სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3ბ-467-22
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3ბ-467-22
განჩინება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2023წ.
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლერი თედორაძე (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: ირაკლი აბზიანიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,-----"
წარმომადგენელი - რ.ჩ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგნელი - შ.კ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგნელი - გ.ბ
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინებაა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 24 აპრილს, შპს „-------“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, შპს „-------“ სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინებით, მოსარჩელე მხარეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხე მხარეთა დაზუსტება, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებლი დოკუმენტის და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
2017 წლის 6 ივნისს, შპს „-------“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა:
ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2016 წლის დასკვნა;
ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 08.07.2016 წლის N19688 ბრძანება;
ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2016 წლის N081–125 საგადასახო მოთხოვნა;
ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის N26449 ბრძანება;
ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება (საჩივარი N13440/2/16), იმ ანგარიშ-ფაქტურების საქონლის თვითღირებულებიდან ამოღება და დღგ–ის დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად, გამოანგარიშებული თანხის შემცირება, რომელზედაც 2010-2011 წლებში საზოგადოებას მიღებული არ აქვს ჩათვლა;
დაევალოს შემოსავლების სამსახურს მიღებული შედეგების შესაბამისად მოახდინოს დარიცნული თანხების კორექტირება.
მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელი დაფუძნებული იქნა იმ გარემოებებზე, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „-------“ , რეგისტრირებულია 13/04/2010 წელს, რომლის დამფუძნებლებია: რ.თ, პ/ნ ------- და ი.თ პ/ნ 61007003549. საზოგადოება ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, სიგარეტების ადგილობრივ შეძენასა და რეალიზაციას, ასევე ნებისმიერ კანონით აუკრძალავ საქმიანობას, რაც არ ითვალისწინებს სპეციალური ლიცენზიის მოპოვებას, მათ შორის მერქან- ბურბუშელოვანი ფილების (ლამინატის) იმპორტს, ადგილობრივ შეძენას, შემდგომ მის დაჭრას და რეალიზაციას, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მერქან-ბურბუშელოვანი ფილებისაგან წარმოებული პროდუქციის რეალიზებას (თაროები და სხვადასხვა დასახელების ნაკეთობები).
მოსარჩელე მხარის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა საზოგადოების საქმიანობის გეგმიური შემოწმება (საგადასახადო შეტყობინება N21-14/111931) 2010 წლის 13 აპრილიდან 2015 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის მიხედვით, რაზეც შედგა საგადასახადო შემოწმების ორი აქტი: 1.შუალედური აქტი -10/11/2015 წლის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N42269, საგადასახადო მოთხოვნა N081-292, დარიცხული თანხა საგადასახადო მოთხოვნით ჯამურად-345905.82 ლარი, 2.საგადასახადო შემოწმების აქტი- 14/03/2016 წლის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N6316, საგადასახადო მოთხოვნა N081-49, დარიცხული თანხა საგადასახადო მოთხოვნით ჯამურად-164720.41 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შემოწმების აქტები არაერთგზის გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, რის შედეგადაც, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში ნაწილობრივ გაითვალისწინეს მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, განხორციელდა პირველადი საგადასახადო მოთხოვნების დაკორექტირება და საგადასახადო მოთხოვნა N081-125 შემცირებული იქნა 192 146 .02 ლარით, ხოლო საგადასახადო მოთხოვნა N081-180 შემცირდა - 14 424 04 ლარით.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, იმ ანგარიშ-ფაქტურების საქონლის თვითღირებულებიდან ამოღებას და დღგ-ის დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხის შემცირებას, რომელზედაც 2010-2011 წლებში საზოგადოებას მიღებული არ აქვს ჩათვლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 13 აპრილის N9978 ბრძანებით დაავალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის ტეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2010-2011 ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც თავის დროზე შემოწმების დროს არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ვერ მოხდა გათვალისწინება. 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს _ მიღებული ჩათვლა. აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21 446 ლარით. 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვით: 1.დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე; ბ) საკუთარი წარმოების შენობა- ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. გ)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში - თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/საგადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით. დ)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. 2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება: ა.ა)დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა; ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში; ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის; ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის; ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის. 3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ა)პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით; ბ)ამ მუხლის მე-4-მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე; გ)იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას;დ) ამოღებულია; ე) იმ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც: ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით); ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ- ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით); ვ)უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება. 31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა მოსარჩელე შპს „-------“ სასარჩელო განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2016 წლის N0081-125 _ საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2016 წლის დასკვნის, შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის N26449 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საზოგადოების საქმიანობაა სიგარეტების ადგილობრივი – შეძენა და რეალიზაცია. საზოგადოება ასევე ახორციელებს მერქან-ბურბუშელოვანი ფილების (ლამინატის) იმპორტს და ადგილობრივ შეძენას. გადამხდელი ახდენს აღნიშნული ფილების დაჭრას და რეალიზაციას, ხოლო რიგ შემთხვევაში დოკუმენტით რეალიზებული აქვს მერქან-ბურბუშელოვანი ფილებისგან წარმოებული პროდუქცია (კარადები, თაროები
და ა. შ).
