განჩინება №3ბ/77-16

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2016
№ დოკუმენტი 3ბ/77-16
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3ბ/77-16

8 ივნისი, 2016 წელი

№330310015001079424

ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმთა პალატა

 

თავმჯდომარე-თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები-მერაბ ლომიძე

გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი-ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) -სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ფ/პ -------

წარმომადგენელი-------------

 

დავის საგანი-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბთილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელი დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნაზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეალიზაციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ/პ------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიტუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის ბატილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებბეთან დაკავშირებით:

2.1. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფ/პ----- მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №096701, საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო სამართალდამრღვევ პირს სანქცია შეეფარდა 500 ლარის ოდენობით.

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანებით დასტურდება, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს ფ/პ ------- სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის №024-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხები და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი. ამავე ბრძანების თანახმად ფ/პ------- 2014 წლის 29 დეკემბრის საქივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შპს „--------“ ფ/პ ------- მიმართ მითვისებული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა სარგებლად არ უნდა განიხილოს შპს „------“ მიერ ფ/პ ------ მიმართ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის ოდენობა. შესაბამისად, განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საჩივარი 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, საჩივრის ვადის გასვლის გამო.

 

2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა და 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება, რომლითაც ფ/პ ---------შეუმცირდა დარიცხული გადასახადები სულ 8028 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 5352 ლარი და ჯარიმა 2676 ლარი.

 

2.4. ფ/პ ------- 2015 წლის 17 ივლისის შედარების აქტის თანახმად. ბიუჯეტში გადასახდელად ერიცხება 500 ლარი, რომელიც განეკუთვნება სხვა ჯარიმებს. ფ/პ ------- ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში არ ერიცხება.

 

2.5. ფ/პ ------- 2015 წლის 20 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო სცივრის განხილვა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის №096701 ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა წარმოადგენს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 პუნქტით გატვალისწინებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს.

 

2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანებით ფ/პ ------- 2015 წლის 2015 წლის 20 ივლისის საჩივარი დარჩა განუხილველი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:

2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარცელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მიმზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინსტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნილი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ. ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნინული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენს იდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

2.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახდო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახდო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახდის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ფ/პ ------- სსიპ შემოსალების სამსახურის 2014 წლის 31 ოქტომბრის №086701 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის.

 

დადგენილია, ასევე, რომ ფ/პ ------- 2014 წლის 29 დეკემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის №024-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნონა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შპს „--------“ ფ/პ ------- მიმართ მითვისებული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ მიიჩნია, რომ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა სარგებლად არ უნდა განიხილოს შპს „---------„ მიერ ფ/პ ------- მიმართ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის ოდენობა. შესაბამისად, უნდა განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საჩივარი 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილვევი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა და 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება, რომლითაც ფ/პ ------- შეუმცირდა დარიცხული გადასახადები სულ 8028 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი გადაახადი 5352 ლარი, ჯარიმა 2676 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი -------- ის შედარების აქტის თანახმად, მოსარჩელეს ძირითადი გადასახადის და საურავის ნაწილში დარიცხული თანხები შემცირებული აქვს სრულად, მას ბუჯეტში გადასახადელად ერიცხება მხოლოდ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რომელიც დარიცხულია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო.

საგადასახაო ორგანოს მიერ ფ/პ ------- გადასახდელად დარიცხული თანხების შემცირების შესახებ გამოცემული აქტების შემდეგ მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება, საჩივრის განხილვა და სადავო საგადასახადო სამართალდარჩვევის ოქმის გაუქმება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანებით, ფ/პ ------- საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და მითითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორაგნო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ საქმეზე საგადასახდო ორგანომ სადავო 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანების გამოცემისას არ შეისწავლა და არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა საგადასახდო კოდექსს 299 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძვლები, რაზეც უთითებდა მომჩივანი. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით, სადავო ბრძანებით ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი საჩივარი განუხილველი დატოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება. ასეთ გადაწყვეტილებას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანება, რომლითაც საჩივარი სადავო საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ პირობებშიც კი კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვის შესაძლებლობას შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს არ განუხორციელებია.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფ/პ ------- მიმართ გამოცემული საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული თანხები ამავე ორგანოს მიერ შემცირებულ იქნა სრულად, ამდენად არ გამოიკვეთა ფ/პ ------- მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც საგადასახდო კოდექსის თანახმად ექვემდებარება დაბეგვრას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ფ/პ ------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალებულების წარმოშობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. სწორად გადასახადის გადამხდელს აქვს ვალდებულება დადგეს აღრიცხვაზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, საგადასახდო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ფ/პ ------- გააჩნდა გადასახადის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც დაჯარიმებულია ფ/პ ------.

