გადაწყვეტილება №24499/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2025
№ დოკუმენტი 24499/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24499/2/2024

06 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:"-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 20.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24499/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასა და პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №21-11/66991 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის № "-------" წერილი;

3. შემოსავლების სამსახურის 1.10.2024 წლის №22590 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა, 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.

მომსახურების დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №-------- წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ გადასახადის გადამხდელს 1.01.2021 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა და დარიცხვა განხორციელდა 1.01.2021 წლის შემდეგომ.

მომჩივანმა, ასევე მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომლითაც ითხოვდა სასამართლოში მიმდინარე დავის შეწყვეტის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე კორექტირების განხორციელებას, შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №-------- წერილით, გადასახადის გადამხდელს 2.09.2024 წლის №-------- განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით №3/8446-23 საქმისწარმოების შეწყვეტის დარეგისტრირების შედეგად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა შესაბამისი პროცედურები.

მომსახურების დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №--------- და შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №--------- წერილები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.10.2024 წლის №22590 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მე-4 პუნქტის მე-5 ნაწილით, 91 პუნქტის მე-3 ნაწილით და აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.04.2021 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მისი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად დაერიცხა 16 6390.28 ლარი. შემოწმება ჩატარებულია 1.01.2021 წლამდე პერიოდზე და ჯარიმების დარიცხვაც განხორციელდა ამ პერიოდზე.

ვინაიდან საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე, გადასახადების და ჯარიმების დარიცხვა განხორციელდა 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე. ჯარიმები გამოყენებულია იმ დროს არსებული კანონის შესაბამისად. საურავი დარიცხულია დარღვევის გამოვლენის მომენტიდან.

მომჩივნის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა თუ როდის აისახა ბარათზე დავალიანება და მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი დავალიანების ჩამოწერაზე. დავალიანება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როდესაც გადამხდელმა არ გადაიხადა ის გადასახადი, რაც უნდა გადაეხადა ან არ შეასრულა თავისი ვალდებულება, როდესაც უნდა შეესრულებინა.

ითხოვს, მომსახურების დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №21-11/66991 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №"-------" წერილის და შემოსავლების სამსახურის 1.10.2024 წლის №22590 ბრძანების გაუქმებას და სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება, ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით „ოპერაციის შინაარსში“, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.

ამავე ბრძანების 91 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

საქმეში წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №"-------" წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 01.01.2021 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 31,08 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია 1.01.2021 წლის შემდეგ და სრულად ითვლება 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილად მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა. შესაბამისად, აღიარების შემთხვევაში არ დაექვემდებარა ჩამოწერას. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება 01.01.2018-25.01.2021 წლების საანგარიშო პერიოდზე. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №002-132 საგადასახადო მოთხოვნით (კორექტირებული 10.02.2023 წლის №002-16) დარიცხული თანხები აღიარებულია 04.09.2024 წელს. 29.09.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება სულ 171 222 ლარი, მათ შორის გადასახადი 82 308.20 ლარი ჯარიმა 32 658.00 ლარი, საურავი 56 255.80 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №"-------" წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 01.01.2021 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 31,08 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია 1.01.2021 წლის შემდეგ და სრულად ითვლება 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილად მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა. შესაბამისად, აღიარების შემთხვევაში არ დაექვემდებარა ჩამოწერას. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება 01.01.2018-25.01.2021 წლების საანგარიშო პერიოდზე. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №002-132 საგადასახადო მოთხოვნით (კორექტირებული 10.02.2023 წლის №002-16) დარიცხული თანხები აღიარებულია 04.09.2024 წელს. 29.09.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება სულ 171 222 ლარი, მათ შორის გადასახადი 82 308.20 ლარი ჯარიმა 32 658.00 ლარი, საურავი 56 255.80 ლარი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის წერილის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმებას და სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა, 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.მომსახურების დეპარტამენტის წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ გადამხდელს 1.01.2021 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა და დარიცხვა განხორციელდა 1.01.2021 წლის შემდეგომ.

მომჩივანმა, ასევე მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომლითაც ითხოვდა სასამართლოში მიმდინარე დავის შეწყვეტის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე კორექტირების განხორციელებას, შემოსავლების სამსახურის წერილით, გადამხდელს 2.09.2024 წლის №145706/21 განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით №3/8446-23 საქმისწარმოების შეწყვეტის დარეგისტრირების შედეგად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა შესაბამისი პროცედურები.

მომსახურების დეპარტამენტის შემოსავლების სამსახურის წერილები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 01.01.2021 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 31,08 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია 1.01.2021 წლის შემდეგ და სრულად ითვლება 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილად მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა. შესაბამისად, აღიარების შემთხვევაში არ დაექვემდებარა ჩამოწერას. გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება 01.01.2018-25.01.2021 წლების საანგარიშო პერიოდზე. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №002-132 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები აღიარებულია 04.09.2024 წელს. 29.09.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება სულ 171 222 ლარი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

309(37).