წარმომადგენლის აღნიშვნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა გადამხდელის საქმიანობის 13.04.2010 წლიდან 1.01.2012 წლამდე პერიოდი, რაზეც შედგა 1.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის თანახმად, საზოგადოებას დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს სრულად - ჩათვლილი - საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ. შემოწმებით დგინდება, რომ იმპორტირებული საქონელი და ძირითადი საშუალებები გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგ ოპერაციებში და საზოგადოებას გადახდილი დღგ არ აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით ჩათვლილია საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დღგ 82101 ლარი.
წარმომადგენლის მითითებით, შემოწმების აქტით გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი გადასახადი 128883 ლარი და ჯარიმა 74503 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა 3.12.2015 წლის No45745 ბრძანება და 4.12.2015 წლის No81-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.01.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. გადამხდელი სადავო საკითხზე (23.06.2016 წლის დასკვნის მიხედვით) განმარტავდა, რომ 2010-2011 წლებში მიღებული ანგარიშ- ფაქტურებით სრულად არ აქვს მიღებული ჩათვლა. გადამხდელმა წარადგინა ასეთი ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვა დღგ-ის თანხის თვითღირებულებიდან ამოღება და დღგ-ის დეკლარაციაში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2016 წლის N9978 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი მომწოდებლებისგან მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული უბნის კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა 23.06.2016 წლის დასკვნა, 8.07.2016 წლის N19688 ბრძანება და 11.07 2016 წლის N81-125 საგადასახადო მოთხოვნა.
წარმომადგენლის მითითებით, 23.06.2016 წლის დასკვნის თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები. 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა. აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21446 ლარით, ხოლო 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართზომიერია, თუმცა ფასნამატი უნდა გავრცელდეს დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას 78444 ლარით. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის N°26449 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
წარმომადგენლის მტკიცებით, დავების განხილვის საბჭომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნი, რომ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 31-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც: ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით); ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით). 3 1. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმაილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2016 წლის No136947-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ- ფაქტურები. 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს _ მიღებული ჩათვლა, ხოლო 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით, გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. მოსარჩელე ითხოვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდში მომწოდებლებისაგან მიღებული ხელით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დამატებული ღირებულების გადასახადში ჩასათვლელი თანხების გაზრდას. ამასთან, ის აღნიშნავს რომ, საზოგადოებას აღნიშნული დღგ-ის თანხა არ აქვს გათვალისწინებული საქონლის თვითღირებულებაში და საქონლის რეალიზაციის დროს დამატებით დღგ- ის დარიცხვა საქონელზე არ მოუხდენია.
23.06.2016 წლის დასკვნის თანახმად, გადამხდელის მიერ წარდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ- ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი უნდა გავრცელდეს დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას 78444 ლარით.
ამდენად, წარმომადგენლის აღნიშვნით, ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული თანხა კორექტირებულია, ხოლო რაც შეეხება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის 2010 წელს ხელით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხით გაზრდას, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე- 3 ნაწილი ზღუდავს ჩათვლის მიღების შესაძლებლობას და აწესებს შესაბამის პირობებს, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია და არ არსებობს ჩათვლის განხორციელების საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 13.04.2016 წლის N9978 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით მართებულია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რის გამოც, არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „-------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა საზოგადოების საქმიანობის გეგმიური შემოწმება (საგადასახადო შეტყობინება N21-14/111931) 2010 წლის 13 აპრილიდან 2015 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის მიხედვით, რაზეც შედგა საგადასახადო შემოწმების ორი აქტი: 1.შუალედური აქტი -10/11/2015 წლის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N42269, საგადასახადო მოთხოვნა N081-292, დარიცხული თანხა საგადასახადო მოთხოვნით ჯამურად-345905.82 ლარი, 2.საგადასახადო შემოწმების აქტი - 14/03/2016 წლის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება No6316, საგადასახადო მოთხოვნა N081-49, დარიცხული თანხა საგადასახადო მოთხოვნით ჯამურად-164720.41 ლარი.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 13 აპრილის N9978 ბრძანებით დაავალა აუდიტის დეპარტამენტს დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2010-2011 ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც თავის დროზე შემოწმების დროს არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ვერ მოხდა გათვალისწინება.
