა და აუდიტის დეპარტამენტებს წერილებით მოთხოვილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის გადაცემა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად:

1.პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.

2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სს „-------“-ს ყოფილი დირექტორის "-------"-ს წარმომადგენელმა „--------“-მ 2025 წლის 17 მარტს №"-------" წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა სს „--------“-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან ვერ დადგინდა "-------"-ს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საგადასახადო კოდექსის 37-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, მის წარმომადგენელ „--------“-ს მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 1 აპრილის №„-------“ წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, მომჩივანმა 2025 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და ითხოვა შემოწმების აქტის დანართების, გაანგარიშების ცხრილების და ყველა იმ დოკუმენტის/ინფორმაციის გადაცემა, რაც გახდა დარიცხვის საფუძველი. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №„-------“ წერილით მომჩივანს განემარტა, რომ ანალოგიურ საკითხზე ეცნობა 2024 წლის 30 ივლისის № "-------" წერილით.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ იმ საბაბით, რომ სს „--------“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა შემოწმების შედეგად, საგადასახადო ორგანოს (ვალის მართვის დეპარტამენტი) მიმართული აქვს სასამართლოსთვის შუამდგომლობით, რომლითაც მოთხოვნილია 10 სუბიექტის ცრუმაგიერ პირად ცნობა. მათ შორისაა შპს „-------“, რომლის 100% დამფუძნებელია "-------" და თავად ფიზიკური პირი "-------"-ც. სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიერ შუამდგომლობა წარდგენილია დანართებით 503 ფურცლად და წარდგენილია 10 ეგზემპლიარად, 1 სასამართლოს და დანარჩენი ყველა მოპასუხე პირს, მათ შორის მომჩივანსაც. დანართებში მოცემულია ინფორმაცია სს „--------“-ს შესახებ, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ჩათვლილიყო საგადასახადო საიდუმლოებად, მაგრამ ცალსახაა, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ჩატარდეს სასამართლო პროცესი ისე, რომ მოპასუხე მხარეებს არ ჰქონდეს საშუალება გაეცნოს საქმისათვის საჭირო ინფორმაცია-მტკიცებულებებს. საქმის ობიექტური განხილვისთვის, მომჩივანს, როგორც მოპასუხე მხარეს, ესაჭიროება კიდევ დამატებით ინფორმაცია იმის გარდა, რაც წარდგენილია. უდავოა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა წარადგინა თავისი პოზიციის გასამყარებელი ინფორმაცია-მტკიცებულებები, ხოლო მომჩივნის პოზიციის შესაბამისი ინფორმაციამტკიცებულებების წარდგენა მას არ ევალება და მომჩივნის წარსადგენია. ამდენად, მოთხოვნილი ინფორმაციის მომჩივნისთვის მიუწოდებლობა იწვევს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მის არათანაბარ, არაობიექტურ სიტუაციაში ჩაყენებას და ართმევს საკუთარი თავის დაცვის უფლებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოადგენს განსაკუთრებულ არაკანონიერებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივანს მოთხოვილი და მიღებული აქვს აუდიტის დეპარტამენტიდან საგადასახადო მოთხოვნა, დარიცხვის შესახებ ბრძანება და შემოწმების აქტი. ზემოაღნიშნულ პირობებში სრულიად გაუგებარია და არაკანონიერია მომსახურების დეპარტამენტის უარი მომჩივნის განცხადებაზე, რათა გადაეცეს სს „--------“-ს ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციები იმ პერიოდზე (1.04.2019- 1.08.2020), როდესაც დირექტორს წარმოადგენდა "-------". როგორც აღინიშნა, მომჩივანი წარმოადგენს მოპასუხეს სასამართლოში და ვალის მართვის დეპარტამენტს გადაცემული აქვს ინფორმაცია არა მარტო მისი დირექტორობის პერიოდზე, არამედ დღეის მდგომარეობითაც. ასევე, მისი დირექტორობის პერიოდზე ინფორმაცია გადაცემული აქვს კანცელარიასაც და აუდიტის დეპარტამენტსაც. უდავოა, რომ კანონიერია სამივე დეპარტამენტის მოქმედება, ხოლო მომსახურების დეპარტამენტმა სრულიად უსაფუძვლოდ, არაკანონიერად უთხრა უარი დღგ-ის დეკლარაციების გადაცემაზე. ამასთან, მომჩივანს უკვე გადაცემული აქვს ვალის მართვის დეპარტამენტიდანაც და აუდიტის დეპარტამენტიდანაც 28.12.2022 წლის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, №33272 ბრძანება და 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მაგრამ არ აქვს ამ აქტის გაანგარიშებები, რაც ასევე აუცილებელია სასამართლოზე მომჩივნის პოზიციის ასახსნელად. ამიტომ ითხოვეს აუდიტის დეპარტამენტიდან ზემოაღნიშნული აქტის დანართი ცხრილები (გაანგარიშებები), რაც შემმოწმებლის განმარტებით, გაგზავნილია პორტალზე, მაგრამ მასზე არ აქვს წვდომა და ითხოვს პირდაპირ გაეგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე. მისდა გასაკვირად, აუდიტის დეპარტამენტისგან მიიღო ფაქტობრივი უარი, რომ თითქოს უკვე ეცნობა ანალოგიური 30.07.2024 წლის წერილით, რაც არასწორია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, გადასახადის გადამხდელი და ის პირი, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

