ბრძანება N 8086
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8086
12.04.2023
ფ/პ---------- (პ/ნ ---------- )
(მის.: ---------------- )
2022 წლის 25 ოქტომბრის, 2023 წლის 9 იანვრისა და 27 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრისა და 2023 წლის 5 აპრილის სხდომებზე (ოქმები №117 და №35) განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) 2022 წლის 25 ოქტომბრის №193753/21, 2023 წლის 9 იანვრის №1562/21-14 და 27 მარტის №52566/21-14 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №007-194 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას. ამასთან, მიუთითებს, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას და ითხოვს, რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება შეიძინა როგორც საცხოვრებელი ფართი და არასდროს გამოუყენებია კომერციული მიზნით. მიუთითებს, რომ სამშენებლო კომპანიის (გამყიდველის) განმარტებით, საცხოვრებელი ფართის სტატუსის ცვლილება შეეძლო მხოლოდ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის №12695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ----------- (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 15 ივლისის №18705 ბრძანება და ამავე თარიღის №007–194 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 191 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 274 ლარი, ჯარიმა 2 637 ლარი და საურავი 280 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ფ/პ -----------ლს 2020 წლის 30 დეკემბერს 41 200 ლარად შეძენილი 31,53 კვ.მ. უძრავი ქონება (მის.: -----------, საკადასტრო კოდი - -----------) რეალიზებული ჰქონდა 2021 წლის 19 აგვისტოს 21 600 აშშ დოლარად (კურსი 3,1283 ექვივალენტი ლარში 67 571). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებში როგორც შეძენის, ისე რეალიზაციის დროს უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, როგორც საოფისე ფართი. შემოწმებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად გადამხდელს მიღებული ჰქონდა ნამეტი შემოსავალი 26 371 ლარის ოდენობით, თუმცა არ შეუსრულებია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100 მუხლებით და უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%- იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.ა“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ რეალურად გაყიდა საცხოვრებელი ბინა და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 27 მარტს დაზუსტებულ საჩივარზე დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: სს „თელასის” ცნობას და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ ოქმს ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომელთა შესწავლითაც დგინდება, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი ბინა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --------------ის (პ/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%- იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას. ამასთან, მიუთითებს, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას და ითხოვს, რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს 2020 წლის 30 დეკემბერს 41 200 ლარად შეძენილი 31,53 კვ.მ. უძრავი ქონება, რეალიზებული ჰქონდა 2021 წლის 19 აგვისტოს 21 600 აშშ დოლარად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებში როგორც შეძენის, ისე რეალიზაციის დროს უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, როგორც საოფისე ფართი. შემოწმებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად გადამხდელს მიღებული ჰქონდა ნამეტი შემოსავალი,თუმცა არ შეუსრულებია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100 მუხლებით და უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%- იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 27 მარტს დაზუსტებულ საჩივარზე დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: სს „თელასის” ცნობას და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ ოქმს ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომელთა შესწავლითაც დგინდება, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი ბინა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:79,80,81,82,100,102,