2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა, აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21 446 ლარით.
2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
საქმის მასალებით. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.03.2017 წლის საჩივარი N 13440/2/16 გადაწყვეტილებით შპს „-------“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად დავის საგანია - საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
- აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2016 წლის დასკვნა:
- აუდიტის დეპარტამენტის 08.07.2016 წლის No19688 ბრძანება;
- აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2016 წლის No081-125 საგადასახო მოთხოვნა;
- შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის No26449 ბრძანება.
გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივანის განმარტებით - საზოგადოების მიერ ხელით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში არსებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადახდა მომწოდებლებზე და შემმოწმებლების მიერ, აღნიშნულ შეძენილი საქონლის რეალიზაციაზე დღგ-ს დარიცხვამ ავტომატურად გამოიწვია საზოგადოების ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნული თანხების დარიცხვა გამოწვეული საზოგადოების მიერ შეძენილ საქონელზე მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით, აღნიშნული ქმედება არცოდნით გამოწვეული ტექნიკური შეცდომაა და იგი არ ისახავდა მიზნად ბიუჯეტის გადასახადების დამალვას. საზოგადოების განმარტებით სახეზეა ორმაგი დაბეგვრა, ერთ შემთხვევაში საზოგადობის მიერ მოხდა მომწოდებლებზე საქონლის შეძენის დროს დამატებითი ღირებულების გადახდა, რასაც ადასტურებს მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც საზოგადოებამ არ ასახა დღგ-ის დეკლარაციაში და არ მოახდინა გადახდილი დღგ-ის ჩათვლა რიგ შემთხვევებში იმ მიზეზით რომ არ იყო დღგ-ის გადამხდელი.
მეორეს მხრივ კი აღნიშნული თანხები შემმოწმებლების მიერ დარიცხულია საზოგადოებაზე აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის არ ჩათვლის გზით. საზოგადოების მიერ გაწერილ სასაქონლო ზედდებულებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით და სხვა პირველადი დოკუმენტებით _ ნათლად ჩანს რომ საზოგადოებას აღნიშნული დღგ-ის თანხა არ აქვს გათვალისწინებული საქონლის თვითღირებულებაში და საქონლის რეალიზაციის დროს დამატებით დღგ-ის დარიცხვა საქონელზე არ მოუხდენია. მათ მოთხოვნას ადასტურებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საზოგადოება ეწეოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას და ყველა თამბაქოს მომწოდებელი ფირმა თავისი ზრდადი რეალიზაციიდან გამომდინარე არიან დღგ-ის გადამხდელები, არამედ მათ მიერ მოთხოვნილი მომწოდებლებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლა გამყარებულია მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- საფუძველზე.
წარმოდგენილი ცხრილით ნათლად ჩანს, რომ მომწოდებლების მიერ გამოწერილი დდგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით საზოგადოებას უნდა ჩაეთვალა დღგ 120212,95 ლარი, საიდანაც ჩათვლილია მხოლოდ 42546,33 ლარი, 77666,62 ლარი კი არ არის ჩათვლილი.
დავების განხილვის საბჭოს განმარტებით 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
საზოგადოების საქმიანობაა სიგარეტების ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია. საზოგადოება ასევე ახორციელებს მერქან-ბურბუშელოვანი ფილების (ლამინატის) იმპორტს და ადგილობრივ შეძენას. გადამხდელი ახდენს აღნიშნული ფილების დაჭრას და რეალიზაციას, ხოლო რიგ შემთხვევაში დოკუმენტით რეალიზებული აქვს მერქან-ბურბუშელოვანი ფილებისგან წარმოებული პროდუქცია (კარადები, თაროები და ა.შ).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა გადამხდელის საქმიანობის 13.04.2010 წლიდან 1.01.2012 წლამდე პერიოდი, რაზეც შედგა 1.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის თანახმად, საზოგადოებას დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს სრულად ჩათვლილი საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ. შემოწმებით დგინდება რომ იმპორტირებული საქონელი და ძირითადი საშუალებები გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში და საზოგადოებას გადახდილი დღგ არ აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით ჩათვლილია საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დღგ 82,101 ლარი.
შემოწმების აქტით გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი გადასახადი 128883 ლარი და ჯარიმა 74503 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა 3.12.2015 წლის N45745 ბრძანება და 4.12.2015 წლის N081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.01.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. გადამხდელი სადავო საკითხზე (23.06.2016 წლის დასკვნის მიხედვით) განმარტავდა, რომ 2010-2011 წლებში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით სრულად არ აქვს მიღებული ჩათვლა. გადამხდელმა წარადგინა ასეთი ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვა დღგ-ის თანხის თვითღირებულებიდან ამოღება და დღგ-ის დეკლარაციაში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2016 წლის N9978 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი მომწოდებლებისგან მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით - სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა 23.06.2016 წლის დასკვნა, 8.07.2016 წლის N19688 ბრძანება და 11.07.2016 წლის No081-125 საგადასახადო მოთხოვნა.