 

2.9.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზდების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამმართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადასაწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძნება და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის №3/692-1 გადაწყვეტილება რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელია, ამიტომ უნდა გაუქმდეს. აპელანტის მითითებით, საქმის ირგვლივ არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს ფოსტით გაუგზავნა 2014 წლის 19 ნოემბრის №21-14/86097 წერილით, რომლითაც გადამხდელს ჩაბარდა 22 ნოემბერს.

 

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის შესაბამისად 1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით 4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახდო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბაებიდან 30 დღის ვადაში.

 

საგადასახდო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ „ე“ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 31 ოქტომბერის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნა 19 ნოემბერს, რომელიც მას ჩაბარდა 22 ნოემბერს. შესაბამისად მას გასაჩივრების ვადა ამოეწურა 2014 წლის 22 დეკემბერს (20 დეკემბერს ემთხვეოდა არასამუშაო დღეს). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივარი წარდგენილია 29 დეკემბერს, გასაჩივრების ვადის დარღვევით, საჩივარი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაუქმების მოთხოვნით, დარჩა განუხილველი.

 

საქალაქო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში დაუსაბუთებლად განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმავე გარემოებაზე იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე მიღებული იყო გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანომ მაინც უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი. შემოსავლების სამსახური ვერ დაეთანხმება ამგვარ მსჯელობას ვინაიდან საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოცენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. იმავე მუხლის მე-7 ნაწილი განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, ომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივანისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ნორმის იმერატიულად განმარტავს, თუ რა პირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დავის დაწყება ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისად საგადასახდო ორგანო არ იყო უფლებამოსილი განეხილა --------ის საჩივრები და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტაციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე დამატებით აღნიშნავს:

 

ფაქტობრივი დასაბუთება

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2014 წლის 31 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფ/პ ------- მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №096701, საგადასახდო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო. სამართალდამრღვევ პირს სანქცია შეეფარდა 500 ლარის ოდენობით.

 

4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის31 ოქტომბრის №096701 სამართალდარღვევის ოქმი ფ/პ ------- მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წარმოების წესით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანებით დასტურდება, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს ფ/პ ------- სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის №024-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხები და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამავე ბრძანების თანახმად ------- ის 2014 წლის 29 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შპს „--------“ ფ/პ ------- მიმართ მითვისებული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა სარგებლად არ უნდა განიხილოს შპს ------- ის მიერ -------- ის მიმართ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის ოდენობა. შესაბამისად განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საჩივარი 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

 

4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარატმენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა და 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება, რომლითაც ------- ს შეუმცირდა დარიცხული გადასახადები სულ 8028 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 5352 ლარი, ჯარიმა 2676 ლარი (ს.ფ. 20-22, 64-67).

 

4.4. ფ/პ ------- 2015 წლის 17 ივლისის შედარების აქტის თანახმად, ბიუჯეტში გადასახდელად ერიცხება 500 ლარი, რომელიც განეკუთვნება სხვა ჯარიმებს. ფ/პ ------- საგადასახადო ვალდებულება სასმოსავლო გადასახადში არ ერიცხება.

 

4.5. -------- მ 2015 წლის 20 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეაპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის №096701 ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლს 30 ივნისს №23362 ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/ შემცირების შესახებ და 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს.

 

4.6. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანებით ფ/პ ------- 2015 წლის 20 ივლისის საჩივარი დარჩა განუხილველი იმ გარემოებებზე მითითბით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

4.7. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პრველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, შემდეგს:

 

საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადი არ არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

4.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლში გაცხადებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები, კერძოდ 1-ლი პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ კოდექსით დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულებების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ სუბიექტებს გადასახადის გადამხდელებს გააჩნიათ ვალდებულება, გადაიხადონ კანონით დაწესებული გადასახადები, ამავე დროს დაკისრებული გადასახადების ამოღების პროცესების ზედამხედველობა და შესაძლო თვითნებობის მართვა გარანტირებულია საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობის მთელი რიგი ნორმებით და საქართველოს კონსტიტუციაში დეკლარირებული უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახდო კანონმდებლობის მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების სრულყოფილი აკუმულირება განუყოფელია საგადასახდო ადმინისტრირების მართლზომიერებისგან. საგადასახადო ორგანოების მხრიდან პირის დასაბეგრ საქმიანობაში ჩარევა, ადმინისტრირების მეთოდების გამოყენება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით, საგადასახდო კანონის მიზნების და კონსტიტუციით აღიარებული უფლებების და პრინციპების სამართლიანი და გონივრული თანხვედრით.