- "-------" წარმოადგენს სს „"-------".“-ს ყოფილ დირექტორს;

- საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ მომჩივანი არის სს „"-------".“-ს ცრუმაგიერი პირი და შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ "-------" ცნობილ იქნეს სს „-------“-ს ცრუმაგიერ პირად;

- ცრუმაგიერობის შემთხვევაში პირზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე;

- მომჩივანი წარმოადგენს მხარეს სასამართლოში;

- ვალის მართვის დეპარტამენტის შუამდგომლობა და დართული მტკიცებულებები "-------"-ს გაეგზავნა როგორც მხარეს;

- აუდიტის დეპარტამენტმა გადასცა მომჩივანს სს „-------“-ს მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, ბრძანება და შემოწმების აქტი.

ზემოაღნიშნულიდან და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელი და მისი ცრუმაგიერი პირი გაიგივებულია ერთმანეთთან, სასამართლო სხდომის განხილვაში წარმოადგენენ მხარეს და სარგებლობენ სამართალწარმოების მიმდინარეობისას შეჯიბრებითობის პრინციპით. შესაბამისად, პირი, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო, როგორც ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე პირს და ამ პროცესის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თანაბარი უფლებებით ისარგებლოს, რათა დაასაბუთოს მისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

ამდენად, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ პირი არის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი და მის მიმართ ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, იგი საგადასახადო მიზნებისთვის უკვე აიგივებს ამ ორ სუბიექტს, რის გამოც პირი, რომელსაც საგადასახადო ორგანო ცრუმაგიერად თვლის, უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტებზე, რის გამოც მას ცრუმაგიერად მიიჩნევენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანი იყო კომპანიის დირექტორი/წარმომადგენელი და შესაბამისად, კომპანიის შესახებ ინფორმაციის რეალური მატარებელი, იმ პერიოდში, რომელსაც ეხება დავა.

ყოველივე აღნიშნულის და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასცეს "-------"-ს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კერძოდ, სს „--------“-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები იმ პერიოდზე, როცა აღნიშნული პირი წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორს. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასცეს მომჩივანს სს „-------“-ს მიმართ გამოცემული შემოწმების აქტის დანართები (ცხრილები/გაანგარიშებები).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივლისის №15604 ბრძანება;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასცეს "-------"-ს მოთხოვნილი დოკუმენტაცია (სს „-------“-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები იმ პერიოდზე, როცა აღნიშნული პირი წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორს);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასცეს მომჩივანს სს „--------“-ს მიმართ გამოცემული შემოწმების აქტის დანართები (ცხრილები/გაანგარიშებები);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს მომსახურებისა და აუდიტის დეპარტამენტებს წერილებით მოთხოვილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის გადაცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საზოგადოების ყოფილი დირექტორის და ამ შემთხვევაში მომჩივანის წარმომადგენელმა წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა საზოგადოების დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან ვერ დადგინდა მომჩივანის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სსკ-ის 37-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, მის წარმომადგენელს მომსახურების დეპარტამენტის წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, მომჩივანმა 2025 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და ითხოვა შემოწმების აქტის დანართების, გაანგარიშების ცხრილების და ყველა იმ დოკუმენტის/ინფორმაციის გადაცემა, რაც გახდა დარიცხვის საფუძველი. აუდიტის დეპარტამენტის წერილით მომჩივანს განემარტა, რომ ანალოგიურ საკითხზე ეცნობა წერილით. მომსახურების დეპარტამენტის და აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 10 ივლისის №15604 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასცეს მომჩივანს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კერძოდ, სს-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები იმ პერიოდზე, როცა აღნიშნული პირი წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორს. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასცეს მომჩივანს სს-ს იმართ გამოცემული შემოწმების აქტის დანართები.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

246.