23.06.2016 წლის დასკვნის თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები. 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა. აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21.446.00 ლარით, ხოლო 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
გადამხდელის მიერ წარდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით - დადგენილი ფასანამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი უნდა გავრცელდეს დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას 78.444.00 ლარით.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის N26449 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2016 წლის N136947-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ- ფაქტურები. 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა _ იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა, ხოლო 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი _ თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
- მოსარჩელე ითხოვს 2010 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული მომწოდებლისგან მიღებული ხელით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დამატებული ღირებულების გადასახადში ჩასათვლელი თანხების გაზრდას. ამასთან, ის აღნიშნავს რომ, საზოგადოებას აღნიშნული დღგ-ის თანხა არ აქვს გათვალისწინებული საქონლის თვითღირებულებაში და საქონლის რეალიზაციის დროს დამატებით დღგ-ის დარიცხვა საქონელზე არ მოუხდენია.
23.06.2016 წლის დასკვნის თანახმად, გადამხდელის მიერ წარდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ- ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი უნდა გავრცელდეს დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას 78.444.00 ლარით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში, ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ – საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში. მათ შორის, მითითებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დასატოვებლად საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2016 წლის N081-125 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. იმ ანგარიშ-ფაქტურების საქონლის თვითღირებულებიდან ამოღება და დღგ-ის დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხის შემცირება, რომელზედაც 2010-2011 წლებში საზოგადოებას მიღებული არ აქვს ჩათვლა.
საზოგადოების საქმის მასალებით, (მოსარჩელის) საქმიანობაა სიგარეტების ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია. საზოგადოება ასევე ახორციელებს მერქან- ბურბუშელოვანი ფილების (ლამინატის) იმპორტს და ადგილობრივ შეძენას. გადამხდელი ახდენს აღნიშნული ფილების დაჭრას და რეალიზაციას, ხოლო რიგ შემთხვევაში დოკუმენტით რეალიზებული აქვს მერქან-ბურბუშელოვანი ფილებისგან წარმოებული პროდუქცია (კარადები, თაროები და ა.შ).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა გადამხდელის საქმიანობის 13.04.2010 წლიდან 1.01.2012 წლამდე პერიოდი, რაზეც შედგა 1.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის თანახმად, საზოგადოებას დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს სრულად ჩათვლილი საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ. შემოწმებით დგინდება, რომ იმპორტირებული საქონელი და ძირითადი საშუალებები გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგ ოპერაციებში და საზოგადოებას გადახდილი დღგ არ აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით ჩათვლილია საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დოგ 82101 ლარი.
შემოწმების აქტით გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი გადასახადი 128883 ლარი და ჯარიმა 74503 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა 3.12.2015 წლის N45745 ბრძანება და 4.12.2015 წლის N081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.01.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. გადამხდელი სადავო საკითხზე (23.06.2016 წლის დასკვნის მიხედვით) განმარტავდა, რომ 2010-2011 წლებში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით სრულად არ აქვს მიღებული ჩათვლა. გადამხდელმა წარადგინა ასეთი ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვა დღგ-ის თანხის თვითღირებულებიდან ამოღება და დღგ-ის დეკლარაციაში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2016 წლის N9978 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი მომწოდებლებისგან მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნაგადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2010-2011 ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც თავის დროზი არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ვერ მოხდა გათვალისწინება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა 23.06.2016 წლის დასკვნა, 8.07.2016 წლის N19688 ბრძანება და 11.07.2016 წლის N081-125 საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა, აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21 446 ლარით. 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას დაექვემდებარა, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით საზოგადოების მიერ ხელით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში არსებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადახდა მომწოდებლებზე და შემმოწმებლების მიერ, აღნიშნულ შეძენილი საქონლის რეალიზაციაზე დღგ-ს დარიცხვამ ავტომატურად გამოიწვია საზოგადოების ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნული თანხების დარიცხვა გამოწვეული საზოგადოების მიერ შეძენილ საქონელზე მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით, აღნიშნული ქმედება არცოდნით გამოწვეული ტექნიკური შეცდომაა და იგი არ ისახავდა მიზნად ბიუჯეტის გადასახადების დამალვას. საზოგადოების განმარტებით სახეზეა ორმაგი დაბეგვრა, ერთ შემთხვევაში საზოგადობის მიერ მოხდა მომწოდებლებზე საქონლის შეძენის დროს დამატებითი ღირებულების გადახდა, რასაც ადასტურებს მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც საზოგადოებამ არ ასახა დღგ-ის დეკლარაციაში და არ მოახდინა გადახდილი დღგ-ის ჩათვლა რიგ შემთხვევებში იმ მიზეზით რომ არ იყო დღგ-ის გადამხდელი.