 

4.9. სააპელაციო სასამართლო, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას, იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი დასაბუთებული აქტის გამოცემა.

 

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, განუხილველად დარჩა ფ/პ ------- 2015 წლის 20 ივლისის საჩივარი, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის №096701 ბათილად ცნობის თაობაზე. იმ საფუძვლით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

4.10. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტურად და კანონიერად გადაჭრის მიზნით, პალატა მიუთითებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებზე, კერძოდ, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით, მე-6 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, მე-6 ნაწილის თანახმად 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

 

4.11. ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ საგადასახდო დავის დაწყება შესაძლებელია, საგადასახდო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები. საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე- ნაწილი კი ადგენა, თუ რა გარემოებები ან მტკიცებულებები შეიძლება ჩათვალოს ასეთად. კერძოდ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივანისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანებით ფ/პ ------- საჩივარი 2017 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილვლი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

 

4.12. საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ საგადასახდო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, გადასახდის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო 2014 წლის 31 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფ/პ ------- მიმართ შედგენილი საგადასახდო სამართალდარღვევის №096701 ოქმის, რითაც სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით შეეფარდა 500 ლარის ჯარიმა, მიმდინარე პროცედურა წარმოადგენდა 2014 წლის 01 დეკემბერს საგადასახდო შემოწმების აქტის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 04 დეკემბრის №024-48 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას საგადასახდო ვალდებულების დარიცხვის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა ფ/პ ------- ადმინისტრაციული საჩივარი 2014 წლის 31 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფ/პ ------- მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის №096701 ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 04 დეკემბრის №024-48 საგადასახდო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, სარგებლად არ განიხილოს შპს „-------“ მიერ ფ/პ ------- მიმართ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის ოდენობა, შესაბამისად განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება, შემცირება, ხოლო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივრის მოთხოვნა დარჩა განუხილველი, ამავე დროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5607 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა და 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება, რომლითაც ფ/პ ------- შეუმცირდა დარიცხული გადასახდები სულ 8028 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 5352 ლარი, ჯარიმა 2676 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 04 დეკემბრის №024-48 საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო დავალიანება იყო უსაფუძვლო.

 

4.13. ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის №096701 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით, დავის განახლების მიზნით ფ/პ ------- ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების დასადასტურებლად შემოსავლების სამსახურს წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება გადასახადების და საგადასახდო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა.

 

4.14. აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ახალდ გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველ გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივანისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ახლად აღმოჩენილი/ გამოვლენილი გარემოებების დასადასტურებლად მითითებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის №23362 ბრძანება გადასახადების და საგადასახდო სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ და 2015 წლის 16 ივნისის დასკვნა, გამოცემულია სადავო ოქმის მიღების შემდეგ. პალატა მიუთითებს, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ფ/პ ------- არ გააჩნია გადასახდის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად დადგინდა, რომ არ არსებობს გადასახდის გადამხდელად რეგისტრაციის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც დაჯარიმებული იქნა ფ/პ ------. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესი საგადასახადო ადმინისტრირების სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის არგუმენტს 273-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო 500 ლარის დაჯარიმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 ოქტომბრის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის №096701 გაუქმება იმ პირობებში, როცა გამოვლინდა 2014 წლის 4 დეკემბრის №024-48 საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული თანხის უსაფუძვლობა, რადგან პალატის აზრით, სადავო ნაწილში საგადასახდო მოთხოვნისა და საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის საფუძვლად დადებული გარემოებები უეთიერთკავშირშია და გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოცემული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით აღიარებული ადმინისტრირების სამართლიანობას, ობიექტურობის და კანონიერების პრინციპებს.

 

4.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარეოებები, მართებულად განმარტა კანონი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 აგვისტოს №29256 ბრძანება და დაავალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტებრივი აქტის გამოცემა;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის, პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით.

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

 

მოსამართლეები მერაბ ლომიძე

 

გიორგი ტყავაძე