გადამხდელის მიერ წარდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასანამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი უნდა გავრცელდეს დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას 78.444.00 ლარით.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის N26449 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საკასაციო სასამართლომ (ბს- 806 2კ-19) გადასახადის გადამხდელის შეცდომა/არცოდნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილში 28.12.2012წ. N189 კანონით (ამოქმედდა 2013 წლის პირველი იანვრიდან) განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოებს, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლებას მიენიჭა უფლება გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსით დაკისრებული სანქციისაგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით ან/და არცოდნით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არ განმარტავს თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევა გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომა/არცოდნით ჩადენილად. ამრიგად, საგადასახადო კანონმდებლობა იმპერატიულად არ ადგენს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ წანამძღვრებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების დადგენა ამ გადამხდელის საგადასახადო ისტორიის მიხედვით წარმოადგენს, იმ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული აქვს გადასახადების ადმინისტრირების უფლებამოსილება“.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული შპს „-------“ საგადასახდო შემოწმების გადაანგარიშებაზე 23.06.2016 წლის დასკვნის თანახმად - გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ასევე შეძენილი მატერიალური ფასეულობების გაანგარიშებას და განმარტავს, რომ 2010-2011 წლებში გაზრდილია შეძენილი სმფ-ების ოდენობა, რამაც არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების არასწორად გაანგარიშება გამოიწვია.
საბჭოს გადაწყვეტილებით მართებულად იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეძენილი სმფ-ების ღირებულების და არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სრულად დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების წარმოდგენა. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის დამუშავებისას 2010-2011 წლებში ვერ მოხერხდა ხელით გამოწერილი ზედნადებებისა და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამიჯვნა და რიგ შემთხვევებში შეძენებში გათვალისწინებული იქნა ზედნადებებიც და მის საფუძველზე გამოწერილი ელ. ანგარიშფაქტურებიც. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადამხდელმა წარმოადგინა შეძენილი სმფ-ების სრული რეესტრი, სადაც გაშიფრულია თითოეული ხელით გამოწერილი ზედნადებები შესაბამის ელ. ანგარიშ-ფაქტურებთან ერთად. შედეგად დადგინდა, რომ 2010-2011 წლებში შეძენილი სმფ-ების ღირებულება შემცირებას ექვემდებარება სულ 204 278 ლარით (მათ შორის შემცირდა 2011 წლის დეკლარირებული შეძენილი სმფ-ების ღირებულებაც, გადამხდელის განმარტებით შეძენილი სმფ-ების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით იყო გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან). შუალედურ აქტში შემოსავლები და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა შეძენილი სმფ-ებზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გავრცელებით, შესაბამისად, შეძენილი სმფ-ების შემცირების შედეგად ასევე შემცირებას დაექვემდებარა 2010-2011 წლების შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 206 755 ლარით.
დასკვნის თანახმად, საზოგადოება არ ეთანხმება დღგ-ში თანხების დარიცხვას და განმარტავს, რომ 2010-2011 წლებში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით სრულად არ აქვს მიღებული ჩათვლა. გადამხდელმა წარმოადგინა 2010-2011 წლებში მიღებული ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც არ აქვს საზოგადოებას მიღებული ჩათვლა, მოითხოვა დღგ-ის თანხის თვითღირებულებიდან ამოღება დღგ-ის დეკლარაციაში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხების შემცირება.
საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან მოწოდებულ
მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით გამოსაქვითი შეძენილი სმფ-ების ღირებულების გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები. სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც ჩათვლის მიმღების მიერ არაა ასახული დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის, ან იმავე წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე.
2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა, აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21 446 ლარით, ხოლო 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით, 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი გავრცელებული უნდა იქნას დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირებას ექვემდებარება 78, 444.00 ლარით. (ტ.1. ს/ფ 198-199).
სასამართლომ გაიზიარა დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია შპს „-------“ მიერ წარდგენილი 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხების კორექტირების შესახებ უართან დაკავშირებით.
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174–ე მუხლის მიხედვით 1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე; ბ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით.
უკუდაბეგვრის
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ- ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ - ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;
ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;
ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის;
ა.დ) საჯარო
- სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის;
ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.
3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ა) პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით;
ბ) ამ მუხლის მე-4–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ-ის
თანხებზე;
გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას; იძლევა
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით
6...გარდა ამისა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ-ის) 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით.
სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე“.
სასამართლომ აქვე განმარტა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არის ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გამოყენების პროცესი დასაბუთებული შეფასებებისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
ბუღალტრული აღრიცხვა ერთადერთი მოდელია, რომელიც იძლევა ინფორმაციას საწარმოთა მთელი საფინანსო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს
საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მას შეეძლო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2017 წლის 23 მარტის N 13440/2/16 გადაწყვეტილების დასაბუთებაზე და აღნიშნა, რომ ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამო, დავის განმხილველი ორგანოს მითითება _ სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სრულ შესაბამისობაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლების პოზიცია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავების განმხილველ ორგანოებში არ მომხდარა მტკიცებულებების წარდგენა და ასეთი არც საქმის სასამართლო განხილვისას იქნა წარმოდგენილია, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და ადმინისტრაციულმა დავის განმხილველმა ორგანოებმა სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული တუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა. ამდენად, ასევე, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შპს „-------“ დარიცხული თანხების კორექტირების დავალების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „-------“ წარმომადგენელმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადასახადებისაგან თავის არიდების ან გადასახადების დაფარვის ფაქტს. ასევე, მისი ქმედებით ზიანი არ მიდგომია სახელმწიფოს ინტერესებს. სასამართლომ ასევე არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ დღგ-ს თანხა გადახდილი იყო მომწოდებლებზე, რაც დასტურდებოდა მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რის გამოც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული მათი მოთხოვნა 2010 წელს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან ხელით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსიებული დღგ-ს თანხის ჩათვლის თაობაზე, რაც შეადგენს 35 931, 48 ლარს.
აპელანტის წარმომადგენლის მტკიცებით, სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის მხარის ახსნა-განმარტებას, მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეუფასებია ის გარემოება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა სსკ- ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081–125 და დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის N13440/2/16 გადაწყვეტილება 35 931.48 ლარის დაკისრების ნაწილში.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, 832; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, No7932/03; Van de Hurk v. netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (No.3) 88 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას და რატომ თქვა უარი საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები, ნორმის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები; უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; განახორციელონ დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და შეადგინონ ანგარიშგება გადახდილი გადასახადების შესახებ; ამ კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.
კანონმდებელი საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებებს უპირისპირებს საგადასახადო ვალდებულებას. საგადასახადო კანონმდებლობა ცალკე თავს უთმობს საგადასახადო ვალდებულებას და მისი შესრულების წესებს, გამომდინარე იქედან, რომ საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება გადასახადის გადამხდელის ძირითადი და მნიშვნელოვანი იურიდიული ვალდებულებაა. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება გულისხმობს პირის მოქმედებას ან მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია გამოანგარიშებასთან და გადახდასთან. საგადასახადო ვალდებულების კონკრეტული შინაარსი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან იწყება და ბიუჯეტში გადასახადის გადახდის მომენტში მთავრდება. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულება ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ამავდროულად თანამიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული სტადიისაგან შედგება: გადასახადის გამოანგარიშება და გადასახადის გადახდა. გადასახადის გამოანგარიშება გულისხმობს პირის მოქმედებას ან მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია გადასახადის თანხის დაანგარიშებასთან, ხოლო გადასახადის გადახდა დაკავშირებულია გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადახდასთან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-4 ნაწილით განსაზღვრულია საგადასახადო კონტროლის ორი სახე: მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, პალატის აღნიშვნით, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში მათი უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში. მათ შორის, მითითებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დასატოვებლად საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, დაზუსტებული სარჩელით დავის საგანია აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის საგადასახადო მოთხოვნის N081-125 და დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის N13440/2/16 გადაწყვეტილების 35 931.48 ლარის დაკისრების ნაწილში კანონშესაბამისობის დადგენა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოების (მოსარჩელის) საქმიანობაა სიგარეტების ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია. საზოგადოება ასევე ახორციელებს მერქან-ბურბუშელოვანი ფილების (ლამინატის) იმპორტს და ადგილობრივ შეძენას. გადამხდელი ახდენს აღნიშნული ფილების დაჭრას და რეალიზაციას, ხოლო რიგ შემთხვევაში დოკუმენტით რეალიზებული აქვს მერქან- ბურბუშელოვანი ფილებისგან წარმოებული პროდუქცია (კარადები, თაროები და ა.შ).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა გადამხდელის საქმიანობის 13.04.2010 წლიდან 1.01.2012 წლამდე პერიოდი, რაზეც შედგა 1.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის თანახმად, საზოგადოებას დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს სრულად ჩათვლილი საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ. შემოწმებით დგინდება, რომ იმპორტირებული საქონელი და ძირითადი საშუალებები გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგ ოპერაციებში და საზოგადოებას გადახდილი დღგ არ აქვს „ გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით ჩათვლილია საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დღგ 82101 ლარი.
შემოწმების აქტით გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი გადასახადი 128883 ლარი და ჯარიმა 74503 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა 3.12.2015 წლის No45745 ბრძანება და 4.12.2015 წლის N081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.01.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. გადამხდელი სადავო საკითხზე (23.06.2016 წლის დასკვნის მიხედვით) განმარტავდა, რომ 2010-2011 წლებში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით სრულად არ აქვს მიღებული ჩათვლა. გადამხდელმა წარადგინა ასეთი ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვა დღგ-ის თანხის თვითღირებულებიდან ამოღება და დღგ-ის დეკლარაციაში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2016 წლის N9978 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი მომწოდებლებისგან მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული მასალებით, ასევე დადგენილია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2010-2011 ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც თავის დროზე შემოწმების დროს არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ვერ მოხდა გათვალისწინება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა 23.06.2016 წლის დასკვნა, 8.07.2016 წლის No19688 ბრძანება და 11.07.2016 წლის No081-125 საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით _ ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს _ მიღებული ჩათვლა, აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21 446 ლარით. 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საზოგადოების მიერ ხელით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში არსებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადახდა მომწოდებლებზე და შემმოწმებლების მიერ, აღნიშნულ შეძენილი საქონლის რეალიზაციაზე დღგ-ს დარიცხვამ ავტომატურად გამოიწვია საზოგადოების ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნული თანხების დარიცხვა გამოწვეული საზოგადოების მიერ შეძენილ საქონელზე მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით, აღნიშნული ქმედება არცოდნით გამოწვეული ტექნიკური შეცდომაა და იგი არ ისახავდა მიზნად ბიუჯეტის გადასახადების დამალვას. საზოგადოების განმარტებით, სახეზეა ორმაგი დაბეგვრა, ერთ შემთხვევაში საზოგადობის მიერ მოხდა მომწოდებლებზე საქონლის შეძენის დროს დამატებითი ღირებულების გადახდა, რასაც ადასტურებს მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც საზოგადოებამ არ ასახა დღგ-ის დეკლარაციაში და არ მოახდინა გადახდილი დღგ-ის ჩათვლა რიგ შემთხვევებში იმ მიზეზით რომ არ იყო დღგ-ის გადამხდელი.
გადამხდელის მიერ წარდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასანამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი უნდა გავრცელდეს დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას 78.444.00 ლარით.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.09.2016 წლის N26449 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული შპს „-------“ საგადასახდო შემოწმების გადაანგარიშებაზე 23.06.2016 წლის დასკვნის თანახმად - გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ასევე, შეძენილი მატერიალური ფასეულობების გაანგარიშებას და განმარტავს, რომ 2010-2011 წლებში გაზრდილია შეძენილი სმფ-ების ოდენობა, რამაც არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების არასწორად გაანგარიშება გამოიწვია.
-საბჭოს გადაწყვეტილებით მართებულად იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეძენილი სმფ-ების ღირებულების და არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
-შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სრულად დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების წარმოდგენა. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის დამუშავებისას 2010-2011 წლებში ვერ მოხერხდა ხელით გამოწერილი ზედნადებებისა და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამიჯვნა და რიგ შემთხვევებში შეძენებში გათვალისწინებული იქნა ზედნადებებიც და მის საფუძველზე გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებიც. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადამხდელმა წარმოადგინა შეძენილი სმფ-ების სრული რეესტრი, სადაც გაშიფრულია თითოეული ხელით გამოწერილი ზედნადებები შესაბამის ელ. ანგარიშ-ფაქტურებთან ერთად. შედეგად დადგინდა, რომ 2010-2011 წლებში შეძენილი სმფ-ების ღირებულება შემცირებას ექვემდებარება სულ 204 278 ლარით (მათ შორის შემცირდა 2011 წლის დეკლარირებული შეძენილი სმფ-ების ღირებულებაც, გადამხდელის განმარტებით შეძენილი სმფ-ების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით იყო გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან). შუალედურ აქტში შემოსავლები და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა შეძენილ სმფ-ებზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გავრცელებით, შესაბამისად, შეძენილი სმფ-ების შემცირების შედეგად ასევე შემცირებას დაექვემდებარა 2010-2011 წლების შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 206 755 ლარით.
დასკვნის თანახმად, საზოგადოება არ ეთანხმება დღგ-ში თანხების დარიცხვას და განმარტავს, რომ 2010-2011 წლებში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით სრულად არ აქვს მიღებული ჩათვლა. გადამხდელმა წარმოადგინა 2010-2011 წლებში მიღებული ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც არ აქვს საზოგადოებას მიღებული ჩათვლა, მოითხოვა დღგ-ის თანხის თვითღირებულებიდან ამოღება დღგ-ის დეკლარაციაში აღნიშნული ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით გადასახდელად გამოანგარიშებული თანხების შემცირება.
საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების, ან ამ თანხით გამოსაქვითი შეძენილი სმფ-ების ღირებულების გაზრდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები. სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც ჩათვლის მიმღების მიერ არაა ასახული დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის, ან იმავე წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე.
2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხები შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით _ ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა, აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21 446 ლარით, ხოლო 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეულია სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის ხელით გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით, 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს და მასზე იყო გავრცელებული შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერია, თუმცა ფასნამატი გავრცელებული უნდა იქნას დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად, ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირებას ექვემდებარება 78, 444.00 ლარით.
სააპელაციო განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების თავიდან გადაანგარიშება და აღნიშნულმა გამოიწვია თანხის რაოდენობის ცვლილება.
სააპელაციო განხილვისას სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა საგადასახადო შემოწმება და ჩათვალა, რომ გადასახადის გადამხდელს თავის დროზე დეკლარაციებით გარკვეულწილად შემცირებული ჰქონდა დამატებითი ღირებულების გადასახადის ბრუნვა, რაც სადავო არ არის მხარეთა შორის. განსახილველ საკითხთან მიმართებით სადავოა მხოლოდ ჩათვლების განხორციელება. შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, მისცა გადასახადის გადამხდელს საშუალება, რომ წარმოედგინა დამატებით რაიმე მტკციებულება, რომლითაც მოხდებოდა ჩათვლების გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა როგორც 2010 წლის, ასევე 2011 წლის ანგარიშპერიოდის ანგარიშფაქტურები. 2011 წლის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა და შესაბამისი ჩათვლა განხორციელდა. ჯამში გადაანგარიშებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა თანხა 102 311 ლარის ოდენობით. რაც შეეხება 2010 წელს, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შემთხვევაშიც საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დღგ-ს ჩათვლა არ ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში, რადგან 2010 წლის პერიოდს ეხება მითითებული ანგარიშ- ფაქტურები, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა და ვალდებული იყო თუ სურდა მიეღო დღგ-ს ჩათვალა, “ საგადასახდო ორგანოსათვის წარმოედგინა · დაზუსტებული დეკლარაცია 2013 წლის ჩათვლის, ანუ 3 წლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რაც. მან არ გააკეთა და ისინი წარმოადგინა 2016 წელს. შესაბამისად, კანონის მოთხოვნის იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, მისი გათვალისწინება დეკლარაციაში ვეღარ განხორციელდებოდა.
პალატა განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია შპს „-------“ მიერ წარდგენილი 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხების კორექტირების შესახებ უართან დაკავშირებით.
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174–ე მუხლის მიხედვით 1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე; ბ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით. დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ- ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ - ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;
ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;
ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის;
ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის;
ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.
3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ა) პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით;
ბ) ამ მუხლის მე-4–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ-ის
თანხებზე;
გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას;
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით
6...გარდა ამისა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ-ის) 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით.
სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მას შეეძლო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას.
სააპელაციო პალატის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2017 წლის 23 მარტის N13440/2/16 გადაწყვეტილების დასაბუთება და აღნიშნა, რომ ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამო, დავის განმხილველი ორგანოს მითითება სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სრულ შესაბამისობაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა იზირებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარეს 2010 წლის პერიოდის ხელით შესრულებული ანგარიშ-ფაქტურები საგადასახდო ორგანოსათვის არ წარუდგენია 2013 წლის ჩათვლით, ე.ი. 3 წლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რასაც უპირობოდ ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობა. შესაბამისად, მითითებული თანხების ჩათვლის საფუძვლიანობაზეც კი ვერ იმსჯელებდა საგადასახადო ორგანო, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ გაუშვა მათი წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა.
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია _ მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც არგუმენტირებული დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
აპელანტ შპს „-------“ საქართველოს ფილიალის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1437.30 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარის უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით:
დაადგინა:
1. შპს „-------“ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა No6) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32).
მოსამართლეები:
ლერი თედორაძე
ნანა კალანდაძე
შოთა სირაძე